კითხვების ყუთი

კითხვების ყუთი წარმოადგენს ინტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ მასალის ათვისებას, საშუალებას აძლევს რა მათ ანონიმური კითხვები დასვან. კითხვების ყუთის გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს გარკვეული დროის პერიოდით და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე კარგად მოფიქრებული, მოსწავლეების ასაკთან შესაბამისი პასუხები გასცეს.

კითხვების ყუთის ეფექტურად გამოყენებისათვის გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ყველა მოსწავლეს იდენტური ფურცლები დაურიგეთ, მათზე საკუთარი კითხვების დასაწერად.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ აქვს კითხვა განხილულ თემასთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ მათთვის მიცემულ ფურცელზე საკუთარი კომენტარი დაწერონ, ან დაწერონ „არ მაქვს კითხვა“.
  • ფურცლები მოსწავლეების კითხვებით ყოველი გაკვეთილის ბოლოს შეაგროვეთ.
  • გაკვეთილის შემდეგ წაიკითხეთ მოსწავლეების მიერ ფურცლებზე დაწერილი კითხვები და მოამზადეთ მათზე პასუხები შემდეგი გაკვეთილისათვის.

მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • ერთად დააჯგუფეთ ერთი შინაარსის კითხვები.
  • კლასში მოსწავლეებს კითხვები წაუკითხეთ ისე, როგორ ისინი მოსწავლეების მიერ არის ჩამოყალიბებული.
  • იმ შემთხვევაში, თუ დასმულია პირადი ხასიათის შეკითხვა, არ არის საჭირო ამგვარი შეკითხვის საჯაროდ წაკითხვა ან მასზე პასუხის გაცემა. ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ მოსწავლეებს უთხრათ: „თქვენს კითხვებში იყო ორი კითხვა, რომელიც ჩემს პირად სქესობრივი ცხოვრების გამოცდილებას ეხებოდა. მინდა გაგახსენოთ ჩვენი პირველი შეხვედრისას შემუშავებული წესები, რომელთა თანახმადაც, ჩვენ არ ვსაუბრობთ პირად გამოცდილებებზე. მე მინდა რომ ყველა თქვენგანმა დაიცვას ეს წესი, ანონიმური კითხვების დასმის დროსაც.“
  • განმარტეთ სიტყვები, მათ შორის ჟარგონები და შემდგომში გამოიყენეთ სწორი ტერმინები. მაგალითად, თუ მოსწავლის მიერ დასმული კითხვა ჟღერს ასე „რას ნიშნავს ჰომოსექსუალი?“, თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ შემდგნაირად: „ჰომოსექსუალი“ დისკრიმინაციის შემცველი ტერმინია რომელიც იმ ადამიანების მისამართით გამოიყენება, რომლებსაც რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა გააჩნიათ მათივე სქესის წარმომადგენლების მიმართ“.
  • კითხვებს გაეცით კონკრეტული, ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული პასუხები; თქვენი პასუხების შინაარსი და ფორმა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს.
  • ყველა კითხვა, მათ შორის ყველაზე მოულოდნელი კითხვებიც, პასუხს მოითხოვს. კითხვები უმიზეზოდ არ ჩნდება. კითხვის ავტორის მიზანია ინფორმაციის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რამდენად მოულოდნელადაც არ უნდა ჟღედეს იგი თქვენთვის.
  • არ არის საჭირო იმაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება, რაც კითხვაში მოიაზრება; არც კითხვის გავრცობაა რეკომენდებული.

მოსწავლეების მიერ ფურცლებზე დაწერილი კითხვები, როგორც წესი, შესაძლებელია დაჯგუფდეს ოთხ ძირითად კატეგორიად, ეს კატეგორიებია:

  • ინფორმაციის მიღების მიზნით დასმული კითხვები
  • “განსაკუთრებული ხომ არ ვარ?“ კითხვები
  • კითხვები, რომლებიც ნებართვის ძიებას შეიცავს
  • მოულოდნელი კითხვები