სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სქესობრივ ქცევაზე, გენდერულ როლებსა და თანასწორობაზე სოციალური გავლენის – მაგალითად, მედიის ან კულტურის გავლენის შედეგები.
მასალა:
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „დამაბნეველი გზავნილები“
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტები რეკლემაში
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: მე და ტელევიზია
შესავალი:
ჩვენი საზოგადოება სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. მოსწავლეები სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ გზავნილებს სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ. აუცილებელია დავეხმაროთ მოსწავლეებს ისწავლონ როგორ ამოიცნონ და განასხვავონ ერთმანეთისგან ეს გზავნილები, როგორ განსაზღვრონ რომელი გზავნილის გათვალისწინებაა მიზანშეწონილი და რომლის არა, და ისწავლონ როგორ აუარონ გვერდი ნეგატიურ გზავნილებს.
მიდგომები/სტრატეგია:
ა. ძირითადი წესები (5-10 წთ.)|
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.
ბ. „დამაბნეველი გზავნილები“ (20-30 წთ.)
მოსწავლეები მსჯელობენ საიდან მოდის გზავნილები სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ და რა გავლენას ახდენს ეს გზავნილები ადამიანის სქესობრივ ცხოვრებასა და მის გადაწყვეტილებებზე სქესობრივი ცხოვრების თაობაზე.
- დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები: „დამაბნეველი გზავნილები“.
- სთხოვეთ მოსწავლეებს მოიფიქრონ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ინფორმაციის წყარო, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ გზავნილებს გვაწვდის. მოსწავლეების მიერ დასახელებული წყაროები შეიძლება მოიცავდეს: ოჯახს, მეგობრებს, რეკლამებს, ინტერნეტს, მუსიკას, კულტურას, რელიგიას და ა.შ.
- სთხოვეთ მოსწავლეებს ერთმანეთს გაუზიარონ მათ მიერ მოფიქრებული წყაროების ჩამონათვალი. პარალელურად, მოსწავლეების მიერ დასახელებული წყაროები დაწერეთ მოსწავლეებისათვის საჩვენებელ ბარათებზე. მოსწავლეებს სთხოვეთ მათ სამუშაო ფურცლებზე მოცემულ ცხრილში მიუთითონ წყაროები.
- სთხოვეთ მოსწავლეებს შესაბამის გრაფაში, წყაროს გათვალისწინებით, მიუთითონ გზავნილები სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ, რომლებიც ამ წყაროს უკავშირდება.
- სთხოვეთ მოსწავლეებს დაასახელონ და ერთმანეთს გაუზიარონ მათ მიერ სამუშაო ფურცლებზე დაწერილი გზავნილები; წყაროები მოსწავლეებს დაუსახელეთ თქვენ, თქვენ მიერ საჩვენებელ ბარათებზე დაწერილი თითოეული წყაროს ხმამაღლა წაკითხვით.
- სთხოვეთ მოსწავლეებს თითოეული გრაფა, რომლებშიც წყარო და მათი გზავნილია ჩაწერილი, ხაზის გავლებით დააკავშირონ შუაში მოცემულ გრაფასთან სადაც ჩაწერილია „მე“. ამასთან ხაზები შეიძლება იყოს წვრილი ან მსხვილი, იმის მიხედვით, თუ რამდენად მსუბუქ თუ მძაფრ ზემოქმედებას ახდენს გრაფაში მოცემული წყარო ადამიანის სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფიქრებსა და ქცევაზე.
- სთხოვეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლებზე, სპეციალურ გრაფებში დაიტანონ აღნიშვნები – „√“ „X” ან „?”, იმის მიხედვით, შესაბამისად, „ეთანხმებიან“, „არ ეთანხმებიან“ ამ წყაროების მიერ მოწოდებულ გზავნილებს, თუ „არ არიან დარწმუნებული“ იმ გზავნილების სისწორეში, რომლებსაც გრაფაში აღნიშნული წყაროები აწვდის მათ.
- დაფაზე დაიტანეთ შემდეგი სქემა:
უსარგებლო____________არც თუ ისე სასარგებლო_______________სასარგებლო - საჩვენებელი ბარათები დაურიგეთ მოსწავლეებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ.
