აქტივობა -ვინ ვარ მე? (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი:
ნაბიჯი 1. მოსწავლეებს შეახსენეთ ჯგუფში მუშაობის წესები
ნაბიჯი 2. მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
ნაბიჯი 3. მოსწავლეები ქმნიან ინდივიდუალურ პორტრეტებს
მოსწავლეებს დაურიგეთ თაბახის ფურცლები (დანარჩენი მასალა შეიძლება იყოს ჯგუფზე) მიეცით ინსტრუქცია : მათ მასალების/ან ფლომასტერების გამოყენებით უნდა შექმნან კოლაჟი/ნახატი ,რომელიც დანარჩენ მონაწილეებს დაეხმარება , რომ შეექმნათ წარმოდგენა მათ შესახებ (რა ინტერესები აქვთ, რის კეთება უყვართ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და ა .შ.)
ნაბიჯი 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ წარუდგინონ საკუთარი ნამუშევარი ჯგუფს, მაგრამ თითოეული საუბრობს არა უმეტეს ორი წუთი.
ნაბიჯი 5. მას შემდეგ რაც ჯგუფში ყველა დაასრულებს საკუთარი ნამუშევრის წარდგენას შეეცადონ იპოვონ საერთო (მაგ: სურვილი, მისწრაფება, რის კეთება უყვართ და ა.შ) და შექმნან საერთო სქემა
ნაბიჯი 6. საბოლოო ეტაპზე ხდება ჯგუფების გაერთიანება და მსჯელობა.
კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის
პედაგოგმა შეიძლება მონაწილეებს დაუსვას შემდეგი შეკითხვა, მაგ:
- გაუადვილდათ/გაუჭირდა თუ არა სურათის დახატვა ,რატომ?
- ადვილად/ძნელად იპოვეს რაიმე საერთო? რატომ?
- დაასახელეთ რა გაქვთ საერთო?
- დაგეხმარათ თუ არა ეს სავარჯიშო სხვა კუთხით დაგენახათ /ან გაგეცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები
კითხვების ყუთი
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
ქტივობა აღწერე საკუთარი თავი (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი.
ნაბიჯი 1. დაურიგეთ დასარიგებელი მასალა თითოეულ მონაწილეს
ნაბიჯი 2. სთხოვეთ, რომ შეავსონ მაქსიმალურად გულწრფელად.
ნაბიჯი3. შესთავაზეთ, რომ განიხილონ საკუთარი პასუხები მცირე ჯგუფებში
ნაბიჯი 4. სთხოვეთ, ისაუბრონ რას გრძნობენ, როცა სხვებს გაანდეს ინფორმაცია საკუთრი თავის შესახებ.
ნაბიჯი 5. მთელ ჯგუფთან იმსჯელეთ თუ რა ისწავლეს პირადი ინფორმაციის სხვისთვის გაზიარების კუთხით
დანართი აქტივობისთვის- აღწერე საკუთარი თავი (ინდივიდუალურად დასარიგებელი)
მე ————————-
მხიარული ————————
შემიძლია მოსმენა ——————
მორცხვი ————————
თავდაჯერებული ————————
კეთილი ————————
ჯანმრთელი ————————
სიმპათიური ————————
გულუხვი ———————–
მგრნობიარე სხვისი გაჭირვების მიმართ ———————
კარგად ვცურავ ———————
ჩემ თავში ყველაზე მეტად მომწონს ——————–
ჩემ თავში ნაკლებად ——————–
მინდა უკეთესად გამომდიოდეს ——————-
როგორ ვისწავლო /ან გავაკეთო ——————–
აქტივობა: ყველა ადამიანი უნიკალურია (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა მასწავლებელმა განახორციელოს რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი.
ნაბიჯი 1. მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
ნაბიჯი 2. თითოეული ჯგუფი მუშაობს დავალებაზე- ჩამოთვალონ(ჩამოწერონ)ცვლილებები რომელსაც ადამიანები განიცდიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (მაგ: 0-დან 5 წლამდე; 5-დამ 10-მდე;11-დან -14 წლამდე; 15-დან -20 წლამდე), რ ფიზიკური ,ემოციური და ინტელექტუალური კუთხით .
ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც ჯგუფები ჩამოწერენ თავიანთ ვარაუდს ცვლილებებთან დაკავშირებით, დაურიგეთ მასალა „ყველა ადამიანი უნიკალურია“ და ჯგუფებმა უპასუხონ შეკითხვებს.
გაკვეთილის შეჯამება
შეჯამების ეტაპზე მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:
- თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას თუ რა ცვლილებები ჩამოთვალეს/ჩამოწერეს და აუცილებლად გამოთქვამენ მოსაზრებას. მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილებინოს ემოციური ,ინტელექტუალური და ფიზიკური ცვლილებების კუთხით .
