გაკვეთილი II: რა არის აღქმა? (მეორე გაკვეთილი)

სწავლის შედეგი: მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საკუთარი თავი და შეგრძნებები,მოუსმინოს სხვას და დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობები.

მასალა:  თაბახის ფურცლები; ფლიფჩარტი; წებო; მაკრატელი;  კალმისტარი და  ფლომასტრები,  ფერადი ქაღალდები (შესაძლებელია ილუსტრაციები ,ჟურნალების გარეკანი და სხვა).

შესავალი:

გაკვეთილის მიზანია:  მეცადინეობის  დროს მოსწავლებნა ისწავლონ,როგორ შეიძლება გახსნილად,შეუბოჭავად იურთიერთონ ერთმანეთთან.შეისწავლონ სტრატეგიები როგორ შეუძლიათ გაიგონ მეტი საკუთარი თავის და სხვების შესახებ.როგორ შეუძლიათ შემოქმედებითათ (მხტვრულად) წარმოაჩინონ თავი.შეაფასონ და აღიმაღლონ რწმენა საკუთარი თავის მიმართ.განივითარონ სხვისი მოსმენისა და მხარდაჭერის უნარი.

კომუნიკაციის უნარი თანდაყოლილი არ არის;მისი შეძენა და განვითარება მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება.კომუნიკაცია გულისხმობს ურთიერთობას ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის,ანუ კომუნიკაციას იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ერთმანეთთან რაიმე აკავშირებთ.ხშირად ურთიერთობისას ერთი ადამიანი მეტადაა დამოკიდებული სხვებზე, ზოგ შემთხვევაში კი,ურთიერთობა თანასწორია.კომუნიკაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია მოსმენის უნარი ,რადგან არასწორი მოსმენის შედეგად ვიღებთ სიტუაცია,როდესაც მოსაუბრეებს არ ესმით ერთმანეთის . გადაცემული და მიღებული ინფორმაცია არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს კი იწვევს უკმაყოფილებას,გაუგებრობას,დაძაბულობას,ხშირად კონფლიქტს და ურთიერთობის გაწყვეტას.

აქტივობა -ვინ ვარ მე?  (დრო 30 წთ)

ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი:

ნაბიჯი 1. მოსწავლეებს შეახსენეთ ჯგუფში მუშაობის წესები
ნაბიჯი 2.  მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
ნაბიჯი 3. ჯგუფის ფორმირების შემდეგ მონაწილეებს ვაძლევთ ოთხ ნაწილად გაყოფილ ფლიფჩარტს, რომელის შუაგულში ხატია კვადრატი,ხოლო ფურცლის დანარჩენი ნაწილი დაყოფილია (ნაწილებად)სეგმენტებად. ჯგუფის ყველა წევრი თავის სეგმენტში(ნაწილში) წერს ინფორმაციას (იხ.დანართი) ,
ნაბიჯი 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ    ჯგუფუს წევრები ეცნობიან ერთმანეთის ნამუშევარს
ნაბიჯი 5. მას შემდეგ რაც ჯგუფში ყველა დაასრულებს საკუთარი ნამუშევრის წარდგენას  შეეცადონ იპოვონ   საერთო (მაგ: სურვილი, მისწრაფება, რის კეთება უყვართ და ა.შ) და ჩაწერონ კვადრატში.
ნაბიჯი 6.  საბოლოო ეტაპზე  ხდება ჯგუფების გაერთიანება და მსჯელობა.

კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის

ამ ეტაპზე პედაგოგმა შეიძლება  მონაწილეებს დაუსვას  შემდეგი შეკითხვა, მაგ:

  • გაუადვილდათ/გაუჭირდა თუ არასაკუთარი თავის აღქმა მაგ.როგორც ცხოველს/ფრინველს,რატომ?
  • ადვილად/ძნელად  იპოვეს რაიმე  საერთო საკუთარ თავსა და წარმოსახულ  მესთან? რატომ?
  • დაასახელეთ რა გაქვთ საერთო თქვენი ჯგუფის წევრებს?
  • დაგეხმარათ თუ არა ეს სავარჯიშო სხვა კუთხით დაგენახათ /ან გაგეცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები?

კითხვების ყუთი
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
  • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
  • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება|
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

უნარები:

  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

დამოკიდებულებები:

  • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
  • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

დანართი აქტივობისთვის
ვინ ვარ მე?