- სთხოვეთ მოსწავლეებს, რომლებსაც ბარათები დაურიგეთ, ეს ბარათები დაფაზე გამოსახულ სქემაზე განათავსონ იმის მიხედვით თუ რამდენად უსარგებლო ან სასარგებლოა სქესობრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის თავლსაზრისით ის გზავნილები, რომლებსაც ბარათზე მოცემული წყაროებიდან ვიღებთ.
- ბარათების განლაგება კლასთან ერთად განიხილეთ, და გადააადგილეთ ბარათები, თუ კლასი შეთანხმდება, რომ ბარათები უნდა გადაადგილდეს. აუხსენით მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა ადამიანმა შესაძლოა სხვადასხვაგვარად განალაგოს მოცემული ბარათები სქემაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ხოლო კლასში მუშაობისას, საჭიროა თანხმობის მიღწევა.
- მოცემული აქტივობის შეჯამების მიზნით, მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვები:
- როგორ შეიძლება ვგრძნობდეთ თავს, როდესაც ამდენ განსხვავებულ გზავნილს ვიღებთ ამდენი განსხვავებული წყაროდან?
- რომელი წყარო ახდენს თქვენზე ყველაზე დიდ გავლენას?
- რომელი წყაროა ყველაზე სასარგებლო სქესობრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის თვალსაზრისით?
- როგორ შეიძლება ყველაზე უსარგებლო წყარო სასარგებლო წყაროდ ვაქციოთ?
- საზოგადოებამ რომ გადაწყვიტოს, რომ შექმნას გზავნილების ჩამონათვალი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სქესობრივ ჯანმრთელობის ხელშეწყობას ემსახურება, რა გზავნილის ჩართვას ისურვებდით ამ ჩამონათვალში? რატომ?
- როგორ უნდა ავუაროთ გვერდი დამაბნეველ გზავნილებს და თავად ვიზრუნოთ საკუთარ სქესობრივ ჯანმრთელობაზე?
გ. რეკლამების საშუალებით გახორციელებული მედია გავლენის კვლევა (20- 25 წთ.)
მოცემული აქტივობა ემსახურება მოსწავლეებში სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების თაობაზე რეკლამების საშუალებით მოწოდებული გზავნილების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განსაზღვრონ თუ რა გავლენას ახდენს მედია სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების მიმართ მათ დამოკიდებულებებზე.
- მოცემული აქტივობა გააცანით მოსწავლეებს მათთვის შემდეგი კითხვების დასმით:
რა არის „მედია“?
“მედია” წარმოადგენს ტერმინს, რომელიც აღნიშნავს მასობრივი კომუნიკაციის ინდუსტრიულ ფორმებს. „მედია წიგნიერება“ ნიშნავს კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენებას მედიის გზავნილების ანალიზისას, რომელიც მოიცავს გზავნილებს, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა მედია პროდუქტში, დაწყებული მუსიკალური კლიპებიდან და ინტერნეტიდან, დამთავრებული ფილმებითა და საფეხბურთო თუ სხვა სპორტული მატჩების მსვლელობისას ბილბორდებზე მოწოდებული გამოსახულებებით. ინსტიქტურად ჩნდება კითხვა: რა იმალება მედია პროდუქტების უკან – მოტივაცია, ფული, ღირებულებები, საკუთრება? და ასევე აუცილებლობა იმისა, რომ ვერკვეოდეთ რა გავლენას ახდენენ და როგორ ზემოქმედებენ ეს ფაქტორები ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე.რომელი მედია საშუალების მიზანს წარმოადგენს ის რომ საკუთარი გზავნილები მიაწოდოს მოზარდებს?
დაფაზე ჩამოწერეთ მოსწავლეების მიერ დასახელებული მედია საშუალებები. მათ მიერ დასახელებული მედია საშუალებები შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს:
- რეკლამა
- ტელევიზია
- ფილმები
- მუსიკა
- ახალი ამბები
- ინტერნეტი
ჩამოთვილთაგან, რომელი მედია საშუალება გვაწვდის გზავნილებს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ?
