უნარები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის

  • ნორმებისა და თანატოლების გავლენა სექსუალურ ქცევაზე

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: თანატოლების გავლენა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გახორციელდეს და შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განმარტოს, რას ნიშნავს თანატოლების ზეწოლა (ცოდნა);

    >     მოიყვანოს თანატოლების ქმედებაზე დადებითი ან უარყოფითი გავლენის მაგალითები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ თანატოლების გავლენა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი  (დამოკიდებულება);

    >     იმსჯელოს, როგორ არის შესაძლებელი თანატოლებისზეწოლისაგან თავდაცვა (უნარი);

    ავლენს პოზიტიურ ქცევას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს თანატოლებზე (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: თანატოლებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ მოზარდობის პერიოდსა და სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე 

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს თანატოლების პოზიტიური ან უარყოფითი გავლენა მოზარდობის პერიოდთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ თანატოლებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ მოზარდობის პერიოდთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე (დამოკიდებულება);

    >     კრიტიკულად შეაფასოს თანატოლების გავლენა გადაწყვეტილებების მიღების დროს (უნარი).

     

    ძირითადი თემა: შესაძლებელია მოზარდობის პერიოდთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე თანატოლების უარყოფითი გავლენის ამოცნობა, მათი გაუვნებელყოფა. გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე თანატოლების დადებითი გავლენის მიღება და ხელშეწყობა

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ამოიცნოს მოზარდობის პერიოდთან და სექსუალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების და თანატოლების უარყოფითი გავლენის მაგალითები და ჩამოთვალოს მათი გაუვნებელყოფის გზები. მიიღოს ამგვარ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე თანატოლების დადებითი ზემოქმედება  (ცოდნა);

    >   გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდობის პერიოდთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე თანატოლების უარყოფითი გავლენის ამოცნობა და მისი თავიდან  აცილება.(დამოკიდებულება);

    >     გამოავლინოს უარის თქმის უნარი (ასერტულობა)იმ შემთხვევაში თუ მას აიძულებენ გააკეთოს ის, რისი კეთებაც არ უნდა (უნარი);

    >      შეაფასოს  თანატოლების დადებითი გავლენის მიღებისა და ხელშეწყობის უნარი (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: თანატოლებს სოციალურ და  გენდერულ ნორმებს, შეუძლიათ გავლენა იქონიონ სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და სექსუალურ ქცევაზე

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განმარტოს, რას ნიშნავს გენდერული და სოციალური ნორმები (ცოდნა);

    >     აღწეროს, როგორ შეიძლება თანტოლებმა, გენდერულმა და  სოციალურმა ნორმებმა გავლენა იქონიონ სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და სექსუალურ ქცევაზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ სექსუალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და სექსუალური ქცევა შესაძლებელია განპირობებული იყოს  თანატოლების, გენდერული და  სოციალური ნორმების,  გავლენით (დამოკიდებულება);

    >    საკუთარი ქმედებით გამოხატოს ჩართულობის, მხარდაჭერისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს ერთობლივად შექმნის სურვილი და მზაობა  (უნარი).

    ძირითადი თემა: არსებობს სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და სექსუალურ ქცევაზე თანატოლების უარყოფითი გავლენის თავიდან არიდების სტრატეგიები

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს, რას ნიშნავს იყო ასერტული, როდესაც ადგილი აქვს თანატოლების მხრიდან ზეწოლას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებასა და სექსუალურ ქცევაზე (ცოდნა);

    >     გამოავლინოს სურვილი და ნება წინ აღუდგეს სექსუალობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსა და სექსუალურ ქცევაზე თანატოლების უარყოფით გავლენას (დამოკიდებულება);

