ურთიერთობები

  • 1.1 ოჯახი
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: მსოფლიოს მასშტაბით მრავალი განსხვავებული ტიპის ოჯახი არსებობს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეეძლება:

    >     აღწეროს სხვადასხვა ტიპის ოჯახები  (მაგალითად, ორი მშობლით წარმოდგენილი ოჯახი, ერთი მშობლით წარმოდგენილი ოჯახი, ბავშვი ან ბავშვები მშობლების გარეშე; მეურვის მზუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, გაფართოებული ოჯახი, ნუკლეარული ოჯახი და არატრადიციული ოჯახი) (ცოდნა);

    >     გამოხატოს პატივისცემა სხვადასხვა ტიპის ოჯახების მიმართ (დამოკიდებულება);

    >     გამოავლინოს თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ოჯახების მიმართ პატივისცემის გამოხატვა (უნარი).

    ძირითადი თემა: მშობლები/მეურვეები და ოჯახის სხვა წევრები ეხმარებიან ბავშვებს ღირებულებების შეძენაში და  ხელმძღვანელისა და მხარდამჭერის ფუნქციას ასრულებენ ბავშვების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეეძლება:

    >     აღწეროს, თუ როგორ უზრუნველყოფენ მშობლები/მეურვეები და  ოჯახის სხვა წევრები ბავშვების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ მშობლები/მეურვეები და ოჯახის სხვა წევრები გავლენას ახდენენ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ბავშვები იღებენ (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს, თუ ოჯახის ღირებულებებმა როგორ განაპირობა და რა როლი შეასრულა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში (უნარი).

    ძირითადი თემა: ოჯახის წევრებს სხვადასხვა საჭიროებები და როლები გააჩნიათ

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ოჯახის წევრების სხვადასხვა საჭიროებებისა და როლების იდენტიფიცირება (ცოდნა);

    >     დააფასოს ოჯახის წევრების მხრიდან, ერთმანეთისადმი სხვადასხვა მიმართულებით  გამოვლენილი ზრუნვა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ზოგჯერ მათ არ ჰქონდეთ ამის სურვილი ან შესაძლებლობა (დამოკიდებულება);

    >     გააცნოს ოჯახის წევრებს საკუთარი საჭიროებები და როლი  (უნარი).

    ძირითადი თემა: ოჯახის წევრებს შეუძლიათ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებით

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ოჯახის სხვადასხვა წევრების როლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების იდენტიფიცირება (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ის გზები, რომლებითაც შესაძლებელია ოჯახებმა ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას, ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების საშუალებით (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ოჯახის ყველა წევრს შეუძლია ოჯახის ფარგლებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა ოჯახის ფარგლებში როლებისა და პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებისადმი (უნარი).

    ძირითადი თემა: გენდერული უთანასწორობა ხშირად აისახება ოჯახის წევრების როლსა და პასუხისმგებლობებში

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლებსა და პასუხისმგებლობებს შორის სხვაობების ჩამოთვლა (ცოდნა);

    >     აღწეროს თუ რა ზემოქმედება შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა განსხვავებებმა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია ოჯახის თითოეულ წევრს (ცოდნა);

    >     აღიქვას, რომ გენდერული უთანასწორობა გავლენას ახდენს ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს საკუთარი როლი და საკუთარი დამოკიდებულება ოჯახში მამაკაცსა და ქალს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებისადმი (უნარი).

    ძირითადი თემა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს  ოჯახის სტრუქტურაზე, შესაძლებლობებსა და ოჯახის წევრებს შორის მოვალეობების გადანაწილებაზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს თუ როგორ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ზემოქმედება იქონიოს ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე (ცოდნა);

    >     აღიაროს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს ოჯახის ფუნქციონირებაზე (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თანაგრძნობა იმ ოჯახების მიმართ, რომელთა წევრსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს (უნარი).

