მშობლების ჩართვა

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობა მომხრეა მათმა შვილებმა მიიღონ სქესობრივი ჯანმრთელობის სფეროში განათლება, მნიშვნელოვანია მათთვის მოცემული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროგრამის გახორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა. აღნიშნული დაგვეხმარება აღმოვფხვრათ სასწავლო პროგრამის შინაარსთან და მიზნებთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი გაუგებრობა. ამ გზით მშობლებს ასევე საშუალება ეძლევათ საკუთარი წვლილი შეიტანონ შვილების განათლებაში და შესთავაზონ სკოლას  თავიანთი მხარდაჭერა.

მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით:
  • გაუგზავნეთ მშობლებს სკოლის ადმინისტაციასთან წინასწარ შეთანხმებული წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება თუ რას შეისწავლიან მათი შვილები, როგორი ფორმით იქნება მიწოდებული მათთვის სასწავლო მასალა და ვის მიერ
  • გაუზიარეთ მშობლებს გაკვეთილის გეგმები და პროგრამის სწავლის შედეგები
  • მიაწოდეთ მშობლებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ შეუძლიათ პირისპირ შეგხვდნენ და თქვენთან განიხილონ ნებისმიერი მათთვის საინტერესო საკითხი თუ პრობლემა
  • მიაწოდეთ მშობლებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ შეუძლიათ ეწვიონ ამ საიტზე განთავსებულ მშობელთა პორტალს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სასწავლო პროგრამის შესახებ, სპეციალურად მშობლებისთვის განკუთვნილ ინფორმაციას, რომელიც ეხება ჯანსაღ განვითარებას, სქესობრივ ჯანმრთელობას და მათ როლს სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების საქმეში.