სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია გახსნილად და ობიექტურად ისაუბროს საკუთარი პიროვნების შესახებ და გაუზიაროს მოსაზრება სხვებს.
მასალა: თაბახის ფურცლები; ამობეჭდილი დასარიგებელი მასალა.
შესავალი:
გაკვეთილის მიზანია: ხელი შევუწყოთ შეუბოჭავად(გახსნილად) ისაუბროს საკუთარი პიროვნების შესახებ.
სავარჯიშო დაეხმარება მონაწილეს ობიექტურად შეხედონ საკუთარ თავს და გაუზიარონ დანახული სხვებს.
აქტივობა აღწერე საკუთარი თავი (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი.
ნაბიჯი 1. დაურიგეთ დასარიგებელი მასალა თითოეულ მონაწილეს
ნაბიჯი 2. სთხოვეთ, რომ შეავსონ მაქსიმალურად გულწრფელად.
ნაბიჯი3. შესთავაზეთ, რომ განიხილონ საკუთარი პასუხები მცირე ჯგუფებში
ნაბიჯი 4. სთხოვეთ, ისაუბრონ რას გრძნობენ, როცა სხვებს გაანდეს ინფორმაცია საკუთრი თავის შესახებ.
ნაბიჯი 5. მთელ ჯგუფთან იმსჯელეთ თუ რა ისწავლეს პირადი ინფორმაციის სხვისთვის გაზიარების კუთხით
კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის
ამ აქტივობის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია პედაგოგმა აუცილებლად გაითვალისწინოს:
- კომუნიკაციური უნარების სწავლება ბევრი მონაწილისთვის შეიძლება ახალი გამოწვევა იყოს ,ამიტომ გამოიჩინეთ მოთმინება და შეეცადეთ ხელი შეუწყოთ მათ.
- ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში არაა „მიღებული“, რომ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა ილაპარაკონ, ამიტომ ემოციების გამოხატვის დავალების შესრულების დროს შეიძლება მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.
- გოგონების უმეტესობა ოჯახშიც და საზოგადოებაში იძენს მორჩილების და არა თვითდამკვიდრების და საკუთარი მოსაზრების დაცვის უნარს, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ თვითდამკვიდრების უნარების განვითარებაში.
კითხვების ყუთი
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
- რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
- რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა
უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სხვისი მოსმენა
- ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
დანართი აქტივობისთვის- აღწერე საკუთარი თავი (ინდივიდუალურად დასარიგებელი)
მე ————————-
მხიარული ————————-
შემიძლია მოსმენა ……………………………..
მორცხვი ————————-
თავდაჯერებული ————————–
კეთილი ————————–
ჯანმრთელი ————————-
სიმპათიური ————————
გულუხვი ———————–
მგრნობიარე სხვისი გაჭირვების მიმართ ———————
კარგად ვცურავ ———————
ჩემ თავში ყველაზე მეტად მომწონს ——————–
ჩემ თავში ნაკლებად ——————–
მინდა უკეთესად გამომდიოდეს ——————-
როგორ ვისწავლო /ან გავაკეთო ——————–
მიდგომები/სტრატეგია:
ა. ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.
ბ. სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები – საშინაო დავალების შემოწმება (5-10 წთ.)
მოსწავლეები მიმოიხილავენ თუ რა შეიტყვეს სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ, მათთვის დარიგებული და საშინაო დავალების სახით მიცემული სამუშაო ფურცლების შევსების შედეგად.
გამოიკითხეთ მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალება, ჩამონათვალში შესული თითოეული ცვლილების მიმოხილვის საშუალებით და დარწმუნდით, რომ ყველა მოსწავლეს სწორად აქვს შევსებული ცხრილი.
გ. სხეული, გონება და გრძნობები (25 წთ.)
მოსწავლეები მიმოიხილავენ თუ რა ისწავლეს სქესობრივ მომწიფებაასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.
- მოსწავლეები გადაანაწილეთ 6 მცირერიცხოვან ჯგუფში. მოცემული აქტივობა ემსახურება სწავლას თანამშრომლობის საფუძველზე (იხილეთ „აქტივობების ტიპები მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობისათვის“ – მასალა მასწავლებლებისათვის).
- თითოეული ჯგუფი ავსებს მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებზე – „სხეული, გონება და გრძნობები“ – მოცემულ ერთ გრაფას.
- მას შემდეგ რაც ჯგუფები სამუშაოს დაასრულებენ, მოსწავლეები ნაწილდებიან ახალ ჯგუფებში, ისე რომ, ყოველ ახალ ჯგუფში წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველი თავდაპირველი ჯგუფის თითო წარმომადგენლი.
- თავდაპირველი ჯგუფების წარმომადგენლები ახალი ჯგუფის წევრებს უზიარებენ მათ თავდაპირველ ჯგუფში განხილულ საკითხებს და მაგვარად ავსებენ მთლიან სამუშაო ფურცელს.
- აქტივობა შეაჯამეთ მოსწავლეებისათვის შემდეგი კითხვების დასმით:
– ცხრილის რომელ გრაფაში აღმოჩნდა ცვლილებათა ყველაზე ვრცელი ჩამონათვალი?
– ამის საფუძველზე რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია სქესობრივი მომწიფების შესახებ?
– რომელი ტიპის ცვლილებებია უფრო მეტი რაოდენობის, რომლებიც ორივე სქესისთვის არის დამახასიათებელი, თუ რომლებიც მხოლოდ ერთი სქესისთვისაა დამახასიათებელი – ბიჭებისათვის ან გოგონებისთვის?
– რას ვსწავლობთ და რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია მოცემული აქტივობის შესრულების შემდეგ?
დ. „ძვირფასო კრის“ (15 წთ.)
მოსწავლეები დამოუკიდებლად იკვლევენ იმ ფიზიკურ, ემოციურ თუ სოციალურ ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი აქვს სქესობრივი მომწიფების პერიოდში, და განსაზღვრავენ, თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისათვის იმ შემთხვევაში, თუ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებით სჭირდებათ რჩევა?
- მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცელი – „ძვირფასო კრის“.
- სთხოვეთ მოსწავლეებს მიწერონ წერილი კრისს, რომელშიც მათ კრისს უნდა აუხსნან თუ რა ცვლილებები ხდება მოზარდის ცხოვრებაში სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
- შეაგროვეთ მოსწავლეთა ნამუშევრები. დარწმუნდით, რომ მოსწავლეები თავის ნაშრომებში საუბრობენ შემდეგ საკითხებზე:
– ფიზიკური ცვლილებები
– ემოციური ცვლილებები
– სოციალური ცვლილებები
– პირები, რომლებსაც შეიძლება დახმარებისათვის მივმართოთ - შეაჯამეთ აქტივობა შემდეგი კითხვების გამოყენებით:
– წერილის რომელი ნაწილის დაწერა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
– ამდაგვარი წერილი რომ მიგეღოთ, რა ინფორმაციის მიღებას ისურვებდით მისგან?
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
საშინაო დავალება
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები ვერ ახერხებენ წერილის დაწერას გაკვეთილის დროს, მიეცით მათ წერილი „ძვირფასო კრის“ დასაწერად საშინაო დავალების სახით.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- იმ სხვადასხვა ცვლილებების დასახელება, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
- იმ ცვლილებებთან გამკლავების გზების აღწერა, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება?
- იმ პირებისა და ინსტიტუტების იდენტიფიცირება, რომლებსაც მათ შეუძლიათ მიმართონ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე?
უნარები:
- ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხვისას დაესახელებინათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები?
- მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ადგილი ექნება ცვლილებებს?
- გაეცნობიერებინათ, რომ ცვლილებები სქესობრივი მომწიფების პროცესის ნაწილს წარმოადგენს?
- კომფორტულად ეგრძნოთ თავი სქესობრივ საკითხებზე მსჯელობისას?