    ძირითადი თემა: ოჯახის წევრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვებისათვის ღირებულებების სწავლების თვალსაზრისით

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს რას წარმოადგენს ღირებულებები (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ის ღირებულებები, რომლებიც მას და მის ოჯახის წევრებს გააჩნიათ (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ოჯახის წევრების ღირებულებები გავლენას ახდენს ბავშვების ღირებულებების ჩამოყალიბებაზე (დამოკიდებულება);

    >     იმოქმედოს პირადი ღირებულებების შესაბამისად (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ასაკის მატება გულისხმობს საკუთარ თავსა და სხვებზე პასუხისმგებლობის აღებას

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, ასაკის მატების პარალელურად გაჩენილი ახალი პასუხისმგებლობების იდენტიფიცირება და ანალიზი (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფართოვდება და ოჯახის ფარგლებს სცდება მათი სამყარო და გრძნობები თუ გატაცებები და მეგობრები, თანატოლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ (დამოკიდებულება);

    >     შეაფასოს ახალი ურთიერთობები და საკუთარ თავზე აიღოს ახალი პასუხისმგებლობები (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალურმა ურთიერთობებმა და ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეაფასოს თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ოჯახის წევრთა შორის გადანაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი ოჯახის დანარჩენ წევრებს მნიშვნელოვან და სენსიტიურ ინფორმაციას უმჟღავნებს (მაგალითად, იგი არის აივ-მატარებელი, შიდსით დაავადებული, ორსულად, აპირებს დაქორწინებას, უარს ამბობს ე.წ. გარიგებით ქორწინებაზე; სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა; ან ჰყავს სექსუალური პარტნიორი და ამ ურთიერთობით კმაყოფილია) (ცოდნა);

    >     გაანალიზოს როგორ შეიძლება შეიცვალოს ოჯახში მათი როლი და პასუხისმგებლობები, როდესაც ისინი ოჯახის წევრებს უმჟღავნებენ საკუთარ სექსუალურ ურთიერთობებთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (უნარი).

    ძირითადი თემა: მშობლებსა/მეურვეებსა და ბავშვებს შორის კონფლიქტი და უთანხმოება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში და აღნიშნული კონფლიქტები და უთანხმეობები, ჩვეულებრივ, მოგვარებას ექვემდებარება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს იმ კონფლიქტებისა და უთანხმოებების მიზეზები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს მშობლებსა /მეურვეებსა და ბავშვებს შორის (ცოდნა);

    >     აღწეროს ის გზები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მშობლებთან/მეურვეებთან წარმოშობილი კონფლიქტებისა და უთანხმეობების მოგვარება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ მშობლებთან/მეურვეებთან კონფლიქტები და უთანხმოებები ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში და ჩვეულებრივ, მოგვარებას ექვემდებარება (დამოკიდებულება);

    >     გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები მშობლებთან/მეურვეებთან წარმოშობილი კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად  (უნარი).

    ძირითადი თემა: არსებობს სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ ახალგაზრდებმა და მათი ოჯახის წევრებმა, როდესაც ისინი საკუთარ სექსუალურ ურთიერთობებთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ოჯახის წევრებისათვის გაზიარების გამოწვევის წინაშე დგანან

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს თუ როგორ შეუძლიათ დედმამიშვილებს, მშობლებს/მეურვეებს და გაფართოებული ოჯახის სხვა წევრებს იმ ახალგაზრდისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა, რომელიც მათ უმჟღავნებს საკუთარი სექსუალურ ურთიერთობებისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ოჯახებს შეუძლიათ გამოწვევებთან გამკლავება, როდესაც მათი წევრები ერთმანეთის მხარდაჭერისათვის არიან მზად და პატივს სცემენ ერთმანეთს (დამოკიდებულება);

    >     მოიძიოს და ისარგებლოს ეფექტური და სანდო საზოგადოებრივი რესურსებით, რომლებიც სათანადოდ დაეხმარება მას ან მისი ოჯახის იმ წევრს, რომელიც შესაბამის დახმარებას საჭიროებს (უნარი).

    ძირითადი თემა: სიყვარული, თანამშრომლობა, გენდერული თანასწორობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია ოჯახის ჰარმონიულად ფუნქციონირებისა და ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობების შესანარჩუნებლად  

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ოჯახის ჰარმონიული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მახასიათებლების იდენტიფიცირება (ცოდნა);

    >     დაასაბუთოს რატომ არის აღნიშნული მახასიათებლები აუცილებელი ოჯახის ჰარმონიული ფუნქციონირებისათვის (დამოკიდებულება);

    >     შეაფასოს აღნიშნულ მახასიათებელთა როლი ოჯახის ჰარმონიულად ფუნქციონირებაში (უნარი).

  • 1.2 მეგობრობა, სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობები
     
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: არსებობს სხვადასხვა სახის მეგობრობა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს მეგობარი (ცოდნა);

    >     დააფასოს მეგობრობა (დამოკიდებულება);

    >     აღიაროს რომ მეგობრის არჩევა არ ხდება იმის მიხედვით თუ რომელ სქესს განეკუთვნება იგი, არის თუ არა შსს და აქვს თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (დამოკიდებულება);

    >     დაამყაროს სხვადასხვა ტიპის მეგობრული ურთიერთობები (უნარი).

    ძირითადი თემა: მეგობრობა და სიყვარული ადამიანებს ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს მეგობრობისა და სიყვარულის დადებითი მხარეები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ მეგობრობა და სიყვარული მას ეხმარება იმაში, რომ თავი კარგად იგრძნოს (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს მეგობრობა და სიყვარული იმგვარად, რომ სხვას თავი კარგად და კომფორტულად აგრძნობინოს (უნარი).

    ძირითადი თემა: მეგობრობა ემყარება ნდობას, გაზიარებას, პატივისცემას, თანაგრძნობას და სოლიდარობას

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს მეგობრობის ძირითადი კომპონენტები (მაგალითად, ნდობა, გაზიარება, პატივისცემა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა და სოლიდარობა) (ცოდნა);

    >     შესთავაზოს სხვა პირს მეგობრობის ძირითად კომპონენტებზე დაფუძნებული  მეგობრობა (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს ნდობა, პატივისცემა, გაგება და მეგობრისათვის გაზიარების მზაობა (უნარი).

    ძირითადი თემა: მას შემდეგ, რაც ბავშვები მოზარდობის ასაკში შედიან, მეგობრობა და სიყვარული განსხვავებულად შეიძლება იქნას გამოხატული

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს მოზარდობის ასაკში სხვა პირისადმი მეგობრობისა და სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზები (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ არსებობს სხვა პირისადმი მეგობრობისა და სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზა (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს ის გზები, რომლითაც იგი გამოხატავს სხვა პირისადმი მეგობრობასა და სიყვარულს, მოზარდობის ასაკში (უნარი).

    ძირითადი თემა: ურთიერთობები მოიცავს სხვადასხვა ტიპის სიყვარულს (მაგალითად, მეგობრებს შორის სიყვარული, მშობლებს შორის სიყვარული, სიყვარული რომანტიკულ პარტნიორებს შორის) და სიყვარული სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გამოხატული

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     სხვადასხვა ტიპის სიყვარულის იდენტიფიცირება და სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზების იდენტიფიცირება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ სიყვარული სხვადასხვა გზით შეიძლება იქნას გამოხატული (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს სიყვარული მეგობრის მიმართ (უნარი);

    ძირითადი თემა: ურთიერთობაში უთანასწორობა უარყოფითად აისახება პიროვნულ ურთიერთობებზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გაარკვიოს თუ როგორ აზიანებს პიროვნულ ურთიერთობებს ამ ურთიერთობაში უთანასწორობა  (მაგალითად, გენდერული უთანასწორობა, ასაკობრივი უთანასწორობა, უთანასწორობა ეკონომიკური სტატუსისა და ძალაუფლების ნიშნით) (ცოდნა);

    >     გააანალიზოს თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ადამიანებს შორის როლების უფრო თანაბარი გადანაწილება (ცოდნა);

    >     აღიაროს თუ რამდენად არის დამოკიდებული ჯანსაღი ურთიერთობები ამ ურთიერთობებში თანასწორობის დაცვაზე (დამოკიდებულება);

    >     შეითავსოს თანაბარი როლი ნებისმიერ ურთიერთობაში (უნარი).

    ძირითადი თემა: არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობების მახასიათებლები (ცოდნა);

    >     განმარტოს რას გულისხმობს ჯანსაღი ურთიერთობა და რას გულისხმობს არაჯანსაღი ურთიერთობა (ცოდნა);

    >     აღიქვას, რომ არსებობს  ჯანსაღი და არაჯანსაღი მეგობრობა (დამოკიდებულება);

    >     დაამყაროს და შეინარჩუნოს ჯანსაღი მეგობრობა (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ურთიერთობაში უთანასწორობა უარყოფითად აისახება პიროვნულ ურთიერთობებზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გაარკვიოს თუ როგორ აზიანებს პიროვნულ ურთიერთობებს ამ ურთიერთობაში უთანასწორობა  (მაგალითად, გენდერული უთანასწორობა, ასაკობრივი უთანასწორობა, უთანასწორობა ეკონომიკური სტატუსისა და ძალაუფლების ნიშნით) (ცოდნა);

    >     გააანალიზოს თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ადამიანებს შორის როლების უფრო თანაბარი გადანაწილება (ცოდნა);

    >     აღიაროს თუ რამდენად არის დამოკიდებული ჯანსაღი ურთიერთობები ამ ურთიერთობებში თანასწორობის დაცვაზე (დამოკიდებულება);

    >     შეითავსოს თანაბარი როლი ნებისმიერ ურთიერთობაში (უნარი).

    ძირითადი თემა: არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი სექსუალური ურთიერთობები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეადაროს ერთმანეთს ჯანსაღი და არაჯანსაღი სექსუალური ურთიერთობების მახასიათებლები (ცოდნა);

    >     აღიქვას რომ სექსუალური ურთიერთობები შესაძლებელია იყოს ჯანსაღი და არაჯანსაღი (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თუ როგორ არის შესაძლებელი არაჯანსაღი სექსუალური ურთიერთობებისაგან განრიდება (უნარი);

    >     ამოიცნოს სანდო ზრდასრული პირი და გამოხატოს თუ როგორ და ვის უნდა მიმართოს დახმარებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იგი არაჯანსაღ ურთიერთობაში აღმოჩნდება (უნარი).

    ძირითადი თემა: არსებობს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     სხვადასხვა ტიპის ურთიერთობების იდენტიფიცირება (ცოდნა);

    >     განასხვავოს ერთმანეთისაგან სიყვარულთან, მეგობრობასთან,  ვნებასთან და  სექსუალურ ლტოლვასთან დაკავშირებული ემოციები (ცოდნა);

    >     განიხილოს როგორ შეიძლება ახლო ურთიერთობები ხანდახან გადაიზარდოს სექსუალურ ურთიერთობებში (უნარი);

    >     გამოხატოს თუ როგორ უნდა მართოს ემოციები, რომელბიც სხვადასხვა სახის ურთიერთობებს უკავშირდება (უნარი).

    ძირითადი თემა: ზრდასრულ ასაკში სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზა ჩნდება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობის ფარგლებში სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზები (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ სქესობრივი ქცევა არ წარმოადგენს აუცილებელ ქცევას სიყვარულის გამოსახატავად (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს სიყვარული სათანადო გზებით (უნარი).

    ძირითადი თემა: რომანტიკული ურთიერთობები შესაძლებელია ძლიერ დააზიანოს პარტნიორებს შორის ძალაუფლების თვალსაზრისით არსებულმა უთანასწორობამ და სხვაობამ (მაგალითად, გენდერული უთანასწორობა, ასაკობრივი სხვაობა, უთანასწორობა ეკონომიკური და სოციალური ნიშნითა და ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით)

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს პარტნიორებს შორის ძალაუფლების თვალსაზრისით არსებულმა უთანასწორობამ და სხვაობამ როგორ შეიძლება დააზიანოს რომანტიკული ურთიერთობები (ცოდნა);

    >     გაიხსენოს როგორ ზემოქმედებს გენდერული ნორმები და გენდერული სტერეოტიპები რომანტიკულ ურთიერთობებზე (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ პარტნიორებს შორის ძალაუფლების თვალსაზრისით არსებული უთანასწორობა და სხვაობა შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს (დამოკიდებულება);

    >     დასვას კითხვები ურთიერთობებში თანასწორობისა და ძალთა თანაფარდობის თაობაზე (უნარი).

  • 1.3 ტოლერანტობა, ჩართულობა და პატივისცემა
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ყველა ადამიანი უნიკალურია, შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში და აქვს უფლება სარგებლობდეს პატივისცემით

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს რას ნიშნავს სხვებისადმი სამართლიანი, თანასწორობისა და ღირსების პრინციპებითა და პატივისცემით მოპყრობა (ცოდნა);

    >     იმ მაგალითების იდენტიფიცირება, რომლებიც ასახავს გზებს, რომელთა საშუალებითაც ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს პირს, როდესაც მას უდიერად ეპყრობიან (დასცინიან) (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ყველა ადამიანი უნიკალური და ღირებულია და აქვს პატივისცემითა და ღირსების დაცვით მოპყობით სარგებლობის უფლება (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს ქცევა, რომელიც გულისხმობს ტოლერანტობას, სხვებისადმი პატივისცემასა და სხვების ჩართულობისადმი მზაობას (უნარი).

    ძირითადი თემა: სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია საზიანოა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას გულისხმობს სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია და ახსნას თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მათ (ცოდნა);

    >     აღწეროს რას გულისხმობს თვითსტიგმატიზაცია და აღწეროს მისი შედეგები (მაგალითად,დუმილი, უარი და საიდუმლოება) (ცოდნა);

    >     გაიხსენოს რომ არსებობს მექანიზმები, რომლებიც შექმნილია სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა დასახმარებლად (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობა, ჩართულობა და სხვების მიმართ პატივისცემის გამოჩენა (დამოკიდებულება);

    >     თანადგომა გამოავლინის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა მიმართ (უნარი).

    ძირითადი თემა: უპატივცემლობ გამოხატვასა და ზიანის მიყენებას გულისხმობს, სხვა პირის შეურაცხყოფა ან დაშინება,  ადამიანის სოციალური, ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, წარმოშობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ან სხვა განსხვავებების საფუძველზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ახსნას რას გულისხმობს შეურაცხყოფა და დაშინება (ცოდნა);

    >     აღწეროს რატომ და როგორ გულისხმობს შეურაცხყოფა და დაშინება სხვების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვასა და მათთვის ზიანის მიყენებას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ყველას პასუხისმგებლობას წარმოადგენს შეურაცხყოფისა და დაშინების წინააღმდეგ ხმის ამაღლება (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თუ როგორ არის შესაძლებელი შეურაცხყოფისა და დაშინების წინააღმდეგ გალაშქრება (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: განსხვავებათა (მაგალითად, აივ-ინფიცირება, ორსულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკურობა, რასა, წარმომავლობა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ან სხვ.) საფუძველზე სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია ამ პირებისადმი უპატივცემულობის გამოხატვაა, მათი კეთილდღეობისათვის საზიანოა და არღვევს ადამიანის უფლებებს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გაიხსენოს რას გულისხმობს შემდეგი ცნებები: სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია, მიკერძოება, ცრურწმენა, შეუწყნარებლობა და საზოგადოებისაგან გარიყვა (ცოდნა);

    >     გააანალიზოს სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის შედეგები ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მათ უფლებებზე (ცოდნა);

    >      გააცნობიეროს რომ ყველას პასუხისმგებლობას წარმოადგენს სხვა პირების დაცვა სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციისაგან  (დამოკიდებულება);

    >     დააფასოს ჩართულობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     ეძიოს დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად ხდება სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი (უნარი);

    >     გამოვიდეს ჩართულობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დასაცავად (უნარი).