    >     გამოავლინოს შეუპოვრობა და ხმამაღლა გამოთქვას საკუთარი პოზიცია, როდესაც ადგილი აქვს ვინმეს მიმართ ბულინგსა და ზეწოლას, რომელიც ემსახურება მსხვერპლის იძულებას მიიღოს სექსუალობასთან დაკავშირებული ისეთი გადაწყვეტილება, რომლის  მიღებაც მას არ სურს(უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: შესაძლებელია სექსუალური ქცევის შესახებ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება

    მოსწავლე შეძლებს:

    >     შეადაროს და ერთმანეთისგან განასხვავოს სიტუაციები, როდესაც ადამიანის მიერ სექსუალური ქცევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ/ არ ახდენენ თანატოლები   გენდერული და სოციალური ნორმები (ცოდნა);

    >    ჩამოთვალოს და შეაფასოს ის ფაქტორები, რომლებიც ამარტივებს ან პირიქით, ართულებს სექსუალური ქცევის შესახებ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას (ცოდნა);

    >   გამოავლინოს სწრაფვა მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება სექსუალური ქცევის შესახებ(დამოკიდებულება);

    >   წინ აღუდგეს თანატოლების, გენდერული და სოციალური ნორმების უარყოფით გავლენას სექსუალურ ქცევაზე  გადაწყვეტილების მიღებისას (უნარი).

  •  5.2 გადაწყვეტილების მიღება

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ყველა იმსახურებს სარგებლობდეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებით და ყველა გადაწყვეტილებას აქვს შედეგი

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს  გადაწყვეტილება (ერთი მაინც), რომელიც მან მიიღო დამოუკიდებლად და რომლითაც ამაყობს (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო მან ან სხვა პირებმა და რომლებსაც ჰქონდა დადებითი ან უარყოფითი შედეგები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლებელია დასჭირდეთ მშობლების/მეურვეებისა ან ზრდასრული სანდო პირების დახმარება, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას (დამოკიდებულება);

    >     გააცნობიეროს გარემოებები, რომლებიც მას  სწორი  გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება (უნარი);

    >     განსაზღვროს, ვის შეუძლია მისი დახმარება  სწორი გადაწყვეტილების მიღების საქმეში – მშობლებს/მეურვეებს ან ზრდასრულ სანდო პირს (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს უნარს რომელიც ექვემდებარება სწავლასა და პრაქტიკის საშუალებით განმტკიცებას

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს გადაწყვეტილების მიღების ძირითადი ეტაპები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს უნარს, რომელიც სწავლას ექვემდებარება (დამოკიდებულება);

    >     გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი (ეტაპები) პრობლემის მოგვარების მიზნით (უნარი);

    >     განსაზღვროს, ვის შეუძლია მისი დახმარება გადაწყვეტილების მიღების საქმეში – მშობლებს/მეურვეებს ან ზრდასრულ სანდო პირს (უნარი).

    ძირითადი თემა: გადაწყვეტილებებზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მეგობრები, თანატოლები კულტურა, გენდერული როლები, სტერეოტიპები  და მედია

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ჩამოთვალოს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა  ფაქტორი (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს საკუთარი მოსაზრება იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: სექსუალური ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ყველა პოტენციურად დადებითი და უარყოფითი შედეგის გათვალისწინებას

    მოსწავლე შეძლებს:

    >     შეაფასოს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული სხვადასხვა გადაწყვეტილების დადებითი ან  უარყოფითი შედეგები (ცოდნა);

    >     განმარტოს , როგორ შეიძლება სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებებმა იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მომავალსა და ცხოვრებისეულ გეგმებზე (ცოდნა);

    >     გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ცოდნა  სქესობრივ და/ან რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით (უნარი).