მე, რომ ცხოველი ვიყო, ვიქნებოდი     ……………………………….
მე, რომ ყვავილი ვიყო, ვიქნებოდი        ……………………………….
მე, რომ ფრინველი ვიყო, ვიქნებოდი    ………………………………
მე, რომ სათამაშო ვიყო, ვიქნებოდი      ……………………………….
მე, რომ მუსიკალური ინსტრუმენტი ვიყო, ვიქნებოდი ………………………….

უნდა გვახსოვდეს, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოზარდებიც განიცდიან სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ ცვლილებებს.  ისინი შესაძლებელია განსაკუთრებულად აღიქვამდენ მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (ეტლით მოსარგებლე) მოსწავლეს შესაძლებელია განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდეს კრიტიკულ დღეებში.
მიდგომები/სტრატეგია:

. ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

. ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს“ – საშინაო დავალების შემოწმება (5-10 წთ.)
მოსწავლეები მოკლედ აღწერენ საშინაო დავალების შესრულების შედეგად მიღებულ გამოცდილებას, რაც სქესობრივი მომწიფების პროცესში დახმარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას განამტკიცებს.

  1. მოსწავლეებისაგან ააგროვეთ სამუშაო ფურცლიდან მოხეული ფურცლის ბოლო ნაწილები, სადაც მოსწავლისა და მათი რესპოდენტის ხელმოწერაა დატანილი.
  2. მიეცით მოსწავლეებს დრო, იმისათვის რომ აღწერონ ინტერვიუს შედეგად მიღებულ გამოცდილება. მოსწავლეებს აუხსენით, რომ საჭიროა დაცული იქნას კონფიდენციალურობა და არ არის საჭირო მათი რესპოდენტების ვინაობის გამხელა. გამოკითხვისას დასმული კითხვები შეიძლება მოიცავდეს:
    – რა შეიტყეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარე რთულ ცვლილებებს?
    – რა სასიამოვნო ცვლილებებს ელით მოზარდობის პერიოდში?
    – ვინ შეძლებს თქვენს დახმარებას იმაში, რომ უმტკივნეულოდ გაუმკლავდეთ სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს?

გ. მეუბნებიან, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდს გავდივარ“: ნაწილი 1 (5 წთ.)
მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი ცვლილებები თანაბრად ეხება ბიჭებსა და გოგონებს.

  1. ხმამაღლა წაიკითხეთ კრისის მონათხრობი: „მეუბნებიან, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდს გავდივარ“; ამ დროს მოსწავლეები თქვენ გისმენენ.
  2. როდესაც კითხვას დაასრულებთ დაუსვით თქვენს მოსწავლეებს შემდეგი კითხვა:
    – რომელი თქვენგანი ფიქრობს რომ კრისი ბიჭია? გოგოა? რთულია გავარკვიოთ ბიჭია თუ გოგოა?
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს ამ კითხვაზე თავიანთი პასუხები გვერდზე მჯდომ კლასელს გაუზიარონ და აუხსნან მათ თუ რატომ გადაწყვიტეს რომ კრისი ბიჭია, ან გოგოა, ან რატომ არის რთული გავარკვიოთ კრისი ბიჭია თუ გოგო?

. ბიჭები, გოგონები, ბიჭები და გოგონები  (10 წთ.)
მოსწავლეები ეცნობიან სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს და განსაზღვრავენ რომელი ცვლილებებია მხოლოდ გოგონებისათვის დამახასიათებელი, რომელია მხოლოდ ბიჭებისათვის დამახასიათებელი და რომელი ცვლილებებია როგორც ბიჭებისათვის ასევე გოგონებისათვის დამახასიათებელი.

  1. დაფაზე მიამაგრეთ ბარათები შემდეგი დასათაურებებით:
    – ბიჭები
    – გოგონები
    – ბიჭები და გოგონები
  2. დაურიგეთ მოსწავლეებს თითო ბარათი, რომელზეც სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელი ერთი ცვლილებაა დახასიათებული, ან სთხოვეთ მოსწავლეებს თავად აიღონ ერთად მოთავსებული ბარათებიდან თითო ბარათი.
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს გადაწყვიტონ რომელ სათაურს შეესაბამება მათ ბარათზე მოცემული სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელი ცვლილება და განათავსონ ბარათები დაფაზე მოცემული შესაბამისი სათაურის ქვეშ.
  4. კლასთან ერთად განიხილეთ თითოეული სათაურის ქვეშ მოთავსებული ბარათები და, საჭიროების შემთხვევაში, გადაადგილეთ ბარათები თითოეული ან ორივე სქესისათვის შესაბამისი სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელი ცვლილებების პასუხების მიხედვით. განუმარტეთ მოსწავლეებს ის ცვლილებები, რომლებიც მათთვის უცნობია.

. „მეუბნებიან, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდს გავდივარ“: ნაწილი 2 (5 წთ.)
მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ბიჭები და გოგონები ერთნაირ ცვლილებებს განიცდიან სქესობრივი მომწიფების დროს.

  1. განმეორებით წაუკითხეთ მოსწავლეებს კრისის მონათხრობი: „მეუბნებიან, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდს გავდივარ“.
  2. დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვა:
    – ხელის აწევით მიპასუხეთ, რომელი თქვენგანი ფიქრობს რომ კრისი ბიჭია? გოგოა? ვერ ხვდებით ბიჭია თუ გოგოა
  3. გააგრძელეთ განხილვა შემდეგ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით:
    – მონათხრობში აღწერილი არც ერთი ცვლილება არ მიგვანიშნებს კრისი ბიჭია თუ გოგონა.
    – ცვლილებები, რომლებსაც კრისი განიცდის ნორმალური და ბუნებრივია და ყველა ადამიანს უწევს ამგვარი ცვლილებების ეტაპის გავლა.
    – ცვლილებები, რომლებსაც კრისი განიცდის სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელი ცვლილებებია, და მათ ყველა ადამიანი განიცდის სხვადასხვა ასაკში. ამგვარი ცვლილებები შესაძლებელი დაიწყოს 8 წლის ასაკში და 18 წლის ასაკამდე გაგრძელდეს.
    – ბავშვობის ასაკიდან მოზარდობის ასაკში გარდამავალ პერიოდს სქესობრივი მომწიფების პერიოდს უწოდებენ. პირებს, რომლებიც ამ პერიოდს გადიან „მოზარდები“ ეწოდებათ.

. სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები
(5 წთ. გაკვეთილის მსვლელობისას; 30 წთ. საშინაო დავალების შესასრულებლად; 5 წთ. შემდგომი გაკვეთილის მსვლელობისას)
მოსწავლეები იმეორებენ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ათვისებულ მასალას.

  1. მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები“. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებს ეძლევათ შესავსებად, საშინაო დავალების სახით.
  2. აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ ეს დავალება მშობლის ან მეურვის დახმარებით უნდა შეასრულონ.
  3. აღნიშნული დავალების განხილვა უნდა მოხდეს შემდეგ გაკვეთილზე.
კითხვების ყუთი (10 წთ.)

სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება

მოსწავლეები ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელს „სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები“.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლე არ ცხოვრობს „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველა მათგანს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ღიად და გულახდილად ესაუბროს საკუთარი „ოჯახის“ წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია მოსწავლეებმა მოცემული აქტივობა მათზე მზრუნველ მშობელთან ან მეურვესთან ერთად შეასრულონ, ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ამის საშუალება არ ჰქონდეს. გულისხმიერება გამოიჩინეთ  საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  1. დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  2. მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • იმ სხვადასხვა ცვლილებების დასახელება, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
  • იმ ცვლილებებთან გამკლავების გზების აღწერა, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება?
  • იმ პირებისა და ინსტიტუტების იდენტიფიცირება, რომლებსაც მათ შეუძლიათ მიმართონ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე?
უნარები:
  • ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხვისას დაესახელებინათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები?
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
  • გაეცნობიერებინათ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ადგილი ექნება ცვლილებებს?
  • გაეცნობიერებინათ, რომ ცვლილებები სქესობრივი მომწიფების პროცესის ნაწილს წარმოადგენს?
  • კომფორტულად ეგრძნოთ თავი სქესობრივ საკითხებზე მსჯელობისას?

იხილეთ მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცელი: „სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები“ და შესაბამისი პასუხები, რომლებიც მე-4, მე-5 და მე-6 კლასელებისათვის შემუშავებული მოკლე გაკვეთილის დანართშია მოცემული.