გაკვეთილი IV-ყველა ადამიანი უნიკალურია

სწავლის შედეგი: მოსწავლეს შეუძლია  პოზიტიურად განეწყოს საკუთარ ორგანიზმში გარდატეხის პერიოდში მიმდინარე ცვლილებებთან.

მასალა:  თაბახის ფურცლები; ფლიფჩარტი; წებო; მაკრატელი;    სხვადასხვა ასაკის ადამიანის ფოტოები, სხვადასხვა მსახიობის ან მომღერლის ფოტო. (შესაძლებელია ილუსტრაციები ,ჟურნალების გარეკანი და სხვა).

შესავალი: გაკვეთილის მიზანია:  ხელი შევუწყოთ მოზარდებს პოზიტიურად განეწყონ საკუთარ ორგანიზმში გარდატეხის პერიოდში მიმდინარე ცვლილებებთან.

გარდამავალ ასაკში მოზადის ორგანიზმი  განიცდის მკვეთრ ცვლილებას,როგორიცაა: ანატომიურ-ფიზიოლოგიური,სულიერი,ფსიქოლოგიური და ზნეობრივი.გარდამავალი ასაკის ბავშვების სწავლება და აღზრდა გაცილებით მეტ სირთულესა და სიძნელესთან არის დაკავშირებული,ვიდრე უმცროსი სასკოლო ასაკის. ბავშვის მოწიფულობაში გადასვლის პროცესი მეტად რთული და მრავალფეროვანია,რადგან იგი დაკავშირებულია უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების რღვევასთან,ცხოვრებისა და ქცევის პირობების შეცვლასთან .თუკი მოზარდმა იცის და ესმის ის ცვლილებები,რომელსაც ადგილი აქვს მის სხეულში და ფსიქიკაში მისთვის უფრო ადვილი იქნება მათი მიღება.

აქტივობა: ყველა ადამიანი უნიკალურია (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა მასწავლებელმა განახორციელოს  რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი.

ნაბიჯი 1.  მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
ნაბიჯი 2. თითოეული ჯგუფი მუშაობს დავალებაზე- ჩამოთვალონ(ჩამოწერონ)ცვლილებები რომელსაც ადამიანები განიცდიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (მაგ: 0-დან 5 წლამდე; 5-დამ 10-მდე;11-დან -14 წლამდე; 15-დან -20 წლამდე), რ ფიზიკური ,ემოციური და ინტელექტუალური კუთხით .
ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც ჯგუფები ჩამოწერენ თავიანთ ვარაუდს ცვლილებებთან დაკავშირებით, დაურიგეთ მასალა „ყველა ადამიანი უნიკალურია“ და ჯგუფებმა უპასუხონ შეკითხვებს.

გაკვეთილის შეჯამება

შეჯამების ეტაპზე მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

  1. თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას თუ რა ცვლილებები ჩამოთვალეს/ჩამოწერეს და აუცილებლად გამოთქვამენ მოსაზრებას. მასწავლებელმა ყურადღება  უნდა გაამახვილებინოს   ემოციური ,ინტელექტუალური და ფიზიკური ცვლილებების კუთხით .
  2. „თვითშეგრძნებებზე “საუბრის  და მსჯელობის დროს თხოვეთ მონაწილეებს გამოთქვან მოსაზრება როგორ შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს გადალახონ უარყოფითი ან ნეგატიური ემოციები.
  3. მიუთითეთ, რომ ფოტო აფიქსირებს რაღაც გარკვეულ მომენტს, ხოლო ადამიანები აგრძელებენ ცვლილებებს .შეეკითხეთ როგორ წარმოუდგენიათ ცვლილებები რომელსაც ისინი განიცდიან ამ ეტაპზე.
კითხვების ყუთი (10 წთ.)

სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
  • რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
  • რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა

უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

დამოკიდებულებები:

  • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
  • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
უნდა გვახსოვდეს, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოზარდებიც განიცდიან სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ ცვლილებებს.  ისინი შესაძლებელია განსაკუთრებულად აღიქვამდენ მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (ეტლით მოსარგებლე) მოსწავლეს შესაძლებელია განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდეს კრიტიკულ დღეებში.
მიდგომები/სტრატეგია:

. ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ. სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობა (30 წთ.)
მოცემული აქტივობა მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც მათ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობა შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ინსტრუმენტი, სქესობრივი მომწიფებისა და პირად ჰიგიენის შესახებ სწავლების დროს. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შესაბამის რესურსშია შესული, მოცემულია ილუსტრირებისათვის, ნიმუშის სახით; შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა მსგავსი პროდუქტები ან პროდუქტთა ილუსტრაციები. Teachingsexualhealth.ca არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ ბრენდს.

მნიშვნელოვანია მასწავლებელი გაეცნოს სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობის კომპონენტებს და თითოეული კომპონენტის აღწერას, ვიდრე შეუდგებოდეს მოსწავლეებთან ქვემოთ აღწერილი აქტივობის გახორციელებას.

საჭირო ატრიბუტების ნაკრების მოპოვება შეგიძლიათ სკოლის ექთნის დახმარებით ან შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მოცემული ჩამონათვალით და თავად შეაგროვოთ საჭირო აღჭურვილობა, ან გამოიყენოთ თითოეული პროდუქტის შესაბამისი ფოტო.

მეთოდი:
  1. გააცანით მოსწავლეებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობა. აუხსენით მათ რომ ამ აღჭურვილობის გამოყენებას აპირებთ მათთვის იმ ატრიბუტების გაცნობის მიზნით, რომლებიც მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებულ სირთულეებთან თავის გართმევაში დაეხმარება.
  2. ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხეთ მოსწავლეები და სთხოვეთ მათ დაასახელონ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ის ცვლილებები, რომლებიც მათი აზრით  გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის მათ.
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს ან მოსწავლეთა წყვილებს შეარჩიონ თითო პროდუქტი სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოსწავლეებს დაურიგოთ პროდუქტები, რა დროსაც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და გულისხმიერება გამოიჩინოთ მათ მიმართ; ან შეგიძლიათ დააჯგუფოთ ერთნაირი პროდუქტები (მაგალითად, დასაბანი აღჭურვილობა, როგორიცაა საპონი, შამპუნი და პირსახოცი).
  4. დასვით შემდეგი კითხვები და ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხეთ მოსწავლეები:
    – რა ატრიბუტია ეს?
    – როგორ გამოიყენება იგი?
    – სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ რომელ ცვლილებასთან შეგუებას გაგიმარტივებთ მოცემული ატრიბუტი?
  5. მიაწოდეთ მოსწავლეებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობაში შემავალი თითოეული ატრიბუტი სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარე ამა თუ იმ ცვლილებას უკავშირდება და მოცემული აქტივობის შემდეგ მათ დაურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომლებიც მათ უნდა შეავსონ და რომელთა საშუალებითაც შეფასდება თუ რა ინფორმაციას ფლობენ ისინი თითოეული ამ ატრიბუტის შესახებ.
  6. მოსწავლეები მათ მიერ შერჩეულ ატრიბუტს წარადგენენ კლასის წინაშე; მასწავლებელი საკუთარ კომენტარს აკეთებს და კლასს აწვდის დამატებით ინფორმაციას მოცემული ატრიბუტის შესახებ. (ისარგებლეთ ბარათებზე მოცემული ინფორმაციით მოსწავლეთთათვის სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობაში შემავალი ატრიბუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისა და მოსწავლეებს შორის მოცემულ ატრიბუტზე მსჯელობის ხელშეწყობის მიზნით.) მოსწავლეებს, რომლებმაც არ იციან რა ატრიბუტია წარმოდგენილი და როგორ გამოიყენება იგი, შეუძლიათ განაცხადონ, რომ ისინი არ ფლობენ მოცემული ატრიბუტის შესახებ ინფორმაციას.
  7. საშუალება მიეცით მოსწავლეებს ერთმანეთს გადასცენ ის ატრიბუტი, რომლებიც მათ ხვდათ წილად და მისცენ სხვებსაც შესაძლებლობა დაათვალიერონ ეს ატრიბუტები.
  8. მოსწავლეების ცოდნის შეჯამებისათვის დასვით შემდეგი ტიპის კითხვები:
    – მოცემული აღჭურვილობიდან, რომელი ატრიბუტი გამოიყენება თმების მოსაცილებლად? კრიტიკულ დღეებში? აკნეს (გამონაყარის) პრევენციისათვის? რომელი ატრიბუტი გვეხმარება იმაში, რომ ჩვენს სხეულს სასიამოვნო სურნელი ასდიოდეს? კარგად გამოვიყურებოდეთ? კომფორტულად ვიგრძნოთ თავი?
    – სად შეგვიძლია შევიძინოთ იმ ატრიბუტთა უმრავლესობა, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობაშია წარმოდგენილი?
    – ვის უნდა მიმართოთ რჩევისათვის, როდესაც გსურთ შეარჩიოთ რომელიმე ატრიბუტი, რომელიც სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობაშია წარმოდგენილი?

გ. „რჩევების კუთხე“
სქესობრივი მომწიფების პერიოდში საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით წარმოებული აქტივობის შედეგად მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ რათა პასუხები გასცენ არც ისე მარტივ კითხვებს, რომლებიც სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარებას ეძღვნება.

  1. მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცლები „რჩევების კუთხე“. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებს ეძლევათ შესავსებად, საშინაო დავალების სახით, რაშიც მათ მშობელი ან მეურვე უნდა დაეხმაროს.
  2. აღნიშნული დავალების განხილვა უნდა მოხდეს შემდეგ გაკვეთილზე.

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება
მოსწავლეები ავსებენ მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცელს „რჩევების კუთხე“.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლე არ ცხოვრობს „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველა მათგანს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ღიად და გულახდილად ესაუბროს საკუთარი „ოჯახის“ წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია მოსწავლეებმა მოცემული აქტივობა მათზე მზრუნველ მშობელთან ან მეურვესთან ერთად შეასრულონ, ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ამის საშუალება არ ჰქონდეს. გულისხმიერება გამოიჩინეთ  საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  • დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  • მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:

  • იმ სხვადასხვა ცვლილებების დასახელება, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
  • იმ ცვლილებებთან გამკლავების გზების აღწერა, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება?
  • იმ პირებისა და ინსტიტუტების იდენტიფიცირება, რომლებსაც მათ შეუძლიათ მიმართონ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების თაობაზე?

უნარები:

  • ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხვისას დაესახელებინათ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები?
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?

დამოკიდებულებები:

  • გაეცნობიერებინათ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ადგილი ექნება ცვლილებებს?
  • გაეცნობიერებინათ, რომ ცვლილებები სქესობრივი მომწიფების პროცესის ნაწილს წარმოადგენს?
  • კომფორტულად ეგრძნოთ თავი სქესობრივ საკითხებზე მსჯელობისას?