1.ორსულობა და ორსულობისგან თავდაცვა
8.1 ორსულობა და ორსულობისგან თავდაცვა
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ორსულობა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია და შესაძლებელია მისი დაგეგმვა
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ ორსულობა და რეპროდუქცია ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესებს განეკუთვნება და ადამიანებს შეუძლიათ დაგეგმონ, როდის სურთ ორსულობა და ბავშვის გაჩენა (ცოდნა);
> ახსნას, რომ ბავშვები უნდა იყვნენ სასურველი, საჭიროა მათზე ზრუნვა და მათდამი სიყვარულის გამოჩენა (დამოკიდებულება);
> გააცნობეროს, რომ არსებობენ წყვილები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილები (ცოდნა).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ვფლობდეთ კონკრეტულ ცოდნას ორსულობის ძირითად მახასიათებლებზე
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს ორსულობის ზოგადი მახასიათებლები (ცოდნა);
> დაასახელოს სხვადასხვა გზები, რომლებიც გამოიყენება ორსულობის დასადგენად (მაგალითად, ორსულობის დამადასტურებელი ტესტები) (ცოდნა);
> აღიაროს, რომ ადრეულ ასაკში არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობა უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის სოციალურ მდგომარეობაზე (დამოკიდებულება);
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ კონკრეტულ ცოდნას ადრეული ქორწინების რისკების შესახებ
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ის რისკები, რომლებიც ჩნდება ადრეული ქორწინების (იძულებითი თუ ნებაყოფლობითი) შედეგად და ადრეულ ასაკში ორსულობისა და მშობიარობის შედეგად (ცოდნა);
> განსაზღვრონ პირი, მშობელი/მეურვე ან სანდო ზრდასრული პირი, რომელსაც შეუძლიათ გაესაუბრონ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის სიმპტომები და ნიშნები აღენიშნებათ (უნარი).
ძირითადი თემა: კონტრაცეფციის სხვადასხვა საშუალება ერთმანეთისაგან განსხვავებული ეფექტიანობით, სარგებლიანობითა და გვერდითი მოვლენებით ხასიათდება
მოსწავლე შეძლებს:
> ამოიცნოს ის მითები, რომლებიც უკავშირდება თანამედროვე კონტრააცეფციის საშუალებებს (კონდომებსა და სხვა საშუალებებს), რომლებიც ადამიანებს ეხმარება არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილებაში (ცოდნა);
> ახსნას, რომ სექსუალური კავშირებისაგან თავის შეკავება ყველაზე ეფექტური საშუალებაა არასასურველი და დაუგეგმევი ორსულობის თავიდან ასაცილებლად (ცოდნა);
> გააანალიზოს არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების ეფექტური მეთოდები და მათი ეფექტურობა (მაგალითად, მამაკაცის და ქალის კონდომები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ჩასახვის საწინააღმდეგო ინექციები, იმპლანტები, გადაუდებელი კონტრაცეფცია) (ცოდნა);
> ახსნას, რა უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია არასასურველ და დაუგეგმავ ორსულობას (ცოდნა);
> განმარტოს, რომ სქესობრივი ურთიერთობებისაგან თავის შეკავება არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მეთოდია (ცოდნა);
> შეაფასოს თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებების მნიშვნელობა, რომლებიც საშუალებას აძლევს პირს, რომელიც სექსუალურად აქტიურ ცხოვრებას ეწევა, თავიდან აირიდოს არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობა (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სტერილიზაცია წარმოადგენს მუდმივი კონტრაცეფციის მეთოდს (ცოდნა).
ძირითადი თემა: არსებობს ჯანმრთელობის რისკები, რომლებიც უკავშირდება ძალიან ადრეულ ასაკში ორსულობასა და მშობიარობასა და მცირე ინტერვალს ორსულობებს შორის
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას ნიშნავს ძალიან ადრეულ ასაკში ორსულობა და მშობიარობა და დაასახელოს მისგან გამოწვეული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები (ცოდნა);
> აღწეროს, რისთვის არის სასურველი და აუცილებელი მშობიარობებს შორის ინტერვალი (ცოდნა);
> აღიაროს ორსულობებს შორის ინტერვალების მნიშვნელობა და უპირატესობა (დამოკიდებულება);
> გამოთქვას საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, სურს თუ არა შვილის ყოლა და თუ სურს, როდის და რა ასაკში (უნარი).
ძირითადი თემა: გენდერულმა როლებმა და თანატოლებმა შესაძლებელია გავლენა იქონიონ კონტრაცეპტივების გამოყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე
მოსწავლე შეძლებს:
> იმსჯელოს იმაზე, რომ გენდერულმა როლებმა და თანატოლებმა შესაძლებელია გავლენა იქონიონ კონტრაცეპტივების გამოყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ კონდომების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სქსობრივ კავშირში მონაწილე ორივე პარტნიორის პასუხისმგებლობას წარმოადგენს (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს, რომ არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილება წარმოადგენს როგორც ქალის ასევე მამაკაცის პასუხიმგებლობას (დამოკიდებულება)
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: კონტრაცეპტივების გამოყენება ეხმარება ადამიანებს, რომლებიც სექსუალურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, თავიდან აირიდონ არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობა, დაგეგმონ, უნდათ თუ არა ჰყავდეთ შვილები და როდის სურთ შვილების გაჩენა, რაც დადებითი შედეგების მომტანია როგორც ინდივიდუალური პირებისათვის, ასევე საზოგადოებისათვის
მოსწავლე შეძლებს:
> შეაფასოს ის პიროვნული სარგებელი და შესაძლო გვერდითი მოვლენები და/ან რისკები, რომლებიც კონტრაცეფციის თანამედროვე ხელმისაწვდომ მეთოდებს უკავშირდება (მაგალითად, მამაკაცის და ქალის კონდომები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ჩასახვის საწინააღმდეგო ინექციები, იმპლანტები, გადაუდებელი კონტრაცეფცია) (ცოდნა);
> ახსნას, რომ გადაუდებელი კონტრაცეფცია (იქ სადაც მისი გამოყენება კანონით არ იკრძალება და იქ სადაც იგი ხელმისაწვდომია) უზრუნველყოფს არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილებას, მათ შორის ისეთი შემთხვევებისას, როდესაც ორსულობა შესაძლებელია დადგეს კონტრაცეპტივების არ გამოყენების გამო, მათი არასწორად გამოყენების გამო, ან სექსუალური ძალადობის შედეგად (ცოდნა);
> განიხილოს ფაქტორები (მაგალითად, სავარაუდო რისკი, ხარჯები, ხელმისაწვდომობა), რომელთა გათვალისწინებითაც ხდება ყველაზე მისაღები კონტრაცეფციის მეთოდის, ან კონტრაცეფციის მეთოდების კომბინაციების შერჩევა (ცოდნა);
> აღიაროს კონტრაცეფტივების, მათ შორის კონდომებისა და გადაუდებელი კონტრაცეპტივების სწორად გამოყენების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);
> გამოხატოს ნდობა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებისადმი და კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისადმი (უნარი);
> შეიმუშაოს გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღოს და გამოიყენოს კონტრაცეფციის თანამედროვე, მისთვის სასურველი მეთოდი, როდესაც დასჭირდება (უნარი).
