სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ განათლების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდებულია, მე-5 კლასში, სქესობრივი მომწიფების საკითხების ჩართვა სხვა სასწავლო საგნების ფორმატში.
მაგალითები მოიცავს:
- ლიტერატურის გაკვეთილებზე მოზარდების პრობლემებთან დაკავშირებული ისტორიებისა და ნაწარმოებების განხილვა.
- ჰიგიენის საკითხების შესწავლა, საბუნებისმეტყველო საგნების ფორმატში.
- სოციოლოგიის გაკვეთილზე, სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ტრადიციების განხილვა.
- ეწვიეთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილ ვებ-გვერდს „სწავლების ინსტრუმენტები“ და გაეცანით სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების საუკეთესო პრაქტიკას.
ჯანსაღი სკოლის პოლიტიკა
- შეიქმნას სკოლის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დამკვიდრებას მოსწავლეებს შორის და რომელიც სკოლებში ჰიგიენის ნორმების დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
- გათვალისწინებული იქნას ალბერტას (კანადა) აქტი ადამიანის უფებების შესახებ, რომლის ერთ-ერთი დებულებაც მოითხოვს მშობლების თანხმობას.
ჯანსაღი სკოლის პოლიტიკა
- შეიქმნას სკოლის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დამკვიდრებას მოსწავლეებს შორის.
- გათვალისწინებული იქნას ალბერტას (კანადა) აქტი ადამიანის უფებების შესახებ, რომლის ერთ-ერთი დებულებაც მოითხოვს მშობლების თანხმობას.
სოციალური და ფიზიკური გარემო
- ანატომიისა და ფიზიოლოგიის ტერმინებთან დაკავშირებული კროსვორდი საჭიროებს მშობლების დახმარებას.
- მოსწავლეები განსაზღვრავენ, თუ ვის უნდა მიმართონ, სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევებისათვის.
- მოიწვიეთ მშობლები და საზოგადოების წევრები, რათა დაესწრონ საინფორმაციო სხდომას სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ, სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების დაწყებამდე. იხილეთ: „როგორ უნდა მოვამზადოთ მშობლები და საზოგადოება“.
- სკოლაში უფროსი ასაკის მოსწავლეებისათვის ცალკე სივრცე გამოყავით.
- ურჩიეთ მოსწავლეებს ფიზიკური კულტურის გაკვეთილებზე სპეციალური სპორტული ტანისამოსი ატარონ.
- შესთავაზეთ მოსწავლეებს მათი ასაკის შესაბამისი ბროშურები, რომლებიც ანატომიისა და ფიზიოლოგიის საკითხებს ეხება.
სწავლება და სწავლა
- ისარგებლეთ მასალით, რომელიც სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ და ასევე ანატომიისა და ფიზიოლოგიის საკითხებს ზოგადად მიმოიხილავს.
- მასალა უნდა ითვალისწინებდეს კლასში წარმოდგენილ მრავაფეროვნებას.
- ისარგებლეთ ალბერტას (კანადა) პროგრამით სკოლებში განათლების შესახებ.
- გამოიყენეთ ინტერაქტიული აქტივობები, როგორიცაა ბრეინსტორმინგი და საკლასო განხილვები.
პარტნიორობა და მომსახურება
- მოსწავლეებთან განიხილეთ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები და, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს მიეცით მითითება, თუ ვის ან რომელ ინსტიტუტს უნდა მიმართონ დახმარებისა და მხარდაჭერის მისაღებად.
- მოიწვიეთ სტუმრები, მაგალითად, სკოლის ფსიქოლოგი ან სქესობრივ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც მოსწავლეებთან ისაუბრებენ ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.