სადამრიგებლო საათის რესურსები

  • სადამრიგებლო საათი

    გაკვეთილი- რა არის ღქმა?

    სწავლის შედეგი: მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საკუთარი თავი და შეგრძნებები,მოუსმინოს სხვას და დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობები.

    მასალა:  თაბახის ფურცლები; ფლიფჩარტი; წებო; მაკრატელი;  კალმისტარი და  ფლომასტრები,  ფერადი ქაღალდები (შესაძლებელია ილუსტრაციები ,ჟურნალების გარეკანი და სხვა).

    შესავალი:

    გაკვეთილის მიზანია:  მეცადინეობის  დროს მოსწავლეებმა ისწავლონ,როგორ შეიძლება გახსნილად,შეუბოჭავად იურთიერთონ ერთმანეთთან.შეისწავლონ სტრატეგიები როგორ შეუძლიათ გაიგონ მეტი საკუთარი თავის და სხვების შესახებ.როგორ შეუძლიათ შემოქმედებითად (მხტვრულად) წარმოაჩინონ თავი.შეაფასონ და აღიმაღლონ რწმენა საკუთარი თავის მიმართ.განივითარონ სხვისი მოსმენისა და მხარდაჭერის უნარი.

    კომუნიკაცია წარმოადგენს ადამიანებს შორის ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური სიმბოლოების საშუალებით აზრების,გრძნობების,დამოკიდებულებების და იდეების ურთიერთგაცვლას. კომუნიკაცია ლათინურ ენაში (საიდანაც საელწოდება მომდინარეობს) ნიშნავს „გავხადოთ ყველასათვის გასაგები“ ან „საერთოს ვხდი“.

    ვერბალური კომუნიკაცია გულისხმობს სიტყვების საშუალებით ინფორმაციის გადაცემას. არავერბალური კომუნიკაცია (პოზა,მიმიკა,ჟესტიკულაცია.პაუზები,ხმის ინტონაცია და სიმალის ცვლილება,სქემა, დიაგრამა,სხვადსხვა შრიფტი) კი მოიცავს მოსაუბრის დამოკიდებულებას,რომელიც თან ახლავს და ავსებს სიტყვიერ ინფორმაციას.არავერბალური სიგნალები მიგვითითებენ იმაზე,თუ როგორ უნდა მოხდეს სიტყვების მნიშვნელობის გაგება.

    აქტივობა -ვინ ვარ მე?  (დრო 30 წთ)

    ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი:

    ნაბიჯი 1. მოსწავლეებს შეახსენეთ ჯგუფში მუშაობის წესები
    ნაბიჯი 2.  მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
    ნაბიჯი 3. მოსწავლეები ქმნიან ინდივიდუალურ პორტრეტებს
    მოსწავლეებს დაურიგეთ თაბახის ფურცლები (დანარჩენი მასალა შეიძლება იყოს ჯგუფზე)  მიეცით ინსტრუქცია : მათ მასალების/ან ფლომასტერების  გამოყენებით უნდა შექმნან კოლაჟი/ნახატი ,რომელიც დანარჩენ მონაწილეებს  დაეხმარება , რომ  შეექმნათ  წარმოდგენა მათ შესახებ  (რა ინტერესები აქვთ, რის კეთება უყვართ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და ა .შ.)
    ნაბიჯი 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ    წარუდგინონ საკუთარი ნამუშევარი ჯგუფს, მაგრამ  თითოეული საუბრობს არა უმეტეს ორი წუთი.
    ნაბიჯი 5. მას შემდეგ რაც ჯგუფში ყველა დაასრულებს საკუთარი ნამუშევრის წარდგენას  შეეცადონ იპოვონ   საერთო (მაგ: სურვილი, მისწრაფება, რის კეთება უყვართ და ა.შ) და შექმნან საერთო სქემა
    ნაბიჯი 6.  საბოლოო ეტაპზე  ხდება ჯგუფების გაერთიანება და მსჯელობა.

    კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის

    პედაგოგმა შეიძლება  მონაწილეებს დაუსვას  შემდეგი შეკითხვა, მაგ:

    • გაუადვილდათ/გაუჭირდა თუ არა სურათის დახატვა ,რატომ?
    • ადვილად/ძნელად  იპოვეს რაიმე  საერთო? რატომ?
    • დაასახელეთ რა გაქვთ საერთო?
    • დაგეხმარათ თუ არა ეს სავარჯიშო სხვა კუთხით დაგენახათ /ან გაგეცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები

    კითხვების ყუთი
    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

    მოსწავლეთა შეფასება|
    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა:
    შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები:

    • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
  • სწავლის შედეგი: მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საკუთარი თავი და შეგრძნებები,მოუსმინოს სხვას და დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობები.

    მასალა:  თაბახის ფურცლები; ფლიფჩარტი; წებო; მაკრატელი;  კალმისტარი და  ფლომასტრები,  ფერადი ქაღალდები (შესაძლებელია ილუსტრაციები ,ჟურნალების გარეკანი და სხვა).

    შესავალი:

    გაკვეთილის მიზანია:  მეცადინეობის  დროს მოსწავლებნა ისწავლონ,როგორ შეიძლება გახსნილად,შეუბოჭავად იურთიერთონ ერთმანეთთან.შეისწავლონ სტრატეგიები როგორ შეუძლიათ გაიგონ მეტი საკუთარი თავის და სხვების შესახებ.როგორ შეუძლიათ შემოქმედებითათ (მხტვრულად) წარმოაჩინონ თავი.შეაფასონ და აღიმაღლონ რწმენა საკუთარი თავის მიმართ.განივითარონ სხვისი მოსმენისა და მხარდაჭერის უნარი.

    კომუნიკაციის უნარი თანდაყოლილი არ არის;მისი შეძენა და განვითარება მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება.კომუნიკაცია გულისხმობს ურთიერთობას ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის,ანუ კომუნიკაციას იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ერთმანეთთან რაიმე აკავშირებთ.ხშირად ურთიერთობისას ერთი ადამიანი მეტადაა დამოკიდებული სხვებზე, ზოგ შემთხვევაში კი,ურთიერთობა თანასწორია.

    კომუნიკაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია მოსმენის უნარი ,რადგან არასწორი მოსმენის შედეგად ვიღებთ სიტუაცია,როდესაც მოსაუბრეებს არ ესმით ერთმანეთის . გადაცემული და მიღებული ინფორმაცია არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს კი იწვევს უკმაყოფილებას,გაუგებრობას,დაძაბულობას,ხშირად კონფლიქტს და ურთიერთობის გაწყვეტას.

    აქტივობა -ვინ ვარ მე?  (დრო 30 წთ)

    ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი:

    ნაბიჯი 1. მოსწავლეებს შეახსენეთ ჯგუფში მუშაობის წესები
    ნაბიჯი 2.  მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
    ნაბიჯი 3. ჯგუფის ფორმირების შემდეგ მონაწილეებს ვაძლევთ ოთხ ნაწილად გაყოფილ ფლიფჩარტს, რომელის შუაგულში ხატია კვადრატი,ხოლო ფურცლის დანარჩენი ნაწილი დაყოფილია (ნაწილებად)სეგმენტებად. ჯგუფის ყველა წევრი თავის სეგმენტში(ნაწილში) წერს ინფორმაციას (იხ.დანართი) ,
    ნაბიჯი 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ    ჯგუფუს წევრები ეცნობიან ერთმანეთის ნამუშევარს
    ნაბიჯი 5. მას შემდეგ რაც ჯგუფში ყველა დაასრულებს საკუთარი ნამუშევრის წარდგენას  შეეცადონ იპოვონ   საერთო (მაგ: სურვილი, მისწრაფება, რის კეთება უყვართ და ა.შ) და ჩაწერონ კვადრატში.
    ნაბიჯი 6.  საბოლოო ეტაპზე  ხდება ჯგუფების გაერთიანება და მსჯელობა.

    კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის

    ამ ეტაპზე პედაგოგმა შეიძლება  მონაწილეებს დაუსვას  შემდეგი შეკითხვა, მაგ:

    • გაუადვილდათ/გაუჭირდა თუ არასაკუთარი თავის აღქმა მაგ.როგორც ცხოველს/ფრინველს,რატომ?
    • ადვილად/ძნელად  იპოვეს რაიმე  საერთო საკუთარ თავსა და წარმოსახულ  მესთან? რატომ?
    • დაასახელეთ რა გაქვთ საერთო თქვენი ჯგუფის წევრებს?
    • დაგეხმარათ თუ არა ეს სავარჯიშო სხვა კუთხით დაგენახათ /ან გაგეცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები?

    კითხვების ყუთი
    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

    მოსწავლეთა შეფასება|
    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა:
    შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები:

    • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

    დანართი აქტივობისთვის
    ვინ ვარ მე?

    მე, რომ ცხოველი ვიყო, ვიქნებოდი     ……………………………….
    მე, რომ ყვავილი ვიყო, ვიქნებოდი        ……………………………….
    მე, რომ ფრინველი ვიყო, ვიქნებოდი    ………………………………
    მე, რომ სათამაშო ვიყო, ვიქნებოდი      ……………………………….
    მე, რომ მუსიკალური ინსტრუმენტი ვიყო, ვიქნებოდი ………………………….

  • სწავლის შედეგი
    მოსწავლეს შეუძლია გახსნილად  და ობიექტურად ისაუბროს საკუთარი პიროვნების შესახებ და გაუზიაროს მოსაზრება სხვებს.

    მასალა:  თაბახის ფურცლები; ამობეჭდილი დასარიგებელი მასალა.

    შესავალი:

    გაკვეთილის მიზანია:  ხელი შევუწყოთ შეუბოჭავად(გახსნილად) ისაუბროს საკუთარი პიროვნების შესახებ.
    სავარჯიშო დაეხმარება მონაწილეს ობიექტურად შეხედონ საკუთარ თავს და გაუზიარონ დანახული სხვებს.

    აღქმა ადამიანის შემეცნებითი აქტივობის გამოვლინებაა,ამიტომ,როგორც ყველა სხვა მოქმედებაში

    აღქმაც  თვით აღმქმელის პიროვნების შინაგანი მდგომარეობა,მისი     გამოცდოლება, მისწრაფებები, მოთხოვნილებები და ინტერესები ვლინდება და გარკვეულ გავლენას ახდენს აღქმაზე.აღქმა გარკვეულ ფარგლებში პიროვნულ ხასიათს ატარებს.ერთსა და იმავე მოვლენას სუბიექტი განსხვავებულად აღიქვამს იმის მიხედვით ,თუ როგორია მისი გამოცდილება ამ მოვლენის მიმართ,რა იცის მის შესახებ,რა აინტერესებს მას ამ მოვლენაში,როგორ არის ამ მომენტში განწყობილი.ყოველივე ამის მიხედვით იცვლება თვალსაზრისი,რომელითაც აღიქმება მოვლენა,იცვლება პიროვნების პოზიცია.როდესაც ადამიანი წინასწარ მტკიცედ არის განწყობილი გარკვეული მოვლენის ან საგნის მიმართ მან შეიძლება დამახინჯებულად,არასწორად აღიქვას მოცემული მოვლენა თუ ის არ დაემთხვა მის მოლოდინს.ასეთი წინასწარშემუშავებული განწყობა წარმოადგენს შემცდარ აღქმათა დიდ ნაწილს.არასწორი აღქმები ხელს უშლიან ადამიანებს შორის კომუნიკაციას და იწვევენ კონფლიქტებს

    აქტივობა აღწერე საკუთარი თავი (დრო 30 წთ)
    ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი.

    ნაბიჯი 1.   დაურიგეთ დასარიგებელი მასალა თითოეულ მონაწილეს
    ნაბიჯი 2.  სთხოვეთ, რომ შეავსონ მაქსიმალურად გულწრფელად.
    ნაბიჯი3.  შესთავაზეთ, რომ განიხილონ საკუთარი პასუხები მცირე ჯგუფებში
    ნაბიჯი 4. სთხოვეთ, ისაუბრონ რას გრძნობენ, როცა სხვებს გაანდეს ინფორმაცია საკუთრი თავის შესახებ.
    ნაბიჯი 5.  მთელ ჯგუფთან იმსჯელეთ თუ  რა ისწავლეს პირადი ინფორმაციის სხვისთვის გაზიარების კუთხით

    კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის

    ამ აქტივობის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია პედაგოგმა  აუცილებლად გაითვალისწინოს:

    • კომუნიკაციური უნარების სწავლება ბევრი მონაწილისთვის    შეიძლება ახალი გამოწვევა იყოს ,ამიტომ გამოიჩინეთ მოთმინება და შეეცადეთ ხელი შეუწყოთ მათ.
    • ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში არაა  „მიღებული“, რომ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა ილაპარაკონ, ამიტომ  ემოციების გამოხატვის დავალების შესრულების დროს შეიძლება მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.
    • გოგონების უმეტესობა ოჯახშიც და საზოგადოებაში იძენს მორჩილების  და არა თვითდამკვიდრების და საკუთარი მოსაზრების დაცვის უნარს, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ თვითდამკვიდრების უნარების განვითარებაში.
    კითხვების ყუთი

    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

    დანართი აქტივობისთვის- აღწერე საკუთარი თავი (ინდივიდუალურად დასარიგებელი)

    მე                                                    ————————-
    მხიარული                                   ————————-
    შემიძლია მოსმენა                     ……………………………..
    მორცხვი                                       ————————-
    თავდაჯერებული                     ————————–
    კეთილი                                       ————————–
    ჯანმრთელი                                 ————————-
    სიმპათიური                                  ————————
    გულუხვი                                        ———————–
    მგრნობიარე სხვისი გაჭირვების მიმართ                 ———————
    კარგად ვცურავ                                                               ———————
    ჩემ თავში ყველაზე მეტად მომწონს                          ——————–
    ჩემ თავში ნაკლებად                                                      ——————–
    მინდა უკეთესად გამომდიოდეს                                 ——————-
    როგორ  ვისწავლო /ან გავაკეთო                                ——————–

  • სწავლის შედეგი: მოსწავლეს შეუძლია  პოზიტიურად განეწყოს საკუთარ ორგანიზმში გარდატეხის პერიოდში მიმდინარე ცვლილებებთან.

    მასალა:  თაბახის ფურცლები; ფლიფჩარტი; წებო; მაკრატელი;    სხვადასხვა ასაკის ადამიანის ფოტოები, სხვადასხვა მსახიობის ან მომღერლის ფოტო. (შესაძლებელია ილუსტრაციები ,ჟურნალების გარეკანი და სხვა).

    შესავალი: გაკვეთილის მიზანია:  ხელი შევუწყოთ მოზარდებს პოზიტიურად განეწყონ საკუთარ ორგანიზმში გარდატეხის პერიოდში მიმდინარე ცვლილებებთან.

