სკოლის ჯანმრთელობის დაცვის ყოვლისმომცველი მიდგომა

სკოლის ჯანმრთელობის დაცვის ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენება

სკოლის ჯანსაღი საზოგადოება გულისხმობს მისი ყველა წევრის (მოსწავლეების, მასწავლებლების, სხვა პერსონალისა და მშობლების) კეთილდღეობას. მის მიზნებში ასევე შედის ცხოვრების, სწავლისა და მუშაობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. სკოლის ჯანმრთელობის დაცვის ყოვლისმომცველი მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ, ეფექტურ მიდგომას, რომელიც სკოლის ჯანსაღი საზოგადოების შექმნას ემსახურება.

აღნიშნული მიდგომის გამოყენება შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემატური საკითხის გადასაჭრელად, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო და სოციალური შედეგების გაუმჯობესების მიზნით. წინამდებარე ვებ-გვერდზე მოცემული რესურსები განკუთვნილია მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის, სკოლის ადმინისტრაციისა და სკოლის იურიდიული სამსახურის პერსონალისათვის, ჯანდაცვის მუშაკებისათვის, მშობლებისა და საზოგადოების წევრებისათვის, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს სკოლაში ჯანსაღი საზოგადოების ხელშეწყობა.

სკოლის ჯანმრთელობის დაცვის ყოვლისმომცველი მიდგომა, მოსწავლეებისათვის სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლების მიმართულებით, ოთხ კომპონენტს მოიცავს: