ღირებულებები, უფლებები, კულტურა და სექსუალობა

  • 2.1 ღირებულებები და სექსუალობა  
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ღირებულებები წარმოადგენს მტკიცე რწმენას, რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ოჯახებს ან საზოგადოებას გააჩნია მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით  

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს ღირებულებები (ცოდნა);

    >     მნიშვნელოვანი პიროვნული ღირებულებების იდენტიფიცირება, როგორიცაა, თანასწორობა, პატივისცემა, განსხვავებულის მიღებისადმი მზაობა და შემწყნარებლობა (ცოდნა);

    >     ახსნას, თუ როგორ განაპირობებს ღირებულებები და რწმენა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საკუთარი ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ინდივიდუალურ პირებს, თანატოლებს, ოჯახებსა და საზოგადოებებს შესაძლოა განსხვავებული ღირებულებები გააჩნდეთ (დამოკიდებულება);

    >     გაუზიაროს სხვებს ის ღირებულებები, რომლებიც მას გააჩნია (უნარი).

    ძირითადი თემა: ის ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომლებსაც ჩვენ ოჯახებიდან  და საზოგადოებიდან ვიღებთ, წარმოადგენს სქესობრივი ურთიერთობისა და სექსუალობის შესახებ ჩვენ მიერ შეძენილი ცოდნის წყაროს, და ისინი გავლენას ახდენს ჩვენს ქცევასა და ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ღირებულებებისა და დამოკიდებულებების იმ წყაროების იდენტიფიცირება, რომელთა საშუალებითაც ბავშვები იღებენ ინფორმაციას სქესობრივი ურთიერთობებისა და სექსუალობის შესახებ (მაგალითად, მშობლები, მეურვეები, ოჯახი და საზოგადოება) (ცოდნა);

    >     აღწეროს თუ როგორ ახორციელებეს ზოგიერთი მშობელი/მეურვე ბავშვებისათვის საკუთარი ღირებულებების სწავლებას და საკუთარი ქცევითა და მოქმედებებით მათ დემონსტრირებას (ცოდნა);

    >     აღწეროს ღირებულებები, რომლებიც გავლენას ახდენს გენდერულ როლთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და გენდერულ თანასწორობაზე (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ოჯახებისა და საზოგადოებების ღირებულებები და დამოკიდებულებები ზემოქმედებს ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს ის ღირებულება, რომელიც მან საკუთარი ოჯახიდან შეიძინა (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია იცოდე თუ რა ღირებულებებს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ფლობ, როგორ ზემოქმედებს ეს ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები სხვების უფლებებზე და როგორ არის შესაძლებელი მათი დაცვა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც უკავშირდება სექსუალობასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს (ცოდნა);

    >     აჩვენოს როგორ ზემოქმედებს მისი პირადი ღირებულებები მათ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე (ცოდნა);

    >     განსაზღვროს საკუთარი ღირებულებების სხვათა უფლებებზე პოტენციური ზემოქმედება (ცოდნა);

    >     აღიაროს განსხვავებული ღირებულებების, რწმენისა და დამოკიდებულებების მიმართ შემწყნარებლობისა და პატივისცემის მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     დაიცვას საკუთარი პიროვნული ღირებულებები (უნარი).

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია იცოდე თუ რა ღირებულებებს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ფლობ, რათა უზრუნველყო შესაბამისი სექსუალური ქცევის მათზე მორგება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეადაროს სექსუალობასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ღირებულებებთან შესაბამისი ქცევები იმ ქცევებს, რომლებიც არ შეესაბამენა აღნიშნულ ღირებულებებს (ცოდნა);

    >     დადებითად შეაფასოს ის ფაქტი, რომ მის სექსუალურ ქცევას მართავს მისი ღირებულებები (დამოკიდებულება);

    >     არჩევანი გააკეთოს სექსუალურ ქცევაზე, რომელიც მის ღირებულებებს შეესაბამება (უნარი).