  • 1.4  ხანგრძლივი ურთიერთობები და მშობლის ინსტიტუტი
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: არსებობს ოჯახის სხვადასხვა სტრუქტურა და ქორწინების სხვადასხვა ცნება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს „ოჯახისა“ და „ქორწინების“ ცნებები (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს  ადამიანების ერთმანეთთან დაქორწინების გზები (მაგალითად, მომავალი მეუღლის არჩევა ან გარიგებით ქორწინება) (ცოდნა);

    >     გაიხსენოს რომ ზოგიერთი ქორწინება დაშორებით, განქორწინებით ან ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილით სრულდება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ, მიიუხედავად იმისა, რომ ოჯახები ერთმანეთისაგან განსხვავდება სტრუქტურის თვალსაზრისით და ადამიანები ერთმანეთზე სხვადასხვა გზით ქორწინდებიან, ყველა ოჯახი და ქორწინება ღირებულია (დამოკიდებულება).

    ძირითადი თემა: ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინებები საზიანოა და ბევრ ქვეყანაში კანონით იკრძალება  

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას წარმოადგენს ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინება (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების უარყოფითი შედეგები იმ ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე, რომელთაც აღნიშნული ტიპის ქორწინება ეხება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინება საზიანოა (დამოკიდებულება);

    >     მშობლის/ მეურვის ან სანდო ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვთა, ადრეული ან იძულებითი ქორწინების საფრთხის წინაშე დგას (უნარი).

    ძირითადი თემა: ხანგრძლივი ურთიერთობები, ქორწინება და მშობლის ინსტიტუტი სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად აღიქმება, რასაც განაპირობებს საზოგადოება, რელიგია, კულტურა და კანონები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს ხანგრძლივი ურთიერთობების, ქორწინებისა და მშობლის ინსტიტუტის ძირითადი მახასიათებლები (ცოდნა);

    >     აღწეროს ის გზები, რომლითაც კულტურა, რელიგია, საზოგადოება და კანონები ზემოქმედებს ხანგრძლივ ურთიერთობებზე, ქორწინებასა და მშობლის ინსტიტუტზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს,რომ  ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ როდის დაქორწინდეს და ვისზე იქორწინოს (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები ხანგრძლივ ურთიერთობებზე, ქორწინებასა და მშობლის ინსტიტუტზე (უნარი).

    ძირითადი თემა: კულტურა და გენდერული როლები გავლენას ახდენს მშობლის ინსტიტუტზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განიხილოს თუ როგორ ახდენს გავლენას კულტურა და გენდერული როლები მშობლის ინსტიტუტზე (ცოდნა);

    >     გაანალიზოს საკუთარი ღირებულებები და შეხედულებები იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ქორწინება და ხანგრძლივი ურთიერთობები ბევრ პასუხისმგებლობას გულისხმობს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოაყალიბოს ის ძირითადი პასუხისმგებლობები, რომლებიც ქორწინებასა და ხანგრძლივ ურთიერთობებს უკავშირდება (ცოდნა);

    >     გაიხსენოს წარმატებული ქორწინებისა და ხანგრძლივი ურთიერთობების ძირითადი მახასიათებლები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს ქორწინებისა და ხანგრძლივი ურთიერთობების ფარგლებში, სიყვარულის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და პატივისცემის მნიშვნელობა (დამოკიდებულება).

