ძალადობა და უსაფრთხოება

  • 4.1  ძალადობა
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ბულინგისა და ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღიარება და გაცნობიერება იმისა, რომ მსგავსი ქმედებები დანაშაულს წარმოადგენს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს გაღიზიანება, ბულინგი და ძალადობა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ბულინგი და ძალადობა დანაშაულებრივ ქმედებებს წარმოადგენს და იგი არ  შეიძლება მიჩნეული იქნას მსხვერპლის ბრალეულობად, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ჩადენა წარმოებს ოჯახის წევრის მიმართ ან როდესაც მას სჩადის ზრდასრული ასაკის პირი (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს რა უსაფრთხო ზომების მიღებაა შესაძლებელი, მის თანატოლებს შორის ბულინგისა და ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისას (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალური შევიწროვება, სექსუალური ჩაგვრა და ბულინგი (მათ შორის კიბერბულინგი) საზიანოა და ამგვარი ქცევის მსხვერპლმა საჭიროა დახმარებისათვის მიმართოს სათანადო პირებისა და ინსტიტუტებს 

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს სექსუალური ნორმების დარღვევის მაგალითები (მათ შორის გაუპატიურება, ინცესტი და ონლაინ სექსუალური ექსპლოატაცია), სექსუალური შევიწროვება და ბულინგი (მათ შორის კიბერბულინგი) (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და არსებობს უწყებები და მომსახურება, რომლებიც უზრუნველყოფენ ამგვარი მოპყრობის მსხვერპლთა დახმარებას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს სექსუალური ძალადობის, სექსუალური შევიწროვების, ინცესტისა და ბულინგის მსხვერპლისათვის რამდენად მნიშვნელოვანია დახმარება და მხარდაჭერა (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თუ რა რეაგირებას მოახდენს როდესაც შეიტყობს რომ ვინმე გახდა ბულინგის, სექსუალური ძალადობისა ან შევიწროვები მსხვერპლი (უნარი);

    >     ჩამოაყალიბოს როგორ არის შესაძლებელი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად, ან სხვა პირი, ხდება სექსუალური ძალადობის, შევიწროების, ინცესტის და ბულინგის მსხვერპლი (უნარი).

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ბავშვებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღიარება და გაცნობიერება იმისა, რომ მსგავსი ქმედებები დანაშაულს წარმოადგენს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს ბავშვზე ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა და ინტერნეტსივრცეში გახორციელებული ბავშვის სექსუალური ექსპლოატაცია (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ბავშვზე ძალადობა წარმოადგენს ბავშვის უფლების დარღვევას და იგი არ  შეიძლება მიჩნეული იქნას მსხვერპლის ბრალეულობად, მათ შორის ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა იგი ჩადენილია ზრდასრული პირის მიერ, იმ პირის მიერ რომელსაც სანდო პირის რეპუტაცია აქვს თუ ოჯახის წევრის მიერ (დამოკიდებულება);

    >     დაასახელოს ის ღონისძიებები, რომელსაც იგი მიმართვას იმ შემთხვევაში თუ მის მიმართ ზრდასრული პირის მიერ წარმოებს სექსუალური ძალადობა (მაგალითად, უარის თქმა, თავიდან მოშორება ან სანდო ზრდასრული პირისადმი დახმარებისთვის მიმართვა) (უნარი);

    >     დაასახელოს მშობელი/მეურვე ან სანდო ზრდასრული პირი და აღწეროს როგორ უნდა მიმართოს მათ თუ იგი მსგავსი ძალადობის მსხვერლი ხდება (უნარი).

    ძირითადი თემა: ინტიმურ პარტნიორებს შორის ძალადობა საზიანო და დანაშაულებრივი ქმედებაა და მნიშვნელოვანია ამგვარი ქმედების მსხვერპლმა მიმართოს კომპეტენტურ პირებსა და შესაბამის დაწესებულებებს დახმარებისთვის

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს ინტიმურ პარტნიორზე ძალადობა (ცოდნა);

    >     აღწეროს ინტიმურ პარტნიორზე ძალადობის მაგალითები (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ინტიმურ პარტნიორზე ძალადობა არის დანაშაულებრივი ქმედება და ბევშვები, რომლებიც ამის თვითმხილველი ხდებიან საჭიროებენ დახმარებას (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს როგორ არის შესაძლებელი სანდო ზრდასრული პირისადმი მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარ ოჯახში მსგავსი ძალადობის თვითმხილველი ხდება (უნარი).

