გაკვეთილი II-ნაყოფის განვითარება

სწავლის შედეგი

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და აღწეროს ჩასახვიდან დაბადებამდე ადამიანის განვითარებისა ეტაპები და ფაქტორები, რომლებიც ამ პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე ახდენს გავლენას.

მასალა:
  1. ბარათები: ჩასახვა
  2. მასალა თვალსაჩინოებისათვის: განაყოფიერება და იმპლანტაცია
  3. მასალა თვალსაჩინოებისათვის: ნაყოფის განვითარება
  4. სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „ნაყოფის განვითარება“
  5. მასალა თვალსაჩინოებისათვის: ორსულობა, ნაყოფის განვითარება: 1-ლი ტრიმესტრი, მე-2 ტრიმესტრი, მე-3 ტრიმესტრი, გენეტიკა, იდენტური ტყუპები, არაიდენტური ტყუპები.
შესავალი:

მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას და სწავლობენ ნაყოფის განვითარების ეტაპების შესახებ.

მიდგომები/სტრატეგია:

ძირითადი წესები (5 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.

ბ. „ჩემი დაბადების ისტორია“ – საშინაო დავალების მიმოხილვა (5-10 წთ.)
მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ისტორიებს, საკუთარი დაბადების შესახებ, რომლებიც უფროსი ასაკი პირებთან ინტერვიუს დროს შეიტყვეს.

  1. მასწავლებელს შეუძლია შეამოწმოს მოსწავლეების სამუშაო ფურცლები, რათა დარწმუნდეს, რომ მათზე არის მოსწავლეთა მშობლების ან მეურვეების ხელმოწერა. შეგიძლიათ ააგროვოთ მოსწავლეთა ნაშრომები, და იმ მოსწავლეებს, რომლებიც ნაშრომებიდან ერთი ნაშრომის ბრმად შერჩევით შეძლებს უფროსის მიერ ხელმოწერილი ნაშრომის ამოღებას, ჯილდო გადასცეთ.
  2. მოსწავლეების საშინაო დავალების შემოწმებისათვის და „ჩემი დაბადების ისტორიის“ აქტივობის შეჯამებისათვის, მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვები:|
    – რა შეიტყვე შენი დაბადების ისტორიიდან ისეთი, რაც ფიქრობ რომ ამაღელვებელია, ან რამაც თავი ბედნიერად გაგრძნობინა?
    – რა შეიტყვე შენი დაბადების ისტორიიდან ისეთი, რაც შენთვის მოულოდნელი იყო?

გ. კითხვები ჩასახვის შესახებ (10-15 წთ)
მოსწავლეები აღწერენ ჩასახვის პროცესს, პასუხობენ რა შემდეგ კითხვებს:

  1. რა რაოდენობით სპერმატოზოიდები გამოიტყორცნება თითოეული ეაკულაციის დროს?
    თითოეული ეაკულაციის დროს მამაკაცის ორგანიზმიდან გამოიტყორცნება დაახლოებით 2 მილიონი სპერმატოზოიდი.
  2. რამდენი კვერცხუჯრედი გამოიყოფა საკვერცხედან მენტრუალური ციკლის დროს?
    მენსტრუალური ციკლის დროს საკვერცხედან, ერთ ჯერზე, ჩვეულებრივ, ერთი კვერცხუჯრედი გამოიყოფა.
  3. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საკვერცხედან ერთზე მეტი კვერცხუჯრედი გამოვა?
    იმ შემთხვევაში, თუ საკვერცხედან გამოსული ორი კვერცხუჯრედიდან ორივეს განაყოფიერება მოხდება, ქალს შეიძლება არაიდენტური ტყუპები გაუჩნდეს. იდენტური ტყუპების შემთხვევაში, ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორად იყოფა და ორივე მათგანი დამოუკიდებლად აგრძელებს დაყოფის პროცესს.
  4. რამდენ ხანს „ცოცხლობს“ კვერცხუჯრედი ქალის ორგანიზმში?
    ოვულაციის შემდეგ 12-14 საათის განმავლობაში.
  5. ეაკულაციის შემდეგ, რამდენ ხანს „ცოცხლობს“ სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში?
    ეაკულაციის შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში.
  6. დაორსულება ყოველი სქესობრივი კავშირის შედეგად არის შესაძლებელი?
    არა. ორსულობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერება, და იმ შემთხვევაში, თუ განაყოფიერებული უჯრედი საშვილოსნოს კედელზე მიმაგრდება.
  7. როდის არის შესაძლებელი ქალის დაორსულება?
    – როდესაც ხდება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერება, რასაც ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სქესობრივი კავშირი მყარდება ოვულაციის პერიოდში.
    – ქალებში დაორსულების ალბათობა იზრდება, როდესაც სქესობრივი კავშირი მყარდება მენსტრუალურ ციკლებს შორის პერიოდში. თითოეულ ქალს მენსტრუალური ციკლის ინდივიდუალური პერიოდი აქვს, შესაბამისად, რთულია იმ პერიოდის გამოთვლა, როდესაც მაღალია დაორსულების ალბათობა.
თქვენ შეგიძლიათ თვალსაჩინოებისათვის ფურცლიდან გამოჭრათ სფერო, რომელიც კვერცხუჯრედის ფორმის იქნება და ასევე სპერმატოზოიდი, რათა მოსწავლეებს აჩვენოთ, როგორ წარმოებს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა. ეს მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ აღიქვან კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესი. „განაყოფიერების“ ცნება, შესაძლებელია, ძნელად აღსაქმელი აღმოჩნდეს განსხვავებული უნარების მქონე მოსწავლეებისათვის. თქვენ მათ შეგიძლიათ აჩვენოთ სურათი, რომელზეც გამოსახული იქნება ჩანასახი, რომელიც დედის მუცელში იმყოფება. დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები, რომლებზეც ქალის სხეული იქნება გამოსახული. სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს ჩახატონ ქალის სხეულში ბავშვი, იქ სადაც იგი იზრდება. შეახსენეთ თქვენს მოსწავლეებს, რომ საკვები, როდესაც მას მივირთმევთ, კუჭში ჩადის და არა საშვილოსნოში.

