ძალადობა და უსაფრთხოება

  • 4.1  ძალადობა

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ბულინგის და ძალადობის ფაქტების გამოვლენა / აღიარება და გაცნობიერება  რომ მსგავსი ქმედებები დანაშაულს წარმოადგენს

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განმარტოს, რას ნიშნავს გაღიზიანება, ბულინგი და ძალადობა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ბულინგი და ძალადობა დანაშაულებრივ ქმედებებს წარმოადგენს და იგი არ  შეიძლება მიჩნეული იქნას მსხვერპლის ბრალეულობად, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი ჩადენა წარმოებს ოჯახის წევრის მიმართ ან როდესაც მას სჩადის ზრდასრული ასაკის პირი (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს თანატოლებს შორის ბულინგისა და ძალადობის ფაქტებზე რეაგირების უსაფრთხო ზომები (უნარი)

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ბავშვებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღიარება. გაცნობიერება იმისა, რომ მსგავსი ქმედებები დანაშაულს წარმოადგენს

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განმარტოს, რას ნიშნავს ბავშვზე ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობა.   (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ბავშვზე ძალადობა წარმოადგენს ბავშვის უფლების დარღვევას და იგი არ  შეიძლება მიჩნეული იქნას მსხვერპლის ბრალეულობად, მათ შორის ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, იგი ჩადენილია ზრდასრული პირის მიერ, ან  პირის მიერ, რომელსაც სანდო პირის რეპუტაცია აქვს ან ოჯახის წევრის მიერ (დამოკიდებულება);

    >     დაასახელოს ის ქმედებები, რომელსაც  უნდა მიმართოს იმ შემთხვევაში თუ მის მიმართ ზრდასრული პირის მიერ წარმოებს სექსუალური ძალადობა (მაგალითად, უარის თქმა, თავიდან მოშორება ან სანდო ზრდასრული პირისადმი დახმარებისთვის მიმართვა) (უნარი);

    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, რომ დაქორწინებულ წყვილსა თუ რომანტიკულ ურთიერთობებში მყოფ წყვილს შორის ძალადობა დანაშაულებრივი ქმედებაა

    მოსწავლეს შეუძლია:

    >      ჩამოთვალოს, რა ტიპის ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი  ოჯახურ ურთიერთობებში, მაგალითად, მშობლებს შორის ( ფიზიკური ზიანი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან პარტნიორის იძულება გააკეთოს ის რაც მას არ სურს და სხვა) (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ოჯახის წევრებს   შორის ძალადობა დანაშაულებრივი ქმედებაა (დამოკიდებულება);

     

    >     აღწეროს გზები, როგორ არის შესაძლებელი სანდო ზრდასრული პირისადმი მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარ ოჯახში  ძალადობის თვითმხილველი ხდება (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: სექსუალური შევიწროვება, სექსუალური ჩაგვრა და ბულინგი (მათ შორის კიბერბულინგი) საზიანოა და ამგვარი ქცევის მსხვერპლმა საჭიროა დახმარებისათვის მიმართოს სათანადო პირებისა და შესაბამის დაწესებულებებს

    მოსწავლეს შეუძლია:

    >       სექსუალური ნორმების დარღვევის მაგალითები (მათ შორის გაუპატიურება, ინცესტი,  ონლაინ სექსუალური ექსპლოატაცია), სექსუალური შევიწროვება და ბულინგი (მათ შორის კიბერბულინგი) (ცოდნა);

    >      გააცნობიეროს    სექსუალური ძალადობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა , არსებობს უწყებები და მომსახურება, რომლებიც უზრუნველყოფენ მსხვერპლთა დახმარებას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს სექსუალური ძალადობის, სექსუალური შევიწროვების, ინცესტისა და ბულინგის მსხვერპლისათვის რამდენად მნიშვნელოვანია დახმარება და მხარდაჭერა (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს თუ რა რეაგირებას მოახდენს როდესაც შეიტყობს რომ ვინმე გახდა ბულინგის, სექსუალური ძალადობისა ან შევიწროვების მსხვერპლი (უნარი);

    >     იმსჯელოს როგორ არის შესაძლებელი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად, ან სხვა პირი, ხდება სექსუალური ძალადობის, შევიწროების, ინცესტის და ბულინგის მსხვერპლი (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: სექსუალური ძალადობა, სექსუალური შეურაცხყოფა, ინტიმურ პარტნიორებს შორის ძალადობა და ბულინგი ადამიანის უფლებების დარღვევაა