    გარდამავალ ასაკში მოზადის ორგანიზმი  განიცდის მკვეთრ ცვლილებას,როგორიცაა: ანატომიურ-ფიზიოლოგიური,სულიერი,ფსიქოლოგიური და ზნეობრივი.გარდამავალი ასაკის ბავშვების სწავლება და აღზრდა გაცილებით მეტ სირთულესა და სიძნელესთან არის დაკავშირებული,ვიდრე უმცროსი სასკოლო ასაკის. ბავშვის მოწიფულობაში გადასვლის პროცესი მეტად რთული და მრავალფეროვანია,რადგან იგი დაკავშირებულია უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების რღვევასთან,ცხოვრებისა და ქცევის პირობების შეცვლასთან .თუკი მოზარდმა იცის და ესმის ის ცვლილებები,რომელსაც ადგილი აქვს მის სხეულში და ფსიქიკაში მისთვის უფრო ადვილი იქნება მათი მიღება.

    აქტივობა: ყველა ადამიანი უნიკალურია (დრო 30 წთ)
    ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა მასწავლებელმა განახორციელოს  რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი.

    ნაბიჯი 1.  მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
    ნაბიჯი 2. თითოეული ჯგუფი მუშაობს დავალებაზე- ჩამოთვალონ(ჩამოწერონ)ცვლილებები რომელსაც ადამიანები განიცდიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (მაგ: 0-დან 5 წლამდე; 5-დამ 10-მდე;11-დან -14 წლამდე; 15-დან -20 წლამდე), რ ფიზიკური ,ემოციური და ინტელექტუალური კუთხით .
    ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც ჯგუფები ჩამოწერენ თავიანთ ვარაუდს ცვლილებებთან დაკავშირებით, დაურიგეთ მასალა „ყველა ადამიანი უნიკალურია“ და ჯგუფებმა უპასუხონ შეკითხვებს.

    გაკვეთილის შეჯამება

    შეჯამების ეტაპზე მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

    1. თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას თუ რა ცვლილებები ჩამოთვალეს/ჩამოწერეს და აუცილებლად გამოთქვამენ მოსაზრებას. მასწავლებელმა ყურადღება  უნდა გაამახვილებინოს   ემოციური ,ინტელექტუალური და ფიზიკური ცვლილებების კუთხით .
    2. „თვითშეგრძნებებზე “საუბრის  და მსჯელობის დროს თხოვეთ მონაწილეებს გამოთქვან მოსაზრება როგორ შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს გადალახონ უარყოფითი ან ნეგატიური ემოციები.
    3. მიუთითეთ, რომ ფოტო აფიქსირებს რაღაც გარკვეულ მომენტს, ხოლო ადამიანები აგრძელებენ ცვლილებებს .შეეკითხეთ როგორ წარმოუდგენიათ ცვლილებები რომელსაც ისინი განიცდიან ამ ეტაპზე.
    კითხვების ყუთი (10 წთ.)

    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
  • სწავლის შედეგი
    მოსწავლეს შეუძლია  დისკომფორტის გარეშე ეჭქვეშ დააყენონ საკუთარი ღირებულებების სისტემა . დააფიქროს იმ ძირითად ღირებულებებზე რაც წარმოიქმნება გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

    მასალა:  დანართი მოთხრობა  ალიგატორების მდინარე.

    შესავალი:
    გაკვეთილის მიზანია:  მიეცეს მოსწავლეებს საშუალება დისკომფორტის გარეშე ეჭქვეშ დააყენონ საკუთარი ღირებულებების სისტემა. ისტორია მოთხრობილია  გამოგონილ ქვეყანაში ,მაგრამ ის დააფიქრებს მოსწავლეებს  იმ ძირითად ღირებულებებზე რაც წარმოიქმნება გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

    ღირებლება, ესაა პრინციპი ან სტანდარტი,რომელსაც აღიარებს ინდივიდი,ჯგუფი,ან საზოგადოება. საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა თანასწორობა, სამართლიანობა და ა.შ. ღირებულება გამხატავს ადამიანის რწმენას,შეხედულებებს, ედეალებსა თუ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების სტილს.ღირებულებები ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში და ახდენენ გავლენას მის გადაწყვეტილებებზე.პიროვნული ღირებულებების მაგალითებია: პატიოსნება, ლოიალობა, დამოუკიდებლობა, გულუხვობა, პატრიოტიზმი და ა.შ

    აქტივობა სიუჟეტის (ქეისის)  განხილვა (დრო 50 -60 წთ)

    ნაბიჯი 1. მასწავლებელი  მცირე ლექციით მოსწავლეებს აცნობს, თუ რას გულისხმობს -ტერმინი ფასეულობა/ღირებულებები.
    ნაბიჯი 2.  მოსწავლეებს  ჯგუფებში ურიგდებათ  სიუჟეტი „ისტორია ალიგატორების მდინარის შესახებ“
    ნაბიჯი3. მოსწავლეები ჯგუფებში კითხულობენ სიუჟეტს და  აფასებენ პერსონაჟების ქმედებებს ხუთბალიანი შკალით: ის ვინც ყველაზე მეტად მოწონთ 5  ქულა, ყველაზე ნაკლებად 1 ქულა .  (მთავარია ,რომ შეფასებები უნდა ეყრდნობოდეს  მოსწავლეთა  მიერ შემუშავებულ შეფასების კრიტერიუმებს)
    ნაბიჯი 4. მას შემდეგ რაც  მონაწილეები ინდივიდუალურად დაასრულებენ შეფასებას, მასწავლებელი სთხოვს განიხილონ ჯგუფებში შეფასებები და  გააკეთონ ერთი საერთო შეფასება. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას როგორ ახერხებენ ისინი საერთო შეთანხმების მიღწევას.

    გაკვეთილის შეჯამება

    დასკვნების გამოტანა-სავარჯიშოს გაანალიზება

    • კითხეთ მოსწავლეებს მიაღწიეს თუ არა მათ შეთანხმებას თუ მიაღწიეს როგორ ?
    • რტომ იყო შეთანხმება ზოგიერთი ჯგუფისათვის იოლი ან ძნელი.
    • რა წარმოადგენდა ჯგუფის მიზანს პირადი მიზნების ,პირადი პრიორიტეტების შენარჩუნება თუ პრიორიტეტის შეცვლა და შეთანხმება.

    დასკვნით ფაზაზე  ჩაატარეთ დისკუსია -ვინ როგორ და რატომ შეაფასა პერსონაჟები.
    აუცილებელია დააფიქსიროთ, რომ თითოეულის აზრი არის ანგარიშგასაწევი და რომ ეს სავარჯიშო მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს მათ (მოსწავლეებს) გაანალიზონ როგორ ხდება ჯგუფში საერთო ღირებულებებზე შეთანხმება.

    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: მოსწავლეები გაეცნენ  ღირებულების დეფინიციას

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

    დანართი  ალიგატორების მდინარე

    სახელები ანდრეა; კრისტი; მირიანი; ბოგდანი; მირჩა

    ანდრეას სურს ბოგდანთან მისვლა ,ვინაიდან მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მან უნდა გადალახოს ალიგატორებით სავსე მდინარე. დახმარებისთვის ის მიმართავს მეზღვაურ კრისტის, რომელსაც აქვს ნავი, მაგრამ კრისტი პირობას წამოუყენებს, ის გადაიყვანს იმ შემთხვევაში თუ ის მასთან დაწვება, გოგონა ძალიან შეფიქრიანდა და სხვადასხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო. ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო დახმარებისათვის მირიანისათვის მიემართა და ეთხოვა დახმარება, მაგრამ მირიანმა უპასუხა ,რომ ეს მისი პრობლემაა და არ აპირებს ჩაერიოს. ანდრეამ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა და დათანხმდა კრისტის წინადადებას. მეორე ნაპირზე გადასულმა  კი გულახდილად მოუყვა ბოგდანს თუ რა გადახდა თავს და  ეს იმიტომ გააკეთა ,რომ ძალიან უნდოდა ბოგდანის ნახვა.  ბოგდანმა მოუსმინა და ძალიან ცივად უთხრა ,რომ მისი  დანახვაც კი აღარ უნდოდა.