- „თვითშეგრძნებებზე “საუბრის და მსჯელობის დროს თხოვეთ მონაწილეებს გამოთქვან მოსაზრება როგორ შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს გადალახონ უარყოფითი ან ნეგატიური ემოციები.
- მიუთითეთ, რომ ფოტო აფიქსირებს რაღაც გარკვეულ მომენტს, ხოლო ადამიანები აგრძელებენ ცვლილებებს .შეეკითხეთ როგორ წარმოუდგენიათ ცვლილებები რომელსაც ისინი განიცდიან ამ ეტაპზე.
აქტივობა სიუჟეტის (ქეისის) განხილვა (დრო 50 -60 წთ)
ნაბიჯი 1. მასწავლებელი მცირე ლექციით მოსწავლეებს აცნობს, თუ რას გულისხმობს -ტერმინი ფასეულობა/ღირებულებები.
ნაბიჯი 2. მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგდებათ სიუჟეტი „ისტორია ალიგატორების მდინარის შესახებ“
ნაბიჯი3. მოსწავლეები ჯგუფებში კითხულობენ სიუჟეტს და აფასებენ პერსონაჟების ქმედებებს ხუთბალიანი შკალით: ის ვინც ყველაზე მეტად მოწონთ 5 ქულა, ყველაზე ნაკლებად 1 ქულა . (მთავარია ,რომ შეფასებები უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეთა მიერ შემუშავებულ შეფასების კრიტერიუმებს)
ნაბიჯი 4. მას შემდეგ რაც მონაწილეები ინდივიდუალურად დაასრულებენ შეფასებას, მასწავლებელი სთხოვს განიხილონ ჯგუფებში შეფასებები და გააკეთონ ერთი საერთო შეფასება. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას როგორ ახერხებენ ისინი საერთო შეთანხმების მიღწევას.
გაკვეთილის შეჯამება
დასკვნების გამოტანა-სავარჯიშოს გაანალიზება
- კითხეთ მოსწავლეებს მიაღწიეს თუ არა მათ შეთანხმებას თუ მიაღწიეს როგორ ?
- რტომ იყო შეთანხმება ზოგიერთი ჯგუფისათვის იოლი ან ძნელი.
- რა წარმოადგენდა ჯგუფის მიზანს პირადი მიზნების ,პირადი პრიორიტეტების შენარჩუნება თუ პრიორიტეტის შეცვლა და შეთანხმება.
დასკვნით ფაზაზე ჩაატარეთ დისკუსია -ვინ როგორ და რატომ შეაფასა პერსონაჟები.
აუცილებელია დააფიქსიროთ, რომ თითოეულის აზრი არის ანგარიშგასაწევი და რომ ეს სავარჯიშო მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს მათ (მოსწავლეებს) გაანალიზონ როგორ ხდება ჯგუფში საერთო ღირებულებებზე შეთანხმება
დანართი ალიგატორების მდინარე
სახელები ანდრეა; კრისტი; მირიანი; ბოგდანი; მირჩა
ანდრეას სურს ბოგდანთან მისვლა ,ვინაიდან მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მან უნდა გადალახოს ალიგატორებით სავსე მდინარე. დახმარებისთვის ის მიმართავს მეზღვაურ კრისტის, რომელსაც აქვს ნავი, მაგრამ კრისტი პირობას წამოუყენებს, ის გადაიყვანს იმ შემთხვევაში თუ ის მასთან დაწვება, გოგონა ძალიან შეფიქრიანდა და სხვადასხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო. ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო დახმარებისათვის მირიანისათვის მიემართა და ეთხოვა დახმარება, მაგრამ მირიანმა უპასუხა ,რომ ეს მისი პრობლემაა და არ აპირებს ჩაერიოს. ანდრეამ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა და დათანხმდა კრისტის წინადადებას. მეორე ნაპირზე გადასულმა კი გულახდილად მოუყვა ბოგდანს თუ რა გადახდა თავს და ეს იმიტომ გააკეთა ,რომ ძალიან უნდოდა ბოგდანის ნახვა. ბოგდანმა მოუსმინა და ძალიან ცივად უთხრა ,რომ მისი დანახვაც კი აღარ უნდოდა.
შეყვარებულების ამ კამათს შეესწრო მირჩა ,ის ეუბნებოდა ბოგდანს ,რომ მას ნამდვილი სიყვარულით არ უყვარს ანდრეა, რადგან არ უნდა გაიგოს თუ რატომ ჩაიდინა მან ეს საქციელი. მირჩამ ასევე უთხრა ბოგდანს ,რომ ის მზადაა ცოლად შეირთოს ანდრეა, რადგან ის ძალიან კარგი გოგოა. გარკვეული ხნის შემდეგ ისინი ქორწინდებიან.