    ძირითადი თემა: ზრდის პარალელურად ადამიანს უყალიბდება საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შესაძლებელია განსხვავდებოდეს მისი მშობლების/მეურვეების ღირებულებებისაგან

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განასხვევოს ერთმანეთისაგან სექსუალობასთან დაკავშირებული ის ღირებულებები, რომელიც მას გააჩნია და ის ღირებულებები, რომლებიც გააჩნიათ მის მშობლებს/მეურვეებს (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ზოგიერთი ის ღირებულება, რომელიც მას გააჩნია, შესაძლებელია განსხვევდებოდეს იმ ღირებულებებისაგან, რომლებიც გააჩნიათ მის მშობლებს/მეურვეებს (დამოკიდებულება);

    >     ახსნას თუ როგორ შეიძლება მოგვარებული იქნას განსხვავებული ღირებულებების თაობაზე ოჯახის წევრებთან წარმოქმნილი  კონფლიქტი (უნარი).

  • 2.2 ადამიანის უფლებები და სექსუალობა
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ადამიანის უფლებები ვრცელდება ყველა ადამიანზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს ადამიანის უფლებები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ადამიანის უფლებები ვრცელდება ყველა ადამიანზე და საჭიროა მათი პატივისცემა (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს ადამიანის უფლებებისადმი მხარდაჭერა (უნარი).

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია იცნობდე საკუთარი უფლებებს და იცოდე იმის შესახებ რომ სახელმწიფოში მოქმედი კანონები და საერთაშორიო შეთანხმებები ადამიანის უფლებებს ემყარება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გაიხსენოს ადამიანის უფლებების განმარტება და ის, თუ როგორც ვრცელდება ეს უფლებები ყველა ადამიანზე (ცოდნა);

    >     დაასახელოს სახელმწიფოში მოქმედი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებშიც ასახულია ადამიანის უფლებები და ბავშვთა უფლებები (ცოდნა);

    >     აღიაროს ბავშვთა უფლებები, რომლებიც ასახულია სახელმწიფოში მოქმედ კანონებსა და საერთაშორისო შეთანხმებებში (მაგალითად,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ) (ცოდნა);

    >     დააფასოს ადამიანის უფლებები და ის, რომ ადამიანის უფლებები ყველა ადამიანზე ვრცელდება  (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს ის უფლებები, რომლითაც იგი სარგებლობს (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ადამიანის საყოველთაო უფლებები მოიცავს უფლებებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს მათ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს ადამიანის უფლებები, რომლებიც გავლენაას ახდენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (ცოდნა);

    >     განიხილოს ადგილობრივ ან სახელმწიფო დონეზე მოქმედი კანონები, რომლებიც გავლენას ახდენს მოცემულ უფლებებზე (ცოდნა);

    >     აღიაროს ამ უფლებათა დარღვევის შემთხვევები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომელთა მიმართაც ყველაზე მაღალია ადამიანის უფლებების დარღვევის ალბათობა  (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს პატივისცემას ყველა ადამიანის უფლებების მიმართ, მათ შორის უფლებებისა, რომლებიც უკავშირდება სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (უნარი).

    ძირითადი თემა: არსებობს ადგილობრივ ან სახელმწიფოს დონეზე მოქმედი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ეხება ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უფლებებს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს ადგილობრივ და სახელმწიფოს დონეზე მოქმედი კანონები და პოლიტიკა, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა, ადრეულ და იძულებით ქორწინებებს და/ან ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/მოკვეთას, ინტერსექსუალ ბავშვებში ქირურგიული ინტერვენციას ბავშვის თანხმობის გარეშე,  იძულებით სტერილიზაციას, სექსუალურ კავშირზე თანხმობის მინიმალურ ასაკს, გენდერულ თანასწორობას, სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, აბორტს, გაუპატიურებას, სექსუალურ ძალადობას, ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით; სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხელმისაწვდომობას და რეპროდუქციულ უფლებებს (ცოდნა);

    >     აღწეროს ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომლებიც ზემოქმედებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (ცოდნა);

    >     დააფასოს ადამიანის უფლებებს, რომლებიც ზემოქმედებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (დამოკიდებულება);

    >     მოუწოდოს სხვებს დაიცვან ადგილობრივ ან სახელმწიფოს დონეზე მოქმედი ის კანონები, რომლებიც იცავს ადამიანის უფლებებს და ეხება ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (უნარი).

