სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი, სქესობრივი მომწიფების მეორადი მახასიათებლები, პოროვნული მახასიათებლებისა და ხასიათის ცვლილებები.
მასალა:
- მასალები პროექტისათვის
- მასალა თვალსაჩინოებისათვის: „როგორი ვიქნები მე“
შესავალი:
საკუთარ თავზე საუბარი თავდაჯერებულობისა და საკუთარი ღირსების აღქმის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წინამდებარე გაკვეთილი ეხმარება მოსწავლეებს კომფორტულად იგრძნონ თავი და პოზიტიურად შეხვდნენ სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარე ცვლილებებს და დადებითად შეაფასონ ის პიროვნებები, რომლებადაც ისინი მომავალში – მოზარდობის პერიოდში ჩამოყალიბდებიან.
მიდგომები/სტრატეგია:
ა. ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.
ბ. „როგორი ვიქნები მე“ – ნაწილი 2 (30 წთ.)
მოსწავლეები აღწერენ საკუთარ თავს სქესობრივი მომწიფების ასაკში. აქტივობის პირველი ნაწილი იხ. გაკვეთილი 5.
- მოსწავლეებს აჩვენეთ სლადის „როგორი ვიქნები მე“ ნიმუში.
- სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან კოლაჟები საკუთარ თავზე, იმ მასალის გამოყენებით, რომელსაც თქვენ აწვდით საკლასო ოთახში, ან შინიდან მოტანილი მასალით.
- მას შემდეგ რაც მოსწავლეები სამუშაოს დაასრულებენ, მათ მიერ შექმნილი კოლაჟები გამოფინეთ საკლასო ოთახის კედლებზე.
გ. დასკვნითი ნაწილი (10 წთ.)
საჭიროა დარწმუნდეთ რომ თქვენი მოსწავლეები თავს კომფორტულად იგრძნობენ სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
მოსწავლეების ცოდნის შეჯამებისათვის დასვით შემდეგი ტიპის კითხვები::
- ვინ არიან ის პირები, რომლებსაც თქვენ დახმარებისათვის მიმართავთ სქესობრივი მომწიფების პერიოდში?
– აუცილებელია მოსწავლეებმა ერთმანეთისაგან განასხვავონ ორი ტიპის ინსტიტუტები, რომლებსაც ისინი დახმარებისათვის მიმართავენ; ესენია: სოციალური მხარდაჭერის ინსტიტუტები (ოჯახის წევრები და მეგობრები) სკოლაში ხელმისაწვდომი მხარდაჭერა (ფსიქოლოგი, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ა.შ.) და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ინსტიტუტები (რელიგიური დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმები, ექთნები და ა.შ.). - რა ახალი პასუხისმგებლობები ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად?
– საკუთარ თავზე ზრუნვა
– სხვაბის დახმარება და მხარდაჭერა - როგორ უნდა შევძლოთ ზრდასთან დაკავშირებული სირთულეების უმტკივნეულოდ გადალახვა?
– ყურადღება გაამახვილეთ თქვენი მოსწავლეების ძლიერ მხარეებზე
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
მშობლებთან კომუნიკაცია
მოსწავლეების მიერ შესრულებული კოლაჟების გამოფენის შენარჩუნება მშობლებთან შეხვედრამდე არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაძლევთ მოსწავლეების მშობლებთან საუბრის დასაწყებად იმის თაობაზე, თუ რა ისწავლეს მათმა შვილებმა მოცემული კურსის გავლისას. მოსწავლეები წინასწარ გააფრთხილეთ სთხოვონ საკუთარ მშობლებსა და მეურვეებს შეეცადონ გამოიცნონ რომელია მათ მიერ შესრულებული კოლაჟი.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
მომავალში საკუთარი თავის წარმოდგენა და შესაბამისად წარმოჩენა?
უნარები:
მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
გაეცნობიერებინათ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული პოზიტიური ასპექტები?
როგორი ვიქნები მე
- ამოჭერით ჟურნალებიდან ის სურათები ან სიტყვები, რომლებიც თქვენს ინტერესებს ასახავს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შინიდან მოტანილი სურათები და გამოსახულებები.
- დააწებეთ სურათები და სიტყვები ამ ფურცელზე ისე, რომ შექმნათ კოლაჟი.
- თქვენი სახელი და გვარი ფურცლის უკანა მხარეს დაწერეთ.
- დასრულებული კოლაჟი გამოიფინება საკლასო ოთახში.
ვ. „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“ (5 წთ. გაკვეთილის მსვლელობისას; 30 წთ. საშინაო დავალების შესასრულებლად; 5 წთ. შემდგომი გაკვეთილის მსვლელობისას)
მოსწავლეები იწყებენ იმ დამხმარე ქსელის შექმნას რომელიც მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
- მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებს ეძლევათ შესავსებად, საშინაო დავალების სახით.
- აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ ინტერვიუ ნებისმიერი პირისგან აიღონ, ვისიც მათ სჯერათ და ვისაც ენდობიან.
- აღნიშნული დავალების განხილვა უნდა მოხდეს შემდეგ გაკვეთილზე.
კითხვების ყუთი (10 წთ.)
მოსწავლეებს აუხსენით რისთვის არის საჭირო კითხვების ყუთი. ყოველ გაკვეთილზე სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში; ან შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს მოიფიქრონ კითხვები, რომლებსაც შემდეგ გაკვეთილზე დასვამენ.
საშიანო დავალება
მოსწავლეები ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელს „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- იმ სხვადასხვა ცვლილებების დასახელება, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
- იმ ცვლილებებთან გამკლავების გზების აღწერა, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება?
- იმ პირებისა და ინსტიტუტების იდენტიფიცირება, რომლებსაც მათ შეუძლიათ მიმართონ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე?
უნარები:
- ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხვისას დაესახელებინათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები?
- მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ადგილი ექნება ცვლილებებს?
- გაეცნობიერებინათ, რომ ცვლილებები სქესობრივი მომწიფების პროცესის ნაწილს წარმოადგენს?
- კომფორტულად ეგრძნოთ თავი სქესობრივ საკითხებზე მსჯელობისას?