    ძირითადი თემა: არსებობს ფაქტორები, რომლებიც აფერხებს სექსუალური ქცევის შესახებ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას

    მოსწავლე შეძლებს:

    >      ჩამოთვალოს  რიგი ემოციებისა, რომლებიც გავლენას ახდენს სექსუალური ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე (ცოდნა);

    >     აღწეროს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნამ სექსუალური ქცევის შესახებ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაზე (ცოდნა);

    >     იმსჯელოს, როგორ ზემოქმედებს სიღარიბე, გენდერული უთანასწორობა და ძალადობა სექსუალური ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე (ცოდნა);

    გააცნობიეროს, რომ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს სქესობრივი ქცევის შესახებ ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე და ამ ფაქტორებიდან ზოგიერთს ადამიანი თავად ვერ აკონტროლებს (დამოკიდებულება);

    >     ახსნას/განმარტოს, თუ როგორ არის შესაძლებელი იმ ემოციების მართვა, რომლებიც გავლენას ახდენს სექსუალური ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: სექსუალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აისახება, როგორც თავად პიროვნებაზე, ასევე სხვა პირებზეც  და აღნიშნული ზემოქმედება მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შედეგებს 

    მოსწავლე შეძლებს:

    >     გააანალიზოს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სოციალური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგების გავლენა პიროვნებაზე, მის ოჯახსა და საზოგადოებაზე (ცოდნა);

    >      გააცნობიროს, რომ სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს პიროვნებაზე, მის ოჯახსა და საზოგადოებაზე (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თანაგრძნობა/მხარდაჭერა  მათ მიმართ, ვიზეც უარყოფითი გავლენა იქონია  სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა (უნარი);

    >     მიიღოს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებები (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი შეიძლება გახდეს

    მოსწავლე შეძლებს:

    >     დაასახელოს ქვეყანაში მოქმედი კანონები, რომლებიც მართავს, თუ რისი გაკეთება შეუძლით და რისი გაკეთება არ შეუძლიათ ახალგაზრდებს სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით. გამოავლონოს ცოდნა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა:  სქესობრივ ურთიერთობაზე თანხმობის ასაკი; გარკვეულ სამედიცინო მომსახურებასთან, მათ შორის კონტრაცეპტივებთან წვდომა; სგგი/აივ სტატუსი და სხვა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნის მნიშვნელობა, სექსუალური ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას/შეფასებისას (დამოკიდებულება);

    >     შეაფასოს  სექსუალური ქცევის შესახებ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების პოტენციური სამართლებრივი პასუხისმგებლობა (უნარი).

  • 5.3 კომუნიკაციის, უარის თქმისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

     

    ძირითადი თემაკომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობის დროს, მათ შორის ბავშვებსა და მათ მშობლებს/მეურვეებს ან ზრდასრულ სანდო პირს შორის, მეგობრებს შორის და ..

    მოსწავლე  შეძლებს:

    >     ამოიცნოს სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია (მათ შორის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია) (ცოდნა);

    >     განასხვავოს ერთმანეთისაგან ჯანსაღი და არაჯანსაღი კომუნიკაცია (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ბავშვებსა და მშობლებს/მეურვეებს ან ზრდასრულ სანდო პირს შორის, ასევე მეგობრებსა და სხვა პირებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის უპირატესობები (ცოდნა);

    >     გაიხსენოს, რომ გარკვევით ნათქვამი „კი“ და „არა“ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, ასევე, გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისათვის (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი

    დამოკიდებულება და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება (დამოკიდებულება);

    >     დაამყაროს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია და გარკვევით განაცხადოს თანხმობა ან უარი (უნარი).

     

    ძირითადი თემაგენდერულმა როლებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე

    მოსწავლე შეძლებს:

    >     გაიხსენოს გენდერული როლების მაგალითები (ცოდნა).