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, რომ დაქორწინებულ წყვილსა თუ რომანტიკულ ურთიერთობებში მყოფ წყვილს შორის ძალადობა დანაშაულებრივი ქმედებაა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     დაასახელოს რა ტიპის ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი დაქორწინებულ წყვილსა ან რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფ წყვილს შორის (მაგალითად, ფიზიკური ზიანი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან პარტნიორის იძულება გააკეთოს ის რაც მას არ სურს) (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ დაქორწინებულ წყვილსა ან რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფ წყვილს შორის ძალადობა დანაშაულებრივი ქმედებაა (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს როგორ არის შესაძლებელი სანდო ზრდასრული პირისადმი მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარ ოჯახში მსგავსი ძალადობის თვითმხილველი ხდება (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: სექსუალური ძალადობა, სექსუალური შეურაცხყოფა, ინტიმურ პარტნიორებს შორის ძალადობა და ბულინგი ადამიანის უფლებების დარღვევაა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეადაროს და განასხვავოს ერთმანეთისაგან ბულინგი, ფსიქოლოგიური ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, სექსუალური შეურაცხყოფა, ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ სექსუალური ძალადობა, სექსუალური ტიპის შეურაცხყოფა, ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობა და ბულინგი, რომელიც ჩადენილია ზრდასრული პირის, არასრულწლოვანის ან ძალაუფლების მქონე პირის მიმართ, არ შეიძლება მიჩნეული იქნას მსხვერპლის ბრალეულობად, და ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს როგორ არის შესაძლებელი სექსუალური ძალადობის, სექსუალური ტიპის შეურაცხყოფის, ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ფაქტებზე ინფორმაციის მიწოდება კომპეტენტური პირებისა თუ სათანადო დაწესებულებებისათვის (უნარი);

    >     გამოხატოს როგორ არის შესაძლებელი სანდო ზრდასრულ პირთან ან სათანადო დაწესებულებასთან დაკავშირება, რომლებიც უზრუნველყოფენ სექსუალური ძალადობის, სექსუალური ტიპის შეურაცხყოფის, ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობისა და ბულინგის მსვერპლთა დახმარებასა და რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს მსგავსი შემთხვევების აღკვეთა (უნარი)

    ძირითადი თემა: ყველა ადამიანის პასუხისმგებლობას წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს წარმატებული ძალისხმხევისა და ღონისძიებების მაგალითები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა ფორმის ძალადობის, მათ შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის შეკავებასა და აღკვეთას (ცოდნა);

    >     დადებითად შეაფასოს ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს სკოლაში, ოჯახში, ინტერნეტ სივრცეში თუ საზოგადოებაში, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის აღსაკვეთად გაკეთებული განცხადებები თუ გატარებული ღონისძიებები (დამოკიდებულება);

    >     დადებითად შეაფასოს და გააცნობიეროს უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს ყველას მიმართ ღირსეულ და პატივისცემით მოპყრობას  (უნარი).

  • 4.2 თანხმობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ვინ სურს რომ შეეხოს მის სხეულს, სად და როგორ

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს რას ნიშნავს საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების თავად მიღების უფლება (ცოდნა);

    >     დაასახელოს სხეულის რომელი ნაწილები განეკუთვნება ინტიმურ ნაწილებს (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ყველა ადამიანი სარგებლობს საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების თავად მიღების უფლებით (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თუ როგორი რეაგირების მოხდენაა საჭირო, როდესაც ვინმე გეხება იმგვარად რაც შენში დისკომფორტის განცდას იწვევს (მაგალითად, უთხრა უარი, მოიშორო თავიდან, და მიმართო სანდო ზრდასრულ პირს) (უნარი);

    >     აღწეროს როგორ მიმართავს მშობელს/მეურვეს ან სანდო ზრდასრულ პირს დახმარებისა და რჩევისათვის, იმ შემთხვევაში თუ მას ვინმე ეხება იმგვარად რაც მასში დისკომფორტს იწვევს (უნარი).

    ძირითადი თემა: ასაკის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გააზრება იმისა თუ რა არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ახსნას, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვა, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება გოგნების უზრუნველყოფას ტუალეტზე წვდომით (ცოდნა);

    >     განმარტოს რას ნიშნავს არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღება (ცოდნა);

    >     აღიაროს, რომ როგორც ბიჭების, ასევე გოგონების მიმართ გამოვლენილი არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღება წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების თავად მიღების უფლების დარღვევას  (დამოკიდებულება);

    >     დასაბუთებულად ჩამოაყალიბოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის აუცილებლობა და არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღების აღკვეთის აუცილებლობა (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებითა  და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებით  

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს რას გულისხმობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ყველა ადამიანი სარგებლობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებითა  და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებით (დამოკიდებულება);

    >      გამოხატოს როგორ აღიქვამს იგი საკუთარი

    >     პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას (უნარი).

    ძირითადი თემა: თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია პარტნიორთან ჯანსაღი, სასიამოვნო და  თანხმობის საფუძველზე დამყარებული სექსუალური კავშირისათვის

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს სქესობრივ კავშირზე თანხმობისა და უარის დადებითი მხარეები და აღიქვას როდის აცხადებს სხვა პირი სქესობრივ კავშირზე თანხმობას და როდის უარს (ცოდნა);

    >     შეადაროს ერთმანეთს და განსაზღვროს ის განსხვევებები, რომლებიც არსებობს ქალის სხეულისა და მამაკაცის სხეულისადმი მოპყრობას შორის და განსაზღვროს სექსუალური ქცევის ორმაგი სტანდარტები, რომლებიც გავლენას ახდენს თანხმობის საფუძველზე გამოვლენილ სექსუალურ ქცევაზე (ცოდნა);

    >     აღიაროს, რომ  თანხმობის საფუძველზე გამოვლენილი სექსუალური ქცევა ჯანსაღი სქესობრივი კავშირის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თუ როგორ არის შესაძლებელი სქესობრივ კავშირზე თანხმობისა ან უარის განცხადება და გააცნობიეროს როდის აცხადებს ადამიანი სქესობრივ კავშირზე თანხმობას და როდის უარს (უნარი).

    ძირითადი თემა: ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს უფლებით თავად აკონტროლოს თუ რისი გაკეთება სურს და რისი გაკეთება არ სურს სექსუალური ქცევის თვალსაზრისით და ნათლად უნდა გამოხატოს თანხმობა ან უარი სქესობრივ კავშირზე და უნდა გააცნობიეროს როდის აცხადებს პარტნიორი თანხმობას და როდის უარს სქესობრივ კავშირზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს სქესობრივ კავშირზე თანხმობა და ახსნას მისი გავლენა სქესობრივ კავშირებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს სქესობრივ კავშირზე თანხმობის გაცხადებისა და მიღების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     განაცხადოს თანხმობა ან უარი სქესობრივ კავშირზე, საკუთარი პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით (უნარი).

    ძირითადი თემა: აუცილებელია იმ ფაქტორების შესახებ ინფორმირებულობა, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს სქესობრივ კავშირზე თანხმობის ან უარის აღქმა-გაცნობიერებაზე და სქესობრივ კავშირზე თანხმობისა ან უარის გაცხადებაზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განიხილოს რას ნიშნავს სქესობრივ კავშირზე თანხმობის ან უარის მიღება, გაცნობიერება და შესაბამისად მოქმედება (ცოდნა);

    >     შეადაროს ერთმანეთს სიტუაციები, რომელთა დროსაც ხდება სქესობრივ კავშირზე მიღებული თანხმობის ან უარის გაცნობიერება ან არ ხდება ამგვარი თანხმობისა ან უარის გაცნობიერება (ცოდნა);

    >     გააანალიზოს ფაქტორები (მაგალითად, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული  სასშუალებების ზემოქმედება, გენდერული ნიშნით ძალადობა, სიღარიბე, ძალაუფლების გადანაწილება) რაც გავლენას ახდენს სქესობრივ კავშირზე გაცხადებული თანხმობისა ან უარის გაცნობიერებაზე და ამგვარი კავშირზე თანხმობისა ან უარის გაცხადებაზე (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ მნიშვნელოვანია იმ ფაქტორებისაგან თავის არიდება, რომლებსაც შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს სქესობრივ კავშირზე თანხმობის ან უარის აღქმასა ან გაცხადებაზე (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს სქესობრივ კავშირზე თანხმობის ან უარის გაცხადებისა ან უარის მიღების უნარი (უნარი);

    >     გამოხატოს სხვების მიერ სქესობრივ კავშირზე გაცხადებული თანხმობისა ან უარის გაცნობიერების უნარი (უნარი).

  •  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენება
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ინტერნეტი და სოციალური მედია ინფორმაციის მოძიებისა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებებს წარმოადგენს, რაც შესაძლებელია უსაფრთხოდ იქნას გახორციელებული, თუმცა იგი ადამიანებს და მათ შორის ბავშვებსაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის და მათტვის ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს რას წარმოადგენს ინტერნეტი და სოციალური მედია (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ინტერნეტისა და სოციალური მედიის სარგებელი და აგრეთვე მათთან  დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები (ცოდნა);

    >     დადებითად შეაფასოს ინტერნეტი და სოციალური მედია მაგრამ ამავე დროს გააცნობიეროს რომ შესაძლოა ინტერნეტი და სოციალური მედია საფრთხის შემცველი იყოს (დამოკიდებულება);

    >     ახსნას როგორ გაესაუბროს ზრდასრულ პირს იმ შემთხვევაში თუ მან ინტერნეტში ან სოციალურ მედიაში ისეთი ინფორმაცია განათავსა ან ისეთი რამ იხილა, რამაც მას დისკომფორტი შეუქმნა ან შეაშინა (უნარი).

