სწავლის შედეგი: მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საკუთარი თავი და შეგრძნებები,მოუსმინოს სხვას და დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობები.
მასალა: თაბახის ფურცლები; ფლიფჩარტი; წებო; მაკრატელი; კალმისტარი და ფლომასტრები, ფერადი ქაღალდები (შესაძლებელია ილუსტრაციები ,ჟურნალების გარეკანი და სხვა).
შესავალი:
გაკვეთილის მიზანია: მეცადინეობის დროს მოსწავლეებმა ისწავლონ,როგორ შეიძლება გახსნილად,შეუბოჭავად იურთიერთონ ერთმანეთთან.შეისწავლონ სტრატეგიები როგორ შეუძლიათ გაიგონ მეტი საკუთარი თავის და სხვების შესახებ.როგორ შეუძლიათ შემოქმედებითად (მხტვრულად) წარმოაჩინონ თავი.შეაფასონ და აღიმაღლონ რწმენა საკუთარი თავის მიმართ.განივითარონ სხვისი მოსმენისა და მხარდაჭერის უნარი.
აქტივობა -ვინ ვარ მე? (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი:
ნაბიჯი 1. მოსწავლეებს შეახსენეთ ჯგუფში მუშაობის წესები
ნაბიჯი 2. მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
ნაბიჯი 3. მოსწავლეები ქმნიან ინდივიდუალურ პორტრეტებს
მოსწავლეებს დაურიგეთ თაბახის ფურცლები (დანარჩენი მასალა შეიძლება იყოს ჯგუფზე) მიეცით ინსტრუქცია : მათ მასალების/ან ფლომასტერების გამოყენებით უნდა შექმნან კოლაჟი/ნახატი ,რომელიც დანარჩენ მონაწილეებს დაეხმარება , რომ შეექმნათ წარმოდგენა მათ შესახებ (რა ინტერესები აქვთ, რის კეთება უყვართ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და ა .შ.)
ნაბიჯი 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ წარუდგინონ საკუთარი ნამუშევარი ჯგუფს, მაგრამ თითოეული საუბრობს არა უმეტეს ორი წუთი.
ნაბიჯი 5. მას შემდეგ რაც ჯგუფში ყველა დაასრულებს საკუთარი ნამუშევრის წარდგენას შეეცადონ იპოვონ საერთო (მაგ: სურვილი, მისწრაფება, რის კეთება უყვართ და ა.შ) და შექმნან საერთო სქემა
ნაბიჯი 6. საბოლოო ეტაპზე ხდება ჯგუფების გაერთიანება და მსჯელობა.
კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის
პედაგოგმა შეიძლება მონაწილეებს დაუსვას შემდეგი შეკითხვა, მაგ:
- გაუადვილდათ/გაუჭირდა თუ არა სურათის დახატვა ,რატომ?
- ადვილად/ძნელად იპოვეს რაიმე საერთო? რატომ?
- დაასახელეთ რა გაქვთ საერთო?
- დაგეხმარათ თუ არა ეს სავარჯიშო სხვა კუთხით დაგენახათ /ან გაგეცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები
კითხვების ყუთი
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
- რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
- რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება|
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა
უნარები:
- მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სხვისი მოსმენა
- ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
ე. ჯგუფური განხილვა (10 წთ.)
მოსწავლეები ცდილობენ სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი იმ ცვლილებების დახარისხებას, რომლებიც მათ მიერ შედეგენილ ჩამონათვალშია შესული.
მოსწავლეების მიერ განსახილველი საკითხები მოიცავს შემდეგს:
- მოსწავლეების მიერ შედგენილ ორ ჩამონათვალში, რომლებიც ზრდასთან დაკავშირებულ დადებით ასპექტებსა და ზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, არის ისეთი ასპექტი შეტანილი, რომლის გადატანაც ადამიანს არ უწევს მოზარდობის პერიოდში?
– მაგალითად, მოსწავლეების მიერ ჩამონათვალში შესაძლებელია შეტანილი იყოს შემდეგი ტიპის წინადადება „გოგონები უფრო ადრეულ ასაკში არიან მომწიფებული, ვიდრე ბიჭები“. ეს მითია. გოგნებში შესაძლოა სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები უფრო ადრეულ ასაკში დაიწყოს ვიდრე ბიჭებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გოგოები უფრო მომწიფებული არიან ვიდრე ბიჭები. - რატომ განვიცდით აღნიშნულ ცვლილებებს?
– სქესობრივი მომწიფების პერიოდს ყველა ადამიანი გადის.
– ბავშვობის ასაკიდან მოზარდობის ასაკში გარდამავალ პერიოდს სქესობრივი მომწიფების პერიოდს უწოდებენ. პირებს, რომლებიც ამ პერიოდს გადიან „მოზარდები“ ეწოდებათ. - რატომ არის ზოგი ცვლილება რთული და ზოგი სასიამოვნო?
– ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ცვლილებებზე. ზოგიერთი ცვლილება შესაძლებელია მიჩნეული იქნას როგორც სასიამოვნო და იმავდროულად რთულიც. ცვლილებების აღქმა აბსოლუტურად ინდივიდუალურია.
– რთული ცვლილება (რომლებიც მოსწავლეების მიერ იქნა იდენტიფიცირებული) არ არის აუცილებელი პრობლემას წარმოადგენდეს. არსებობს ცვლილებებთან შეგუების სხვადასხვა გზები, რომლებიც მოსწავლეებმა შემდეგი კითხვის პასუხად უნდა განიხილონ. - რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცვლილებასთან შეგუება უმტკივნეულოდ მოხდეს?
– გაამახვილეთ ყურადღება მოსწავლეთა ძლიერ მხარეებზე. ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხეთ მოსწავლეები და სთხოვეთ მათ დაასახელონ ის, რაც მათ კარგად გამოსდით (კომუნიკაცია, საკუთარი თავის დაცვა, დამოუკიდებლად მოქმედება) და რაც მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. დაეხმარეთ მოსწავლეებს განსაზღვრონ ის პირები და ინსტიტუტები (მაგ. ოჯახი, სკოლა, საზოგადოების წევრები) სადაც ისინი შეძლებენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე რჩევების მიღებას და საჭირო დახმარებისა თუ მხარდაჭერის მიღებას.
ვ. „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“ (5 წთ. გაკვეთილის მსვლელობისას; 30 წთ. საშინაო დავალების შესასრულებლად; 5 წთ. შემდგომი გაკვეთილის მსვლელობისას)
მოსწავლეები იწყებენ იმ დამხმარე ქსელის შექმნას რომელიც მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
- მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებს ეძლევათ შესავსებად, საშინაო დავალების სახით.
- აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ ინტერვიუ ნებისმიერი პირისგან აიღონ, ვისიც მათ სჯერათ და ვისაც ენდობიან.
- აღნიშნული დავალების განხილვა უნდა მოხდეს შემდეგ გაკვეთილზე.
კითხვების ყუთი (10 წთ.)
მოსწავლეებს აუხსენით რისთვის არის საჭირო კითხვების ყუთი. ყოველ გაკვეთილზე სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში; ან შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს მოიფიქრონ კითხვები, რომლებსაც შემდეგ გაკვეთილზე დასვამენ.
საშიანო დავალება
მოსწავლეები ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელს „ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- იმ სხვადასხვა ცვლილებების დასახელება, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
- იმ ცვლილებებთან გამკლავების გზების აღწერა, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება?
- იმ პირებისა და ინსტიტუტების იდენტიფიცირება, რომლებსაც მათ შეუძლიათ მიმართონ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე?
უნარები:
- ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხვისას დაესახელებინათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები?
- მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ადგილი ექნება ცვლილებებს?
- გაეცნობიერებინათ, რომ ცვლილებები სქესობრივი მომწიფების პროცესის ნაწილს წარმოადგენს?
- კომფორტულად ეგრძნოთ თავი სქესობრივ საკითხებზე მსჯელობისას?