ღირებულებები, უფლებები, კულტურა და სექსუალობა

  • ღირებულებები და სექსუალობა

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
    ძირითადი თემაღირებულებები წარმოადგენს მტკიცე რწმენას, რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ოჯახებს ან საზოგადოებას გააჩნია მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით  

    თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს, რას ნიშნავს ღირებულებები (ცოდნა);

    >     მოახდინოს  მნიშვნელოვანი პიროვნული ღირებულებების ( მაგალითად: თანასწორობა, პატივისცემა, განსხვავებულის მიღებისადმი მზაობა, შემწყნარებლობა  და სხვა) იდენტიფიცირება (ცოდნა);

    >     ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ღირებულებები და რწმენა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საკუთარი ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ (ცოდნა);

    >    გააცნობიეროს, რომ ინდივიდუალურ პირებს, თანატოლებს, ოჯახებსა და საზოგადოებებს შესაძლოა განსხვავებული ღირებულებები გააჩნდეთ (დამოკიდებულება);

    >     გაუზიაროს/აუხსნას  სხვებს ის ღირებულებები, რომლებიც მას გააჩნია (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემაის ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომლებსაც ჩვენ ოჯახებიდან  და საზოგადოებიდან ვიღებთ, წარმოადგენს სქესობრივი ურთიერთობისა და სექსუალობის შესახებ ჩვენ მიერ შეძენილი ცოდნის წყაროსდა ისინი გავლენას ახდენს ჩვენს ქცევასა და ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

    თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:

    >  ჩამოთვალოს  წყაროები, რომელთა საშუალებითაც ბავშვები იღებენ ინფორმაციას სქესობრივი ურთიერთობის და სექსუალობის შესახებ (მაგალითად ,მშობლები,მეურვეები,ოჯახი,საზოგადოება და სხვ)

    >     აღწეროს, თუ როგორ ახორციელებეს ზოგიერთი მშობელი/მეურვე ბავშვებისათვის საკუთარი ღირებულებების სწავლებას და საკუთარი ქცევითა და მოქმედებებით მათ დემონსტრირებას (ცოდნა);

    >    განმარტოს ღირებულებები, რომლებიც გავლენას ახდენს გენდერულ როლთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და გენდერულ თანასწორობაზე (ცოდნა);

    >      გააცნობიეროს,  რომ ოჯახებისა და საზოგადოებების ღირებულებები და დამოკიდებულებები ზემოქმედებს ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს /შეაფასოს ის ღირებულება, რომელიც მან საკუთარი ოჯახიდან შეიძინა (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
    ძირითადი თემამნიშვნელოვანია იცოდე თუ რა ღირებულებებს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ფლობ, როგორ ზემოქმედებს ეს ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები სხვების უფლებებზე და როგორ არის შესაძლებელი მათი დაცვა

    თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს  საკუთარი ღირებულებები, რომლებიც უკავშირდება სექსუალობასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს (ცოდნა);

    >      განმარტოს როგორ ზემოქმედებს მისი პირადი ღირებულებები  საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე (ცოდნა);

    >     განსაზღვროს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საკუთარი ღირებულებების ზემოქმედებამ სხვათა უფლებებზე მა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს  განსხვავებული ღირებულებების, რწმენისა და დამოკიდებულებების მიმართ შემწყნარებლობისა და პატივისცემის მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     დაიცვას საკუთარი პიროვნული ღირებულებები და პატივი სცეს სხვის ღირებულებებს (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემამნიშვნელოვანია, იცოდე თუ რა ღირებულებებსშეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ფლობ, რათა უზრუნველყო შესაბამისი სექსუალური ქცევის მათზე მორგება

    თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეადაროს სექსუალობასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ღირებულებებთან შესაბამისი ქცევები იმ ქცევებს, რომლებიც არ შეესაბამება აღნიშნულ ღირებულებებს (ცოდნა);

    >       გააცნობიეროს  ის ფაქტი, რომ მის სექსუალურ ქცევას მართავს მისი ღირებულებები  (დამოკიდებულება);

    >     კონკრეტული სიტუაციის განხილვის დროს  უპირატესობას ანიჭებს  სექსუალურ ქცევას, რომელიც მის ღირებულებებს შეესაბამება (უნარი).

     

    ძირითადი თემაზრდის პარალელურად ადამიანს უყალიბდება საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შესაძლებელია განსხვავდებოდეს მისი მშობლების/მეურვეების ღირებულებებისაგან

    თემის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:

    >     განასხვავოს და იდენტიფიცირება გაუკეთოს  სექსუალობასთან დაკავშირებულ ღირებულებებს რომლებიც გააჩნია მას და მის მშობლებს/მეურვეებს. (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ზოგიერთი -ღირებულება, რომელიც მას გააჩნია, შესაძლებელია განსხვევდებოდეს იმ ღირებულებებისაგან, რომლებიც გააჩნიათ მის მშობლებს/მეურვეებს (დამოკიდებულება);

    >     განმარტოს,  თუ როგორ შეიძლება მოგვარებული იქნას განსხვავებული ღირებულებების თაობაზე ოჯახის წევრებთან წარმოქმნილი  კონფლიქტი (უნარი).

     

  • 2.2 ადამიანის უფლებები და სექსუალობა

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ადამიანის უფლებები ვრცელდება ყველა ადამიანზე

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ახსნას, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ადამიანის უფლებები ვრცელდება ყველა ადამიანზე და საჭიროა მათი პატივისცემა (დამოკიდებულება);

    >     აღიარებს ადამიანის უფლებებს(უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია, იცნობდე საკუთარ უფლებებს და იცოდე იმის შესახებ, რომ სახელმწიფოში მოქმედი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები ადამიანის უფლებებს ემყარება

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ახსნას ადამიანის უფლებები და  თუ როგორ ვრცელდება ეს უფლებები ყველა ადამიანზე (ცოდნა);

    >     დაასახელოს სახელმწიფოში მოქმედი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებშიც ასახულია ადამიანის უფლებები და ბავშვთა უფლებები (ცოდნა);

    >      გაიაზროს ბავშვთა უფლებები, რომლებიც ასახულია სახელმწიფოში მოქმედ კანონებსა და საერთაშორისო შეთანხმებებში (მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ) (ცოდნა);

    >     დააფასოს ადამიანის უფლებები და ის, რომ ადამიანის უფლებები ყველა ადამიანზე ვრცელდება  (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს ის უფლებები, რომლითაც იგი სარგებლობს (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ადამიანის საყოველთაო უფლებები მოიცავს უფლებებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს მათ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს ადამიანის უფლებები, რომლებიც გავლენაას ახდენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (ცოდნა);

    >     განიხილოს ადგილობრივ ან სახელმწიფო დონეზე მოქმედი კანონები, რომლებიც გავლენას ახდენს მოცემულ უფლებებზე (ცოდნა);

    >   ამოიცნოს ამ უფლებათა დარღვევის შემთხვევები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომელთა მიმართაც ყველაზე მაღალია ადამიანის უფლებების დარღვევის ალბათობა  (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს პატივისცემა ყველა ადამიანის უფლებების მიმართ, მათ შორის უფლებებისა, რომლებიც უკავშირდება სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: არსებობს ადგილობრივ ან სახელმწიფოს დონეზე მოქმედი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ეხება ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უფლებებს

    მოსწავლე  შეძლებს:

    >     გააანალიზოს ადგილობრივ და სახელმწიფოს დონეზე მოქმედი კანონები და პოლიტიკა, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა, ადრეულ და იძულებით ქორწინებებს და/ან ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/მოკვეთას, ინტერსექსუალ ბავშვებში ქირურგიულ ინტერვენციას ბავშვის თანხმობის გარეშე,  იძულებით სტერილიზაციას, სექსუალურ კავშირზე თანხმობის მინიმალურ ასაკს, გენდერულ თანასწორობას, სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, აბორტს, გაუპატიურებას, სექსუალურ ძალადობას, ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით; სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხელმისაწვდომობას და რეპროდუქციულ უფლებებს (ცოდნა);

    >     აღწეროს ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომლებიც ზემოქმედებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (ცოდნა);

    >     დააფასოს ადამიანის უფლებები, რომლებიც ზემოქმედებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (დამოკიდებულება);

    >     დაიცვას და მოუწოდოს სხვებს დაიცვან ადგილობრივ ან სახელმწიფოს დონეზე მოქმედი ის კანონები, რომლებიც იცავს ადამიანის უფლებებს და ეხება ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (უნარი).

     

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ ინფორმაციას ადამიანის იმ უფლებების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და დავიცვათ ეს უფლებები

    მოსწავლე შეძლებს:

    >     გამონახოს მეგობრებს, ოჯახის წევრებს შორის სკოლაში და საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის გზები  (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს ადამიანის იმ უფლებების დაცვის მნიშვნელობა, რომლებიც გავლენას ახდენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, აგრეთვე რეპროდუქციასთან დაკავშირებით დისკრიმინაციისგან, იძულებასა და ძალადობისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაცვის მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     მიიღოს ზომები ადამიანის იმ უფლებების დასაცავად, რომლებიც გავლენას ახდენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე (უნარი).

  • 2.3 კულტურა, საზოგადოება და სექსუალობა

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

     

     

    ძირითადი თემაარსებობს ინფორმაციის ბევრი წყარო, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის შეცნობაში

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ჩამოთვალოს ინფორმაციის ის წყაროები, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის შეცნობაში (მაგალითად, ოჯახი, ინდივიდუალური პირები, თანატოლები, საზოგადოება, მედია) (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ღირებულებები და შეხედულებები, რომლებსაც ჩვენ ოჯახებისა და საზოგადოების საშუალებით ვიძენთ, განაპირობებს ჩვენ მიერ საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის აღქმას (დამოკიდებულება);

    >     მოახდინოს ისეთი ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, რომელთანაც შეუძლია ისაუბროს საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და საკუთარი სხეულის შესახებ (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

     

    ძირითადი თემაკულტურა, რელიგია და საზოგადოება გავლენას ახდენს  ჩვენ მიერ სექსუალობის აღქმაზე

    მოსწავლე შეძლებს:

    >     დაასახელოს მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავებულ გავლენას ახდენს კულტურა, რელიგია და საზოგადოება ადამიანის მიერ სექსუალობის აღქმაზე (ცოდნა);

    >     აღწეროს რიტუალები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების ასაკს უკავშირდება, რიტუალები, რომლებიც ადგილობრივ კულტურას ახასიათებს და რომლებიც ბევრ კულტურაში მეორდება (ცოდნა);

    >    დაასახელოს სექსუალობასთან დაკავშირებული კულტურული, რელიგიური, სოციალური შეხედულებები და ტრადიციები, რომლებმაც დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ სექსუალობასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს პატივისცემა იმ მრავალფეროვანი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების მიმართ, რომელიც უკავშირდება სექსუალობასა და ზოგადად, ადამიანის საყოველთაო უფლებებს (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

     

    ძირითადი თემასოციალური, კულტურული და რელიგიური ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელ სექსუალურ ქცევა მიიჩნევა მისაღებად და რომელი არ მიიჩნევა მისაღებად მოცემულ საზოგადოებაში, დროთა განმავლობაში აღნიშნული ფაქტორები ექვემდებარება ცვლილებას

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განმარტოს სოციალური და კულტურული ნორმები (ცოდნა);

    >     გააანალიზოს სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს კონკრეტულ საზოგადოებაში სექსუალური ქცევის დამკვიდრებაზე და გააანალიზოს თუ როგორ განიცდის ისინი ცვლილებას დროთა განმავლობაში (ცოდნა);

    >     აღიაროს, რომ სოციალური და კულტურული ნორმები დროთა განმავლობაში ცვლილებას ექვემდებარება (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს და შეაფასოს ის სოციალური და კულტურული ნორმები, რომლებიც, კონკრეტულ საზოგადოებაში გავლენას ახდენს  სექსუალურ ქცევაზე (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

     

    ძირითადი თემამნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, თუ როგორ ახდენს გავლენას სოციალური და კულტურული ნორმები სექსუალურ ქცევაზე, პიროვნების შეხედულების ჩამოყალიბების გზით

    მოსწავლე შეძლებს:

    >     შეადაროს ერთმანეთს სოციალურ-კულტურული ნორმები, რომლებიც დადებით/უარყოფით ზემოქმედებას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და სექსუალურ ჯანმრთელობაზე  (ცოდნა);

    >     აღიაროს, რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალურ ქცევაზე საკუთარი სწორი ხედვის ჩამოყალიბება (დამოკიდებულება);

    >    დაასახელოს სექსუალობასთან და სექსუალურ ქცევასთან  დაკავშირებული ის სოციალურ-კულტურული ნორმები, რომლებსაც ის იზიარებს, გაანალიზოს მათი  გავლენა პირად შეხედულებებსა და გრძნობებზე (ცოდნა).