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეადაროს და განასხვავოს ერთმანეთისაგან ბულინგი, ფსიქოლოგიური ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, სექსუალური შეურაცხყოფა, ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობა (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ სექსუალური ძალადობა, სექსუალური ტიპის შეურაცხყოფა, ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობა და ბულინგი, რომელიც ჩადენილია ზრდასრული პირის, არასრულწლოვანის ან ძალაუფლების მქონე პირის მიმართ, არ შეიძლება მიჩნეული იქნას მსხვერპლის ბრალეულობად, და ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას (დამოკიდებულება);

    >

    >      აღწეროს, როგორ არის შესაძლებელი სანდო ზრდასრულ პირთან ან სათანადო დაწესებულებასთან დაკავშირება, რომლებიც უზრუნველყოფენ სექსუალური ძალადობის, სექსუალური ტიპის შეურაცხყოფის, ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობისა და ბულინგის მსვერპლთა დახმარებასა და რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს მსგავსი შემთხვევების აღკვეთა (უნარი)

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ყველა ადამიანის პასუხისმგებლობას წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს წარმატებული ძალისხმხევისა და ღონისძიებების მაგალითები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა ფორმის ძალადობის, მათ შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის შეკავებასა და აღკვეთას (ცოდნა);

    >     შეაფასოს ადამიანის უფლებების დარღვევის აღსაკვეთად გაკეთებული განცხადებები თუ გატარებული ღონისძიებები ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს სკოლაში, ოჯახში, ინტერნეტ სივრცეში თუ საზოგადოებაში (დამოკიდებულება);

    >   შეაფასოს და გააცნობიეროს უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს ყველას მიმართ ღირსეულ და პატივისცემით მოპყრობას  (უნარი).

  • 4.2 თანხმობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ვინ სურს რომ შეეხოს მის სხეულს, სად და როგორ

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს, რას ნიშნავს საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების თავად მიღების უფლება (ცოდნა);

    >     დაასახელოს სხეულის რომელი ნაწილები განეკუთვნება ინტიმურ ნაწილებს (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ როდესაც ვინმე ეხება იმგვარად, რაც მასში დისკომფორტის განცდას იწვევს, მყისიერად  მოახდინოს რეაგირება (უთხრას უარი, მოიშოროს თავიდან, და მიმართოს სანდო ზრდასრულ პირს) (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს, როგორ მიმართავს მშობელს/მეურვეს ან სანდო ზრდასრულ პირს დახმარებისა და რჩევისათვის, იმ შემთხვევაში თუ მას ვინმე ეხება იმგვარად, რაც მასში დისკომფორტს იწვევს (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ასაკის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გააზრება იმისა თუ რა არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

    მოსწავლე შეძლებს:

    >     ახსნას, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვა, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის. (ცოდნა);

    >     განმარტოს, რას ნიშნავს არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღება (ცოდნა);

    >    გააცნობიეროს, რომ როგორც ბიჭების, ასევე გოგონების მიმართ გამოვლენილი არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღება წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და საკუთარი სხეულის შესახებ გადაწყვეტილების თავად მიღების უფლების დარღვევას  (დამოკიდებულება);

    >     დასაბუთებულად ჩამოაყალიბოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის აუცილებლობა და არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღების აღკვეთის აუცილებლობა (უნარი).

     

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებითა  და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებით 

    მოსწავლე შეძლებს:

    >     აღწეროს, რას გულისხმობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანი სარგებლობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებითა  და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებით (დამოკიდებულება);

    >         გამოხატოს როგორ აღიქვამს იგი საკუთარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას (უნარი).

    ძირითადი თემა: ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს უფლებით თავად აკონტროლოს თუ რისი გაკეთება სურს  ან არ სურს სექსუალური ქცევის თვალსაზრისით აგრეთვე, აქტიური კომუნიკაციის შედეგდ აღიაროს პარტნიორის თანხმობა/უარი.

