1. სქესობრივი და რეპროდუქციული ანატომია და ფიზიოლოგია
სქესობრივი და რეპროდუქციული ანატომია და ფიზიოლოგია
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი სხეულის ნაწილების დასახელება და მათი ფუნქციები; ასევე, ბუნებრივია, გაინტერესებდეს საკუთარი სხეულის ნაწილები, მათ შორის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოები
მოსწავლე შეძლებს:
> ამოიცნოს სხეულის ნაწილები, მათ შორის სასქესო ორგანოები და დაასახელოს მათ ძირითადი ფუნქციები
> გააცნობიეროს, რომ საკუთარი სხეულის, მათ შორის სასქესო ორგანოების მიმართ ინტერესი აბსოლუტურად ნორმალურია (დამოკიდებულება);
> დასვას კითხვები ადამიანის იმ ორგანოების შესახებ, რომლებიც მას აინტერესებს და უპასუხოს მსგავს კითხვებს (უნარი)
ძირითადი თემა: ყველა ადამიანის სხეული უნიკალურია და იმსახურებს პატივისცემას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სხეული
მოსწავლე შეძლებს:
> განსაზღვროს მამაკაცებისა და ქალების სხეულებს და ასევე ბიჭებისა და გოგონების სხეულებს შორის მსგავსებები, განსხვავებები და ასევე, ის თუ როგორ იცვლება ბიჭებისა და გოგონების სხულები ასაკის მატებასთან ერთად (ცოდნა);
> განმარტოს, რომ ყველა კულტურა სხვადასხვანაირად აღიქვამს ადამიანის სხეულს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანის სხეული იმსახურებს პატივისცემას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისაც (დამოკიდებულება);
> იმსჯელოს, რა მოსწონს საკუთარ სხეულში (უნარი)
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ყველა ადამიანს აქვს ორგანოები, რომლებიც სქესობრივ აქტსა და რეპროდუქციაში მონაწილეობს და სრულებით ბუნებრივია ბავშვებს გააჩნდეთ კითხვები მათთან დაკავშირებით
მოსწავლეს შეუძლია:
> დაასახელოს სხეულის ის ნაწილები, რომლებიც უკავშირდება სქესობრივ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციას (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ბუნებრივია, როცა ადამიანი ინტერესს იჩენს და კითხვები უჩნდება საკუთარი სხეულის ნაწილებისა და მათი ფუნქციის შესახებ (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანის სხეული უნიკალურია და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ფორმით, ფუნქციონირებითა და მახასიათებლებით (დამოკიდებულება);
> დაასახელოს/განსაზღვროს სანდო ზრდასრული პირი, რომელსაც შეუძლია დაუსვას კითხვები და აღწეროს როგორ შეძლებს კითხვების დასმას სქესობრივი და რეპროდუქციული ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესახებ (უნარი).
ძირითადი თემა: ქალების ორგანიზმში, მენსტრუალური ციკლის დროს, ხდება კვერცხუჯრედის გამონთავისუფლება, ხოლო მამაკაცის ორგანიზმიდან ხდება სპერმის გამოტყორცნა, რომელიც რეპროდუქციისთვის არის საჭირო
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს ადამიანის სხეულის ძირითადი ფუნქციები, რომლებიც რეპროდუქციას უკავშირდება (მაგალითად, მენსტრუალური ციკლი, სპერმის წარმოქმა და თესლის ეაკულაცია) (ცოდნა);
> განმარტოს, რომ როგორც ქალის ასევე მამაკაცის სხეული მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის რეპროდუქციაში (დამოკიდებულება);
იმსჯელოს იმის შესახებ, თუ რას მოიცავს მენსტრუალური ციკლი და როგორ ხდება სპერმის ეაკულაცია (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სქესობრივი მომწიფებისა და ორსულობის დროს, ჰორმონები ბევრ პროცესზე ზემოქმედებს, რომლებიც უკავშირდება მენსტრუალურ ციკლსა და რეპროდუქციას
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რომ ნაყოფის სქესს ქრომოსომები განაპირობებს და სქესის ჩამოყალიბება ორსულობის ადრეულ ეტაპზე ხდება (ცოდნა);
> განმარტოს, რა როლს თამაშობს ჰორმონები ზრდა განვითარებაში, რეპროდუქციული ორგანოებისა და სექსუალური ფუნქციების რეგულირებაში (ცოდნა);
> გააცნობიეროს ჰორმონების როლის მნიშვნელობა სქესობრივ მომწიფებასა და ორსულობაში (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: ყველა კულტურას საკუთარი წარმოდგენები აქვს სექსის გენდერისა და ასევე იმის შესახებ, თუ რა ასაკში არის რეკომენდებული სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყება
მოსწავლე შეძლებს:
> განასხვავოს ერთმანეთისაგან სქესობრივი ურთიერთობის, გენდერისა და რეპროდუქციის ბიოლოგიური და სოციალური ასპექტები (ცოდნა);
> შეადაროს ის გავლენა რომელსაც ახდენს სხვადასხვა კულტურა და რელიგია საზოგადოების მიერ სქესობრივი ურთიერთობების, გენდერის და რეპროდუქციის აღქმაზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ კულტურული, რელიგიური, საზოგადოებრივი და პირადი შეხედულებები სქესობრივი ურთიერთობის, გენდერისა და რეპროდუქციის შესახებ შესაძლებელია განსხვდებოდეს ერთმანეთისაგან (დამოკიდებულება);
> გაანალიზოს და ჩამოაყალიბოს საკუთარი პირადი შეხედულებები სქესობრივ ურთიერთობებზე, გენდერსა და რეპროდუქციაზე (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მამაკაცისა და ქალის სხეული, ასაკის მატებასთან ერთად, ცვლილებას განიცდის, ეს ასევე ეხება მათ რეპროდუქციულ და სექსუალურ შესაძლებლობებსა და ფუნქციებს
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს მამაკაცებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული უნარები სიცოცხლის მანძილზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს რომ ადამიანი სექსუალურ არსებად რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე (დამოკიდებულება);
> იმსჯელოს ადამიანის რეპროდუქციული უნარის ასაკობრივი ცვლილების შესახებ (უნარი).
2. რეპროდუქცია
6.2 რეპროდუქცია
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ორსულობა, როგორც წესი, გრძელდება 40 კვირის განმავლობაში და ქალის სხეული განიცდის ბევრ ცვლილებას ორსულობის განმავლობაში
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს ის ცვლილებები, რომელსაც ქალის სხეული განიცდის ორსულობის დროს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ნაყოფი ყალიბდება დედის ორგანიზმში ორსულობის დროს და იბადება განვითარების განსაზღვრული ეტაპის მიღწევის შემდეგ.
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ორსულობა დგება კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმისა და საშვილოსნოს კედელზე მისი მიმაგრების შედეგად
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს რეპროდუქციის პროცესი (კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმა) და შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება საშვილოსნოს კედელზე, რაც აუცილებელია ორსულობის დადგომისათვის (ცოდნა).
ძირითადი თემა: იმისათვის, რომ დადგეს ორსულობა, საჭიროა ორგანიზმში არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები (ასაკი, ჰორმონალური სტატუსი)
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ ორსულობა დგება სქესობრივი კავშირის შედეგად, (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ორსულობა არ წარმოადგენს ყველა სქესობრივი კავშირის შედეგს (ცოდნა).
> გააცნობიეროს, რა არის მენსტრუალური ციკლი რა როლს ასრულებს ის ქალის ორგანიზმში (დამოკიდებულება).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მენსტრუალურ ციკლს სხვადასხვა ფაზები გააჩნია, მათ შორის ოვულაციის ფაზა, რა დროსაც მომხდარი განაყოფიერება წარმოშობს ქალის დაორსულების შესაძლებლობას
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ ჰორმონალური ცვლილებები არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და განსაზღვრავს, თუ როდის არის ქალის დაორსულების ყველაზე მაღალი ალბათობა (ცოდნა).
ძირითადი თემა: არსებობს ორსულობის გავრცელებული ნიშნები, თუმცა საჭიროა ორსულობა დადასტურდეს ტესტით, რომელიც ტარდება მენსტრუალური პერიოდის გამოტოვების, ან დაგვიანებისთანავე, დაუყოვნებლივ
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს ორსულობის სიმპტომები და ნაყოფის განვითარების ეტაპები (ცოდნა);
> დადებითად შეაფასოს იმ, რომ შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომლებიც ემსახურება ნორმალურად მიმდინარე ორსულობისა და გართულებების გარეშე მიმდინარე მშობიარობის უზრუნველყოფას (დამოკიდებულება);
> განმარტოს,რომ ორსულობის დადასტურება წარმოებს ორსულობის ტესტის საშუალებით (ცოდნა).
