1. სქესობრივი კავშირები, სექსუალობა და სექსუალური ცხოვრების ციკლი
სქესობრივი კავშირები, სექსუალობა და სექსუალური ცხოვრების ციკლი
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ადამიანებისათვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ფიზიკური სიამოვნებისკენ სწრაფვა
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ ფიზიკური სიამოვნება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა და შესაძლებელია გულისხმობდეს სხვა ადამიანებთან ფიზიკურ სიახლოვეს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არსებობს ბევრი სიტყვა, რომლებიც ფიზიკურ გრძნობებს გამოხატავს და ზოგიერთი მათგანი სხვების მიმართ გრძნობების გამოხატვასა და მათთან ფიზიკურ სიახლოვეს აღნიშნავს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არსებობს მისაღები და მიუღებელი სიტყვები და ქცევები, რომლებიც უკავშირდება სხვების მიმართ გრძნობების გამოხატვასა და სხვებთან ფიზიკური სიახლოვეს (დამოკიდებულება).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ადამიანების თანდაყოლილ უნარს წარმოადგენს ახლობელ ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტით სიამოვნების მიღება
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს, რომ შეიძლება ადამიანმა განიცადოს სიამოვნება ახლობელ ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის საშუალებით (მაგალითად, კოცნა, შეხება, მოფერება (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სიამოვნების მიღება ადამიანის ცხოვრების ჯანსაღ კომპონენტს წარმოადგენს (დამოკიდებულება);
ძირითადი თემა: ბუნებრივია ადამიანს გააჩნდეს ინტერესი სექსუალობის მიმართ და მასთან დაკავშირებული კითხვებით საჭიროა მივმართოთ სანდო ზრდასრულ პირს
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ ბუნებრივია ადამიანს გააჩნდეს ინეტერესი სექსუალობის მიმართ და მასთან დაკავშირებით ჰქონდეს კითხვები (დამოკიდებულება);
> დაასახელოს/განსაზღვროს სანდო ზრდასრული პირი, რომელთან საუბრისასაც იგი თავს კომფორტულად გრძნობს და რომელსაც შეუძლია მიმართოს სექსუალობასთან დაკავშირებული კითხვებით (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სრულებით ბუნებრივია ადამიანს გააჩნდეს სექსუალური გრძნობები, ფანტაზიები და სურვილები და ეს შესაძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს, თუმცა, ადამიანები ყოველთვის არ ირჩევენ ამ გრძნობების შესაბამისად იმოქმედონ
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს ქცევები, რომლითაც ადამიანები გამოხატავენ საკუთარ სექსუალობას (ცოდნა);
> განმარტოს, რომ სრულებით ბუნებრივია ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გააჩნდეს სექსუალური გრძნობები, ფანტაზიები და სურვილები და ეს არ არის სამარცხვინო (ცოდნა);
> ახსნას, თუ რატომ არ ირჩევენ ადამიანები საკუთარი სექსუალური გრძნობების, ფანტაზიებისა და სურვილების შესაბამისად მოქმედებას (ცოდნა);
გააცნობიეროს, რომ სქესობრივი ურთიერთობებისადმი ინტერესი შესაძლებელია შეიცვალოს ასაკის მატებასთან ერთად და ასევე შესაძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნდეს (ცოდნა);
> შეაფასოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემის გამოხატვა იმ ქცევების მიმართ, რომლებითაც სხვადასხვა კულტურისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნის მატარებელი ადამიანები გამოხატავენ საკუთარ სექსუალობას (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს, რომ შესაძლებელია სექსუალურ გრძნობებთან, ფანტაზიებთან და სურვილებთან დაკავშირებული ემოციების მართვა (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სექსუალობა კომპლექსური ფენომენია და მოიცავს ბიოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ, ეთიკურ და კულტურულ განზომილებებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვითარდება
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> ახსნას/გააანალიზოს სექსუალობის კომპლექსური ხასიათი და აღწეროს იგი როგორც მრავალმხრივი ფენომენი, რომელიც მოიცავს ბიოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ, ეთიკურ, კულტურულ კომპონენტებს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სექსუალობა ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელია და ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს (დამოკიდებულება);
> გაანალიზოს საკუთარი სექსუალობა და ის ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ მასზე(უნარი).
2. სექსუალური ქცევა და სექსუალური რეაქციები
სექსუალური ქცევა და სექსუალური რეაქციები
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების მიმართ საკუთარი სიყვარული გამოხატონ შეხებითა და ახლო ფიზიკური ურთიერთობით
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რომ ადამიანები სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულსა და მზრუნველობას სხვადასხვა გზით გამოხატავენ, მათ შორის კოცნით, ჩახუტებით, შეხებით და, ხანდახან, სექსუალური ქცევით (ცოდნა).
