ჰორმონული
კომბინირებული აბები
კომბინირებული აბები
კონტრაცეპციული აბები 2 სახის არსებობს – კომბინირებული და სუფთა გესტაგენი, ანუ მინიპილი. მიღების სიხშირე აბების მიღება ხდება ყოველდღიურად, მენსტრუაციის დაწყების მე-5 დღიდან 21 დღის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს
ეფექტურობა – 99%
სსგი-სგან დაცვა - არა
მამაკაცისა და ქალის კონდომი
არაჰორმონული
მამაკაცისა და ქალის კონდომი
მამაკაცისა და ქალის კონდომები ბარიერული
საშუალებაა. ისინი ხელს უშლიან
კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას.
გამოყენების სიხშირე კონდომის გამოყენება ხდება უშუალოდ სქესობრივი აქტის დროს
ეფექტურობა – 95%
სსგი-სგან დაცვა - დიახ
პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპცია (პსკ)
ჰორმონული
პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპცია (პსკ)
ინექციის სახით შეყვანილი საშუალება ნელა განმოათავისუფლებს ჰორმონს პროგესტაგენს, რაც აფერხებს ოვულაციას მიღების სიხშირე საინექციო ფორმა კეთდება 2-3 თვეში ერთხელ
ეფექტურობა – 99%
სსგი-სგან დაცვა - არა
საშოს დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი
არაჰორმონული
საშოს დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი
დიაფრაგმა ბარიერული დრეკადი რეზინის საშუალებაა, იგი თავსდება საშოში და ფარავს საშვილოსნოს ყელს, იცავს მასში სპერმატოზოიდების მოხვედრისგან. გამოყენების სიხშირე კონდომის გამოყენება ხდება უშუალოდ სქესობრივი აქტის დროს
ეფექტურობა – 92-96%
სსგი-სგან დაცვა – იცავს ზოგიერთი სგგი-სგან
სუბდერმული პროგესტაგენული იმპლანტები
ჰორმონული
სუბდერმული პროგესტაგენული იმპლანტები
პატარა დრეკადი ჩხირი, რომელიც თავსდება კანქვეშ, ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს და ხელს უშლის სპერატოზოიდების გადაადგილებას საშვილოსნოს ყელში და მის კვერცხუჯრედამდე მიღწევას. მიღების სიხშირე ეფექტურია 3-5 წლის მანძილზე
ეფექტურობა – 98%
სსგი-სგან დაცვა - არა
სპერმიციდები
არაჰორმონული
სპერმიციდები
სპერმიციდები ქიმიური ნივთიარებაა, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს. ეფექტურობის გასაძლიერებლად დიაფრაგმასა და სპერმიციდებს ერთად იყენებენ გამოყენების სიხშირე უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ. აუცილებელია ინსტრუქციის ზუსტად დაცვა
ეფექტურობა – 92-96%
სსგი-სგან დაცვა – არა
კონტრაცეფციული პლასტირები
ჰორმონული
კონტრაცეფციული პლასტირები
მცირე ზომის თხელი პლასტირი, რომელიც მაგრდება კანზე გამოყოფს ჰორმონებს (ესტროგენს და პროგესტაგენს) და ხელს უშლის ოვულაციას.
სქელდება საშვილოსნოს ყელის ლორწო, რაც ართულებს სპერმატოზოიდების გადაადგილების საშვილოსნოს ყელში. მიღების სიხშირე პლასტირის გამოცვლა ხდება 6-7 დღეში ერთხელ
ეფექტურობა – 98%
სსგი-სგან დაცვა - არა
საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სპირალები)
არაჰორმონული
საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სპირალები)
საშვილოსნოს ღრუში მოთავსებული სპირალი ხელს უშლის სპერმატოზოიდების გადაადგილებას, კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესს და კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე გამოყენების სიხშირე არსებობს 3, 5 და 10 წლიანი საშვილოსნოსშიგა საშუალებები
ეფექტურობა – 98-99%
სსგი-სგან დაცვა – არა
გადაუდებელი კონტრაცეფცია
ჰორმონული
გადაუდებელი კონტრაცეფცია
გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტიდან 5 დღის მანძილზე. შეიცავს ერთ ჰორმონს (გესტაგენს). აფერხებს ოვულაციას, და აჩერებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას ენდომეტრიუმზე (საშვილოსნოს შიდა კედელზე) მიღების სიხშირე არ შეიძლება ხშირად გამოყენება
ეფექტურობა – 98%
სსგი-სგან დაცვა - არა
კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდები
არაჰორმონული
კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდები
ქალის (საშვილოსნოს მილების ოკლუზია) და მამაკაცის სტერილიზაცია (ვაზექტომია) გამოყენების სიხშირე ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ შეუძლებელია შვილოსნობა.
ეფექტურობა – 98-99%
სსგი-სგან დაცვა – არა