რესურსები

წინამდებარე ნაწილში წარმოდგენილია რესურსები, რომლებიც ეფექტურია სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების დასანერგად მოცემული თემატიკის ჭრილში. განთავსებული ინფორმაცია მოიცავს მასალას ინკლუზიური სწავლებისათვის, ვიზუალურ მასალას თვალსაჩინოებისათვის, დამატებით პუბლიკაციებს, საკითხავ მასალას. ასევე, ცალკე ქვეთავადაა გაერთიანებული აქტივობები, რომლებიც განაწილებულია კლასების მიხედვით, რაც დაეხმარება მასწავლებლებს შეარჩიონ გაკვეთილის შესაბამისი მეთოდი.სავარჯიშოებისა და მაგალითების დახმარებით კი ილუსტრირებულია მეთოდები, რომლებიც ეფექტური იქნება ამ კუთხით.  გარდა ამისა, მოცემული სექსუალობის ბორბალი და ლექსიკონი, ძირითადი ტერმინების განმარტებით. თითოეული მათგანის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმატებული სწავლების პრაქტიკის დანერგვა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში.