მეექვსე კლასის საგაკვეთილო გეგმები და პროგრამა

სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ განათლების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდებულია,   მე-6 კლასში, სქესობრივი მომწიფების საკითხების ჩართვა სხვა სასწავლო საგნების ფორმატში.

მაგალითები მოიცავს:
  • ფიზიკური კულტურის გაკვეთილზე ჯანმრთელობისათვის უვნებელი პრაქტიკის მოდელირება, მაგალითად, იმ მოსწავისათვის დახმარების აღმოჩენისას, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ სისხლით გადამდები დაავადებების მქონე ადამიანთა ფიზიკური შეზღუდვების იმიტირება, მაგალითად, ფეხის კოჭზე გამობმული სიმძიმით სირბილისას.
  • ლიტერატურის გაკვეთილზე ლექსების მიძღვნა ცხოვრების სასწაულზე, ან მძიმე ავადმყოფობის გავლენაზე.
  • სოციოლოგიის გაკვეთილზე, სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში ორსულობასა და ბავშვის დაბადების აღნიშვნასთან დაკავშირებული ტრადიციების განხილვა. სისხლით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ესაუბრეთ მოსწავლეებს აივ-ინფიცირებული და შიდსით დაავადებული პირების მკურნალობის განსხვავებულ მეთოდებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია ხელმისაწვდომი.
  • მათემატიკის გაკვეთილზე წილადების შესწავლა წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს ორსულობის ტრიმესტრების შესახებ. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ შეისწავლონ ან შეადგინონ დიაგრამები და სქემები, იმ დაავადებების შესახებ არსებული სტატისტიკის საფუძველზე, რომლებიც სისხლის საშუალებით გადადის ადამიანიდან ადამიანზე; ან ამოხსნან ამ თემატიკასთან დაკავშირებული ამოცანები.
  • ეწვიეთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილ ვებ-გვერდს „სწავლების ინსტრუმენტები“ და გაეცანით სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების საუკეთესო პრაქტიკას.

ჯანსაღი სკოლის პოლიტიკა

  • შეიქმნას სკოლის პოლიტიკა, რომელიც სკოლის ეზოს ტერიტორიაზე  ნაპოვნი სამედიცინო შპრიცებისა და პრეზერვატივების მართვას ითვალისწინებს.
  • შეიქმნას სკოლის პოლიტიკა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისათვის, ყველა საკლასო ოთახში, პირველადი დახმარების ნაკრების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს და რომელშიც აუცილებლად შევა ლატექსის ხელთათმანები.
  • გათვალისწინებული იქნას ალბერტას  (კანადა)  აქტი ადამიანის უფებების შესახებ, რომლის ერთ-ერთი დებულებაც მოითხოვს  მშობლების თანხმობას.

სოციალური და ფიზიკური გარემო

  • აქტივობები: „ჩემი დაბადების ისტორია“ და „ინფორმაცია აივ-სა და შიდსის და B და C ჰეპატიტის შესახებ“ საჭიროებს მშობლებისა და/ან უფროსი თაობის წარმომადგენლების  დახმარებას.
  • მოსწავლეები განსაზღვრავენ, თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისა და მხარდაჭერის თხოვნით.
  • მოიწვიეთ მშობლები და საზოგადოების წევრები, რათა დაესწრონ საინფორმაციო სხდომას სქესობრივი ჯანმრთელობის  შესახებ, სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების დაწყებამდე. იხილეთ: „როგორ უნდა მოვამზადოთ მშობლები და საზოგადოება“.
  • სკოლაში განათავსეთ პოსტერები, რომლებზეც ასახული იქნება მოსწავლეების ნაშრომები თემაზე: „ნაყოფის  სათანადო განვითარების ხელშეწყობა“.
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს თავად განსაზღვრონ ნაყოფის სათანადო განვითარების ხელშეწყობისა და სისხლის საშუალებით გადამდები ინფექციების პრევენციის გზები.

სწავლება და სწავლა

  • ისარგებლეთ თვალსაჩინოებისათვის განკუთვნილი მასალით, მოწავლეებთან ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას.
  • ისარგებლეთ ალბერტას (კანადა) პროგრამით სკოლებში განათლების შესახებ.
  • თემა „ნაყოფის სათანადო განვითარების ხელშეწყობა“ მოსწავლეებში პოზიტიურ განწყობას აყალიბებს ნაყოფის განვითარების შესახებ.
  • გამოიყენეთ ინტერაქტიული აქტივობები, როგორიცაა სიტუაციების ინსცენირება, ბრეინსტორმინგი, საკლასო განხილვები და მედია.
  • კონკრეტულ თემებზე საუბრისას შეეცადეთ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები  განიხილოთ და მიაწოდოთ მოსწავლეებს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ  რა დამხმარე სისტემებია ხელმისაწვდომი ამ მიმართულებით.

პარტნიორობა და მომსახურება

  • მოსწავლეებს შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რომელი სამსახურები უზრუნველყოფს ჯანმრთელი ორსულობის ხელშეწყობასა და სისხლის საშუალებით გადამდები დაავადებების პრევენციას.
  • მოიწვიეთ სტუმრები, მაგალითად, მასწავლებელი (მამაკაცი ან ქალი), რომელიც ბავშვს ელოდება, ან მეან-ექთანი ან მეან-გინეკოლოგი, ან აივ-ის მკურნალობაზე პასუხისმგებელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც მოსწავლეებთან ისაუბრებენ ნაყოფის სათანადო განვითარებასთან და სისხლის საშუალებით გადამდები დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.