1. გენდერული სტრუქტურა და გენდერული ნორმები
გენდერული სტრუქტურა და გენდერული ნორმები
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია, გვესმოდეს სხვაობა ბიოლოგიურ სქესსა და გენდერს (სოციალურ სქესს) შორის
მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს გენდერი (სოციალური სქესი) და ბიოლოგიური სქესი. აღწეროს მათ შორის სხვაობა (ცოდნა);
> ძირითადი თემა: ოჯახები, ინდივიდუალური პირები, თანატოლები და საზოგადოებები წარმოადგენენ სქესისა და გენდერის შესახებ ინფორმაციის წყაროებს
მოსწავლეს შეუძლია:
> სქესისა და გენდერის შესახებ ინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება (ცოდნა);
> გააცნობიეროს რომ სექსისა და გენდერის აღქმაზე გავლენას ახდენს ბევრი სხვადასხვა წყარო (დამოკიდებულება);
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: სოციალური და კულტურული ნორმები და რელიგიური შეხედულებები წარმოადგენს გენდერული როლების განმსაზღვრელ ფაქტორებს
მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს გენდერული როლები (ცოდნა);
> იმსჯელოს, თუ რა გავლენას ახდენს გენდერულ როლებზე სოციალური ნორმები, კულტურული ნორმები და რელიგიური შეხედულებები (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერულ როლებს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს (დამოკიდებულება);
ძირითადი თემა: სოციალური და კულტურული ნორმები და რელიგიური შეხედულებები წარმოადგენს გენდერული როლების განმსაზღვრელ ფაქტორებს
მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს გენდერული როლები (ცოდნა);
> იმსჯელოს, თუ რა გავლენას ახდენს გენდერულ როლებზე სოციალური ნორმები, კულტურული ნორმები და რელიგიური შეხედულებები (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერულ როლებს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს (დამოკიდებულება);
> განასხვავოს სოციალური, კულტურული და რელიგიური შეხედულებები, რომლებიც გავლენას ახდენს მის მიერ გენდერული როლების აღქმაზე (უნარი).
ძირითადი თემა: ადამიანები, გენდერის თვალსაზრისით, განსხვავებულად აღიქვამენ საკუთარ თავს და როგორ წარუდგენენ საკუთარ თავს სხვებს, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია და მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ
მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს, რა არის გენდერული იდენტობა (ცოდნა);
> ახსნას, თუ როგორ შეიძლება პიროვნების გენდერული იდენტობა განსხვავდებოდეს მისი ბიოლოგიური სქესისაგან (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველა პიროვნებას გააჩნია გენდერული იდენტობა (დამოკიდებულება);
> შეაფასოს საკუთარი გენდერული იდენტობა და პატივისცემა გამოხატოს სხვათა გენდერული იდენტობის მიმართ (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: გენდერული როლები და გენდერული ნორმები ზემოქმედებას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე
მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს, თუ როგორ განაპირობებს გენდერული როლები იდენტობის, სურვილების, პრაქტიკისა და ქცევების ჩამოყალიბებას (ცოდნა);
> იმსჯელოს გენდერულ ნორმებთან დაკავშირებულ ზიანზე და როგორ შეიძლება გენდერულმა ნორმებმა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანების არჩევანსა და ქცევაზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული ნორმების სარგებელს ქმნის საზოგადოება (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული როლები და მასთან დაკავშირებული მოლოდინები შესაძლოა შეიცვალოს (დამოკიდებულება);
> საქმიანობაში გამოავლინოს ქცევა, რომელიც პოზიტიური გენდერული როლების დამკვიდრებას ემსახურება ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში (უნარი).
აქედან 18+
ძირითადი თემა: აუცილებელია წინ აღვუდგეთ საკუთარ თავის ან სხვების მიერ გამოვლენილ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას
მოსწავლეს შეუძლია:
> გაიხსენოს მამაკაცების, ქალების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირების მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციის ფაქტები (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ მის ან სხვა პირების მიერ გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაცია შესაძლოა საზიანო იყოს (დამოკიდებულება);
> შეაფასოს გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაცია და გააანალიზოს საზოგადოებნაში გენდერული დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობა (უნარი);
> (გამოიყენოს გენდერულ დისკრიმინაციასთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგია (უნარი)
ძირითადი თემა: რომანტიკულ ურთიერთობებზე შესაძლებელია უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს გენდერულმა როლებმა და გენდერულმა სტერეოტიპებმა
მოსწავლეს შეუძლია:
გაანალიზოს (როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთან დაკავშირებული) გენდერული ნორმებისა და გენდერული სტერეოტიპების ზემოქმედება რომანტიკულ ურთიერთობებზე (ცოდნა);
> იმსჯელოს/დაასაბუთოს, რამდენად მჭიდროდ უკავშირდება მანკიერი ურთიერთობები და ძალადობა გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებს (ცოდნა);
> გააცნობიეროს გენდერული როლებისა და გენდერული სტერეოტიპების საზიანო ზემოქმედება ურთიერთობებზე (დამოკიდებულება);
> შეაფასოს ურთიერთობებში გენდერული როლები და გენდერული სტერეოტიპები (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: აუცილებელია, წინ აღვუდგეთ საკუთარ თავის ან სხვების მიერ გამოვლენილ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას
მოსწავლეს შეუძლია:
> გაიხსენოს/ჩამოთვალოს მამაკაცების, ქალების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირების მიმართ გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაციის ფაქტები (ცოდნა);
გააცნობიეროს, რომ მის ან სხვა პირების მიერ გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაცია შესაძლოა საზიანო იყოს სხვა პირებისათვის (დამოკიდებულება);
> კრიტიკულად შეაფასოს მის მიერვე გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაცია და გააანალიზოს საზოგადოებნაში გენდერული დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობა (უნარი);
> გამოიყენოს მის მიერან სხვა პირების მიერ გამოვლენილ გენდერულ დისკრიმინაციასთან ბრძოლის სტრატეგიები (უნარი).
ძირითადი თემა: ჰომოფობია და ტრანსფობია საზიანოა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის
მოსწავლეს შეუძლია:
> განმარტოს, რას ნიშნავს ჰომოფობია და ტრანსფობია (ცოდნა);
> გააანალიზოს სოციალური ნორმები, რომლებიც ხელს უწყობს ჰომოფობიასა და ტრანსფობიას და მათ შედეგებს (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უყვარდეს ის, ვინც მას სურს, და ამის გამო, მის წინააღმდეგ არ უნდა ხორციელდებოდეს ძალადობა, ძალდატანება და დისკრიმინაცია (დამოკიდებულება);
2. გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია
3.2. გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები და მიკერძოება
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ყველა ადამიანი თანაბრად ღირებულია, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა
მოსწავლეს შეძლებს:
> ამოიცნოს შემთხვევები, როდესაც გენდერის გამო პირისადმი მოპყრობა არის უსამართლო და არღვევს თანასწორობის პრინციპს (ცოდნა);
> აღწეროს გზები, თუ როგორ შეიძლება ოჯახში, სკოლაში ან საზოგადოებაში გენდერული ურთიერთობები გახდეს უფრო სამართლიანი და თანასწორი.(ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე პირების მიმართ უსამართლო და უთანასწორო მოპყრობა არასწორია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. (დამოკიდებულება);
> გააცნობიეროს, რომ აუცილებელია სხვების უფლებების პატივისცემა, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა (დამოკიდებულება).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლებებს შორის განსხვავება შესაძლებელია არსებობდეს ოჯახებში, მეგობართა წრეში, ურთიერთობებში, თემსა და საზოგადოებებში
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას ნიშნავს გენდერული უთანასწორობა (ცოდნა);
> აღწეროს, თუ როგორ უკავშირდება გენდერული უთანასწორობა ოჯახებში, მეგობრების წრეში, თემსა და საზოგადოებაში ძალაუფლების არათანაბრად გადანაწილებას (ცოდნა);
> იმსჯელოს, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლების არათანაბრად გადანაწილება (მაგალითად, გენდერული ნიშნით ძალადობა) (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე ზრუნვა ყველას პასუხისმგებლობას წარმოადგენს (დამოკიდებულება);
> მოძებნოს გზები, რომლებითაც შესაძლებელია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ოჯახებში, სკოლასა და საზოგადოების ფარგლებში არსებულ ურთიერთობებში (უნარი).