    >     გააცნობიეროს რომ გენდერული როლები გავლენას ახდენს ადამიანებს შორის ურთიერთობებზე (დამოკიდებულება).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

     

    ძირითადი თემაეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ფორმითა და სტილით შეიძლება წარიმართოს და იგი მნიშვნელოვანია სურვილების, საჭიროებებისა და პირადი საზღვრების[1] შესახებ ინფორმაციის გადასაცემად და მისაღებად

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს ეფექტური და არაეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მახასიათებლები (მაგალითად, აქტიური მოსმენა, გრძნობებს გამოხატვა, მინიშნება, რომ მოსაუბრის გესმის, თვალებით კონტაქტის დამყარება და პირიქით, მოსაუბრის უგულებელყოფა, ემოციების დაფარვა, არ დადასტურება, რომ მოსაუბრის გესმის, საუბრისას გვერდზე გახედვა ან ზურგის შექცევა) (ცოდნა);

    >     აღიქვას სურვილების, საჭიროებების და პირადი საზღვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა, ასევე, სხვისი სურვილების, საჭიროებებისა და პირადი საზღვრების აღქმისა და გაგების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     აღიაროს რომ მოლაპარაკება საჭიროებს ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობასა და ხშირად კომპრომისსაც, მასში მონაწილე ყველა პირის მხრიდან (დამოკიდებულება);

    >    ეფექტურად მიაწოდოს სხვებს ინფორმაცია საკუთარი სურვილების, საჭიროებებისა და პირადი საზღვრების შესახებ,ასევე, მოუსმინოს სხვას და პატივისცემა გამოიჩინოს სხვების მიმართ (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

     

    ძირითადი თემაეფექტური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პირად ურთიერთობებში, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებში, სკოლის ფარგლებში და სამუშაო ადგილზე დამყარებულ ურთიერთობებში, ასევე, რომანტიკულ ურთიერთობებში

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს ეფექტური კომუნიკაციის სარგებელი პიროვნებათა შორის ურთიერთობებში, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებში, სკოლასა თუ სამუშაო გარემოში დამყარებულ ურთიერთობებსა და რომანტიკულ ურთიერთობებში (ცოდნა);

    >     გააანალიზოს ურთიერთგამომრიცხავი ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის პოტენციური შედეგები (ცოდნა);

    >     განსაზღვროს ის ბარიერები, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს რომანტიკულ პარტნიორთან მოლაპარაკებას (მათ შორის გენდერული როლები და მოლოდინები) (ცოდნა);

    >     გამოიჩინოს დამაჯერებლობა რომანტიკულ პარტნიორთან ურთიერთობისას მოლაპარაკებისა და უარის თქმის  დროს (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

     

    ძირითადი თემა ეფექტური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პიროვნული საჭიროებებისა და პირადი (მათ შორის სექსუალური) საზღვრების შესახებ პარტნიორისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს პირადი საჭიროებებისა და პირადი (მათ შორის სექსუალური) საზღვრების შესახებ ინფორმაციის გადაცემისას ეფექტური კომუნიკაციის მაგალითები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს სექსუალურ ურთიერთობაზე თანხმობისა და უარის განცხადების მნიშვნელობა, ასევე პარტნიორის მხრიდან სექსუალურ ურთიერთობაზე გაჟღერებული თანხმობისა თუ უარის მიღების მნიშვნელობა (დამოკიდებულება)

    >     ახსნას, ეფექტური კომუნიკაციის როლი  ურთიერთშეთანხმებული და უსაფრთხო სქესობრივი კავშირისათვის (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი ეხმარება ადამიანს არასასურველი სექსუალური ზეწოლისგან თავის დაცვაში და აძლიერებს უსაფრთხო სექსუალური კავშირების დამყარების შესაძლებლობას (დამოკიდებულება).