არჩევითი მასალა თვალსაჩინოებისათვის:

  • გენეტიკა
  • იდენტური ტყუპები
  • არაიდენტური ტყუპები

დ. ნაყოფის განვითარება – შესავალი (5 წთ.)
მოსწავლეები ახდენენ ნაყოფის განვითარების შესახებ საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას.

  1. სთხოვეთ მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში ან სამი წევრისგან შემდგარ ჯგუფებში.
  2. დაფაზე დაწერეთ შემდეგი სიტყვები: „პლაცენტა“, „სანაყოფე ბუშტი“, „ჭიპლარი“ და „ნაყოფი“.
  3. სთხოვეთ მოსწავლეთა წყვილებს ან ჯგუფებს მოიფიქრონ თითოეული ამ ტერმინის განმარტება.
  4. სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი განმარტებები გაუზიარონ სხვა მოსწავლეებს; საშუალება მიეცით მოსწავლეთა ჯგუფებს განმარტებებს დაამატონ ინფორმაცია ან შეასწორონ ინფორმაცია, რომელიც მათი მოსაზრებით სწორი არ არის.
  5. მიაწოდეთ მოსწავლეებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმ აქტივობის შემდეგ, რომელშიც ისინი ახლა ჩაერთვებიან, ისინი შეძლებენ ზუსტად განმარტონ ეს ტერმინები და სხვა ტერმინები, რომლებიც ნაყოფის განვითარებას უკავშირდება.

ე. ნაყოფის განვითარება (30-35 წთ.)
მოსწავლეები ეცნობიან ნაყოფის განვითარების ეტაპებს და საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ სხვა მოსწავლეებს.