    შეყვარებულების ამ კამათს შეესწრო მირჩა ,ის ეუბნებოდა ბოგდანს ,რომ მას ნამდვილი სიყვარულით არ უყვარს ანდრეა, რადგან არ უნდა გაიგოს თუ რატომ ჩაიდინა  მან ეს საქციელი. მირჩამ ასევე უთხრა ბოგდანს ,რომ ის მზადაა ცოლად შეირთოს ანდრეა, რადგან ის ძალიან კარგი გოგოა. გარკვეული ხნის შემდეგ ისინი ქორწინდებიან.

    კარგი იქნება ქართულ კონტექსტს თუ მოვარგებთ ქეისს. ქართული სახელები შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე ალიგატორების ნაცვლად რამე ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული საფრთხე დავუსახოთ

  • სწავლის შედეგი
    მოსწავლეს შეუძლია  გაიაზროს სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი ფაქტორები.

    მასალა:  კითხვარი მოსწავლეებისათვის- ვინ/რა მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე.

    გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს ალტერნატივის არჩევას. ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ან ნაკლებად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების თანამგზავრის არჩევა, ნაკლებად მნიშვნელოვანი – სამუშაო ტანსაცმლის შერჩევა. ყოველდღიურად ადამიანი იღებს ძალიან ბევრ უმნიშვნელო გადაწყვეტილებებს, სერიოზული მოფიქრების გარეშე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები კი მიიღება მხოლოდ ჯეროვანი გააზრების საფუძველზე.გადაწყვეტილების მიღებისათვის განხორციელებული ქმედებები დაიყვანება მოქმედების მიმართულების შერჩევაზე. საერთოდ ძნელია კარგი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის ქცევა არ არის ყოველთვის ლოგიკური. ზოგჯერ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები, კერძოდ, სოციალური წეს-ჩვეულებები, დაგროვილი გამოცდილება, პიროვნული ფასეულობები.
    აქტივობა / გაკვეთლის მსვლელობა

    ნაბიჯი 1. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის,რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოქმედებს გარე და შიდა ფაქტორები,მაგრამ ამ სავარჯიშოს შესრულება უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მათ საკუთარ წარმოდგენას და შეგრძნებას
    ნაბიჯი2. მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ გრაფებს,გამომდინარე მათი იმჟამინდელი შეხედულებებით.
    ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც მოსწავლეები დაასრულებენ კითხვარის ინდივიდუალურად შევსებას , მასწავლებელი  სთავაზობს მათ,რომ სურვილისამებრ გაერთიანდნენ  მცირე ჯგუფებში(არაუმეტეს ხუთი ადამიანი ერთ ჯგუფში)
    ნაბიჯი 4. ჯგუფებში უნდა მოხდეს  საერთო გადაწყვეტილების მიღება და შეჯერება.

    გაკვეთილის შეჯამებისათვის მასწავლებლის ქმედებებია:

    ნაბიჯი 1. ჯგუფების მუშაობის დროს მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ,რომ ჯგუფში ყველა მონაწილეს მიეცეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და მხოლოდ საჭიროებისამებრ აძლევს რეკომენდაციებს
    აბიჯი 2. განხილვა მიმართეთ იმ კუთხით, საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო იოლია,მაგრამ რთულ საკითხებზე (მაგ,#5;6;10) გადაწყვეტილებების მიღების დროს არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები,უფრო სწაორად თითოეულ გადაწყვეტილებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

    დროწყვეტილების მიღება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე,მაგ:პიროვნულ განვითარებაზე;ოჯახში და  საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებზე;მეგობრების გავლენაზე და სხვა.

    აუცილებელია, მოსწავლეებს განვუმარტოთ ,რომ ეს სავარჯიშო იყო მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების დემონსტრირება და ეს მათ დაეხმარება უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

    კითხვების ყუთი (10 წთ.)

    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა

    ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

    დანართი

    მოსწავლეებისათვის მასალა
    ვინ ან რა ზემოქმედებს თქვენს გადაწყვეტილებებზე

    1.რა ტანსაცმელს ვატარებთ……………………………..
    2.რა ვარცხნილობა გავიკეთოთ…………………
    3.რა საკვები მივირთვათ……………………….
    4.რა საგნები ვისწავლოთ სკოლაში…………………………..
    5.როგორ მეგობრებს ვირჩევთ……………………..
    6.როგორ გოგოს/ბიჭს შევხვდეთ
    7.რომელ/როგორ ფილმს ვუყუროთ………………………..
    8რა წავიკითხოთ……………………………….
    9. როდის დავბრუნდე სახლში…………………….
    10.როგორ შორს (ღრმად) შეიჭრათ სექსუალურ ურთიერთობაში………

  • სწავლის შედეგი
    მოსწავლეს შეუძლია  გაიაზროს სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი ფაქტორები.

    მასალა:  გადაწყვეტილების პროცესში გამოყენებული ტერმინები  (იხ დანართი 1);კითხვარი მოსწავლეებისათვის –  როგორ  ვიღებ  გადაწყვეტილებას.

    შესავალი:  მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს,რომ ზოგჯერ სპონტანური გადაწყვეტილების მიღება იწვევს არასასურველ შედეგს

    კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედებს პირველ რიგში მის პირად ცხოვრებაზე და ნაკლებად უკავშირდება სხვა ადამიანებს; კონკრეტული გადაწყვეტილებები იშვიათად მიეკუთვნება რომელიღაც ერთ კატეგორიას,მაგრამ მიღების პროცესის მიხედვით ისინი შეიძლებაასე დაჯგუფდეს: ინტუიციური გადაწყვეტილებებეი და განსჯაზე დამყარებული ან რაციონალური გადაწყვეტილებები.წმინდა ინტუიციურია გადაწყვეტილება,რომლის მიმღები პირიც,ფიქრობს,რომ ია მართალია და მხოლოდ ამის საფუძველზე აკეთებს არჩევანს.ის ,რასაც „წონის“ ყოველგვარ ალტერნატივას,არ საჭიროებს სიტუაციში გარკვევას.ის, რას უწოდებენ მეექვსე გრძნობას,არის ინტუიციური გადაწყვეტილება.განსჯაზე დამუარებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად ედება სიტუაციის განმეორების ტენდენცია.ასეთ პირობებში დაგროვებული ცოდნის საფუძველზე ადამიანი ღებულობს ადრე მიღებული გადაწყვეტილების მსგავს გადაწყვეტილებას.
    აქტივობა / გაკვეთლის მსვლელობა

    ნაბიჯი 1. მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს წინა მეცადინეობაზე განხილულ საკითხს, კერძოდ გადაწყვეტილების მიღება და გონებრივი იერიშით გააქტიურებს მოსწავლეთა ცოდნას.
    ნაბიჯი 2. მასწავლებელი მოსწავლეებს   ურიგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოყენებულ ტერმინებს და თხოვს გაეცნონ მას.
    ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც მოსწავლეები გაეცნობიან ტერმინებს,მასწავლებელი მათ აცნობს გადაწყვეტილების მიღების ეტაპებს:

    1. დაფიქრება-სერიოზული გადაწყვეტილება ,რომელიც გვაიძულებს დაფიქრებას და სხვადასხვა ალტერნატივების განხილვას,ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ფუნდამენტურ ფასეულობათა სისტემაზე ,ხან საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებზე.
    2. დაუფიქრებელი-როგორც წესი ეს ჩვეული გადაწყვეტილებაა, მაგ: რომელი ფეხსაცმელი ჩავიცვათ სკოლაში
    3. გადადება-მიუღებელ გადაწყვეტილებას მოაქვს გარკვეული შედეგი,თუმცა თქვენ  არ შეგიძლიათ გადადებული აზრის კონტროლი.მაგ: თქვენ გკითხეს-ხომ არ გინდათ ბატი-ბუტი? თქვენ პასუხობთ,რომ მოიფიქრებთ და გადაწყვეტილებას მერე მიიღებთ.ეს არის გადაწყვეტილების გადადება.ამავე დროს თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ შედეგი ვინაიდან გარკვეული დროის შემდეგ,სანამ თქვენ მოიიქრეთ ბატიბუტი შეიძლება შეჭამონ.