     

    [1] პირადი საზღვრები წარმოადგენს უსაფრთხო, მისაღები ნორმების ერთობლიობას, რომლებსაც უწესებს ადამიანი სხვებს და რომლითაც სურს, რომ მასთან ურთიერთობდნენ. პირადი საზღვრებია ასევე გულისხმობს იმ ქმედებებს, რომლითაც პიროვნება რეაგირებს მისი პირადი საზღვრების დარღვევაზე

  • 5.4 მედიაწიგნიერება და სექსუალობა

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა არსებობს მედიის სხვადასხვა ფორმა, რომლებიც გვაწვდი ინფორმაცი, ეს ინფორმაცია შესაძლოა იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ჩამოთვალოს მედიის სხვადასხვა ფორმა (მაგალითად, რადიო, ტელევიზია, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტი და სოციალური მედია) (ცოდნა);

    >     იმსჯელოს მედიის საშუალებით მოწოდებულ ჭეშმარიტი და მცდარი ინფორმაციის მაგალითებზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ მედიის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია არ არის ჭეშმარიტი (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს ადეკვატური რეაქცია სხვადასხვა ტიპის მედიის საშუალებით მოწოდებული ინფორმაციის  შეფასებისას (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემამედიამ შესაძლებელია დადებითი ან უარყოფითი გავლენა იქონიოს სექსუალობასთან და გენდერთან დაკავშირებულ ღირებულებებზე, დამოკიდებულებებზე და ნორმებზე

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განმარტოს სხვადასხვა ფორმის მედია (მაგალითად, სოციალური მედია, ტრადიციული მედია) (ცოდნა);

    >     დაასახელოს მაგალითები იმისა, თუ როგორ არის წარმოდგენილი მედიაში მამაკაცები, ქალები, მათი ურთიერთობები (ცოდნა);

    >     აღწეროს მედიის გავლენა სექსუალობასთან და გენდერთან დაკავშირებულ ღირებულებებზე, დამოკიდებულებებსა და ქცევაზე (ცოდნა);

    >     იმსჯელოს მედიის გავლენის შესახებ სექსუალობასთან და გენდერთან დაკავშირებულ ღირებულებებზე, დამოკიდებულებებსა და ქცევაზე (დამოკიდებულება);

    >     გამოიკვლიოს, თუ როგორ წარმოაჩენს მედია მამაკაცებსა და ქალებს (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემაზოგიერთი მედია არარეალისტურ წარმოდგენებს გვთავაზობს სექსუალობისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ჩვენ მიერ გენდერის აღქმასა და ჩვენს თვითშეფასებაზე

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ამოიცნოს და კრიტიკულად შეაფასოს მედიის მიერ დამახინჯებულად და არარეალისტურად წარმოჩენილი სექსუალობა და სექსუალური ურთიერთობები (ცოდნა);

    >     შეაფასოს მედიის მიერ დამახინჯებულად და არარეალისტურად წარმოჩენილი სექსუალობისა და სექსუალური ურთიერთობების გავლენა გენდერულ სტერეოტიპებზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ მედია ხელს უწყობს გარეგნობის გაიდიალებასა და გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრებას (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს, თუ რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია სექსუალობისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ არარეალისტურ, გაიდიალებულ წარმოდგენებს გენდერის მისეულ  აღქმასა და თვითშეფასებაზე (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემასაჭიროა მედიის მიერ მამაკაცებისა და ქალების სტერეოტიპულ წარმოჩენასთან დაპირისპირება, რაც დადებითად იმოქმედებს ქცევაზე და ხელსშეუწყობს გენდერული თანასწორობის გამყარებას

    მოსწავლე შეძლებს:

    >     კრიტიკულად შეაფასოს სექსუალობისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ მედია გზავნილების  პოტენციურად დადებითი და უარყოფითი ზემოქმედება (უნარი);

    >     დაასახელოს ის გზები, რომლითაც მედიას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხო სექსუალური ქცევისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საქმეში (ცოდნა);

    >     აღიქვას მედიის პოტენციური როლი, დადებითი ზემოქმედება მოახდინოს სექსუალობის, სექსუალური ურთიერთობებისა და გენდერის აღქმაზე (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება გენდერული სტერეოტიპებისა და მედიის მიერ სექსუალობისა და სექსუალური ურთიერთობების არარეალისტურად წარმოჩენის მიმართ (უნარი).