ყველა მედია საშუალება გვაწვდის გზავნილებს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ.
რა ტიპის გზავნილებს გვაწვდის თითოეული მედია საშუალება?
განიხილეთ თითოეული მედია საშუალება და სთხოვეთ მოსწავლეებს აღმოაჩინონ ის საერთო მახასიათებლები, რომლებიც ყველა მედია საშუალების მიერ მოწოდებულ გზავნილებს აერთიანებს.
- მოსწავლეები გადაანაწილეთ მცირერიცხოვან ჯგუფებში.
- აუხსენით მოსწავლეებს, რომ აპირებთ მათთან ერთად განიხილოთ რეკლამის სფერო და ის გზავნილები, რომლებსაც ეს სფერო აწვდის მოზარდებს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ.
- მოსწავლეთა ჯგუფებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები: „სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტები რეკლემაში“.
- სთხოვეთ ჯგუფებს აირჩიონ რეკლამა, რომლის განხილვაც მათ სურთ. რეკლამების შერჩევა შეგიძლიათ ჟურნალ-გაზეთებიდან, ან ინტერნეტიდან.
- მიეცით მოსწავლეთა ჯგუფებს დრო იმისათვის, რათა განიხილონ მათი შერჩეული რეკლამა მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ინსტრუქციების დაცვით.
- სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს საკუთარი ანალიზის შედეგები გააცნონ კლასს.
- აქტივობის შეჯამებისათვის დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:
- ჩვენ მიერ განხილულ რეკლამებში რა ძირითადი გზავნილია მოცემული სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ?
- როგორ შეაფასებდით ამ გზავნილებს: დადებითად თუ უარყოფითად?
- ჩვენ მიერ განხილულ რეკლამებში მოცემული გზავნილები ესადაგება თქვენს ღირებულებებს?
- იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიერ განხილულ რეკლამებში მოცემული გზავნილები თქვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში?
- მივაწვდინოთ ხმა რეკლამის ავტორებსა და პროდუქტის მწარმოებლებს და მოვთხოვოთ მათ შეცვალონ გზავნილი.
- განიხილეთ სხვადახვა გზები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია რეკლამის ავტორებსა და პროდუქტის მწარმოებლებს ჩვენი ხმა მივაწვდინოთ; მაგალითად წერილის გაგზავნა, გასაუბრება კომპანიათა წარმომადგენლებთან და ა.შ.
- აღარ შევიძინოთ ეს პროდუქტი.
დ. მე და ტელევიზია
(5 წთ. გაკვეთილის მსვლელობისას; 30 წთ. საშინაო დავალების შესასრულებლად; 5 წთ. შემდგომი გაკვეთილის მსვლელობისას)
მოცემული აქტივობა ემსახურება მოსწავლეებში სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების თაობაზე ტელევიზიის საშუალებით მოწოდებული გზავნილების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განსაზღვრონ თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზია სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების მიმართ მათ დამოკიდებულებებზე.
- დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები: „მე და ტელევიზია“, რომლებიც მათ შინ საშინაო დავალების ფორმით უნდა შეავსონ.
- სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებისთვის მიმართონ მშობელს ან მათი ოჯახის სხვა უფროსი ასაკის წევრს.
- შემდეგ გაკვეთილზე გამოყავით დრო აღნიშნული საშინაო დავალების შემოწმებისათვის.
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
საშინაო დავალება
მოსწავლეები მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებს: „მე და ტელევიზია“ ავსებენ შინ, საშინაო დავალების ფორმით.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ გზავნილების წყაროების ამოცნობა?
- გაეცნობიერებინათ რომ მოზარდებისათვის განკუთვნილი გზავნილები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ასპექტებს ეხება, აუცილებელია იყოს შესაბამისი და ემსახურებოდეს მოზარდების სქესობრივი ჯანმრთელობის დაცვას?
უნარები:
- მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
- სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ სხვადასხვა ტიპის გზავნილების ერთმანეთისაგან გარჩევა?
დამოკიდებულებები:
- განესაზღვრათ, სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ რომელი გზავნილია პოზიტიური და რომელი არა?