    ძირითადი თემა: ქორწინებასა და ხანგრძლივ ურთიერთობებს აქვს დადებითი მხარეები და, ამავე დროს, გამოწვევებსაც უკავშირდება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეაფასოს ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც ქორწინებასა და ხანგრძლივ ურთიერთობებს უკავშირდება;

    >     გააცნობიეროს რომ მშობელს აქვს უფლება განაგრძოს სწავლა, მიიღოს შემდგომი განათლება  (დამოკიდებულება).

    ძირითადი თემა: ადამიანები მშობლები სხვადასხვა გზით ხდებიან და მშობლობა ბევრ სხვადასხვა პასუხისმგებლობას გულისხმობს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მშობლებს აკისრია (ცოდნა);

    >     შეადაროს ერთმანეთს ის სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები მშობლები ხდებიან (მაგალითად, დაგეგმილი და დაუგეგმავი ორსულობა, შვილად აყვანა, მეურვეობა, სამედიცინო ჩარევით დაორსულება ან სუროგაცია) (ცოდნა);

    >     დაამტკიცოს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე იყოლიოს თუ არა შვილები და როდის იყოლიოს შვილები, მათ შორის, და არა მხოლოდ, შშმ პირებსა და აივ სტატუსის მატარებელ პირებს (დამოკიდებულება).

    ძირითადი თემა: არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანების გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე იყოლიონ თუ არა შვილები, რატომ და როდის უნდა იყოლიონ შვილები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     დაასახელოს სხვადასხვა მიზეზი იმისა თუ რატომ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას იყოლიონ შვილები ან არ იყოლიონ შვილები;

    >     აღიაროს რომ ყველას შეუძლია იყოს მშობელი, მიუხედავად სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობისა და მიუხედავად იმისა აივ სტატუსის მატარებელია იგი თუ არა (დამოკიდებულება);

    >     გააცნობიეროს რომ ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია გააჩნდეს სურვილი იყოს მშობელი; ხოლო ზოგს – არა; ყველას არ შეუძლია გახდეს მშობელი; და ზოგიერთი ადამიანი მშობელი ხდება საკუთარი სურვილის გარეშე (დამოკიდებულება);

    >     კრიტიკულად შეაფასოს ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მათ საკუთარ მოსაზრებას იმის თაობაზე, უნდათ თუ არა იყოლიონ შვილები, რატომ და როდის უნდათ იყოლიონ შვილები (უნარი).

    ძირითადი თემა: ადამიანები მშობლები სხვადასხვა გზით ხდებიან და მშობლობა ბევრ სხვადასხვა პასუხისმგებლობას გულისხმობს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მშობლებს აკისრია (ცოდნა);

    >     შეადაროს ერთმანეთს ის სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები მშობლები ხდებიან (მაგალითად, დაგეგმილი და დაუგეგმავი ორსულობა, შვილად აყვანა, მეურვეობა, სამედიცინო ჩარევით დაორსულება ან სუროგაცია) (ცოდნა);

    >     დაამტკიცოს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე იყოლიოს თუ არა შვილები და როდის იყოლიოს შვილები, მათ შორის, და არა მხოლოდ, შშმ პირებსა და აივ სტატუსის მატარებელ პირებს (დამოკიდებულება).

    ძირითადი თემა: ბავშვებს სხვადასხვა საჭიროებები გააჩნიათ და ამ საჭიროებების დაკმაყოფილება მშობლების/მეურვეების პასუხისმგებლობაში შედის 

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოაყალიბოს ბავშვების ფიზიკური, ემოციური, ეკონომიკური, ჯანმრთელობასთან და განათლებასთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებები და ამ საჭიროებებთან ასოცირებული მშობლების პასუხისმგებლობები (ცოდნა);

    >     დაასახელოს თუ როგორ შეიძლება აისახოს ბავშვების კეთილდღეობაზე პრობლემები ურთიერთობებში (ცოდნა);

    >     აღიქვას მშობლების ბავშვებთან ჯანსაღი დამოკიდებულების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     გაუზიაროს მშობლებს/მეურვეებს ინფორმაცია საკუთარი ფიზიკური, ემოციური, ეკონომიკური და განათლებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ (უნარი).