ძირითადი თემა: ბავშვებმა ერთმანეთისაგან უნდა განასხვავონ დასაშვები და დაუშვებელი ფიზიკური კონტაქტი
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას ნიშნავს „დასაშვები ფიზიკური კონტაქტი“ და „დაუშვებელი ფიზიკური კონტაქტი“ (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არსებობს ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტის ფორმები, რომლებიც დაუშვებელია (დამოკიდებულება);
> იმსჯელოს, თუ როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში, თუ მასთან ვინმე ისეთ ფიზიკურ კონტაქტს ამყარებს ან ცდილობს დაამყაროს, რომელიც დაუშვებელია (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ადამიანებს გააჩნიათ სექსუალური რეაგირების ციკლი, ხოლო სექსუალურ სტიმულაციას (ფიზიკურს ან გონებრივს) ფიზიკური რეაქციების გამოწვევა შეუძლია
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რომ მოზარდობის პერიოდში ბიჭები და გოგონები ბევრ რამეს იგებენ სექსუალურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სექსუალურ მიზიდულობას და ქცევას საფუძვლად უდევს სხეულის გონებრივი და ფიზიკური რეაქციები (ცოდნა);
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ადამიანებს გააჩნიათ სექსუალური რეაგირების ციკლი, ხოლო სექსუალურ სტიმულაციას (ფიზიკურს ან გონებრივს) ფიზიკური რეაქციების გამოწვევა შეუძლია
> განმარტოს, რომ ბევრი ბიჭი და გოგონა მიმართავს მასტურბაციას სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ან ზოგჯერ უფრო ადრეულ ასაკში (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ მასტურბაცია ნორმალური მოვლენაა, თუმცა, ამით დაკავება მხოლოდ იზოლირებულ სივრცეშია დასაშვები, არავითარ შემთხვევაში სხვების დასანახად. ჭარბმა მასტურბაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები, აგზნებადობა, ფსიქიკის არასტაბილურობა, რაც შეიძლება სექსუალური ცხოვრების მხრივ, პრობლემების მიზეზი გახდეს (გამოიწვიოს იმპოტენცია) (ცოდნა).
ძირითადი თემა: აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება სექსუალური ქცევის თაობაზე, მათ შორის იმის თაობაზე თავი შეიკავო სქესობრივი ცხოვრების დაწყებისაგან და გადადო იგი სამომავლოდ, თუ სექსუალურად აქტიური ცხოვრება დაიწყო
მოსწავლე შეძლებს:
> შეადაროს ერთმანეთს იმ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც გულისხმობს არჩევანის გაკეთებას სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყებისაგან თავის შეკავებასა თუ სექსუალურად აქტიური ცხოვრების დაწყებას შორის (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ნაადრევი სქესობრივი ურთიერთობებისაგან თავშეკავება გულისხმობს სქესობრივ კავშირებზე უარის თქმას და წარმოადგენს ორსულობისგან და სგგი-სგან, მათ შორის აივ ინფიცირებისაგან თავდაცვის ყველაზე უსაფრთხო და საიმედო საშუალებას (ცოდნა);
> გაანალიზოს, თუ რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია სამომავლო გეგმებზე მის გადაწყვეტილებას სექსუალური კავშირებისა და ურთიერთობების შესახებ (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: სექსუალური რეაგირების ციკლი ნიშნავს ადამიანის ორგანიზმის რეაგირებას ფიზიკურ და სექსუალურ სტიმულაციაზე
მოსწავლე შეძლებს:
> აღიქვას, რომ სექსუალური სტიმულაცია მოიცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს და ადამიანები მასზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვაგვარად რეაგირებენ (ცოდნა);
> განმარტოს რომ სექსუალურ რეაქციებზე ზემოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ავადმყოფობა, სტრესი, სექსუალური ძალადობის გამოცდილება, მედიკამენტები, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და გადატანილი ტრამვა (დამოკიდებულება)
ძირითადი თემა: ნებისმიერ საზოგადოებას, კულტურას, თაობას მისთვის დამახასიათებელი მითები გააჩნია სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით და აუცილებელია ადამიანი ფლობდეს ინფორმაციას და ცოდნას ამ ფაქტების შესახებ
მოსწავლე შეძლებს:
> ერთმანეთისაგან განასხვავოს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული მითები და ფაქტები (ცოდნა);
> გააცნობიეროს სექსუალობასთან და სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაციის ფლობის მნიშვნელობა (დამოკიდებულება);
> კრიტიკულად შეაფასოს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული მითები (უნარი).
ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია სექსუალური ქცევის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ სექსუალური ქცევის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება (ე.ი. ცოდნისა და სანდო ინფორმაციის საფუძველზე დამაჯერებელი გადაწყვეტილების მიღება დაიწყებ თუ არა სექსუალურად აქტიურ ცხოვრებას, როდის, რა ასაკში და ვისთან) მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთიდლღეობის უზრუნველსაყოფად (დამოკიდებულება);
> მიიღოს ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება საკუთარი სექსუალური ქცევის შესახებ (უნარი).