    ნაბიჯი 4.   ჯგუფური სამუშაო.  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს  (იხ.დანართი 2) და თხოვს მოსწავლეებს შეავსონ ინდივიდუალურად და შემდეგ განიხილონ ჯგუფებში,თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებას
    ნაბიჯი 5. დისკუსია/შეჯამება – როგორ ვიღებ გადაწყვეტილებას.

    გაკვეთილის შეჯამებისათვის მასწავლებლის ქმედებებია:

    ნაბიჯი1. ჯგუფების მუშაობის დროს მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ,რომ ჯგუფში ყველა მონაწილეს მიეცეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და მხოლოდ საჭიროებისამებრ აძლევს რეკომენდაციებს
    ნაბიჯი 2. მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს მოსწავლეები იცავენ თუ არა გადაწყვეტილების მიღების ეტაპებს ჯგუფში საერთო გადაწყვეტილების მიების დროს,ვინაიდან ამ მეცადინეობის მიზანია მოსწავლეებში ამ უნარების განვითარების ხელშეწყობა.

    კითხვების ყუთი

    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
    დანართი 1

    გადაწყვეტილების მიღების დროს გამოყენებული ტერმინები
    სინთეზირება-შეართეთ ძველი და ახლი ინფორმაცია,
    გაანალიზეთ -დაყავით და შეისწავლეთ.
    სანდო ინფორმაცია-ინფორმაცია რომელიც შეიძლება დამტკიცდეს
    ფაქტი-რაღაც რაც შეიძლება დამტკიცდეს
    აზრი-პირადი აზრი ან სხვისი მოსაზრება
    თვითპატივისცემა-საკუთარ  თავზე,როგორც პიროვნებაზე მაღალი აზრი
    თავდაჯერებულობა-საკუთარი შესაძლებლობების რწმენა,სწორი მსჯელობა
    თვითგამოხატვა-საკუთარი ემოციების და ტემპერამენტის გამოხატვა
    თვითკონტროლი-საკუთარი საქციელის ან ქმედების შეფასება
    გადაწყვეტილება-მიღებული შედეგი
    თვითგამორკვევა- თავისუფალი ნების პრინციპი,გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებლობა,სხვადსხვა ძალების და ზეწოლის გარეშე.

    დანართი 2

    მასალა მოსწავლეებისათვის
    როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას
    უპასუხეთ კითხვებს და გაანალიზეთ თქვენი პასუხებითანატოლების ჯგუფთან ან უფროსებთან ერთად რათა მიხვდეთ როგორ იღებთ გადაწყვეტილებას.

    1.       მე მსურს მივიღო გადაწყვეტილება უფრო————————————
    2.       ჩემთვის ძნელია მივიღო გადაწყვეტილება რომ————————
    3.       გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მე ვგრძნობ————————–
    4.       ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომელიც მე უნდა მივიღო არის———————-
    5.       ყველაზე რთული გადაწყვეტილება რომელიც დაკავშირებული ჩემ სექსუალურ ცხოვრებასთან ეს არის—————————

  • სწავლის შედეგი
    მოსწავლეს შეუძლია  საკუთარი პოზიციის მყარად არგუმენტირება და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

    მასალა:  დასარიგებელი მასალა „ვემზადებით უარის სათქმელად“ და ვვარჯიშობთ, რომ ვთქვათ არა“

    შესავალი:  მიზანი: მივცეთ მონაწილეებს საშუალება გაენონ რა არის ასერტული ქცევა  და გავრჯიშდნენ ან  უნარებში.

    ასერტულობა – ეს არის უნარი, დაუფარავად გამოხატო შენი გრძნობები, აზრები, ემოციები, სურვილები. ასერტულ ადამიანს შეუძლია ისე თქვას „არა”, რომ დანაშაულის განცდა არ დაეუფლოს. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია.
    აქტივობა / გაკვეთლის მსვლელობა

    ნაბიჯი 1. მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს წინა მეცადინეობაზე განხილულ საკითხს, კერძოდ გადაწყვეტილების მიღება და გონებრივი იერიშით გააქტიურებს მოსწავლეთა ცოდნას.
    ნაბიჯი 2. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას და სთხოვს ინდივიდუალურად შეასვსონ
    ნაბიჯი 3. მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელი განიხილავს შედეგებს.

    გაკვეთილის შეჯამებისათვის მასწავლებლის ქმედებებია:

    ნაბიჯი1.     ჯგუფების მუშაობის დროს მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ,რომ ჯგუფში ყველა მონაწილეს მიეცეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და მხოლოდ საჭიროებისამებრ აძლევს რეკომენდაციებს
    ნაბიჯი 2. მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეავსონ ბარათები.

    კითხვების ყუთი (10 წთ.)

    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
    დანართი

    უპასუხეთ ტესტის დებულებებს.
    დადებითი პასუხი აღნიშნეთ „+” ნიშნით, უარყოფითი – „-„

    1. სხვისი შეცდომები მაღიზიანებს.
    2. შემიძლია, მეგობარს ვალის დაბრუნება მოვთხოვო.
    3. ზოგჯერ ვიტყუები.
    4. შემიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა.
    5. ყოფილა შემთხვევა, უბილეთოდ მიმგზავრია.
    6. შეჯიბრება თანამშრომლობაზე უკეთესი მგონია.
    7. ხშირად ვიტანჯები უმნიშვნელო მიზეზის გამო.
    8. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ.
    9. ყველა მიყვარს, ვისაც კი ვიცნობ.
    10. საკუთარი თავის მჯერა. მეყოფა ძალა, სირთულეებს თავი გავართვა.
    11. ვერაფერს გავაწყობ, მუდამ მზად უნდა ვიყო საკუთარი ინტერესების დასაცავად.
    12. უხამს ხუმრობებზე არ მეცინება.
    13. ვაღიარებ ავტორიტეტებს და პატივს ვცემ მათ
    14. არავის მივცემ უფლებას, ბოლო მომიღოს.
    15. მხარს ვუჭერ ყოველგვარ სასიკეთო წამოწყებას.
    16. არასოდეს ვიტყუები.
    17. პრაქტიკული ადამიანი ვარ.
    18. შესაძლო მარცხის წარმოდგენაც კი მთრგუნავს.
    19. ვეთანხმები გამოთქმას: „ისე ვერავინ დაგეხმარება, როგორც საკუთარი თავი”.
    20. მეგობრები დიდ გავლენას ახდენენ ჩემზე.
    21. ყოველთვის მართალი ვარ, თუნდაც სხვები ასე არ ფიქრობდნენ.
    22. ვეთანხმები იდეას, რომ მნიშვნელოვანია მონაწილეობა და არა გამარჯვება.
    23. მოქმედების დაწყებამდე კარგად გავიაზრებ, როგორ მიიღებენ ამას სხვები.
    24. არავისი მშურს.
    მასწავლებლისათვის