    ძირითადი თემა: ინტერნეტითა და სოციალური მედიით სარგებლობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და კეთილგონიერების გამოჩენას საჭიროებს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს ინტერნეტისა და სოციალური მედიის სარგებელი და აგრეთვე მათთან  დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები (ცოდნა);

    >     აღიაროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა ინტერნეტითა და სოციალური მედიით სარგებლობისას (დამოკიდებულება);

    >     ახსნას როგორ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ რა ინფორმაცია განათავსოს სოციალურ მედიაში და ვის გაუზიაროს იგი (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა და გზავნილები მარტივად ხელმისაწვდომია სოციალური მედიის საშუალებით და ისინი შესაძლებელია შეიცავდეს ზიანის მომტან გენდერულ სტერეოტიპებს  

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა (პორნოგრაფია) სექსუალური ხასიათის გზავნილები (ცოდნა);

    >     ახსნას, რომ სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა ხშირად მამაკაცებს, ქალებსა და სექსუალურ ურთიერთობებს არარეალისტურად წარმოაჩენს (ცოდნა);

    >     აღიქვას რომ სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა, როგორც წესი, დამახინჯებულად და არარეალისტურად წარმოაჩენს მამაკაცებს, ქალებსა და სექსუალურ ურთიერთობებს (დამოკიდებულება);

    >     ახსნას, როგორ  შეიძლება გაესაუბროს ზრდასრულ სანდო პირს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და სექსუალური ხასიათის გზავნილების შესახებ (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და სოციალური მედია არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღების წყაროდ შეიძლება  იქცეს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     დაასახელოს თუ როგორ შეიძლება იქცეს ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და სოციალური მედია არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღების წყაროდ (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ არსებობს ინტერნეტიდან, მობილური ტელეფონის საშუალებით ან სოციალური მედიიდან მომავალი არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღებასთან გამკლავების გზები (დამოკიდებულება);

    >     შეიმუშავოს და გაახორციელოს გეგმა რომელიც მის უსაფრთხოებას დაიცავს ინტერნეტით, მობილური ტელეფონითა და სოციალური მედიით სარგებლობის დროს (უნარი).

    ძირითადი თემა: სოციალური მედიით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა იგი ასევე პოტენციურად უკავშირდება მორალურ, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებსა და სიტუაციებს, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს სოციალური მედიის უსაფრთხოდ, ლეგალურად და პასუხისმგებლობით გამოყენების სტრატეგიები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ სოციალური მედიის გამოყენებას ბევრი უპირატესობები გააჩნია, თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა იქცეს საფრთხის შემცველი სიტუაციების წარმოქმნისა ან კანონდარღვევის წყაროდ (დამოკიდებულება);

    >     შეიმუშავოს და გაახორციელოს სოციალური მედიის პასუხისმგებლობით გამოყენების გეგმა (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალადა გზავნილებმა შესაძლებელია გამოიწვიოს სექსუალური აღგზნება და შესაბამისად, პოტენციურად ზიანის მომტანი შეიძლება იყოს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს თუ რატომ არის ესოდენ გავრცელებული სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა (პორნოგრაფია) და გზავნილები (ცოდნა);

    >     გამოიტანოს დასკვნები იმის თაობაზე თუ სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა და გზავნილები როგორ შეიძლება იყოს საზიანო და სად შეუძლია განაცხადოს ამგვარი ზიანის შესახებ და როგორ მიიღოს საჭირო დახმარება (ცოდნა);

    >     ამოიცნოს, როდის და რა შემთხვევაში წარმოადგენს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და გზავნილების გაგზავნა, მიღება, შეძენა და დამუშავება კანონსაწინააღმდეგო ქმედებას (ცოდნა);

    >      აღიაროს კანონების ცოდნის მნიშვნელობა, რომელიც კრძალავს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და გზავნილების გაზიარებასა და შენახვას (დამოკიდებულება);

    >     გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და გზავნილების თაობაზე (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალადა გზავნილებმა შესაძლებელია გამოიწვიოს სექსუალური ქცევის, სექსუალური რეაქციებისა და სხეულის გარეგნული ფორმების შესახებ არარეალისტური მოლოდინები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეაფასოს, თუ როგორ შეიძლება სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალამ და გზავნილებმა ხელი შეუწყოს მამაკაცების, ქალების, სექსუალური ქცევის, სექსუალური რეაქციებისა და სხეულის გარეგნული მახასიათებლების შესახებ არარეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა და გზავნილები ხელს უწყობს საზიანო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და შესაძლოა ემსახურებოდეს ძალადობისა და თანხმობის გარეშე ურთიერთობების ნორმად დამკვიდრებას (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს თუ რა ზემოქმედება შეიძლება იქონიოს სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალამ და გზავნილებმა მის თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებაზე და ასევე მის მიერ სხვება პირების აღქმაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი მასალა არარეალისტურად წარმოაჩენს მამაკაცებს, ქალებსა და სექსუალურ ქცევას (უნარი).