  1. სთხოვეთ მოსწავლეთა წყვილებს ან ჯგუფებს იმუშაონ მოსწავლეთა სხვა წყვილთან ან ჯგუფთან ერთად, რა დროსაც თითოეულ ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა იქნება 4 ან 6.
  2. აუხსენით მოსწავლეებს, რომ ორსულობა დაახლოებით 9 თვე გრძელდება და იგი სამ ეტაპად არის დაყოფილი, რომელთაგანაც თითოეულს ტრიმესტრი ეწოდება. პირველ ტრიმესტრში იგულისხმება ორსულობის პირველი სამი თვე; მეორე ტრიმესტრში იგულისხმება ორსულობის მე-4, მე-5 და მე-6 თვეები; და მესამე ტრიმესტრში იგულისხმება ორსულობის მე-7, მე-8 და მე-9 თვეები.
  3. აუხსენით მოსწავლეებს, რომ თითოეულ ჯგუფს ევალება ნაყოფის განვითარების ერთი ეტაპის შესწავლა, რის შემდეგაც მათ ინფორმაცია მთელ ჯგუფს უნდა გაუზიარონ. ნაყოფის განვითარების ერთი ეტაპის შესწავლა შესაძლებელია მოუწიოს მოსწავლეთა ერთზე მეტ ჯგუფს.
  4. სთხოვეთ თითოეული ჯგუფის მოსწავლეებს გადაინაწილონ ფუნქციები: ჯგუფის ხელმძღვანელი, მოსწავლე, რომელიც კითხულობს ინფორმაციას, მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელია ჩანაწერების წარმოებაზე და მომხსენებელი. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა ჯგუფები 4-ზე მეტი მოსწავლისაგან შედგება, თითო ფუნქცია შესაძლებელია ორ მოსწავლეს დაეკისროს.
  5. მოსწავლეებს აჩვენეთ მასალა თვალსაჩინოებისათვის: „ნაყოფის განვითარება“ და აუხსენით მათ, რომ თითოეული ჯგუფის ხელმძღვანელს ევალება ორგანიზება გაუწიოს მოსწავლეთა საქმიანობას ჯგუფის შიგნით, რათა დაცული იქნას აქტივობების თანამიმდევრობა.
  6. დაურიგეთ მოსწავლეეთა ჯგუფებს სამუშაო ფურცლები: „ნაყოფის განვითარება“.
  7. მოსწავლეთა ჯგუფებს მიეცით დრო, რათა მათ შეისწავლონ ნაყოფის განვითარების ის ეტაპი, რომელიც მათ ხვდათ წილად. მოსწავლეებს კვლევისას შეუძლიათ ისარგებლონ მასალით, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი სკოლის ბიბლიოთეკაში, ან მასალით, რომელიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი, ან ლიცენზირებული ვიდეო მასალით.
  8. თითოეული ჯგუფის მომხსენებელს სთხოვეთ გამოვიდეს კლასის წინაშე და გააცნოს დანარჩენ მოსწავლეებს მისი ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალა. მოხსენებები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა იქნას გაკეთებული. პირველი მოხსენება უნდა გააკეთოს იმ ჯგუფის (ან ჯგუფების) მომხსენებელმა, რომელსაც ნაყოფის განვითარების პირველ ტრიმესტრი ერგო წილად; შემდეგ იმ ჯგუფის (ან ჯგუფების) მომხსენებელმა, რომელსაც ნაყოფის განვითარების მეორე ტრიმესტრი ერგო წილად, და ბოლოს იმ ჯგუფის (ან ჯგუფების) მომხსენებელმა, რომელსაც ნაყოფის განვითარების მესამე ტრიმესტრი ერგო წილად.
  9. აქტივობის შესაჯამებლად დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:
    – როგორ ფიქრობთ, რატომ არ გვახსოვს ჩვენი ცხოვრების ის პერიოდი, რომელიც დაბადებამდე დედის მუცლად ყოფნის დროს გავიარეთ?
    – რატომ არის ნაყოფისათვის მნიშვნელოვანი რაც შეიძლება სრულად გაატაროს 9 თვე დედის ორგანიზმში?

არჩევითი მასალა თვალსაჩინოებისათვის:

  • ორსულობა
  • ორსულობის 1-ლი ტრიმესტრი
  • ორსულობის მე-2 ტრიმესტრი
  • ორსულობის მე-3 ტრიმესტრი
დროის დაზოგვის მიზნით, მოსწავლეების ჯგუფებს შეგიძლიათ დაავალოთ მოიძიონ ტერმინების განმარტებები, რომლებსაც შემდეგ გააცნობენ მთელ კლასს.

კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.

საშინაო დავალება
მოსწავლეების დაავალეთ კლასში ათვისებული მასალა გაუზიარონ საკუთარი ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლებს.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლე არ ცხოვრობს „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველა მათგანს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ღიად და გულახდილად ესაუბროს საკუთარი „ოჯახის“ წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია მოსწავლეებმა მოცემული აქტივობა მათზე მზრუნველ მშობელთან ან მეურვესთან ერთად შეასრულონ, ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ამის საშუალება არ ჰქონდეს. გულისხმიერება გამოიჩინეთ  საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ.
მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეთა ჯგუფები შეაფასონ მათ მიერ თემაზე „ნაყოფის განვითარება“ მომზადებულ პრეზენტაციებში ქულების დაწერის საშუალებით.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის

გაკვეთილის მსვლელობისას:

  1. დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
  2. მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?

რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა:
  • განაყოფიერებისა და ჩასახვის ეტაპების იდენტიფიცირება?
  • ნაყოფის განვითარების ეტაპების აღწერა?
უნარები:
  • ერთობლივი მუშაობის დროს გამოეკვლიათ და შეესწავლათ ნაყოფის განვითარების ეტაპები?
  • მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას, მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:

გაეცნობიერებინათ, რომ ნაყოფის განვითარება კონკრეტულ დროს მოითხოვს?

მასალა თვალსაჩინოებისათვის

განაყოფიერება

იმპლანტაცია