    შედეგების დამუშავება
    ცალ-ცალკე დაითვალეთ, რამდენი „+” მოაგროვეთ სამ სხვადასხვა პოზიციაში:
    პოზიცია „ა”: ##1, 6, 7, 11, 13, 18, 20, 23.
    პოზიცია „ბ”: ##2, 4, 8, 10, 14, 17, 19, 22.
    პოზიცია „გ”: ##3, 5, 9, 12, 15, 16, 21, 24.
    თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ა”პოზიციაში  ნიშნავს ,რომ: წარმოდგენა გაქვთ ასერტულობაზე, მაგრამ არ იყენებთ მას პირად ცხოვრებაში. ხშირად ხართ უკმაყოფილო საკუთარი თავით და გარშემო მყოფებით.
    თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ბ”პოზიციაში  ნიშნავს,რომ: სწორ გზას ადგახართ და შეძლებთ, კარგად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას. პრინციპში, ასეც იქცევით, მაგრამ ზოგჯერ თქვენი ქცევა უფრო აგრესიულია, ვიდრე ასერტული. ნუ შეშინდებით, ყველას რაღაც გვეშლება.
    თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში  ნიშნავს, რომ: ნათელი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, შეგიძლიათ, რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი ქცევა. დიდი შანსი გაქვთ, სრულყოფილად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას.
    თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ა” პოზიციაში ნიშნავს,  რომ: ცხოვრებაში ვერ იყენებთ ყველა შანსს, მაგრამ ეს  სულაც არ არის ტრაგედია. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ საკუთარ თავთან თანხმობით ცხოვრება და ისიც, რა უნდა აკეთოთ.
    თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ბ” პოზიციაში ნიშნავს,რომ: ასერტულობის სწავლს შესაძლებელია. როგორც იტყვიან, ვარჯიშით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
    თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში: ეს კი უკვე პრობლემაა. თქვენ ზედმეტად მაღალი თვითშეფასება გაქვთ და არც ისე გულწრფელი ხართ. საქმე იმდენად თავის მოტყუებას არ ეხება, რამდენადაც იმას, რომ თავი ამქვეყნად საუკეთესო გგონიათ. უნდა დაფიქრდეთ.

    დამხმარე  მასალა მასწავლებლისათვის

    ზრდილობიანად, მაგრამ მკაფიოდ უარის თქმის უნარი მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევაა, რომელსაც ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი უნდა დაეუფლოს.

    ასერტულობა – ეს არის უნარი, დაუფარავად გამოხატო შენი გრძნობები, აზრები, ემოციები, სურვილები. ასერტულ ადამიანს შეუძლია ისე თქვას „არა”, რომ დანაშაულის განცდა არ დაეუფლოს. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია. იგი პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე, პატივს სცემს საკუთარ თავსაც და სხვასაც, პოზიტიურია, აქვს მოსმენის, გაგების უნარი და ცდილობს, მიაღწიოს კომპრომისს. იგი დაუფარავად აცხადებს თავის მიზნებსა და განზრახვებს, ამავე დროს, პატივს სცემს სხვის უფლებებსა და ინტერესებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამგვარი ქცევა ძალზე გამოსადეგია. ახლობლებისთვის უარის თქმაც უნდა შეგეძლოთ, თუ დანაპირების დროზე შესრულებაში ეჭვი გეპარებათ. კორექტული უარი და მისი მიზეზის ახსნა თქვენი უფლებაა. კარგად დაიხსომეთ: ასერტულობა არ არის აგრესიულობის სინონიმი. იყავით ზრდილობიანი, მაგრამ პრინციპული.

    ასერტული ქცევის ძირითადი წესები
    • უფლება მაქვს, წრფელად და დაუფარავად გამოვხატო საკუთარი გრძნობები.
    • უფლება მაქვს, შევაფასო საკუთარი ქცევა, აზრები, ემოციები და პასუხს ვაგებ შედეგებზე.
    • უფლება მაქვს, არ აგიხსნათ საკუთარი ქცევის მოტივები და არ მოგიბოდიშოთ.
    • უფლება მაქვს, შევიცვალო შეხედულება.
    • უფლება მაქვს, დამოუკიდებლად გადავწყვიტო, ვარ თუ არა პასუხისმგებელი და რა დოზით სხვა ადამიანების პრობლემებზე.
    • მაქვს შეცდომისა და მასზე პასუხისმგებლობის აღების უფლება.
    • უფლება მაქვს, მივიღო არალოგიკური გადაწყვეტილება.
    • უფლება მაქვს, არ ვიყო დამოკიდებული ჩემდამი სხვის კეთილგანწყობაზე.
    • უფლება მაქვს ვთქვა: „ეს არ მაინტერესებს”.
    • უფლება მაქვს ვთქვა: „თქვენი არ მესმის”.
  • სწავლის შედეგი
    მოსწავლეს შეუძლია  საკუთარი პოზიციის მყარად არგუმენტირება და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

    მასალა:  დასარიგებელი მასალა „ვემზადებით უარის სათქმელად“ და ვვარჯიშობთ, რომ ვთქვათ არა“

    შესავალი:  მიზანი: მივცეთ მონაწილეებს საშუალება გაენონ რა არის ასერტული ქცევა  და გავრჯიშდნენ ან  უნარებში.

    ასერტულობა – ეს არის უნარი, დაუფარავად გამოხატო შენი გრძნობები, აზრები, ემოციები, სურვილები. ასერტულ ადამიანს შეუძლია ისე თქვას „არა”, რომ დანაშაულის განცდა არ დაეუფლოს. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია.
    აქტივობა / გაკვეთლის მსვლელობა

    ნაბიჯი 1. დაყავით  მოსწავლეები მცირე ჯგუფებად
    ნაბიჯი 2. მოსწავლეები ვარჯიშობენ არა-ს თქმის  ტექნიკაზე როლური თამაშის გამოყენები

    გაკვეთილის შეჯამებისათვის მასწავლებლის ქმედებებია:

    ჩაატარეთ ღია განხილვა ჯგუფთან ,განსაკუთრებულიაქცენტით მასზე,რომ ვარჯიშის საშუალებით მათ გამოუმუშავდებათ ჩვევა, მტკიცედ თქვან არა და ესჩვევა მათ აზროვნებაში ავტომატურად ჩაჯდება ,ეს დაეხმარება მათ რთულ სიტუაციაში მტკიცედ დაიცვან საკუთარი გადაწყვეტილება.განხილვა ასევე აჩვენებს,რომ მონაწილეებს შეეძლოთ დათანხმებულიყვნენ ან არ დათანხმებულიყვნენ საკუთარი სურვილის მიხედვით  და მათთვის შეუძლებელი იქნებოდა იძულებით მიაღებინონ ის გადაწყვეტილება ,რომელიც მათთვის არასასურველია.

    კითხვების ყუთი (10 წთ.)

    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

    დამხმარე მასალა მასწავლებლისთვის, რესურსი  მოსწავლეებისათვის

    ვემზადებით არას სათქმელად

    იმისათვის ,რომ ვთქვათ არა საჭიროა უფრო მეტი ვიდრე შიში და ფაქტები,საჭიროა ვიქონიოთ უნარები,რომელიც დაგვეხმარება განსაზღვრული სიტუაციის დაძლევაში,რათა ვიყოთ ფსიქოლოგიურად და სოციალურად მომზადებულები წინააღმდეგობა გავუწიოთ იძულებით ქმედებებს,რომელიც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. იმისათვის ,რომ შევძლოთ წარმატებით შევეწინააღმდეგოთ იძულებას,საჭიროა ავითვისოთ ზოგიერთი უნარი,რათა  შევეწინააღმდეგოთ სიტუაციის წარმოშობამდე,ხოლო შემდეგ ნაბიჟების ერთობლიობა რომელიც დაგვეხმარება სიტუაციის დაძლევაში.

