1.ოჯახი
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მსოფლიოს მასშტაბით მრავალი განსხვავებული ტიპის ოჯახი არსებობს
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> აღწეროს სხვადასხვა ტიპის ოჯახები (მაგალითად, ორი მშობლით წარმოდგენილი ოჯახი, ერთი მშობლით წარმოდგენილი ოჯახი, – მეურვის მზუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, გაფართოებული ოჯახი, (ცოდნა);
> გამოხატოს პატივისცემა სხვადასხვა ტიპის ოჯახების მიმართ (დამოკიდებულება);
> რეალურ სიტუაციაში შეუძლია სხვადასხვა ტიპის ოჯახების მიმართ პატივისცემის გამოხატვა (უნარი).
ძირითადი თემა: ოჯახის წევრებს სხვადასხვა საჭიროებები და როლები გააჩნიათ
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
აღწეროს ოჯახის წევრების სხვადასხვა საჭიროებები და როლები და პასუხისმგებლობები მოახდინოს მათი იდენტიფიცირება (ცოდნა);
> დააფასოს ოჯახის წევრების მხრიდან, ერთმანეთისადმი სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილი ზრუნვა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ზოგჯერ მათ არ ჰქონდეთ ამის სურვილი ან შესაძლებლობა (დამოკიდებულება);
> ოჯახის წევრების წინაშე წარმოაჩინოს საკუთარი როლი და სჭიროებები (უნარი).
ძირითადი თემა: გენდერული უთანასწორობა ხშირად აისახება ოჯახის წევრების როლსა და პასუხისმგებლობებში
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> ჩამოთვალოს/აღწეროს ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლებსა და პასუხისმგებლობებს შორის სხვაობები (ცოდნა);
> აღწეროს, თუ რა ზემოქმედება შეიძლება იქონიოს გენდერულმა უთანასწორობამ, ოჯახის წევრების როლებსა და პასუხიმგებლობებზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული უთანასწორობა გავლენას ახდენს ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე (დამოკიდებულება);
> რეალურ სიტუაციაში საკუთარი ქმედებით გამოხატავს დამოკიდებულებას ოჯახის წევრთა როლებსა და პასუხისმგებლობებზე (უნარი).
ძირითადი თემა: ოჯახის წევრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვებისათვის ღირებულებების სწავლების თვალსაზრისით
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს, რას ნიშნავს ღირებულებები (ცოდნა);
> ჩამოთვალოს ღირებულებები, რომლებიც მას და მის ოჯახის წევრებს გააჩნიათ (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ოჯახის წევრების ღირებულებები გავლენას ახდენს ბავშვების ღირებულებების ჩამოყალიბებაზე (დამოკიდებულება);
> რეალურ სიტუაციებში იმოქმედოს ოჯახის და პირადი ღირებულებების შესაბამისად (უნარი)
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მშობლები/მეურვეები და ოჯახის სხვა წევრები ეხმარებიან ბავშვებს ღირებულებების გაცნობიერება/შეძენაში, მხარს უჭერენ ბავშვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თემის ფარგლებში მოსწავლე შეუძლია
> აღწეროს, თუ როგორ უზრუნველყოფენ მშობლები/მეურვეები და ოჯახის სხვა წევრები ბავშვების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ მშობლები/მეურვეები და ოჯახის სხვა წევრები ეხმარებიან/მხარს უჭერენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ბავშვები იღებენ (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოჯახის ღირებულებებს და მხადაჭერის მნიშვნელობას.
ძირითადი თემა: ოჯახის წევრებს შეუძლიათ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებით
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> ოჯახის სხვადასხვა წევრების როლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების იდენტიფიცირება (ცოდნა);
> ჩამოთვალოს ის გზები, რომლებითაც შესაძლებელია ოჯახებმა ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას, ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების საშუალებით (ცოდნა);
> გააცნობიეროს / აღიაროს რომ ოჯახის ყველა წევრს შეუძლია ოჯახის ფარგლებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა (დამოკიდებულება);
> საკუთარი ქმედებით გამოხატოს მხარდაჭერა ოჯახის ფარგლებში როლებისა და პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებ-აში (უნარი).
ძირითადი თემა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს ოჯახის სტრუქტურაზე, შესაძლებლობებსა და ოჯახის წევრებს შორის მოვალეობების გადანაწილებაზე
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> აღწეროს, თუ როგორ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ზემოქმედება იქონიოს ოჯახის წევრებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს ოჯახის ფუნქციონირებაზე (დამოკიდებულება);
> გამოხატოს თანაგრძნობა/მხარდაჭერა იმ ოჯახების მიმართ, რომელთა წევრსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ასაკის მატება გულისხმობს საკუთარ თავსა და სხვებზე პასუხისმგებლობის აღებას
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> მოახდინოს იდენტიფიცირება და გაანალიზოს ასაკის მატების პარალელურად გაჩენილი პასუხისმგებლობები საკუთარი თავის და სხვების მიმართ (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფართოვდება და ოჯახის ფარგლებს სცდება მისი ურთიერთობები და პასუხისმგებლობები. (დამოკიდებულება);
> შეაფასოს ახალი ურთიერთობები და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობები (უნარი).
ძირითადი თემა: მშობლებსა/მეურვეებსა და ბავშვებს შორის კონფლიქტი და უთანხმოება ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში და აღნიშნული კონფლიქტები და უთანხმეობები, ჩვეულებრივ, მოგვარებას ექვემდებარება
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> ჩამოთვალოს იმ კონფლიქტებისა და უთანხმოებების მიზეზები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს მშობლებსა /მეურვეებსა და ბავშვებს შორის (ცოდნა);
> აღწეროს – გზები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მშობლებთან/მეურვეებთან წარმოშობილი კონფლიქტებისა და უთანხმეობების მოგვარება (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ მშობლებთან /მეურვეებთან კონფლიქტები და უთანხმოებები ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში და ისინი, ჩვეულებრივ, მოგვარებას ექვემდებარება (დამოკიდებულება);
> იყენებს სათანადო სტრატეგიებს- მშობლებთან/მეურვეებთან წარმოშობილი კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად (უნარი).
ძირითადი თემა: სიყვარული, თანამშრომლობა, გენდერული თანასწორობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია ოჯახის ჰარმონიულად ფუნქციონირებისა და ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობების შესანარჩუნებლად
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> აღწერს და ასაბუთებს ოჯახის ჰარმონიული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მახასიათებლებს;
> შეაფასოს და გაანალიზოს აღნიშნულ მახასიათებელთა როლი ოჯახის ჰარმონიულად ფუნქციონირებაში (უნარი);
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სექსუალურმა ურთიერთობებმა და ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებზე
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> შეაფასოს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ოჯახის წევრთა შორის გადანაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი ოჯახის დანარჩენ წევრებს მნიშვნელოვან და სენსიტიურ ინფორმაციას უმჟღავნებს (მაგალითად, იგი არის აივ-მატარებელი, შიდსით დაავადებული, ორსულად, აპირებს დაქორწინებას, უარს ამბობს ე.წ. გარიგებით ქორწინებაზე; სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ა.შ); – (ცოდნა);
> გაანალიზოს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ოჯახში მათი როლი და პასუხისმგებლობები, როდესაც ისინი ოჯახის წევრებს უმჟღავნებენ საკუთარ სექსუალურ ურთიერთობებთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (უნარი).
ძირითადი თემა: არსებობს სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ ახალგაზრდებმა და მათი ოჯახის წევრებმა, როდესაც ისინი საკუთარ სექსუალურ ურთიერთობებთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ოჯახის წევრებისათვის გაზიარების გამოწვევის წინაშე დგანან
თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:
> აღწეროს, თუ როგორ შეუძლიათ დედმამიშვილებს, მშობლებს/მეურვეებს და – ოჯახის სხვა წევრებს მხარდაჭერის აღმოჩენა, საკუთარი სექსუალურ ურთიერთობებისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციის გამჟავნების დროს.(ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ოჯახებს შეუძლიათ გამოწვევებთან გამკლავება, როდესაც მათი წევრები ერთმანეთის მხარდაჭერისათვის არიან მზად და პატივს სცემენ ერთმანეთს (დამოკიდებულება);
> მოიძიოს და ისარგებლოს ეფექტური და სანდო საზოგადოებრივი რესურსებით, რომლებიც სათანადოდ დაეხმარება მას ან მისი ოჯახის იმ წევრს, რომელიც შესაბამის დახმარებას საჭიროებს (უნარი).
2. მეგობრობა, სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობები
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: არსებობს სხვადასხვა სახის მეგობრობა
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას ნიშნავს მეგობარი (ცოდნა);
> დააფასოს მეგობრობა (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს, რომ მეგობრის არჩევა არ ხდება იმის მიხედვით, თუ რომელ სქესს განეკუთვნება იგი, არის თუ არა შსს და აქვს თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (დამოკიდებულება);
> დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები (უნარი).
ძირითადი თემა: მეგობრობა ემყარება ნდობას, გაზიარებას, პატივისცემას, თანაგრძნობას და სოლიდარობას
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს, თუ რას ემყარება მეგობრობა (მაგალითად, ნდობა, გაზიარება, პატივისცემა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა და სოლიდარობა) (ცოდნა);
> შესთავაზოს სხვას ნდობაზე, პატივისცემაზე, მხარდაჭერაზე, თანაგრძნობაზე, პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრობა (უნარი);
> გამოხატოს მეგობრისადმი ნდობა, პატივისცემა, გაგება და გაზიარების მზაობა (უნარი).
ძირითადი თემა: ურთიერთობები მოიცავს სხვადასხვა ტიპის სიყვარულს (მაგალითად, მეგობრებს შორის სიყვარული, მშობლებსა და შვილებს შორის სიყვარული, მშობლების ერთმანეთის მიმართ სიყვარული, რომანტიკულ პარტნიორებს შორის სიყვარული), სიყვარული სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გამოხატული
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ სიყვარული სხვადასხვა გზით შეიძლება იქნას გამოხატული (ცოდნა);
> განასხვავოს სხვადასხვა ტიპის სიყვარული, აღწეროს სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზა (ცოდნა);
> გამოხატოს სიყვარული (მაგალითად: მეგობრის, მშობლის მიმართ); (უნარი);
ძირითადი თემა: არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობები
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობების მახასიათებლები (ცოდნა);
> განმარტოს, რას გულისხმობს ჯანსაღი ურთიერთობა და რას გულისხმობს არაჯანსაღი ურთიერთობა (ცოდნა);
> უპირატესობა მიანიჭოს ჯანსაღ ურთიერთობებს მეგობრობაში (დამოკიდებულება);
> დაამყაროს და შეინარჩუნოს ჯანსაღი მეგობრობა (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მეგობრობა და სიყვარული ადამიანებს ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს მეგობრობისა და სიყვარულის დადებითი მხარეები (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ მეგობრობა და სიყვარული მას ეხმარება, იგრძნოს თავი კარგად; (დამოკიდებულება);
> გამოხატოს მეგობრობა და სიყვარული იმგვარად, რომ სხვას თავი კომფორტულად აგრძნობინოს (უნარი).
ძირითადი თემა: მას შემდეგ, რაც ბავშვები მოზარდობის ასაკში შედიან, მეგობრობა და სიყვარული განსხვავებულად შეიძლება იქნას გამოხატული
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს მეგობრობისა და სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზა (მაგალითად: ვერბალურად/წერილობით, ჟესტური ენით, რაიმე სიმბოლოს/საჩუქრის გადაცემით და სხვ.) (ცოდნა);
> გამოხატაოს სხვა პირისადმი მეგობრობაა და სიყვარული სხვადასხვა გზით (უნარი).
ძირითადი თემა: ურთიერთობაში უთანასწორობა უარყოფითად აისახება პიროვნულ ურთიერთობებზე
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, თუ როგორ აზიანებს პიროვნულ ურთიერთობებს უთანასწორობა (მაგალითად: ასაკობრივი უთანასწორობა, უთანასწორობა ეკონომიკური სტატუსისა და ძალაუფლების ნიშნით, გენდერული უთანასწორობა (ცოდნა);
> გააანალიზოს, თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ადამიანებს შორის როლების თანაბარი გადანაწილება (ცოდნა);
> აღიაროს, რომ ჯანსაღი ურთიერთობები დამოკიდებულია ამ ურთიერთობებში თანასწორობის დაცვაზე (დამოკიდებულება);
> დაამყაროს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა თანასწორობის პრინციპზე (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ურთიერთობაში უთანასწორობა უარყოფითად აისახება პიროვნულ ურთიერთობებზე
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, თუ როგორ აზიანებს პიროვნულ ურთიერთობებს უთანასწორობა. (მაგალითად, გენდერული უთანასწორობა, ასაკობრივი უთანასწორობა, უთანასწორობა ეკონომიკური სტატუსისა და ძალაუფლების ნიშნით) (ცოდნა);
> გააანალიზოს, თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ადამიანებს შორის როლების თანაბარი გადანაწილება (ცოდნა);
> აღიაროს, თუ რამდენად არის დამოკიდებული ჯანსაღი ურთიერთობები თანასწორობის დაცვაზე (დამოკიდებულება);
> შეასრულოს თანაბარი როლი ნებისმიერ ურთიერთობაში (უნარი).
ძირითადი თემა: არსებობს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა
მოსწავლე შეძლებს:
> განასხვავოს ერთმანეთისაგან სიყვარულთან, მეგობრობასთან, რომანტიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ემოციები;
> დასვას კითხვები ურთიერთობებში უთანასწორობისა და ძალთა არათანაბარი შეფარდების შემთხვევაში (უნარი);
> გააცნობიეროს, რომ უთანასწორობა აზიანებს ნებისმიერი სახის ურთიერთობებს (მაგალითად: მეგობრობას, სიყვარულს, რომანტიკულ ურთიერთობებს).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობები
მოსწავლე შეძლებს:
> შეადაროს ერთმანეთს ჯანსაღი და არაჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობების მახასიათებლები (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ რომანტიკული ურთიერთობები შესაძლებელია იყოს ჯანსაღი ან არაჯანსაღი (დამოკიდებულება);
> გამოხატოს თუ როგორ არის შესაძლებელი არაჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობებისაგან განრიდება (უნარი);
> მოახდინოს სანდო ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, რომელსაც მიმართავს დახმარებისთვის იმ შემთხვევაში, თუ არაჯანსაღ ურთიერთობაში აღმოჩნდება (უნარი).
ძირითადი თემა: ზრდასრულ ასაკში სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზა ჩნდება
მოსწავლე შეძლებს:
> აღიაროს რომ სქესობრივი ქცევა არ წარმოადგენს აუცილებელ ქცევას სიყვარულის გამოსახატავად დამოკიდებულება).
3. ტოლერანტობა, ჩართულობა და პატივისცემა
1.3 ტოლერანტობა, ჩართულობა და პატივისცემა
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ყველა ადამიანი უნიკალურია, შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში და აქვს უფლება სარგებლობდეს პატივისცემით
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს, რას ნიშნავს სხვებისადმი სამართლიანი, თანასწორობისა და ღირსების პრინციპებითა და პატივისცემით მოპყრობა (ცოდნა);
> იმ მაგალითების იდენტიფიცირებას, რომლებიც ასახავს გზებს, რომელთა საშუალებითაც ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საზოგადოებაში, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა (ცოდნა);
> ჩამოთვალოს, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს პირს, როდესაც მას უდიერად ეპყრობიან (დასცინიან) (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანი უნიკალური და ღირებულია და აქვს პატივისცემითა და ღირსეულად მოპყობით სარგებლობის უფლება (დამოკიდებულება);
> გამოხატოს ქცევა, რომელიც გულისხმობს ტოლერანტობას, სხვებისადმი პატივისცემასა და სხვების ჩართულობისადმი მზაობას (უნარი).სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია საზიანოა
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას გულისხმობს სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია და ახსნას, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მათ (ცოდნა);
> აღწეროს, რას გულისხმობს თვითსტიგმატიზაცია და აღწეროს მისი შედეგები (მაგალითად, დუმილი, უარი და საიდუმლოება) (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ არსებობს მექანიზმები, რომლებიც შექმნილია სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა დასახმარებლად (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობა, ჩართულობა და სხვების მიმართ პატივისცემის გამოჩენა (დამოკიდებულება);
> თანადგომა გამოავლინის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა მიმართ (უნარი).ძირითადი თემა: უპატივცემულობის გამოხატვასა და ზიანის მიყენებას გულისხმობს, სხვა პირის შეურაცხყოფა ან დაშინება, ადამიანის სოციალური, ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, წარმოშობის, სქესის ან სხვა განსხვავებების საფუძველზე
მოსწავლე შეძლებს:
> ახსნას, რას გულისხმობს შეურაცხყოფა და დაშინება (ცოდნა);
> აღწეროს, რატომ და როგორ გულისხმობს შეურაცხყოფა და დაშინება სხვების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვასა და მათთვის ზიანის მიყენებას (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველას პასუხისმგებლობას წარმოადგენს შეურაცხყოფისა და დაშინების წინააღმდეგ ხმის ამაღლება (დამოკიდებულება);
> გამოხატოს, თუ როგორ არის შესაძლებელი შეურაცხყოფისა და დაშინების წინააღმდეგ გალაშქრება (უნარი).სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: განსხვავებათა (მაგალითად, აივ- ინფიცირება, ორსულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკურობა, რასა, წარმომავლობა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ან სხვ.) საფუძველზე სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია ამ პირებისადმი უპატივცემულობის გამოხატვაა, მათი კეთილდღეობისათვის საზიანოა და არღვევს ადამიანის უფლებებს.
მოსწავლე შეძლებს:
> გაიხსენოს, რას გულისხმობს შემდეგი ცნებები: სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია, მიკერძოება, ცრურწმენა, შეუწყნარებლობა და საზოგადოებისაგან გარიყვა (ცოდნა);
> გააანალიზოს, თუ როგორ აისახება სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის შედეგები ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მათ უფლებებზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველას პასუხისმგებლობას წარმოადგენს სხვა პირების დაცვა სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციისაგან (დამოკიდებულება);
> დააფასოს ჩართულობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);
> ეძიოს დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად ხდება სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი (უნარი);
> გამოვიდეს ჩართულობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დასაცავად (უნარი).სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი) იგივეა, რაც 12-15 წლის ასაკისთვის
ძირითადი თემა: განსხვავებათა (მაგალითად, აივ-ინფიცირება, ორსულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკურობა, რასა, წარმომავლობა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ან სხვ.) საფუძველზე სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია ამ პირებისადმი უპატივცემულობის გამოხატვაა, მათი კეთილდღეობისათვის საზიანოა და არღვევს ადამიანის უფლებებს
მოსწავლე შეძლებს:
> გაიხსენოს, რას გულისხმობს შემდეგი ცნებები: სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია, მიკერძოება, ცრურწმენა, შეუწყნარებლობა და საზოგადოებისაგან გარიყვა (ცოდნა);
> გააანალიზოს სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის შედეგები ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მათ უფლებებზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველას პასუხისმგებლობას წარმოადგენს სხვა პირების დაცვა სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციისაგან (დამოკიდებულება);
> დააფასოს ჩართულობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);
> ეძიოს დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად ხდება სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი (უნარი);
> გამოვიდეს ჩართულობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დასაცავად (უნარი).4. ხანგრძლივი ურთიერთობები და მშობლის ინსტიტუტი
1.4 ხანგრძლივი ურთიერთობები და მშობლის ინსტიტუტი
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: არსებობს ოჯახის სხვადასხვა სტრუქტურა და ქორწინების სხვადასხვა ცნება
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> აღწეროს „ოჯახისა“ და „ქორწინების“ ცნებები (ცოდნა);
> ჩამოთვალოს ადამიანების ერთმანეთთან დაქორწინების გზები (მაგალითად, მომავალი მეუღლის არჩევა ან გარიგებით ქორწინება) (ცოდნა);
> გაიხსენოს, რომ ზოგიერთი ქორწინება დაშორებით, განქორწინებით ან ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილით სრულდება (ცოდნა);
> გააცნობიეროს რომ, მიიუხედავად იმისა, რომ ოჯახები ერთმანეთისაგან განსხვავდება სტრუქტურის თვალსაზრისით და ადამიანები ერთმანეთზე სხვადასხვა გზითქორწინდებიან, ყველა ოჯახი და ქორწინება ღირებულია (დამოკიდებულება).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინებები საზიანოა და ბევრ ქვეყანაში კანონით იკრძალება
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს, რას წარმოადგენს ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინება (ცოდნა);
> ჩამოთვალოს ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების უარყოფითი შედეგები იმ ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე, რომელთაც აღნიშნული ტიპის ქორწინება ეხება (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინება საზიანოა (დამოკიდებულება);
> მშობლის/ მეურვის ან სანდო ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვთა, ადრეული ან იძულებითი ქორწინების საფრთხის წინაშე დგას (უნარი).
ძირითადი თემა: ხანგრძლივი ურთიერთობები, ქორწინება და მშობლის ინსტიტუტი სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად აღიქმება, რასაც განაპირობებს საზოგადოება, რელიგია, კულტურა და კანონები
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> ჩამოთვალოს ხანგრძლივი ურთიერთობების, ქორწინებისა და მშობლის ინსტიტუტის ძირითადი მახასიათებლები (ცოდნა);
> აღწეროს ის გზები, რომლითაც კულტურა, რელიგია, საზოგადოება და კანონები ზემოქმედებს ხანგრძლივ ურთიერთობებზე, ქორწინებასა და მშობლის ინსტიტუტზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როდის დაქორწინდეს და ვისზე იქორწინოს (დამოკიდებულება);
> გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები ხანგრძლივ ურთიერთობებზე, ქორწინებასა და მშობლის ინსტიტუტზე (უნარი).
ძირითადი თემა: კულტურა და გენდერული როლები გავლენას ახდენს მშობლის ინსტიტუტზე
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> განიხილოს, თუ როგორ ახდენს გავლენას კულტურა და გენდერული როლები მშობლის ინსტიტუტზე (ცოდნა);
> გაანალიზოს საკუთარი ღირებულებები და შეხედულებები იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ქორწინება და ხანგრძლივი ურთიერთობები ბევრ პასუხისმგებლობას გულისხმობს
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> ჩამოაყალიბოს ის ძირითადი პასუხისმგებლობები, რომლებიც ქორწინებასა და ხანგრძლივ ურთიერთობებს უკავშირდება (ცოდნა);
> გაიხსენოს წარმატებული ქორწინებისა და ხანგრძლივი ურთიერთობების ძირითადი მახასიათებლები (ცოდნა);
> გააცნობიეროს ქორწინებისა და ხანგრძლივი ურთიერთობების ფარგლებში, სიყვარულის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და პატივისცემის მნიშვნელობა (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: ადამიანები მშობლები სხვადასხვა გზით ხდებიან და მშობლობა ბევრ სხვადასხვა პასუხისმგებლობას გულისხმობს
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> ჩამოთვალოს ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მშობლებს აკისრია (ცოდნა);
> შეადაროს ერთმანეთს ის სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები მშობლები ხდებიან (მაგალითად, დაგეგმილი და დაუგეგმავი ორსულობა, შვილად აყვანა, მეურვეობა, სამედიცინო ჩარევით დაორსულება ან სუროგაცია) (ცოდნა);
> დაამტკიცოს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე იყოლიოს თუ არა შვილები და როდის იყოლიოს შვილები, მათ შორის, და არა მხოლოდ, შშმ პირებსა და აივ სტატუსის მატარებელ პირებს (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: ადამიანები მშობლები სხვადასხვა გზით ხდებიან და მშობლობა ბევრ სხვადასხვა პასუხისმგებლობას გულისხმობს
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> ჩამოთვალოს ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მშობლებს აკისრია (ცოდნა);
> შეადაროს ერთმანეთს ის სხვადასხვა გზები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები მშობლები ხდებიან (მაგალითად, დაგეგმილი და დაუგეგმავი ორსულობა, შვილად აყვანა, მეურვეობა, სამედიცინო ჩარევით დაორსულება ან სუროგაცია) (ცოდნა);
> დაამტკიცოს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე იყოლიოს თუ არა შვილები და როდის იყოლიოს შვილები, მათ შორის, და არა მხოლოდ, შშმ პირებსა და აივ სტატუსის მატარებელ პირებს (დამოკიდებულება).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ქორწინებასა და ხანგრძლივ ურთიერთობებს აქვს დადებითი მხარეები და, ამავე დროს, გამოწვევებსაც უკავშირდება
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> შეაფასოს ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც ქორწინებასა და ხანგრძლივ ურთიერთობებს უკავშირდება;
> გააცნობიეროს რომ მშობელს აქვს უფლება განაგრძოს სწავლა, მიიღოს შემდგომი განათლება (დამოკიდებულება).
ძირითადი თემა: არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანების გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე იყოლიონ თუ არა შვილები, რატომ და როდის უნდა იყოლიონ შვილები
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> დაასახელოს სხვადასხვა მიზეზი იმისა თუ რატომ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას იყოლიონ შვილები ან არ იყოლიონ შვილები;
> აღიაროს, რომ ყველას შეუძლია იყოს მშობელი, მიუხედავად სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობისა და მიუხედავად იმისა აივ სტატუსის მატარებელია იგი თუ არა (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს, რომ ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია გააჩნდეს სურვილი იყოს მშობელი; ხოლო ზოგს – არა; ყველას არ შეუძლია გახდეს მშობელი; და ზოგიერთი ადამიანი მშობელი ხდება საკუთარი სურვილის გარეშე (დამოკიდებულება);
> კრიტიკულად შეაფასოს ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მათ საკუთარ მოსაზრებას იმის თაობაზე, უნდათ თუ არა იყოლიონ შვილები, რატომ და როდის უნდათ იყოლიონ შვილები (უნარი).
ძირითადი თემა: ბავშვებს სხვადასხვა საჭიროებები გააჩნიათ და ამ საჭიროებების დაკმაყოფილება მშობლების/მეურვეების პასუხისმგებლობაში შედის
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:
> ჩამოაყალიბოს ბავშვების ფიზიკური, ემოციური, ეკონომიკური, ჯანმრთელობასთან და განათლებასთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებები და ამ საჭიროებებთან ასოცირებული მშობლების პასუხისმგებლობები (ცოდნა);
> დაასახელოს, თუ როგორ შეიძლება აისახოს ბავშვების კეთილდღეობაზე პრობლემები ურთიერთობებში (ცოდნა);
> აღიქვას მშობლების ბავშვებთან ჯანსაღი დამოკიდებულების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);
> გაუზიაროს მშობლებს/მეურვეებს ინფორმაცია საკუთარი ფიზიკური, ემოციური, ეკონომიკური და განათლებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ (უნარი).