    მოსწავლე შეძლებს:

    >     განმარტოს, რას ნიშნავს სქესობრივ კავშირზე თანხმობა და ახსნას მისი გავლენა სქესობრივ კავშირებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს სქესობრივ კავშირზე თანხმობის გაცხადებისა და მიღების მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     განაცხადოს თანხმობა ან უარი სქესობრივ კავშირზე, საკუთარი პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია პარტნიორთან ჯანსაღი, სასიამოვნო და  თანხმობის საფუძველზე დამყარებული სექსუალური კავშირისათვის

    მოსწავლე შეძლებს:

    >     გააანალიზოს კონკრეტულ  შემთხვევაში  სქესობრივ კავშირზე თანხმობისა ან უარის უპირატესობები და გააცნობიეროს სხვა ადამიანისაგან თანხმობის ან უარის მიღების შესაძლებლობა (ცოდნა);

    >     აღიაროს, რომ  თანხმობის საფუძველზე გამოვლენილი სექსუალური ქცევა ჯანსაღი სქესობრივი კავშირის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს (დამოკიდებულება);

    >     მოძებნოს კომუნიკაციის საშუალება სქესობრივ კავშირზე თანხმობის ან უარის განცხადებისთვის და  სქესობრივ კავშირზე თანხმობის და უარის მიღებისთვის (უნარი).

     

    ძირითადი თემა:  მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების გაცნობიერება, რომლებიც გავლენას  ახდენს სქესობრივ კავშირზე თანხმობის გაცხადების ან მისი დაშვების შესაძლებლობაზე.

    მოსწავლე შეძლებს:

    >   განიხილოს, რას ნიშნავს სქესობრივ კავშირზე თანხმობის ან უარის მიღება, გააზრება და შესაბამისად მოქმედება

    >     შეადაროს ერთმანეთს სიტუაციები, სადაც თანხმობა არის ან არ არის დაშვებული ან გაცხადებული.  (ცოდნა);

    >    გააანალიზოს ფაქტორები (მაგალითად, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული  საშუალებების ზემოქმედება, გენდერული ნიშნით ძალადობა, სიღარიბე, ძალაუფლების ან გავლენის გამოყენება), რომლებიც გავლენას ახდენს სქესობრივი კავშირის დაშვების შესაძლებლობაზე ან თანხმობის გაცხადებაზე.  (ცოდნა);

    >    გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანია იმ ფაქტორებისთვის თავის არიდება, რომლებსაც შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს არასასურველი სექსუალური კავშირის თანხმობაზე (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს სქესობრივ კავშირზე თანხმობის ან უარის გაცხადებისა ან უარის მიღების უნარი კონკრეტული სიტუაციის განხილვისას  (უნარი);

    >     გამოხატოს სხვების მიერ სქესობრივ კავშირზე გაცხადებული თანხმობისა ან უარის მიმღებლობის უნარი კონკრეტული სიტუაციის განხილვისას (უნარი).

  • 4.3.  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენება

    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ინტერნეტი და სოციალური მედია ინფორმაციის მოძიებისა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებებს წარმოადგენს, რაც შესაძლებელია უსაფრთხოდ იქნას განხორციელებული, თუმცა იგი ადამიანებს და მათ შორის ბავშვებსაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის და მათთვის ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს

     

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს, რას წარმოადგენს ინტერნეტი და სოციალური მედია (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ინტერნეტისა და სოციალური მედიის სარგებელი და აგრეთვე, მათთან  დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები (ცოდნა);

    >     დადებითად შეაფასოს ინტერნეტი და სოციალური მედია მაგრამ ამავე დროს გააცნობიეროს რომ შესაძლოა ინტერნეტი და სოციალური მედია საფრთხის შემცველი იყოს (დამოკიდებულება);

    >     ახსნას, როგორ გაესაუბროს ზრდასრულ პირს იმ შემთხვევაში თუ მან ინტერნეტში ან სოციალურ მედიაში ისეთი ინფორმაცია განათავსა ან ისეთი რამ იხილა, რამაც მას დისკომფორტი შეუქმნა ან შეაშინა (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ინტერნეტითა და სოციალური მედიით სარგებლობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და კეთილგონიერების გამოჩენას საჭიროებს

     

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს ინტერნეტისა და სოციალური მედიის სარგებელი და აგრეთვე მათთან  დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა ინტერნეტითა და სოციალური მედიით სარგებლობისას (დამოკიდებულება);

    >     ახსნას, როგორ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ რა ინფორმაცია განათავსოს სოციალურ მედიაში და ვის გაუზიაროს იგი (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა და გზავნილები მარტივად ხელმისაწვდომია სოციალური მედიის საშუალებით და ისინი შესაძლებელია შეიცავდეს ზიანის მომტან გენდერულ სტერეოტიპებს

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     ამოიცნოს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა (პორნოგრაფია) სექსუალური ხასიათის გზავნილები; გააცნობიეროს რომ ისინი მარტივად ხელმისაწვდომია სოციალური მედიის საშუალებით და შესაძლბელია შეიცავდეს ზიანის მომტან გენდერულ სტერეოტიპებს (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა, როგორც წესი, დამახინჯებულად და არარეალისტურად წარმოაჩენს მამაკაცებს, ქალებსა და სექსუალურ ურთიერთობებს (დამოკიდებულება);

    >     ჩამოთვალოს გზები, როგორ  შეიძლება საჭიროების შემთხვევაში გაესაუბროს(მიმართოს)  ზრდასრულ სანდო პირს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და სექსუალური ხასიათის გზავნილების შესახებ (უნარი).

