გაკვეთილი I – ანატომია და ფიზიოლოგია

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი,  სქესობრივი მომწიფების მეორადი მახასიათებლები, პოროვნული მახასიათებლებისა და ხასიათის ცვლილებები.

მასალა:
  1. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „ადრე, ახლა და შემდეგ“
  2. მასალა თვალსაჩინოებისათვის: „როგორი ვიქნები მე“
შესავალი:

ზრდასთან ერთად ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან შეგუება გულისხმობს საკუთარი თავის შეცნობასა და საკუთარი მომავლის გეგმის დასახვას. წინამდებარე გაკვეთილი ეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ ზოგიერთ რთულ კითხვას, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ეხება და საკუთარი თავი პოზიტიურად დაინახონ და წარმოიდგინონ მომავალში.

მიდგომები/სტრატეგია:

ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ. რჩევების კუთხე – საშინაო დავალების შემოწმება (10 წთ.)
მოსწავლეები ხელმძღვანელობენ წინა გაკვეთილზე მათთვის დარიგებული სამუშაო ფურცლებით და ცდილობენ პასუხი გასცენ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარების თაობაზე მათთვის დასმულ რთულ კითხვებს.

თქვენ შეგიძლიათ დამატებითი ქულა დაუწეროთ მოსწავლეებს, რომლებმაც საშინაო დავალების შესრულებისას დაიხმარეს მშობელი ან მეურვე.

1.      კლასებში, სადაც მოსწავლეებს უკვე შევსებული აქვთ სამუშაო ფურცელი „რჩევების კუთხე“, განიხილეთ მათი პასუხები და ყურდღება გაამახვილეთ მასზედ, რომ მოსწავლეებს სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული სირთულეებისათვის თავის გართმევის სხვადასხვა გზები აქვთ შემოთავაზებული.

2.      აქტივობა შეაჯამეთ მოსწავლეებისათვის შემდეგი კითხვების დასმით:

  • რა ისწავლეთ კითხვარის შევსებით სქესობრივი მომწიფების შესახებ?
  • შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა კითხვები, რომლებიც შესაძლებელია თქვენს თანატოლებს გაუჩნდეთ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებით? როგორ უპასუხებდით მათ?

. “ადრე, ახლა და შემდეგ”

მოსწავლეები სწავლობენ საკუთარ თავს და ქმნიან სურათს თუ როგორი იქნებიან მომავალში.

  1. მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები  „ადრე, ახლა და შემდეგ“.
  2. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად.
  3. მას შემდეგ რაც ისინი დაამთავრებენ სამუშაოს, სთხოვეთ მათ იმუშაონ წყვილებში და თავიანთ მეწყვილეებს გაუზიარონ საკუთარი პასუხები.
  4. აქტივობა შეაჯამეთ მოსწავლეებისათვის შემდეგი კითხვების დასმით:
    – რა შეიტყვეთ საკუთარ თავზე?
    – რა მოგწონთ განსაკუთრებით თქვენ მომავალ „მე“-ში?
    – ვინ არიან ის პირები, რომლებიც თქვენს გვერდით იქნებიან და დაგეხმარებიან, როდესაც თქვენ მოზარდი იქნებით?
შეარჩიეთ სხვადასხვა თემატიკის ჟურნალები, მაგალითად სპორტული, ხელოვნების თემაზე, კარიერაზე და ა.შ. მოერიდეთ მხოლოდ მოდის ჟურნალების შერჩევას, ვინაიდან მათში ხშირად არის წარმოდგენილი სქესთან, შესაძლებლობებთან, აღნაგობასა და ჰეტეროსექსუალობასთან დაკავშირებული არაჯანსაღი სტერეოტიპები.

დ. „როგორი ვიქნები მე“ – ნაწილი 1
მოსწავლეები წარმოსახვაში ქმნიან იმ პირს, როგორადაც ისინი საკუთარ თავს წარმოიდგენენ მომავალში.

  1. მოსწავლეებს აჩვენეთ მასალა თვალსაჩინოებისათვის „როგორი ვიქნები მე“.
  2. მოსწავლეებს აუხსენით კოლაჟის პროექტის შინაარსი.
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან ამასთან დაკავშირებით და გამოიკითხეთ მოსწავლეთა მოსაზრებები ბრეინსტორმინგის მეთოდით. მათ შეიძლება გამოთქვან სურვილი სახლიდან წამოიღონ სურათები ან ნახატები საკუთარი კოლაჟის დასამზადებლად.
  4. სთხოვეთ მოსწავლეებს შეადგინონ იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც მათ კლასში უნდა მოიტანონ (არ დაგავიწყდეთ გააფრთხილოთ მოსწავლეები, რომ ნივთების სახლიდან წამოღების წინ ნებართვა ითხოვონ მშობლებისა ან უფროსებისგან!).

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება

მოსწავლეებს საკუთარი კოლაჟის შესაქმნელად საჭირო მასალა მოაქვთ შინიდან (არ დაგავიწყდეთ გააფრთხილოთ მოსწავლეები, რომ ნივთების სახლიდან წამოღების წინ ნებართვა ითხოვონ მშობლებისა ან უფროსებისგან!). ურჩიეთ მოსწავლეებს დავალების შესახებ გაესაუბრონ მშობლებს ან მეურვეებს და მიიღონ მათგან რჩევები და იდეები.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლე არ ცხოვრობს „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველა მათგანს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ღიად და გულახდილად ესაუბროს საკუთარი „ოჯახის“ წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია მოსწავლეებმა მოცემული აქტივობა მათზე მზრუნველ მშობელთან ან მეურვესთან ერთად შეასრულონ, ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ამის საშუალება არ ჰქონდეს. გულისხმიერება გამოიჩინეთ  საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:

  • იმ სხვადასხვა ცვლილებების იდენტიფიცირება, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
  • იმ ცვლილებებთან გამკლავების გზების ამოცნობა, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება?
  • იმ პირებისა და ინსტიტუტების იდენტიფიცირება, რომლებსაც მათ შეუძლიათ მიმართონ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე?

უნარები:

  • ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხვისას დაესახელებინათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები?
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

დამოკიდებულებები:

  • გაეცნობიერებინათ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ადგილი ექნება ცვლილებებს?
  • გაეცნობიერებინათ, რომ ცვლილებები სქესობრივი მომწიფების პროცესის ნაწილს წარმოადგენს?
  • კომფორტულად ეგრძნოთ თავი სქესობრივ საკითხებზე მსჯელობისას?
თქვენი სურვილის შესაბამისად, შეგიძლიათ მოსწავლეებისაგან შეაგროვოთ მათ მიერ შევსებული სამუშაო ფურცლები „რჩევების კუთხე“ და გამოიყენოთ ეს ნაშრომები, მოსწავლეთა ფორმალური შეფასებისათვის.