  • 5.5    დახმარებისა და მხარდაჭერის მოძიება

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, რელიგიურ ლიდერებს და საზოგადოების სხვა წევრებს შეუძლიათ ერთმანეთისათვის დახმარების გაწევა და უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს, რას გულისხმობს „ზრდასრული სანდო პირი“ (ცოდნა);

    >     აღწეროს კონკრეტული გზები, რომლებითაც ადამიანები შეძლებენ ერთმანეთის დახმარებას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს დაცული და უზრუნველყოფილი იყოს მხარდაჭერით (დამოკიდებულება);

    >     ახსნას, როგორ არის შესაძლებელი სანდო ზრდასრული პირისადმი დახმარებისთვის მიმართვა (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: სკოლის ფარგლებში, ასევე ფართო საზოგადოებაში არსებობს დახმარებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა წყარო

    მოსწავლე შეძლებს:

    >     გააცნობიეროს, რომ არსებობს პრობლემები (მაგალითად, ძალადობა, შევიწროვება, ბულინგი, ავადმყოფობა), რომელთა გადასაჭრელადაც ბავშვმა დახმარებისთვის უნდა მიმართოს კომპეტენტურ პირს ან სათანადო დაწესებულებას  და დაასახელოს სათანადო წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ბავშვების დახმარებას (ცოდნა);

    >      გააცნობიეროს, რომ ძალადობის, შევიწროვებისა და ბულინგის შემთხვევაში აუცილებელია  დახმარების სანდო წყაროს ინფორმირება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ზოგიერთი პრობლემა საჭიროებს დახმარების ძიებას სკოლის ან თემის ფარგლებს გარეთ (დამოკიდებულება);

    >     ახსნას ფართო საზოგადოებიდან დახმარების წყაროს მოძებნისა და დახმარების მიღების გზები   (უნარი)

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ხარისხიან ინფორმაციასა და მომსახურებაზე წვდომის მოსაპოვებლად, მნიშვნელოვანია, შეაფასო დახმარებისა და მხარდაჭერის წყაროები (მათ შორის, მომსახურეობის და მედია წყაროები).

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ჩამოთვალოს ის წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენას (ცოდნა);

    >    აღწეროს დახმარებისა და მხარდაჭერის ეფექტური წყაროების მახასიათებლები (მაგალითად, რომლებიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა და სხვა) (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ არსებობს ადგილები და დაწესებულებები, სადაც ადამიანს შეუძლია მიიღოს დახმარება და მხარდაჭერა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით (კონსულტაცია, სგგი/აივ-ზე შემოწმება და მკურნალობა; თანამედროვე კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული მომსახურება, დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების, ოჯახური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასა და მხარდაჭერას, დაწესებულებები სადაც შესაძლებელია აბორტისა და აბორტამდელი მომსახურების მიღება და დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა მხარდაჭერას) (ცოდნა);

    >     დაასახელოს ის სანდო მედია საშუალებები (მაგალითად, ვებ-გვერდების), რომლებიც უზრუნველყოფენ დახმარებასა და მხარდაჭერას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს ჯანდაცვისა და მხარდაჭერის წყაროების კრიტიკულად შეფასების აუცილებლობა  (დამოკიდებულება).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ხელმისაწვდომი, რეალური და ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებული დახმარებითა და მხარდაჭერით, რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობისა  და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განსაზღვროს, სად არის შესაძლებელი სათანადო სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობისა და დახმარების მიღება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ხელმისაწვდომ, რეალურ სანდო მომსახურეობაზე, დახმარებასა თუ მხარდაჭერაზე, რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას და არ მოიაზრებს პიროვნულ განსჯას (ცოდნა);

    >    საჭიროების შემთხვევაში შეძლოს დახმარების წყაროს მოძიება  (უნარი);

    >    საჭიროების შემთხვევაში მიმართოს დახმარებისადა მხარდაჭერისათვის, დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობის გარეშე (უნარი).