მასწავლებლები განსაკუთრებულ ურთიერთობებს ამყარებენ საკუთარ მოსწავლეებთან და მოსწავლეები მათ ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევენ. მოსწავლეები ხშირად მიმართავენ მასწავლებლებს დახმარებისათვის, როდესაც მათ გარკვეული სირთულის გადალახვა უწევთ. მოსწავლეები მასწავლებლისგან ელიან სათანადო რჩევებსა და ქმედით ნაბიჯებს კონკრეტული გარემოებებისა და სიტუაციის გათვალისწინებით. არჩევანი თქვენზეა, დაეხმაროთ მათ თუ მისცეთ რჩევა იმასთან დაკავშირებით რომ მიმართონ სანდო პირს, მაგალითად სკოლის ფსიქოლოგს, სკოლის ექთანს, მშობელს, პირად ექიმს თუ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.
ვის მივმართოთ დახმარებისათვის?
სენსიტიური საკითხების მოგვარებისას, ყოველთვის მიმართეთ კონსულტაციისათვის სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მოქმედი წესების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მოსწავლემ გაგვიმხილა კონფიდეციალური ინფორმაცია ან გვთხოვს რჩევას ისეთ საკითხზე, როგორიცაა ორსულობა, სგგი, სექსუალური ორიენტაცია ან ითხოვს სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვას?
ვინაიდან ამგვარი საკითხები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ძალიან სენსიტიურ საკითხებს განეკუთვნება, მათი მოგვარება სიფრთხილეს საჭიროებს. გაითვალისწინეთ, რომ აუციელებელია დავიცვათ მოსწავლის უფლება პირადი ინფომრაციის კონფიდენციალობის თაობაზე. გამოიჩინეთ თანაგრძნობა და გაითვალისწინეთ სიტუაცია, გარემოებები და ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოსწავლის ასაკი, განვითარების ეტაპი და კულტურული წარმომავლობა.