ძირითადი თემა: დაუგეგმავი ორსულობები იშვიათობას არ წარმოადგენს, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შესაბამის მომსახურებაზე და იმის საშუალება, რომ თავი დაიცვან რისკებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას
მოსწავლე შეძლებს:
> მოიპოვოს ინფორმაცია შესაბამის კანონებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც იცავს არასრულწლოვანი დედების უფლებებს, რათა მათ შეძლონ განათლების მიღების გაგრძელება და სასურველი განათლების დონის მიღწევა და მიიღონ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება დისკრიმინაციის გარეშე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არასრულწლოვანი გოგონას სკოლიდან გარიცხვა, იმის გამო რომ იგი ორსულად არის, ადამიანის უფლების დარღვევას წარმოადგენს (დამოკიდებულება);
> განსაზღვროს ის ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორსულ ქალებსა და გოგონებს ჯანდაცვის მომსახურებით და ასევე უზრუნველყოფენ მათ დახმარებასა და მხარდაჭერას, დაუგეგმავი თუ დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არაუსაფრთხო აბორტი სერიოზულ რისკს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ქალისა და გოგონას ჯანმრთელობას (ცოდნა);
> აღიაროს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა შესაძლებელია იყოს დაუგეგმავი და გოგონა შესაძლოა დაორსულდეს სრულწლოვანების მიღწევამდე, ორსულ ქალსა და გოგონას უნდა ჰქონდეს წვდომა ჯანდაცვის ხარისხიან, უსაფრთხო და ყოვლისმომცველ მომსახურებაზე, მათ უნდა მიიღონ ხარისხიანი და ყოვლისმომცველი დახმარება და მხარდაჭერა (დამოკიდებულება);
> იმსჯელოს, თუ როგორ შეძლებს საკუთარი ორსული მეგობრისა ან იმ ორსული პირის დახმარებას, რომელიც მას უყვარს, მიუხედავად იმისა, ეს ორსულობა დაგეგმილი იყო თუ დაუგეგმავი; ან იმ მეგობრის დახმარებას ჯანმრთელობის, სრულყოფილი განათლებისა და კეთიდლღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომელსაც უკვე ჰყავს შვილი (უნარი).
ძირითადი თემა: ბავშვის შვილად აყვანა წარმოადგენს ერთ–ერთ გამოსავალს, როდესაც პიროვნებას სურს გახდეს მშობელი, მაგრამ არ შეუძლია დაორსულება და ბავშვის გაჩენა
მოსწავლე შეძლებს:
> შეაფასოს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული უპირატესობები და რისკები (ცოდნა);
> გააცნობიეროს რომ ბავშვის შვილად აყვანა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა და ამისათვის საჭიროა მომავალი მშობელი სათანადოდ იყოს მომზადებული (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ან უშლის ორსულობის გართულებების გარეშე მიმდინარეობას
მოსწავლე შეძლებს:
> შეაფასოს პრენატალური პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს/უშლის ორსულობის გართულებების გარეშე მიმდინარეობას (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ორსულობის გართულებების გარეშე მიმდინარეობის უზრუნველყოფა არ წარმოადგენს მხოლოდ დედის პასუხისმგებლობას (დამოკიდებულება);
> შეიმუშაოს ორსულობის გართულებების გარეშე მიმდინარეობის ხელშეწყობის გეგმა (უნარი);
> იმსჯელოს, თუ როგორ შეუძლია მიიღოს პრენეტალური მომსახურება.
2. აივ და შიდსი, სტიგმატიზაცია, მკურნალობა, ზრუნვა და მხარდაჭერა
8.2 აივ შიდსი, სტიგმატიზაცია, მკურნალობა, ზრუნვა და მხარდაჭერა
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: აივ სტატუსის მატარებელი ადამიანები იგივე უფლებებით სარგებლობენ, რითაც სარგებლობს ყველა სხვა ადამიანი და პროდუქტიულ ცხოვრებას ეწევიან
მოსწავლე შეძლებს:
> იმსჯელოს/განმარტოს, რომ სათანადო მზრუნველობის, მკურნალობისა და მხარდაჭერის საშუალებით, აივ სტატუსის მატარებელ პირებს შეუძლიათ იცხოვრონ პროდუქტიული ცხოვრებით და იყოლიონ საკუთარი შვილები, თუ ამის სურვილი გააჩნიათ (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ აივ სტატუსის მატარებელ ადამიანებს აქვთ სიყვარულის, პატივისცემის და მზრუნველობითა და მხარდაჭერით (და სათანადო და დროული მკურნალობით) სარგებლობის უფლება ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: არსებობს ეფექტური სამედიცინო მკურნალობის მეთოდები, რომლებიც აივ სტატუსის მატარებელი ადამიანების დახმარებას ემსახურება
მოსწავლე შეძლებს:
> გაიაზროს, რომ არსებობს ეფექტური სამედიცინო მკურნალობის მეთოდები, რომლებითაც შეუძლიათ ისარგებლონ აივ სტატუსის მატარებელ პირებს და, რომლებიც მათ ეხმარება საკუთარი პრობლემების მართვაში, მათდამი გამოჩენილი სათანადო მზრუნველობის, პატივისცემისა და მხარდაჭერის პარალელურად (ცოდნა).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: აივ სტატუსის მატარებელი ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ საშუალება უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში ისაუბრონ საკუთარი აივ სტატუსის შესახებ
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს ის სარგებელი და პრობლემები, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ აივ სტატუსის მატარებელი ადამიანები, საკუთარი აივ სტატუსის შესახებ ღიად საუბრის შედეგად (ცოდნა);
> განმარტოს, რომ ზოგიერთი აივ სტატუსის მატარებელი ადამიანი აივ სტატუსით იბადება, ხოლო ზოგი, სხვადასხვა მიზეზით, აივ სტატუსის მატარებელი ხდება ცხოვრების მანძილზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველას პასუხისმგებლობას წარმოადგენს აივ სტატუსის მატარებელი პირებისათვის უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა (დამოკიდებულება);
> ჩამოაყალიბოს როგორ არის შესაძლებელი აივ სტატუსის მატარებელი პირებისათვის უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა (უნარი).