ძირითადი თემა: გენდერული იდენტობის შესახებ სტერეოტიპები შესაძლებელია გახდეს მიკერძოებისა და უთანასწორობის საფუძველი
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას ნიშნავს გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და მიკერძოება (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული სტერეოტიპები და მოლოდინები ახდენს ძლიერ ზემოქმედებას (როგორც პოზიტიურ ასევე ნეგატიურს), ადამიანების ცხოვრებაზე (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სხვაობები შესაძლებელია გახდეს ექსპლუატაიისა ან უთანასწორო მოპყრობის საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანების ქცევა მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგება (დამოკიდებულება);
> კრიტიკულად შეაფასოს გენდერული როლების სამართლიანობა და გამოხატოს თუ როგორ არის შეასაძლებელი მის შედეგად მიღებული უსამართლო და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: გენდერული სტერეოტიპები და მიკერძოება გავლენას ახდენს კაცების, ქალებისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირთა მიმართ მოპყრობაზე და იმ არჩევანზე, რომელსაც აკეთებენ ეს პირები
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს ის სოციალური ნორმები, რომლებიც განაპირობებს საზოგადოების აზრსა და შეხედულებას მამაკაცებზე, ქალებზე და სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირებზე (ცოდნა);
> მოიყვანოს გენდერული დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის მაგალითები (ცოდნა);
> გააცნობიეროს ყველა ადამიანის მიმართ თანაბარი მოპყრობის მნიშვნელობა (დამოკიდებულება);
> აღიაროს, რომ იმ პირთა დისკრიმინაცია, რომლებიც გენდერულ ნორმებს არ ექვემდებარებიან, უარყოფითად მოქმედებს მათ მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე, მათ შორის საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
> საკუთარი ქმედებით აჩვენოს, თუ როგორ არის შესაძლებელი ადამიანებთან ურთიერთობა გენდერული დისკრიმინაციის გარეშე (უნარი);
> გაანალიზოს თუ როგორ ზემოქმედებს მისი საკუთარი ღირებულებები მის შეხედულებებსა და გენდერული ნიშნით მიკერძოებულ მოპყრობაზე (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: გენდერული თანასწორობა ხელს უწყობს სექსუალური ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და ცხოვრების დაგეგმვაში თანაბარ მონაწილეობას
მოსწავლე შეძლებს:
> აღწეროს სექსუალურ ურთიერთობაში გენდერული თანასწორობის მახასიათებლები (ცოდნა);
> ჩამოთვალოს ის გზები, რომლებითაც გენდერული როლები ზემოქმედებს ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა სექსუალური ქცევა, კონტრაცეპტივების გამოყენება და ცხოვრების დაგეგმვა (ცოდნა);
> გააანალიზოს რა წვლილის შეტანა შეუძლია გენდერული როლების თანაბარ გადანაწილებას ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობებში (ცოდნა);
> გაიზიაროს აზრი, რომ გენდერული როლების თანაბარი გადანაწილება ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობების ერთ-ერთ საწინდარს წარმოადგენს (დამოკიდებულება);
> დაამყაროს გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები (უნარი).
ძირითადი თემა: გენდერული უთანასწორობა, სოციალური ნორმები და ძალაუფლებებს შორის სხვაობა გავლენას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და შეიძლება გახდეს სექსუალური იძულების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საფუძველი
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს გზები, რომლითაც გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლებებს შორის სხვაობა გავლენას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და შეიძლება გახდეს სექსუალური იძულების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საფუძველი (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლებებს შორის სხვაობა გავლენას ახდენს სექსუალურ ქცევაზე. (დამოკიდებულება);
> მიმართოს ან დაეხმაროს სხვებს მიმართონ შესაბამის პირებსა და დაწესებულებებს იმ შემთხვევაში თუ იგი ან სხვა პირი ხდება სექსუალური იძულების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი (უნარი).
3. გენდერული ნიშნით ძალადობა
3.3 გენდერული ნიშნით ძალადობა
სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს გენდერული ნიშნით ძალადობა და მისი გამოვლენის შემთხვევაში ვის უნდა მივმართოთ დახმარებისათვის
მოსწავლე შეძლებს:
> განმარტოს, რას გულისხმობს გენდერული ნიშნით ძალადობა და აღიაროს, რომ მის გამოვლინებებს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სიტუაციებსა და ადგილებში (მაგალითად, სკოლა, ოჯახი/სახლი საზოგადოებრივი ადგილები) (ცოდნა);
> გააანალიზოს, რომ გენდერისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ ჩვენმა მოსაზრებებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს იმაზე თუ როგორ ვეპყრობით ჩვენ სხვა ადამიანებს, (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია (დამოკიდებულება);
> მოახდინოს სანდო ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, ვისაც მიმართავს, თუ თავად, ან სხვა პირი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ხდება, (სკოლაში თუ სკოლის ფარგლებს გარეთ);(უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და არღვევს ადამიანის უფლებებს
მოსწავლე შეძლებს:
> ჩამოთვალოს გენდერული ნიშნით ძალადობის მაგალითები (მაგალითად, ბულინგი, სექსუალური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება, რეპროდუქციული ორგანოების დასახიჩრება/მოკვეთა, ბავშვთა ადრეული და იძულებითი ქორწინებები, ჰომოფობიით განპირობებული ძალადობა); ამოიცნოს სიტუაციები, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გენდერული ნიშნით ძალადობას, მათ შორის სკოლაში, ოჯახში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ინტერნეტ სივრცეში (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას (დამოკიდებულება);
> მოახდინოს სანდო ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, ვისაც მიმართავს, თუ იგი თავად, ან სხვა პირი, გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ხდება, ან თუ არსებობს წინაპირობა და საფუძველი იმისა, რომ იგი ან სხვა პირი შესაძლებელია მომავალში გახდეს ამგვარი ძალადობის მსხვერპლი (უნარი).
ძირითადი თემა: გენდერული სტერეოტიპები შესაძლოა გახდეს ძალადობისა და დისკრიმინაციის საფუძველი
მოსწავლე შეძლებს:
> ახსნას, თუ როგორ უწყობს ხელს გენდერული სტერეოტიპები ბულინგს, დისკრიმინაციას, სექსუალური ნორმების დარღვევასა და სექსუალურ ძალადობას (ცოდნა);
> დაასაბუთოს, რომ სექსუალური შევიწროვება და გენდერული ნიშნით ძალადობა წარმოადგენს ძალაუფლებისა და დომინანტური პოზიციის მოპოვების მიზნით ჩადენილ დანაშაულს და არა დანაშაულს, რომელიც საკუთარ სექსუალურ მიდრეკილებებზე კონტროლის ნაკლებობით აიხსნება (ცოდნა);
> აღიაროს, რომ გენდერული უთანასწორობა და გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპები ხელს უწყობს გენდერული ნიშნით ძალადობას (დამოკიდებულება);
> გამოხატოს (მაგალითად, როლური თამაშის დროს), თუ როგორ არის შესაძლებელი გენდერული თანასწორობის დაცვა, გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)
ძირითადი თემა: გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა ჩადენილი მოზარდების თუ ზრდასრული პირების მიერ, განურჩევლად სატატუსისა, არღვევს ადამიანის უფლებებს
მოსწავლე შეძლებს:
> გაიხსენოს, რომ სექსუალური შევიწროვება და გენდერული ნიშნით ძალადობა, მათ შორის ძალადობა ინტიმურ პარტნიორებს შორის, ან გაუპატიურება, წარმოადგენს ძალაუფლებისა და დომინანტური პოზიციის მოპოვების მიზნით ჩადენილ დანაშაულს და არა დანაშაულს, რომელიც საკუთარ სექსუალურ მიდრეკილებებზე კონტროლის ნაკლებობით აიხსნება (ცოდნა);
> შეიმუშაოს და ჩამოაყალიბოს კონკრეტული სტრატეგიები გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტების ამოცნობისა და შემცირების უზრუნველსაყოფად (ცოდნა);
> აღწეროს ნაბიჯები, რომლებიც შეუძლიათ გადადგან ძალადობის ფაქტების შემსწრე და თვითმხილველ პირებს ამგვარი ფაქტების შესაჩერებლად ან აღსაკვეთად, (ცოდნა);
> გააცნობიეროს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა შესაძლებელია ჩადენილი იქნას ზრდასრული პირის მიერ, რომელიც ძალაუფლებას ფლობს და ნებისმიერ შემთხვევაში იგი მიჩნეულ იქნება დამნაშავედ (დამოკიდებულება);
> მოახდინოს სანდო ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, ან დაასახელოს დაწესებულება, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთაზე და ამგვარი ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე (უნარი).
სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
ძირითადი თემა: ინტიმური პარტნიორის მიერ გახორციელებული ძალადობა საზიანოა და არსებობს ამგვარი ქცევის მსვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის სამსახურები
მოსწავლე შეძლებს:
> გააცნობიეროს, რომ ძალადობა ინტიმურ პარტნიორთა შორის სხვადასხვა ფორმით შეიძლება იქნას გამოხატული (მაგალითად, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა) (ცოდნა);
> განმარტოს, რომ ინტიმურ პარტნიორთა შორის ძალადობა დაუშვებელია და მის შედეგად შესაძლებელია ჩამოყალიბდეს არაჯანსაღი ურთიერთობები (დამოკიდებულება);
> მოახდინოს სანდო ზრდასრული პირის იდენტიფიცირება, ვისაც მიმართავს, დახმარებისათვის, თუ იგი გრძნობს რომ ამგვარი ძალადობის მსხვერპლია (უნარი).
ძირითადი თემა: ყველა ადამიანი პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის დაცვაზე და საჭიროა ყველა ილაშქრებდეს ადამიანის უფლებათა ისეთი დარღვევების წინააღმდეგ, როგორიცაა, სექსუალური ძალადობა, მავნე ქცევები და გენდერული ნიშნით ძალადობა
მოსწავლე შეძლებს:
> გააანალიზოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთა-შემცირებისათვის გაწეული ძალისხმევა, დაასახელოს წარმატებული ღონისძიებების მაგალითები (ცოდნა);
> დადებითად შეაფასოს და აღიაროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დარღვევებისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, საჯარო თუ კერძო სივრცეში განხორციელებული გამოსვლები (მაგალითად ინტერნეტში, მედიაში) (დამოკიდებულება);
> გამოვიდეს და ხმა აიმაღლოს გენდერული თანასწორობის დასაცავად და გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად (უნარი).