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ვფლობდეთ ინფორმაციას ადამიანის იმ უფლებების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და დავიცვათ ეს უფლებები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გამონახოს მეგობრებს, ოჯახის წევრებს შორის სკოლაში და საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის გზები  (ცოდნა);

    >     აღიაროს ადამიანის იმ უფლებების დაცვის მნიშვნელობა, რომლებიც გავლენას ახდენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, და რეპროდუქციასთან დაკავშირებით დისკრიმინაციისგან, იძულებასა და ძალადობისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაცვის მნიშვნელობა    (დამოკიდებულება);

    >     მიიღოს ზომები ადამიანის იმ უფლებების დასაცავად, რომლებიც გავლენას ახდენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (უნარი).

  • 2.3 კულტურა, საზოგადოება და სექსუალობა
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: არსებობს ინფორმაციის ბევრი წყარო, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის შეცნობაში

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს ინფორმაციის ის წყაროები, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის შეცნობაში (მაგალითად, ოჯახი, ინდივიდუალური პირები, თანატოლები, საზოგადოება, მედია – მათ შორის სოციალური მედია) (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ის ღირებულებები და შეხედულებები, რომლებსაც ჩვენ ოჯახებისა და საზოგადოების საშუალებით ვიძენთ განაპირობებს ჩვენ მიერ საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის აღქმას  (დამოკიდებულება);

    >     ამოიცნოს სანდო ზრდასრული პირი და განსაზღვროს როგორ დაუსვამს მას კითხვას იმის შესახებ, რისი გაგებაც მას სურს საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის შესახებ (უნარი).

    ძირითადი თემა: კულტურა, რელიგია და საზოგადოება გავლენას ახდენს  ჩვენ მიერ სექსუალობის აღქმაზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ამოიცნოს მაგალითების იმისა, თუ კულტურა, რელიგია და საზოგადოება როგორ ახდენს გავლენას ჩვენ მკიერ სექსუალობის აღქმაზე (ცოდნა);

    >     აღწეროს სხვადასხვა რიტუალები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ასაკს უკავშირდება, რიტუალები, რომლებიც ადგილობრივ კულტურას ახასიათებს და რომლებიც ბევრ კულტურაში მეორდება (ცოდნა);

    >     სექსუალობასთან დაკავშირებული იმ კულტურული, რელიგიური თუ სოციალური შეხედულებებისა და პრაქტიკის იდენტიფიცირება, რომლებმაც დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ სექსუალობასთან დაკავშირებული ბევრი განსხვავებული შეხედულება არსებობს (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს პატივისცემა იმ მრავალფეროვანი პრაქტიკის მიმართ, რომელიც უკავშირდება სექსუალობასა და ადამიანის საყოველთაო უფლებებს (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: სოციალური, კულტურული და რელიგიური ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე თუ რომელ სექსუალურ ქცევა მიიჩნევა მისაღებად და რომელი არ მიიჩნევა მისაღებად მოცემულ საზოგადოებაში და აღნიშნული ფაქტორები დროთა განმავლობაში ცვლილებას ექვემდებარება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს სოციალური და კულტურული ნორმები (ცოდნა);

    >     გააანალიზოს სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს კონკრეტულ საზოგადოებაში სექსუალური ქცევის დამკვიდრებაზე და გააანალიზოს თუ როგორ განიცდის ისინი ცვლილებას დროთა განმავლობაში (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ სოციალური და კულტურული ნორმები დროთა განმავლობაში ცვლილებას ექვემდებარება (დამოკიდებულება);

    >     კრიტიკულად შეაფასოს ის სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც, კონკრეტულ საზოგაოდებაში, გავლენას ახდენს  სექსუალურ ქცევაზე (უნარი).

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია გააცნობიერება იმისა, თუ როგორ ახდენს გავლენას სოციალური და კულტურული ნორმები სექსუალურ ქცევაზე, პიროვნების შეხედულების ჩამოყალიბების გზით

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეადაროს ერთმანეთს სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და სექსუალურ ჯანმრთელობაზე და სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და სექსუალურ ჯანმრთელობაზე (ცოდნა);

    >     დადებითად შეაფასოს და აღიაროს სექსუალურ ქცევაზე საკუთარი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     გააანალიზოს ის სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებსაც იგი აფასებს და გააანალიზოს თუ როგორ ახდენს ისინი გავლენას სექსუალობასთან და სექსუალურ ქცევასთან  დაკავშირებულ პირად შეხედულებებსა და გრძნობებზე (უნარი).