რატომ არის გოგონების განათლება მნიშნელოვანი და მომგებიანი?
❗️გოგონების განათლებაში ინვესტიცია მომგებიანია, რადგან:
👩ის ქალები, რომლებიც იღებენ განათლებას გამოიმუშავებენ მეტს, ვიდრე ისინი ვისაც არ აქვს ხელმისაწვდომობა განათლებაზე.
💸შესაბამისად, ზოგიერთი ქვეყანა, წლიურად მილიარ დოლარზე მეტს კარგავს, რადგან გოგონები განათლებას ვერ ირებენ.
რატომ არის სექსუალური განათლება მნიშვნელოვანი?
❓კითხვები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმთელობის შესახებ ადრეულ ასაკშივე ჩნდება. მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება, ისეთ თემებზე როგორიცაა: სქესობრივი განვითარება, ინტიმური ჰიგიენა, პირადი ურთიერთობები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
👩🧑სწორად მიწოდებული ინფორმაცია ეხმარება ახალგაზრდას:
🧐უკეთესად გაიცნოს საკუთარი სხეული და უფლებები - ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდას შეიცნოს თავისი სხეული, იყოს ინფორმირებული მასში მიმდინარე ცვლილებებზე და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდას გააკეთოს ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი.
📆განსაზღვროს სექსუალური ცხოვრების დაწყების დრო- არაერთი კვლევით დასტურდება, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ახალგაზრდას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმთელობის შესახებ, მით ნაკლებია შანსი, რომ მან სექსუალურად აქტიური ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყოს.
💉თავიდან აიცილონ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება აძლევს ახალგაზრდას ინფორმაციას თუ რა რისკებთან არის ასოცირებული დაუცველი სექსუალური კავშირი და როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
❗️თავიდან აიცილოს არასასურველი/დაუგეგმავი ორსულობა - სექსუალური განათლება ასწავლის ახალგაზრდებს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი და პარტნიორი არასასურველი ორსულობისგან;
🔴პატივი სცენ სხვის არჩევანს - სექსუალური განათლების მქონე ახალგაზრდები აცნობიერებენ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მართოს საკუთარი სხეული, ისე როგორც სურს.
🔎 რა უნდა გავაკეთოთ დედათა ავადობისა და სიკვდილიანობის პრევენციისათვის?
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა - ეს შენი უფლებაა!!!
🔴არავის აქვს უფლება გაამჟღავნოს ინფორმაცია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კანონით დაშვებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა!
🔴შენ გაქვს უფლება მიიღო ინფორმაცია და ხარისხიანი სამედიცინო სერვისი სრულიად კონფიდენციალურ გარემოში!
🔴ჯანმრთელობის დაცვის სერვისები ხელმისაწვდომია ყველასთვის, კანონი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას!
🔴ექიმს არ აქვს უფლება უარი გითხრას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ არ არსებობს ამის რეალური საჭიროება და აღნიშნული სამედიცინო ქმედება არ გამოიწვევს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას!
❗️იცოდე შენი უფლებები! დაიცავი შენი ღირსება!