ძირითადი თემა: არსებობს განსხვავება რეპროდუქციულ ფუნქციებსა და სექსუალურ გრძნობებს შორის, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს
მოსწავლე შეძლებს:
> გაიხსენოს, რომ ორსულობა შესაძლებელია იყოს დაგეგმილი და ასევე, შესაძლებელია ორსულობის თავიდან არიდება (ცოდნა)
> გააცნობიეროს განსხვავება რეპროდუქციულ ფუნქციასა და სექსუალურ გრძნობებს შორის (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ მამაკაცები და ქალები მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდიან ცვლილებას საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ფუნქციების/ სურვილების თვალსაზრისით (დამოკიდებულება);
> განმარტოს, როგორ არის შესაძლებელი არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: არიან ადამიანები, რომლებსაც შვილის გაჩენის უნარი არ აქვთ, თუმცა არსებობს გზები მათთვის, ვისაც სურს ბავშვი თავად გააჩინოს
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს, რა საშუალებებს შეიძლება მიმართონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ შვილოსნობის პრობლემა და სურთ შვილის გაჩენა (ცოდნა);
> აღწეროს უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა (ცოდნა);
> გამოხატოს თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ იყოლიონ შვილები, მაგრამ არ შეუძლიათ (უნარი).
3. სქესობრივი მომწიფება
6.3. სქესობრივი მომწიფება
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სქესობრივი მომწიფების ასაკი წარმოადგენს პერიოდს, როდესაც ზრდის პარალელურად ბავშვი განიცდის ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებს
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს, რას ნიშნავს სქესობრივი მომწიფება (ცოდნა);
> გაიაზროს, რომ ასაკის მატება გულისხმობს მთელ რიგ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ მოზარდობის ასაკში სქესობრივი მომწიფება ბუნებრივი მოვლენაა და ადამიანის კარგ ჯანმრთელობაზე მეტყველებს (დამოკიდებულება).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სქესობრივი მომწიფება მეტყველებს რეპროდუქციული უნარის თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს სქესობრივი მომწიფების პროცესი და სექსუალური და რეპროდუქციული სისტემის მომწიფების პროცესი (ცოდნა);
> ჩამოთვალოს ის ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს სქესობრივი მომწიფების პერიოდში (ცოდნა);
> გამოძებნოს გზები და წყაროები სქესობრივი მომწიფების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მოსაპოვებლად (უნარი).
ძირითადი თემა: სქესობრივი მომწიფების პერიოდში მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა
მოსწავლე შეძლებს
> აღწეროს პირადი ჰიგიენა და ასანიტარული პრაქტიკა (ცოდნა);
> გააცნობიეროს პირადი ჰიგიენის მნიშვნელობა (დამოკიდებულება);
> გამოიყენოს პირადი ჰიგიენის შესახებ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული დეტალების ყოველდღიურ გეგმაში ასახვით, ზრდის პროცესში ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით (უნარი).
ძირითადი თემა: მენსტრუაცია გოგონების ფიზიკური განვითარების ნორმალურ და ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენს და არ არის საჭირო მისი გასაიდუმლოება და სტიგმატიზაცია
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს, რას წარმოადგენს მენსტრუალური ციკლი და ის სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომები და ემოციური მდგომარეობა, რომლებიც ახასიათებთ გოგონებს მენსტრუაციის დროს (ცოდნა);
> აღწეროს, სად შეიძლება ჰიგიენური საფენებისა და მენსტრუაციის დროს გამოსაყენებელი სხვა დამხმარე საშუალებების შეძენა, როგორ წარმოებს მათი გამოყენება და გამოყენების შემდგომ მათი წესების დაცვით თავიდან მოცილება (ცოდნა);
> ჩამოაყალიბოს როგორ შეიძლება იმოქმედოს გოგონების გრძნობებზე – გამოიწვიოს მათში უხერხულობის გრძნობა და შიში მენსტრუაციის პერიოდში – გენდერულმა უთანასწორობამ (ცოდნა);
> აღიაროს, რომ მნიშვნელოვანია მენსტრუაციის პერიოდში ყველა გოგონას წვდომის უზრუნველყოფა ჰიგიენურ საფენებსა და საჭირო სხვა დამხმარე საშუალებებზე, ასევე სუფთა წყალსა და იზოლირებულ ტუალეტზე (დამოკიდებულება);
> გამოხატოს პოზიტიური დამოკიდებულება და გამოიყენოს მხარდაჭერის სტრატეგიები, რათა თავი კომფორტულად აგრძნობინოს გოგონებს, მენსტრუაციის პერიოდში (უნარი).