ძირითადი თემა: აივ სტატუსის მატარებელ პირებს განსაკუთრებული საჭიროებები გააჩნიათ და საჭიროებენ განსაკუთრებულ მზრუნველობასა და მკურნალობას, რომელსაც, შესაძლოა, თან ახლდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ აივ-ის მკურნალობა აივ სტატუსის მატარებელ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება და იგი ხშირად უკავშირდება გარკვეულ გვერდით მოვლენებსა და სხვა პრობლემებს და, შესაძლოა, საჭიროებდეს მკაცრი კვებითი რეჟიმის დაცვას (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ აივ სტატუსის მატარებელი ბავშვები და ახალგაზრდები საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო, როდესაც ისინი გადიან სქესობრივი მომწიფების ასაკს, რადგან აუცილებელია მათთვის გამოწერილი მედიკამენტების რეგულარულად მიღება, ასევე, აუცილებელია ამ მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მართვა (მაგალითად, ძვლების სიმკვრივის კონტროლი, რეზისტენტობა ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის მიმართ) (ცოდნა);
> ჩამოაყალიბოს, როგორ არის შესაძლებელი აივ სტატუსის მატარებელმა ადამიანმა მიმართოს სათანადო დაწესებულებას აივ-ზე მკურნალობის ჩასატარებლად (უნარი).
ძირითადი თემა: აივ და შიდსი გავლენას ახდენს ოჯახის სტრუქტურაზე, ოჯახის წევრებს შორის როლების, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე
ოსწავლე შეძლებს:
> ახსნას, რომ აივ არ წარმოადგენს ბარიერს, რომელიც ურთიერთობების დამყარებას, ოჯახის შექმნასა თუ სექსუალური კავშირების დამყარებას ეღობება, რადგან ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული აივ სტატუსის მატარებლები არიან, შეუძლიათ ერთად იცხოვრონ და ერთმანეთის პარტნიორები იყვნენ და, ამავდროულად, მართონ აივ-ინფიცირების რისკი, მათ ასევე შეუძლიათ გააჩინონ ბავშვები, რომლებიც არ იქნებიან აივ სტატუსის მატარებლები (ცოდნა);
ჩამოაყალიბოს, როგორ შეიძლება აივ სტატუსმა და შიდსმა იმოქმედოს ოჯახზე, მის სტრუქტურაზე და ოჯახის წევრებს შორის როლების, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე (ცოდნა);
> ახსნას, რომ ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მხარდაჭერით, სპეციალური მომსახურებებისა და მკურნალობის დახმარებით, აივ სტატუსის მატარებელ ქალებს შეუძლიათ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ, გააჩინონ და ძუძუთი გამოკვებონ ბავშვები, რომლებიც არ არიან აივ სტატუსის მატარებლები (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანის პასუხისმგებლობას წარმოადგენს აივ სტატუსის მატარებელი ადამიანების მხარდაჭერა (დამოკიდებულება);
> ჩამოაყალიბოს, როგორ არის შესაძლებელი აივ სტატუსის მატარებელი პირების მხარდაჭერა და ხელშეწყობა (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სათანადო მკურნალობით, მათდამი გამოჩენილი პატივისცემითა და მხარდაჭერით, აივ სტატუსის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ სრულყოფილი და პროდუქტიული ცხოვრებით იცხოვრონ, რომელიც გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას
მოსწავლე შეძლებს:
> დაასკვნას, რომ დისკრიმინაცია, აივ სტატუსის მატარებელი პირების მიმართ ისეთივე დანაშაულია, როგორც ყველა სხვა ფორმის დისკრიმინაცია (ცოდნა);
გააცნობიეროს, რომ ზოგიერთი ადამიანი იბადება აივ სტატუსით და ისინი სარგებლობენ უფლებით იცხოვრონ სრულფასოვნად და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, სათანადო მკურნალობისა და მხარდაჭერის საშუალებით (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: ყველა ადამიანს, მათ შორის აივ სტატუსის მატარებელ ადამიანებს, თანაბარი უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი სექსუალური გრძნობები და სიყვარული სხვა პირის მიმართ, დაქორწინდეს და ხანგრძლივი ურთიერთობა დაამყაროს მისთვის სასურველ პარტნიორთან, თუ ეს მისი არჩევანია
მოსწავლე შეძლებს:
> დაასაბუთოს, რატომ აქვს ყველა ადამიანს, მათ შორის აივ სტატუსის მატარებელ ადამიანებს, უფლება გამოხატოს საკუთარი სექსუალური გრძნობები და სიყვარული სხვა პირის მიმართ (ცოდნა);
> დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის აივ სტატუსის მატარებელი ადამიანებისაც, გამოხატონ საკუთარი სექსუალური გრძნობები და სიყვარული სხვა პირის მიმართ (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: დახმარების პროგრამები და ორგანიზაციები, რომელთა ინიციატორები და განმახორციელებლებიც აივ სტატუსის მატარებელი პირები არიან, ეხმარება აივ სტატუსის მატარებელ ადამიანებს იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით
მოსწავლე შეძლებს:
> ახსნას როგორ უზრუნველყოფენ აივ სტატუსის მატარებელი ადამიანების დახმარებას პროგრამები და ორგანიზაციები, რომელთა ინიციატორები და განმახორციელებლებიც აივ სტატუსის მატარებელი პირები არიან და აღწეროს მომსახურების ის ტიპები, რომლებსაც ისინი სთავაზობენ აივ სტატუსის მატარებელ პირებს (ცოდნა);
> სათანადოდ დააფასოს იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების ძალისხმევა და დახმარება, რომელთა ინიციატორები და განმახორციელებლებიც აივ სტატუსის მატარებელი პირები არიან (დამოკიდებულება);
> ჩამოაყალიბოს როგორ არის შესაძლებელი წვდომის მოპოვება ადგილობრივ დახმარების პროგრამებზე და ორგანიზაციებზე (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სათანადო მკურნალობით, მათდამი გამოჩენილი პატივისცემითა და მხარდაჭერით, აივ სტატუსის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ სრულყოფილი და პროდუქტიული ცხოვრებით იცხოვრონ, მთელი სიცოცხლის მანძილზე
მოსწავლე შელებს:
> გააანალიზოს აივ სტატუსის მატარებელი, ან აივ-ინფიცირებული და შიდსით დაავადებული პირების მიმართ სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მიზეზები და შედეგები (ცოდნა);
> დაასახელოს ცნობილი პირები, რომლებიც მათ ქვეყანაში მოღვაწეობენ და რომლებიც აივ სტატუსის მატარებლები არიან და აღწეროს მათი მიღწევები, იმის დასადასტურებლად, რომ მათ შეძლეს დაერღვიათ მათ მიმართ არსებული სტერეოტიპები.