ძირითადი თემა: არსებობს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა ან შემცირების სხვადასხვა გზა, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და მის კეთილდღეობაზე
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს გზები, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, რათა უზრუნვეყონ საკუთარი სამომავლო ცხოვრებისეული გეგმების სრულყოფილად გახორციელება (ცოდნა);
> ახსნას/ განმარტოს, რომ კონდომები და კონტრაცეფციის სხვა საშუალებები ამცირებს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომას (მაგალითად, აივ ინფიცირება, სგგი-ით ინფიცირება ან არასასურველი ორსულობა) (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არსებობს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შემცირების სხვადასხვა გზა და საშუალება, რომლებიც, ამავდროულად, ცხოვრებისეული გეგმების გახორციელების საშუალებაც არის (დამოკიდებულება);
> გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი საკუთარ სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით (უნარი).
ძირითადი თემა: სექსუალური ურთიერთობები, რომლებიც გულისხმობს ფულად ან სხვა ქონებრივ გარიგებებს, ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას წარმოადგენს გარიგებაზე დამყარებული სექსუალური ურთიერთობა (ცოდნა);
> აღწეროს ის რისკები, რომლებიც უკავშირდება გარიგებაზე დამყარებულ სექსუალურ ურთიერთობებს (ცოდნა);
> აღიაროს, რომ ინტიმური ურთიერთობები, რომლებიც ფულად ან სხვა ქონებრივ გარიგებებს ემყარება, ზრდის ძალთა არათანაბარი გადანაწილების შესაძლებლობას, კონკრეტული პირების მოწყვლადობის ხარისხს და ხელს უშლის უსაფრთხო სექსუალურ კავშირზე შეთანხმებას (დამოკიდებულება);
> გამოხატოს მტკიცე პოზიცია და განაცხადოს კატეგორიული უარი ფულადი და ქონებრივი სარგებლის სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობის შემოთავაზებაზე (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სექსუალური ქცევა უნდა უკავშირდებოდეს სასიამოვნო გრძნობებს და საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთიდღეობისადმი პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდები, როდესაც მათ არ აქვთ სექსუალური კონტაქტი სხვა პირებთან (ცოდნა);
> დაასაბუთოს, თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი კომუნიკაცია ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებას (ცოდნა);
> გაანალიზოს, თუ როგორ ზემოქმედებს გენდერული როლები და სტერეოტიპები სექსუალურ სიამოვნებასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და გამოცდილებაზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ საკუთარი სხეულის სექსუალური რეაგირების ცოდნა ეხმარება საკუთარი სხეულის შეცნობაში და ასევე, პრობლემის ამოცნობაშიც, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს კომპეტენტურ პირსსა თუ სათანადო დაწესებულებას (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სექსუალური ურთიერთობისას ორივე პარტნიორი თანაბრად არის პასუხისმგებელი თავიდან აირიდოს არასაასურველი ორსულობა და სგგი, მათ შორის ავი-ით ინფიცირება (დამოკიდებულება);
ძირითადი თემა: სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს წინასწარ განსჯასა და რისკების შემცირების სტრატეგიების გათვალისწინებას, რომლებიც მათ თავიდან აარიდებს არასასურველ ორსულობასა და სგგი-ით, მათ შორის ავი-ით ინფიცირების რისკს
მოსწავლე შეძლებს:
> გააანალიზოს რისკების შემცირების სტრატეგიები, რომლებიც უზრუნველყოფს არასასურველი ორსულობისა და სგგი-ით ინფიცირების რისკების თავიდან არიდებას, მათ შორის სტრატეგიები, რომლებიც ემსახურება სგგი-ით და აივ-ით სხვა პირის ინფიცირების საფრთხის შემცირებას (მაგ , დაბადებისას შეძენილი, სქესობრივი ძალადობის შედეგად ან დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად შეძენილი) (ცოდნა);
> გაიხსენოს, რომ ურთიერთობები, რომლებიც გულისხმობს ფულად ან სხვა ქონებრივ გარიგებებს, ამცირებს უსაფრთხო სექსუალურ ურთიერთობაზე შეთანხმების შესაძლებლობებს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არსებობს არასასურველი ორსულობის, სგგი-ით, მათ შორის აივ-ით ინფიცირებისა და სგგი-ით და აივ-ით სხვა პირის ინფიცირების საფრთხის შემცირების სხვადასხვა გზა და საშუალება (დამოკიდებულება);
> განიხილოს და გამოიყენოს რისკის შემამცირებელი სტრატეგიები, რომელბიც უზრუნველყოფს არასასურველი ორსულობისა და სგგი-ით ინფიცირების რისკების თავიდან არიდებას, მათ შორის სტრატეგიები, რომლებიც ემსახურება სგგი-ით და აივ-ით სხვა პირის ინფიცირების საფრთხის შემცირებას (უნარი).