ძირითადი თემა: სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდი განიცდის გარკვეულ ფიზიკურ ცვლილებებს (მაგალითად, ერექცია და ღამის გამონადენი (პოლუცია)
მოსწავლე შეძლებს:
> აღიქვას, რომ ახალგაზრდა მამაკაცები შესაძლებელია განიცდიდნენ ერექციას სექსუალური აღგზნების გამო ან სრულებით უმიზეზოდ, და ეს სავსებით ნორმალური და ბუნებრივია (ცოდნა);
> ჩამოაყალიბოს, რომ ზოგიერთმა მოზარდმა სექსუალური აღგზნება შესაძლოა განიცადოს ღამით, ძილის დროს, რასაც თან სდევს მამაკაცის სასქესო ასოდან გამონადენი, ამ მოვლენას ღამის გამონადენი, იგივე პოლუცია ეწოდება და იგი სავსებით ნორმალურ და ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს (ცოდნა);
გააცნობიეროს, რომ ერექცია, ღამის გამონადენი (პოლუცია) ან სხვა სექსუალური რეაქციები სქესობრივი მომწიფების თანმდევ ნორმალურ და ბუნებრივ მოვლენებს წარმოადგენს (დამოკიდებულება).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სქესობრივი მომწიფების პერიოდი უკავშირდება მნიშვნელოვან ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და შემეცნებით-ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც შესაძლოა დადებით ემოციებს იწვევდეს, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეულ სტრესსაც უკავშირდებოდეს, მოზარდობის პერიოდში
მოსწავლე შეძლებს:
> ერთმანეთისგან გაარჩიოს სქესობრივი მომწიფების პერიოდი და მოზარდობის პერიოდი (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდი სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვა ასაკში დგება და სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს ბიჭებსა და გოგონებზე (ცოდნა);
შეაფასოს და დაახარისხოს სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს მოზარდობის პერიოდში (მაგალითად, ფიზიკური, ემოციური, სოციალური, შემეცნებით-ფსიქოლოგიური) (ცოდნა);
> შეადაროს ერთმანეთს და განსაზღვროს ის საერთო მახასიათებლები და ის განსხვავებები, რომლებიც გააჩნიათ გოგონებსა და ბიჭებს მოზარდობის პერიოდში (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდი შესაძლებელია განსაკუთრებით პრობლემატური იყოს ზოგიერთი მოზარდის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ მოზარდების შემთხვევაში, რომლებიც არიან ბიოლოგიურ სქესთან შეუსაბამო, ტრანსგენდერები ან ინტერსექსუალები (ცოდნა);
გააცნობიეროს რომ ფიზიკური, ემოციური, სოციალური და შემეცნებით-ფსიქოლოგიური ცვლილებები მოზარდობის თანმდევ ნორმალურ მოვლენებს წარმოადგენს (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს რომ სხვების გაღიზიანება, შერცხვენა ან სტიგმატიზაცია, სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებების გამო, შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს ამ პიროვნებებისათვის და ამით მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვა მათ შეიძლება ძალიან დიდხანს – მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვეთ (დამოკიდებულება);
> აღწეროს თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ცვლილებებთან გამკლავება (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ჰორმონები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ემოციური და მის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური ცვლილებების თვალსაზრისით, მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მოსწავლე შეძლებს:
გააანალიზოს, თუ რა როლს თამაშობს ჰორმონები ადამიანის ემოციური და მის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური ცვლილებების თვალსაზრისით, მთელი სიცოცხლის მანძილზე (ცოდნა).