    მიღღებული გადაწყვეტილება

    მიიღეთ გადაწყვეტილება თქვათ არა,რომელიც ეყრდნობა შემდეგ ფაქტებს

    1. თქვენ შემოგთავაზე არჩევანი
    2. თქვენ გაანალიზეთ ყველა ალტერნატივა ,რომ თვქათ არა ან კი
    3. დაფიქრდით თქვენი გადაწყვეტილების შედეგზე
    4. თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას
    5. აფასებთ თვენ გადაწყვეტილებას (ე.ი. იღებთ პასუხისმგებლობას)

    იხელმძღვანელეთ ჯანსაღი აზრით და შეეცადეთ თავი დააღწიოთ იმ სიტუაციას,სადაც მოგიწევთ თქვათ არა, მაგალითად.შეძელით არ დარჩეთ მარტო ადამიანთან რომელსაც არ ენდობით ან კარგად არ იცნობთ,არ იურთიერთოთ ადამიანთან რომელიც შემოგთავაზებთ თქვენთვის მიუღებელ საქციელს ან ქმედებას

    ჩამოწერეთ თქვენი ქმედებები( ნაბიჯები ) სიტუაციის ან გადაწყვეტილების სადაც უნდა თქვათ არა.

    1. თვენ შემოგთავაზე არჩევანი—————————
    2. —————————–
    3. ——————————
    4. ———————————-
    5. ——————————-

    დაიცავით თქვენი პოზიცია
    სავარჯიშო მოსწავლეებისათვის
    ილაპარაკეთ ის,რასაც ფიქრობთ და იფიქრეთ ის ,რასაც ამბობთ
    მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინება თქვენ უნდა შეძლოთ ნათლად (კლაფიოდ) და მტკიცედ;
    რამდენიმე რცევა რომელიც გამოგადგებთ

    1. თქვით არა რაც შეიძლება ადრე
    2. იყავით მტკიცე
    3. მოიქეცით პატიოსნად
    4. უპასუხეთ პირდაპირ
    5. გამოხატეთ თქვენი გადაწყვეტილება თქვენი შეხედულებების მოშველიებით
    6. არ მოიყვანოთ ტყუილი მიზეზები……………შეიძლება გამოგიჭირონ
    7. არ მოიბოდიშოთ
    8. უყურეთმსმენელს პირდაპირ თვალებში და არ შეეცადოდ მზერის არიდებას
    9. ილაპარაკეთ გარკვევით და ხმამაღლა
    10. იყავით მშვიდად ( შეინარჩუნე სიმშივიდე)
    11. სათქმელი თქვით ლაკონურად.

    სიმშვიდის შესანარჩუნებელი რამდენიმე რჩევა
    თქვენ გადაწყვიტეთ ,რომ თქვათ არა ,მაგრამ რეალურ სიტუაციაში თქვენ ნერვიულობთ და თქვენთვის აუცილებელია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოდუნდეთ.
    შეეცადეთ გამოიყენოთ ეს რჩევა მის შესრულებას სულ რაღაც 10 წამი სჭირდება დ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გააკეთოთ.

    1. როგორც კი დაიწყებთ ნერვიულობას უთხარით საკუთარ თავს-„სისულელეა ამას დავუთმო ჩემი ნერვენი“
    2. ნელ-ნელა გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
    3. იფიქრეთ საკითხზე რომელზედაც  ნერვიულობთ და ნელ-ნელა ამოსუნთქვაზე წარმოიდგინეთ როგორ გამოდის ის თქვენი თავიდან პირის საშუალებით
    4. კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქეთ
    5. ახლა იფიქრეთ მთელი თქვენი სხეულის ნერვიიულობაზე და როცა გააკეთებთ ამოსუნთქვას,წარმოიდგინეთ,რომ ნერვიულობა გარეთ გამოდის ხელების და ფეხების დახმარებით

    ასეთი ვარჯიშის გაკეთება ხშირად და ისეთ სიტუაციაში როცა თქვენ აღელვებული ხართ , გამოგიმუშავებთ უნარს ,რომელიც დაგეხმარებაღ ეფექტურად გაუმკლავდეთ ყველანაირ სიტუაციას ,რომელიც იწვევს მელვარებას.

    ვვარჯიშობთ ვთქვათ არა

    იმის მიუხედავად  თუნდაც ათვისებული გაქვთ უარყოფის მეთოდები,აუცილებელია ხშირი პრაქტიკა.რათა  მზად იყოთ რეალურად გაუთვალისწინებელ სიტუაციაში მათ გამოსაყენებლად (მაგ.გაიძულებენ თქვენი ჯანმრთელობისათვის მაცნე ქცევის განხორციელებას)

    დამოუკიდებელი სამუშაო: მოემზადეთ და დაწერეთ თქვენი  დასაბუთებული  პასუხი შემდეგ  არგუმენტებზე

     

    არგუმენტები                                                            თქვენი პასუხი

    1. ყველა ასე აკეთებს …………………………………………………………….
    2. თუ შენ მართლა გიყვარვარ  …………………………………………………………………
    3. შენ გახდები მოზრდილი ……………………………………………………………………
    4. ეს კარგია,იმიტომ რომ აკრძალულია ……………………………………………………………………
    5. თუ არ დამთანხმდები მე წავალ …………………………………………………………………….
    6. ნარკოტიკები გვეხმარებიან დავტკბეთ ცხოვრებით ………………………………………………..
    7. რატომ ამბობ „არას
    ჯგუფური მუშაობა

    მასწავლებელი მას შემდეგ რაც მოსწავლეები დაასწულებენ პასუხების წერას თავაზობს წყვილებში გაითამაშონ ეს სიტუაცია ისე, რომ გამოიყენონ არას თქმის და სიმშვიდის შესანარჩუნებელი ტექნიკები.

    მოსწავლეებმა უნდა ცვალონ როლები ,ეს სავარჯიშო ასევე ავითარებს საკომუნიკაციო უნარებს- ილაპარაკოთ ის რასაც ფიქრობთ და იფიქროთ რასაც ლაპარაკობთ .

    მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს დამატებითი კითხვები

    1. რატომ უნდა ვისარგებლოთ არას თქმის უნარებით?
    2. თქვენი პოზიციის დაცვით,თქვენ აუმჯობესებთ თვითაღქმას.როგორ გრძნობთ თავს,როცა ვინმე გაძალებთ გააკეთოს რამე,რაც თვენ არ გინდათ.
    3. როგორ ფიქრობთ რა არის მიზეზი რომ ადამიანებს უყვარს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და მისდიოს მას.
    პასუხები არგუმენტებზე  (სარეკომენდაციო)
    1. ყველა ასე აკეთებს- არა ,არ არის მართალი,მე ასე არ ვაკეთებ
    2. თუ შენ მართლა გიყვარვარ, მაშინ უარს არ მეტყოდი-არა ,შენ თუ მართლა გიყვარვარ,ამას არ მაიძულებდი
    3. შენ გახდები მოზრდილი- არა, მოზრდილად ყოფნა ნიშნავს მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილება და არა ის რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები
    4. ეს კარგია იმიტომ რომ აკრძალულია-არა,ეს არ არის კარგი ,მას შეუძლია ჩემი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება,დაამწუხრებს ჩემ ოჯახს თუ მე დავფეხმძიმდები ან ავად გავხდები.
    5. თუ შენ არ დათანხმდები მე წავალ-არა,თუ ეს ერთადერთია რაც შენ გსურს, მაშინ კარგად იყავი
    6. ნარკოტიკები გვეხმარებიან დავტკბეთ ცხოვრებით  – არა,ნარკოტიკები აქვეითებენ საზრიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს.აფუჭებენ ურთიერთობებს და ვერ ახერხებ სტრესთან გამკლავებას.
    7. რატომ ამბობ „არას- მე მაქვს უფლება ვთქვა არა,როცა მე მსურს,მოუხედავად იმისა ,რომ შეიძლება ადრე მეთქვა დიახ.