გააცნობიეროს, რომ ადამიანები ზრუნავენ, ეხმარებიან და იცავენ იმ ადამიანებს, რომლებიც აივ სტატუსის მატარებლები არიან (ცოდნა);
> სათანადოდ დააფასოს იმ ადამიანების მიღწევები, რომლებიც აივ სტატუსის მატარებლები არიან (დამოკიდებულება);
> დაიცვას ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის აივ სტატუსის მატარებელი ადამიანებისაც, იცხოვრონ თავისუფლად სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში (უნარი).
3. სგგი-ის, მათ შორის აივ-ის რისკის აღქმა, აღიარება და შემცირებაზე ზრუნვა
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის)
ძირითადი თემა: იმუნური სისტემა იცავს ადამიანის ორგანიზმს დაავადებებისაგან და ეხმარება ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას ნიშნავს ცნებები „ჯანმრთელობა“ და „დაავადება“ (ცოდნა);
> განმარტოს, რომ ადამიანებს გააჩნიათ იმუნური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათ დაცვას დაავადებებისაგან (ცოდნა);
> ჩამოთვალოს გზები, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ დაიცვან საკუთრი ჯანმრთელობა (ცოდნა).
ძირითადი თემა: ადამიანებს შესაძლებელია რაიმე დაავადება სჭირდეთ, მაგრამ ეს არ აისახოს მათ გარეგნობაზე
მოსწავლეს შეძლებს:
> გაიხსენოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი დაავადების მატარებელია, ისინი შესაძლებელია თავს გრძნობდნენ ჯანმრთელად და გამოიყურებოდნენ როგორც ჯანმრთელი ადამიანები (ცოდნა).
ძირითადი თემა: ყველა ადამიანს, განურჩევლად იმისა დაავადებულია იგი თუ არა, სჭირდება სიყვარული, მზრუნველობა და მხარდაჭერა
მოსწავლე შეძლებს:
> ახსნას, რომ ყველა ადამიანს სჭირდება სიყვარული, მზრუნველობა და მხარდაჭერა, მიუხედავად მათი ჯანმრთელობის სტატუსისა (ცოდნა).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ადამიანები შეიძლება გახდნენ სგგი–ით ინფიცირებული, მათ შორის აივ–ით ინფიცირებული, ისეთ ადამიანთან სექსუალური კავშირის დამყარების შედეგად, რომელსაც უკვე აქვს სგგი. არსებობს გზები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სგგი–ითა და აივ–ით ინფიცირების რისკის შემცირება
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ არსებობს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია ახალგაზრდებს შორის მოცემულ საზოგადოებაში და ასევე ამ ინფექციების გადადების ყველაზე გავრცელებული გზები (ცოდნა);
> ახსნას, რომ აივ არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე ყოველდღიური კონტაქტების საშუალებით (მაგალითად, ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, ერთი და იგივე ჭიქით სარგებლობით) (ცოდნა).
ძირითადი თემა: არსებობს გზები, რომლებიც უზრუნველყოფს სგგი–ით, მათ შორის აივ–ით ინფიცირების რისკის შემცირებას
მოსწავლეს შეძლებს:
> აღწეროს, რა ასაკში და სად არის შესაძლებელი ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება (ცოდნა);
> გამოავლინოს კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმოებისა და უარის თქმის უნარები არასასურველი სექსუალური ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. (უნარი).