4. სხეულის გარეგნული მახასიათებლები
6.4 სხეულის გარეგნული მახასიათებლები
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ყველა ადამიანის სხეული განსაკუთრებული და უნიკალურია და ადამიანს დადებითი განწყობა უნდა ჰქონდეს საკუთარი სხეულის მიმართ
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანის სხეული განსაკუთრებული და უნიკალურია (ცოდნა);
> ახსნას, რას ნიშნავს ამაყობდე საკუთარი სხეულით (ცოდნა);
> დადებითად შეაფასოს საკუთარი სხეული (დამოკიდებულება);
> ჩამოაყალიბოს, რას განიცდის საკუთარი სხეულის მიმართ და როგორ აღიქვამს მას (უნარი)
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ადამიანის გარეგნობა არ განსაზღვრავს მის, როგორც პიროვნების ღირებულებას
მოსწავლე შეძლებს:
> ახსნას, რომ გარეგნობას განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: მემკვიდრეობა, გარემო და ცხოვრების წესი (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გარეგნობა არ განსაზღვრავს მის, როგორც პიროვნების ღირებულებას (დამოკიდებულება);
> გამოხატოს ნორმალური დამოკიდებულება სხვადასხვა გარეგნობის მიმართ, მათ შორის საკუთარი თანატოლების განსხვავებული გარეგნობის მიმართ (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: ადამიანებს სხვა ადამიანის ფიზიკურ გარეგნობაში სრულებით განსხვავებული მახასიათებლები ხიბლავს
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს ის განსხვავებები ადამიანებს შორის, რომლებიც გამოიხატება მათ მიერ სხვადასხვა გარეგნობის ადამიანთა მოწონებით.
> გააცნობიეროს, რომ ის, რაც ადამიანებს სხვების გარეგნობაში ხიბლავთ, დროთა განმავლობაში იცვლება და შესაძლებელია განსხვევებული იყოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის (დამოკიდებულება);
> გაანალიზოს, რა ხიბლავს მას გარეგნობაში და როგორ შეიძლება იგი განსხვავდებოდეს იმისგან, რაც სხვა ადამიანებს ხიბლავს (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ის თუ რას გრძნობენ და როგორ აღიქვამენ ადამიანები საკუთარ სხეულს გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, თვით–შეფასებასა და ქცევაზე
მოსწავლე შეძლებს:
> განიხილოს საკუთარი სხეულითა და ფიზიკური გარეგნობით კმაყოფილების უპირატესობები (ცოდნა);
> აღწეროს, როგორ განაპირობებს ადამიანის გარეგნობა იმას თუ რას გრძნობენ სხვები მის მიმართ და როგორ ექცევიან მას, ამოიცნოს გოგონებსა და ბიჭებს შორის ამ მხრივ არსებული განსხვავება (ცოდნა);
> გააანალიზოს, თუ რას აკეთებენ, ჩვეულებრივ, ადამიანები საკუთრი გარეგნობის შესაცვლელად (მაგალითად, იყენებენ გასახდომ აბებს, სტეროიდებს, მათეთრებელ საცხებს) და შეაფასოს თუ რა საფრთხის შემცველია მსგავსი პრაქტიკა (ცოდნა);
> კრიტიკულად შეაფასოს სილამაზის გენდერული სტანდარტები, რაც ადამიანებს აიძულებს ცვლილებები შეიტანონ საკუთარ გარეგნობაში (ცოდნა);
> ჩამოთვალონ ის დარღვევები (მაგალითად, შფოთვა და კვებითი დარღვევები, როგორიცაა ანორექსია და ბულიმია), რომლებთანაც ადამიანებს უწევთ გამკლავება, როდესაც ცდილობენ შეცვალონ საკუთარი გარეგნობა (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ აბების გამოყენება, საკუთარი გარეგნობის შეცვლის მიზნით, შესაძლოა ჯანმრთელობისათვის საზიანო იყოს (დამოკიდებულება);
> აღწეროს, როგორ შეიძლება იმ მომსახურების მიღება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, საკუთარი გარეგნობის და სხეულის ფორმების შეცვლაში (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ფიზიკურ გარეგნობასთან დაკავშირებული არარეალისტური სტანდარტები კრიტიკულ მიდგომას საჭიროებს
მოსწავლე შეძლებს:
> გააანალიზოს კონკრეტული კულტურული და გენდერული სტერეოტიპები და ის თუ რა ზემოქმედება შეიძლება იქონიოს ამ სტერეოტიპებმა ადამიანების გარეგნობაზე და მათ შორის ურთიერთობებზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გარეგნობასთან და სხეულის ფორმებთან დაკავშირებული არარეალისტური სტანდარტები შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს (დამოკიდებულება);
> გაანალიზოს საკუთარი გარეგნობა და სხეულის ფორმები და ის, თუ რა ზემოქმედება შეიძლება ამან იქონიოს მის თვით-შეფასებაზე, სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაზე და შემდგომ სექსუალურ ქცევაზე (უნარი);
> ჩამოაყალიბოს, თუ როგორ არის შესაძლებელია ფიზიკურ გარეგნობასთან დაკავშირებულ არარეალისტურ სტანდარტებთან გამკლავება (უნარი).