კარგი იქნება ქართულ კონტექსტს თუ მოვარგებთ ქეისს. ქართული სახელები შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე ალიგატორების ნაცვლად რამე ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული საფრთხე დავუსახოთ.
აქტივობა -ვინ ვარ მე? (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი:
ნაბიჯი 1. მოსწავლეებს შეახსენეთ ჯგუფში მუშაობის წესები
ნაბიჯი 2. მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
ნაბიჯი 3. მოსწავლეები ქმნიან ინდივიდუალურ პორტრეტებს
მოსწავლეებს დაურიგეთ თაბახის ფურცლები (დანარჩენი მასალა შეიძლება იყოს ჯგუფზე) მიეცით ინსტრუქცია : მათ მასალების/ან ფლომასტერების გამოყენებით უნდა შექმნან კოლაჟი/ნახატი ,რომელიც დანარჩენ მონაწილეებს დაეხმარება , რომ შეექმნათ წარმოდგენა მათ შესახებ (რა ინტერესები აქვთ, რის კეთება უყვართ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და ა .შ.)
ნაბიჯი 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ წარუდგინონ საკუთარი ნამუშევარი ჯგუფს, მაგრამ თითოეული საუბრობს არა უმეტეს ორი წუთი.
ნაბიჯი 5. მას შემდეგ რაც ჯგუფში ყველა დაასრულებს საკუთარი ნამუშევრის წარდგენას შეეცადონ იპოვონ საერთო (მაგ: სურვილი, მისწრაფება, რის კეთება უყვართ და ა.შ) და შექმნან საერთო სქემა
ნაბიჯი 6. საბოლოო ეტაპზე ხდება ჯგუფების გაერთიანება და მსჯელობა.
კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის
პედაგოგმა შეიძლება მონაწილეებს დაუსვას შემდეგი შეკითხვა, მაგ:
- გაუადვილდათ/გაუჭირდა თუ არა სურათის დახატვა ,რატომ?
- ადვილად/ძნელად იპოვეს რაიმე საერთო? რატომ?
- დაასახელეთ რა გაქვთ საერთო?
- დაგეხმარათ თუ არა ეს სავარჯიშო სხვა კუთხით დაგენახათ /ან გაგეცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები
კითხვების ყუთი
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
როგორი ვიქნები მე
- ამოჭერით ჟურნალებიდან ის სურათები ან სიტყვები, რომლებიც თქვენს ინტერესებს ასახავს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შინიდან მოტანილი სურათები და გამოსახულებები.
- დააწებეთ სურათები და სიტყვები ამ ფურცელზე ისე, რომ შექმნათ კოლაჟი.
- თქვენი სახელი და გვარი ფურცლის უკანა მხარეს დაწერეთ.
- დასრულებული კოლაჟი გამოიფინება საკლასო ოთახში.
ვ. „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“ (5 წთ. გაკვეთილის მსვლელობისას; 30 წთ. საშინაო დავალების შესასრულებლად; 5 წთ. შემდგომი გაკვეთილის მსვლელობისას)
მოსწავლეები იწყებენ იმ დამხმარე ქსელის შექმნას რომელიც მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
- მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებს ეძლევათ შესავსებად, საშინაო დავალების სახით.
- აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ ინტერვიუ ნებისმიერი პირისგან აიღონ, ვისიც მათ სჯერათ და ვისაც ენდობიან.
- აღნიშნული დავალების განხილვა უნდა მოხდეს შემდეგ გაკვეთილზე.
კითხვების ყუთი (10 წთ.)
მოსწავლეებს აუხსენით რისთვის არის საჭირო კითხვების ყუთი. ყოველ გაკვეთილზე სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში; ან შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს მოიფიქრონ კითხვები, რომლებსაც შემდეგ გაკვეთილზე დასვამენ.
რისკების შეფასება
მოსწავლეები განსაზღვრავენ თუ რა შემთხვევებში იზრდება სისხლის გზით გადამდები ინფექციებით დაავადების რისკი.
- მოათავსეთ ბარათები „სისხლის გზით გადამდები ინფექციები – რისკ ფაქტორები“ ყუთში.
- დაფაზე დაწერეთ ორი ფრაზა: „რისკ-ფაქტორია“ და „არ არის რისკ-ფაქტორი“ – სათაურების სახით.
- სთხოვეთ მოსწავლეებს რიგ-რიგობით მივიდნენ ყუთთან, ამოიღონ თითო ბარათი და ხმამაღლა წაიკითხონ ის რაც ბარათზე წერია.
- მოსწავლეები ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, რომელი სათაურის ქვეშ განათავსონ მოცემული ბარათი. ბარათი უნდა მოთავსდეს შესაბამისი სათაურის ქვეშ, ქვევით მოცემული პასუხების მიხედვით:
სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკ-ფაქტორებია:
- ერთი სამედიცინო შპრიცით სარგებლობა;
- სხვადასხვა ადამიანის სისხლის შერევა;
- სქესობრივი კავშირები;
- დამცავი ხელთათმანების გარეშე იმ პირის დახმარება, რომელსაც სისხლი სდის;
- სისხლის გზით გადამდები ინფექციის მატარებელი ორსულისაგან ბავშვზე გადაცემა;
- პირსინგის ან ტატუს გაკეთება.
სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკ-ფაქტორები არ არის:
- საუბარი, ხელის ჩამორთმევა, საკვების მირთმევა ან ერთ სივრცეში ყოფნა იმ ადამიანთან, რომელიც სისხლის გზით გადამდები ინფექციით არის დაავადებული;
- მხრებზე მოხვევა, შეხება ან კოცნა;
- დანა-ჩანგალი, კოვზები, ჭიქები ან საკვები;
- საწოლის თეთრეული ან პირსახოცი;
- ხველა ან ცემინება;
- მწერებისა ან ცხოველების ნაკბენი;
- საზოგადოებრივი საცურაო აუზით სარგებლობა;
- საზოგადოებრივი ტუალეტით ან საასმელი წყლის შადრევნით სარგებლობა;
- ხალხით გადატვირთულ ლიფტში მგზავრობა;
- სისხლის ჩაბარება;
- ვაქცინაცია.
აქტივობის შედეგად მოსწავლეების მიერ ათვისებული ცოდნის შეჯამებისათვის დაუსვით მათ შემდეგი კითხვები:
- რას უკავშირდება და საიდან ჩნდება მითები სისხლის გზით გადამდები ინფექციების შესახებ?
- რომელია საუკეთესო გზა სისხლის გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად?
აქტივობა „ჩემი პირადი ცხოვრების ხაზი“ (40 წთ.)
მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი ცხოვრების მიზნებს და გადაწყვეტილებებს და ადგენენ, თუ რა ზემოქმედებას იქონიებს სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყება მათ გეგმებზე.
- დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები „ჩემი პირადი ცხოვრების ხაზი“.
- სთხოვეთ მოსწავლეებს ვერტიკალური ხაზის ქვედა ნაწილში დაწერონ ის წელი, რომელიც ახლა დგას, ხოლო ამავე ხაზის ზედა ნაწილში ის წელი მიუთითონ, რა წელსაც ისინი 30 წლის გახდებიან.
- სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი ასაკი მიუთითონ ამ ვერტიკალური ხაზის ქვედა ნაწილში.
- შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს ვერტიკალურ ხაზზე დაიტანონ აღნიშვნები:
ა) ასაკი, როდესაც მათ სურთ მუშაობის დაწყება. სთხოვეთ მათ მიუთითონ რა სფეროში და რა სამუშაოს დაწყება სურთ.
ბ) ასაკი, როდესაც მათ სურთ ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყება პარტნიორთან ერთად. სთხოვეთ მათ აღნიშნონ ეს ასაკი, როგორც „ქორწინება“ ან „მყარი ურთიერთობა“.
გ) ასაკი, როდესაც მათ სურთ პირველად გახდნენ მშობელი. აღნიშვნის გვერდზე მიუთითონ თავისი ასაკი და ასევე ბავშვების რაოდენობა, ანუ რამდენი შვილი უნდათ რომ ჰყავდეთ. თუ რომელიმე მოსწავლე არ გეგმავს იყოლიოს შვილები, სთხოვეთ მას, შესაბამის ასაკთან მიუთითოს „შვილები არა“.
დ) ასაკი, როდესაც ისინი გეგმავენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდეთ (მაგალითად, უნივერსიტეტის დამთავრება, მნიშვნელოვანი მოგზაურობა და ა.შ.).
ე) და ნებისმიერი ასაკი, რომელიც მათი ცხოვრების ხაზზე რაიმე სხვა მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.
დ. დასკვნითი განხილვა (10-15 წთ.)
მოსწავლეები განიხილავენ საკუთარ გადაწყვეტილებებს აბსტინენციასთან და სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების გადადებასთან დაკავშირებით.
- თუ არჩევანს აბსტინენციაზე გააკეთებთ, როგორ უზრუნველყოფთ საკუთარი გადაწყვეტილების დაცვას?
- რა პერიოდულობით აპირებთ გადახედოთ თქვენს არჩევანს აბსტინენციასთან და მასზე არჩევანის გაკეთების მიზეზებთან დაკავშირებით? რატომ?
- თუ არჩევანს აბსტინენციაზე გააკეთებთ, როდის და რა გარემოებების გამო შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას?
- თუ გადაწყვეტთ, რომ აბსტინენცია თქვენთვის აღარ არის მისაღები, რა მეთოდს აირჩევთ საკუთარი თავის დასაცავად?