საგაკვეთილო გეგმები

წინამდებარე ნაწილში წარმოდგენილია საგაკვეთილო გეგმები მეოთხედან მეათე კლასის მოსწავლეებისათვის. თითოეული კლასის პროგრამა განაწილებულია ცალ-ცალკე ქვეთავში. განთავსებული ინფორმაცია შეიცავს რეკომენდაციებს თუ როგორ, როდის და რა ფორმატში უნდა ვესაუბროთ მოსწავლეს სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ. სავარჯიშოებისა და მაგალითების დახმარებით კი ილუსტრირებულია მეთოდები, რომლებიც ეფექტური იქნება ამ კუთხით. თითოეული მათგანის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმატებული სწავლების პრაქტიკის დანერგვა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში.