გაკვეთილი III-ვიღებთ გადაწყვეტილებას (მეორე გაკვეთილი)

სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია  გაიაზროს სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი ფაქტორები.

მასალა:  გადაწყვეტილების პროცესში გამოყენებული ტერმინები  (იხ დანართი 1);კითხვარი მოსწავლეებისათვის –  როგორ  ვიღებ  გადაწყვეტილებას.

შესავალი:  მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს,რომ ზოგჯერ სპონტანური გადაწყვეტილების მიღება იწვევს არასასურველ შედეგს

კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედებს პირველ რიგში მის პირად ცხოვრებაზე და ნაკლებად უკავშირდება სხვა ადამიანებს; კონკრეტული გადაწყვეტილებები იშვიათად მიეკუთვნება რომელიღაც ერთ კატეგორიას,მაგრამ მიღების პროცესის მიხედვით ისინი შეიძლებაასე დაჯგუფდეს: ინტუიციური გადაწყვეტილებებეი და განსჯაზე დამყარებული ან რაციონალური გადაწყვეტილებები.წმინდა ინტუიციურია გადაწყვეტილება,რომლის მიმღები პირიც,ფიქრობს,რომ ია მართალია და მხოლოდ ამის საფუძველზე აკეთებს არჩევანს.ის ,რასაც „წონის“ ყოველგვარ ალტერნატივას,არ საჭიროებს სიტუაციში გარკვევას.ის, რას უწოდებენ მეექვსე გრძნობას,არის ინტუიციური გადაწყვეტილება.განსჯაზე დამუარებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად ედება სიტუაციის განმეორების ტენდენცია.ასეთ პირობებში დაგროვებული ცოდნის საფუძველზე ადამიანი ღებულობს ადრე მიღებული გადაწყვეტილების მსგავს გადაწყვეტილებას.
აქტივობა / გაკვეთლის მსვლელობა

ნაბიჯი 1. მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს წინა მეცადინეობაზე განხილულ საკითხს, კერძოდ გადაწყვეტილების მიღება და გონებრივი იერიშით გააქტიურებს მოსწავლეთა ცოდნას.
ნაბიჯი 2. მასწავლებელი მოსწავლეებს   ურიგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოყენებულ ტერმინებს და თხოვს გაეცნონ მას.
ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც მოსწავლეები გაეცნობიან ტერმინებს,მასწავლებელი მათ აცნობს გადაწყვეტილების მიღების ეტაპებს:

1. დაფიქრება-სერიოზული გადაწყვეტილება ,რომელიც გვაიძულებს დაფიქრებას და სხვადასხვა ალტერნატივების განხილვას,ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ფუნდამენტურ ფასეულობათა სისტემაზე ,ხან საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებზე.
2. დაუფიქრებელი-როგორც წესი ეს ჩვეული გადაწყვეტილებაა, მაგ: რომელი ფეხსაცმელი ჩავიცვათ სკოლაში
3. გადადება-მიუღებელ გადაწყვეტილებას მოაქვს გარკვეული შედეგი,თუმცა თქვენ  არ შეგიძლიათ გადადებული აზრის კონტროლი.მაგ: თქვენ გკითხეს-ხომ არ გინდათ ბატი-ბუტი? თქვენ პასუხობთ,რომ მოიფიქრებთ და გადაწყვეტილებას მერე მიიღებთ.ეს არის გადაწყვეტილების გადადება.ამავე დროს თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ შედეგი ვინაიდან გარკვეული დროის შემდეგ,სანამ თქვენ მოიიქრეთ ბატიბუტი შეიძლება შეჭამონ.

ნაბიჯი 4.   ჯგუფური სამუშაო.  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს  (იხ.დანართი 2) და თხოვს მოსწავლეებს შეავსონ ინდივიდუალურად და შემდეგ განიხილონ ჯგუფებში,თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებას
ნაბიჯი 5. დისკუსია/შეჯამება – როგორ ვიღებ გადაწყვეტილებას.

გაკვეთილის შეჯამებისათვის მასწავლებლის ქმედებებია:

ნაბიჯი1. ჯგუფების მუშაობის დროს მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ,რომ ჯგუფში ყველა მონაწილეს მიეცეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და მხოლოდ საჭიროებისამებრ აძლევს რეკომენდაციებს
ნაბიჯი 2. მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს მოსწავლეები იცავენ თუ არა გადაწყვეტილების მიღების ეტაპებს ჯგუფში საერთო გადაწყვეტილების მიების დროს,ვინაიდან ამ მეცადინეობის მიზანია მოსწავლეებში ამ უნარების განვითარების ხელშეწყობა.

კითხვების ყუთი

სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
  • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
  • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

დამოკიდებულებები:

  • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
  • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
დანართი 1

გადაწყვეტილების მიღების დროს გამოყენებული ტერმინები
სინთეზირება-შეართეთ ძველი და ახლი ინფორმაცია,
გაანალიზეთ -დაყავით და შეისწავლეთ.
სანდო ინფორმაცია-ინფორმაცია რომელიც შეიძლება დამტკიცდეს
ფაქტი-რაღაც რაც შეიძლება დამტკიცდეს
აზრი-პირადი აზრი ან სხვისი მოსაზრება
თვითპატივისცემა-საკუთარ  თავზე,როგორც პიროვნებაზე მაღალი აზრი
თავდაჯერებულობა-საკუთარი შესაძლებლობების რწმენა,სწორი მსჯელობა
თვითგამოხატვა-საკუთარი ემოციების და ტემპერამენტის გამოხატვა
თვითკონტროლი-საკუთარი საქციელის ან ქმედების შეფასება
გადაწყვეტილება-მიღებული შედეგი
თვითგამორკვევა- თავისუფალი ნების პრინციპი,გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებლობა,სხვადსხვა ძალების და ზეწოლის გარეშე.

დანართი 2

მასალა მოსწავლეებისათვის
როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას
უპასუხეთ კითხვებს და გაანალიზეთ თქვენი პასუხებითანატოლების ჯგუფთან ან უფროსებთან ერთად რათა მიხვდეთ როგორ იღებთ გადაწყვეტილებას.

1.       მე მსურს მივიღო გადაწყვეტილება უფრო————————————
2.       ჩემთვის ძნელია მივიღო გადაწყვეტილება რომ————————
3.       გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მე ვგრძნობ————————–
4.       ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომელიც მე უნდა მივიღო არის———————-
5.       ყველაზე რთული გადაწყვეტილება რომელიც დაკავშირებული ჩემ სექსუალურ ცხოვრებასთან ეს არის—————————