    მიზეზი თუ რატომ უყვარს ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება და მისდიონ მას  არის ის ,რომ  თავად უხელმძღვანელონ საკუთარ ცხოვრებას. ეს გვეხმარება მივაღწიოთ მიზანს; თავი დავაღწიოთ უსიამოვნებებს. და სხვები პატივს გვცემენ საკუთარი პოზიციის მტკიცედ დაცვისათვის.

  • სწავლის შედეგი
    მოსწავლეს შეუძლია  საკუთარი პოზიციის მყარად არგუმენტირება და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

    მასალა:  დასარიგებელი მასალა (სხვადასხვა სიტუაციების ჩამონათვალი).

    შესავალი:  მიზანი-მოსწავლეებს გავუმყაროთ აზრი ,რომ ადამიანს  თვითონ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და რომ სასარგებლოა ისწავლონ გადაწყვეტიელბების მიღება,ვიდრე პრაქტიკულად მოხვდებიან რეალურ სიტუაციში.

    გადაწყვეტილების მიღებისათვის განხორციელებული ქმედებები დაიყვანება მოქმედების მიმართულების შერჩევაზე.საერთოდ ძნელია კარგი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის ქცევა არ არის ყოველთვის ლოგიკური.ზოგჯერ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები,კერძოდ,სოციალური წეს-ჩვეულებები, დაგროვილი გამოცდილება,პიროვნული ფასეულობები.

    კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედებს პირველ რიგში მის პირად ცხოვრებაზე და ნაკლებად უკავშირდება სხვა ადამიანებს;

    აქტივობა / გაკვეთლის მსვლელობა

    ნაბიჯი 1. მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს როლური თამშის წესებს(იხ.დანართი)
    ნაბიჯი 2. მოსწავლეები იყოფიან მცირე ჯგუფებად
    ნაბიჯი 3. მასწავლებელს წინასწარ ბარათებზე მომზადებული აქვს  სიტუაციების აღწერილობა, ჯგუფის წარმომადგენელი იღებს ნებისმიერ ერთ ბარათს
    ნაბიჯი 4. ჯგუფები ეცნობიან სიტუაციას და ამზადებენ ინსცენირებას.
    ნაბიჯი 5 . ჯგუფების მიერ სიტუაციების დემონსტრირება
    ნაბიჯი 6. დისკუსი/აქტივობის შეჯამება

    გაკვეთილის შეჯამებისათვის მასწავლებლის ქმედებებია:
    1. სთხოვეთ მონაწილეებს გაგიზიარონ თავიანთი შეხედულებები,როლურ თამაშთან დაკავშირებით.
    2. რა შეისწავლეს მათ ამ თამაშით
    3. რას მოიმოქმედებდნენ თუ სხვისი როლის თამაში მოუწევდათ
    4. როგორ შეიძლება ათვისებული ცოდნა გამოიყენონ რეალურად ცხოვრებაში?
    კითხვების ყუთი

    სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

    კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

    გაკვეთილის მსვლელობისას:

    • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
    • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
    • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
    • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
    მოსწავლეთა შეფასება

    გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

    ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

    უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

    დამოკიდებულებები:

    • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
    • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება
    დამხმარე მასალა მასწავლებლისთვის

    მოსწავლეებს აუხსენით როლური თამაშის მეთოდის არსი: ძირითადია ,რომ  როლური თამაში მონაწილეებს საშუალებას აძლევს ითამაშონ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ადამიანის პოზიცია,რაც საშუალება იძლევა:

    მოსწავლეებმა გამოსცადონ/გაიაზრონ თუ რას გრძნობენ სხვები განსაზღვრულ სიტუაციაში

    1. ივარჯიშონ  და შეძენილი ცოდნის/ უნარების გამოყენებით (მაგ,საკომუნიკაციო)მიიღონ გადაწყვეტილება
    2. უსაფრთხო გარემოში სხვა ადამიანებზე დაკვირვებით მიიღონ საჭირო გამოცდილება.
    3. როლური თამაში ტარდება მცირე ჯგუფებში ან მთელ ჯგუფთან, დემონსტრირებით.

    მცირე ჯგუფებში მუშაობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული  რადგან სხვადასხვა ჯგუფში შეიძლება წარმოიქმნას რაიმე პრობლემური სიტუაცია ,რომელზედაც მასწავლებელს არ ექნება სათანადო ინსტრუმენტი,მაგრამ მცირე ჯგუფებში მუშაობას აქვს თავისი დადებითი მხარეც-ის ერთდროულად ბევრ მოსწავლეს აძლევს საშუალებას იყოს ჩართული პროცესში,

    თუ დემონსტრირებით მუშაობთ ,მასწავლებელს აუცილებლად უნდა ახსოვდეს ,რომ ამ დროს მონაწილეები მოიწვიოს მხოლოდ სურვილისამებრ  და არავითარ შემთხვევაში დირექტიულად,რადგან შეიძლება ჯგუფის წევრებმა განიცადონ დისკომფორტი გამოხატონ ან წარმოადგინონ რამე მთელი ჯგუფის წინაშე.

    ძალზედ მნიშვნელოვანია ასევე,რომ როლური თამაშის დროს აუცილებლად უნდა ვუცვალოთ როლები,აუცილებლად შეახსენეთ მონაწილეებს განხილვის წინ ,რომ ისინი უნდა გამოვიდნენ როლიდან(ეს ნიშნავს,რომ მონაწილე უნდა გახდეს ის ინც არის )

    მნიშვნელოვანია დავინახოთ დაიწყეს თუ არა მსწავლეებმა წარმატებული გადაწყვეტილებების მიღების უნარის ათვისება, ამისათვის სთხოვეთ მონაწილეებს ისარგებლონ გადაწყვეტილების მიღებისას დაკვირვების დღიურით,რათა დააკვირდეთ პროცესს და საჭიროებისამებრ დაეხმაროთ მათ.

    როლური თმაშის სიტუაციები მოსწავლეთათვის

    მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ შემოგვთავაზონ საკუთარი სიტუაცეიები

    1. მერი და მარკი 15 წლისები არიან და ისინი ერთი წელია ხვდებიან  ერთმანეთს,ორთავე უმანკოები არიან,ისინი  არიან მერის სახლში მარტო და მერის მშობლები გვიან დაბრუნდებიან სახლში.ისინი ზიან ტახტზე და თავდავიწყებით კოცნიან ერთმენეთს. როგორ მოიქცეოდით თქვენ მათ ადგილას?
    2. იგივე სიტუაცია, ოღონდ მერი ქალიშვილი არაა ,ხოლო მარკი ვაჟიშვილია
    3. იგივე სიტუაცია სიტუაცია ოღონდ მარკი უკვე კაცია ,მერი ქალიშვილია
    4. იგივე სიტუაცია მაგრამ ორივე სვამს სპირტიან სასმელს
    5. გივე სიტუაცია ,მაგრამ ისინი ერთი თვეა ხვდებიან ერთმანეთს
    6. იგივე სიტუაცია,მაგრამ შეცვალეთ ასაკი ,რომ იყოს უფრო კონტრასტული

    მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ შემოგვთავაზონ საკუთარი სიტუაციები.