     

    სწავლების მიზნები და ამოცანები (12–15 წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და სოციალური მედია არასასურველი სექსუალური ხასიათის  ყურადღების წყაროდ შეიძლება  იქცეს

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     დაასახელოს, თუ როგორ შეიძლება იქცეს ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და სოციალური მედია არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღების წყაროდ (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ არსებობს ინტერნეტიდან, მობილური ტელეფონის საშუალებით ან სოციალური მედიიდან მომავალი არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღებასთან გამკლავების გზები (დამოკიდებულება);

    >     განახორციელოს ქმედებები,  რომელებიც მის უსაფრთხოებას დაიცავს ინტერნეტით, მობილური ტელეფონითა და სოციალური მედიით სარგებლობის დროს (უნარი).

    ძირითადი თემა: სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალამ და გზავნილებმა შესაძლებელია გამოიწვიოს სექსუალური აღგზნება და შესაბამისად, პოტენციურად ზიანის მომტანი შეიძლება იყოს

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს, თუ რატომ არის ესოდენ გავრცელებული სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა (პორნოგრაფია) და გზავნილები (ცოდნა);

    >     გამოიტანოს დასკვნები იმის თაობაზე, თუ სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა და გზავნილები როგორ შეიძლება იყოს საზიანო და სად შეუძლია განაცხადოს ამგვარი ზიანის შესახებ და როგორ მიიღოს საჭირო დახმარება (ცოდნა);

    >     ამოიცნოს, როდის და რა შემთხვევაში წარმოადგენს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და გზავნილების გაგზავნა, მიღება, შეძენა და დამუშავება კანონსაწინააღმდეგო ქმედებას (ცოდნა);

    >      აღიაროს კანონების ცოდნის მნიშვნელობა, რომელიც კრძალავს სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და გზავნილების გაზიარებასა და შენახვას (დამოკიდებულება);

    >     გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სექსუალური ხასიათის უხამსი მასალისა და გზავნილების თაობაზე (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)

    ძირითადი თემა: სოციალური მედიით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა, იგი ასევე პოტენციურად უკავშირდება მორალურ, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებსა და სიტუაციებს, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს სოციალური მედიის უსაფრთხოდ, კანონიერად და პასუხისმგებლობით გამოყენების სტრატეგიები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ სოციალური მედიის გამოყენებას ბევრი უპირატესობები გააჩნია, თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა იქცეს საფრთხის შემცველი სიტუაციების წარმოქმნისა ან კანონდარღვევის წყაროდ (დამოკიდებულება);

    >     შეიმუშავოს და გაახორციელოს სოციალური მედიის პასუხისმგებლობით გამოყენების გეგმა (უნარი).

     

    ძირითადი თემა: სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალამ და გზავნილებმა შესაძლებელია გამოიწვიოს სექსუალური ქცევის, სექსუალური რეაქციებისა და სხეულის გარეგნული ფორმების შესახებ არარეალისტური მოლოდინები

    მოსწავლეს შეუძლია:

    >     შეაფასოს, თუ როგორ შეიძლება სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალამ და გზავნილებმა ხელი შეუწყოს მამაკაცების, ქალების, სექსუალური ქცევის, სექსუალური რეაქციებისა და სხეულის გარეგნული მახასიათებლების შესახებ არარეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებას (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს, რომ სექსუალური ხასიათის უხამსი მასალა და გზავნილები ხელს უწყობს საზიანო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და შესაძლოა ემსახურებოდეს ძალადობისა და თანხმობის გარეშე ურთიერთობების ნორმად დამკვიდრებას (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს, თუ რა ზემოქმედება შეიძლება იქონიოს სექსუალური ხასიათის უხამსმა მასალამ და გზავნილებმა მის თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებაზე და ასევე მის მიერ სხვა პირების აღქმაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი მასალა არარეალისტურად წარმოაჩენს მამაკაცებს, ქალებსა და სექსუალურ ქცევას (უნარი).