ძირითადი თემა: სამედიცინო შემოწმება არის ერთადერთი გზა იმის დასადასტურებლად არის თუ არა ადამიანი სგგი–ით, მათ შორის აივ–ით ინფიცირიბული, ხოლო რაც შეეხება ინფიცირებულ პირებს, არსებობს მკურნალობა, რომელიც უტარდება აივ სტატუსის მატარებელ პირს და იგივე ვრცელდება უმეტესობა სგგი–ზე
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ იმის შემოწმება არის თუ არა პირი სგგი-ით ინფიცირებული წარმოებს სამედიცინო შემოწმების საშუალებით და არსებობს მოცემულ საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული სგგი-ის მკურნალობის მეთოდები, მათ შორის აივ-ის მკურნალობის მეთოდები (ცოდნა);
> ახნას, როგორ არის შესაძლებელი იმ პირისათვის დახმარების აღმოჩენა, რომელსაც სურს გაიაროს სამედიცინო შემოწმება სგგი-ზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს მნიშვნელობა ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ გაიარონ სამედიცინო შემოწმება სგგი-ზე (დამოკიდებულება);
> ჩამოაყალიბოს, სად არის შესაძლებელი სგგი-ზე სამედიცინო შემოწმების გავლა (უნარი)
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), როგორიცაა, ქლამიდიას, გონორეა, სიფილისი, აივ და ადამიანის პაპილომავირუსი, ექვემდებარება პრევენციასადა მკურნალობას, ან მართვას
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს ის გზები, რომლითაც ადამიანი იძენს სგგი-ს, მათ შორის აივ-ს (დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების პერიოდი, როდესაც შესაძლებელია მოხდეს ინფექციის დედისგან ბავშვზე გადაცემა, ინფიცირებული სისხლის გადასხმა, ერთი და იგივე სამედიცინო შპრიცით, ნემსითა ან სხვა მჭრელი ინსტრუმენტით სარგებლობა) (ცოდნა);
> გაიაზროს, რომ დაუცველი სექსუალური კავშირებისაგან თავის შეკავება წარმოადგენს აივ და სხვა სგგი-ით ინფიცირებისაგან თავდაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას (ცოდნა);
> აღწეროს კონკრეტული გზები, რომლებიც უზრუნველყოფს აივ-ისა და სხვა სგგი-ის შეძენისა და გადაცემისაგან თავდაცვას (კონდომების მუდმივი და სწორი გამოყენება; ორმხრივი მონოგამიის დაცვა, შემთხვევითი სექსუალური კავშირებისაგან თავის შეკავება, რეგულარული სამედიცინო შემოწმების გავლა სგგი-ზე და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მკურნალობის ჩატარება (ცოდნა);
> გამოავლინოს უსაფრთხო სექსუალურ ურთიერთობებზე შეთანხმებისა და არასანდო სექსუალურ კავშირებზე უარის თქმის უნარი (უნარი);
ძირითადი თემა: სექსუალური ჯანმრთელობის მომსახურება მოიცავს აივ–ზე სამედიცინო შემოწმებას, მკურნალობას, კონდომებით უზრუნველყოფას; აგრეთვე. ზოგიერთი მომსახურება გულისხმობს დაავადების ექსპოზიციამდელ პრევენციას[1] (PrEP) და ექსპოზიციის შემდგომ პრევენციას[2] (PEP
მოსწავლე შეძლებს:
> გამოიკვლიოს, თუ როგორ არის შესაძლებელი წვდომის მოპოვება ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ აივ-ზე სამედიცინო შემოწმებას, და აგრეთვე იმ პროგრამებზე, რომლებიც უზრუნველყოფებ აივ სტატუსის მატარებელი პირების მხარდაჭერას (ცოდნა);
> ჩამოაყალიბოს რა ტიპის სამედიცინო გამოკვლევებია ხელმისაწვდომი აივ-ზე შემოწმების გასავლელად და როგორ ხდება ამგვარი შემოწმების გავლა (ცოდნა);
> განმარტოს რას გულისხმობს ისეთი პროცედურები, როგორიცაა ექსპოზიციამდელი პრევენცია (PrEP), ექსპოზიციის შემდგომი პრევენცია (PEP), რომლებიც ამცირებენ აივ-ით ინფიცირების რისკს აივ-თან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდგომ, დაასახელოს გზები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამ მომსახურეობის მიღება. (ცოდნა);
> განმარტოს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გაიაროს ნებაყოფლობითი შემოწმება აივ სტატუსზე კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია, რომ არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მას საკუთარი აივ სტატუსის გამხელა-გამჟღავნება (ცოდნა);
> გააცნობიეროს აივ-ზე სამედიცინო შემოწმებისა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მკურნალობის ჩატარების აუცილებლობა (დამოკიდებულება);
> ჩამოაყალიბოს, როგორ დაეხმარება მეგობარს, რომელსაც სურს გაიაროს სამედიცინო შემოწმება აივ-ზე (უნარი).
[1] პრევენციის სახეობა იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან არ ყოფილა
[2] პრევენციის სახეობა, თუ იყო კონტაქტი ინფიცირებულ პირთან უკვე მოხდა