სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი ფაქტორები.
მასალა: კითხვარი მოსწავლეებისათვის- ვინ/რა მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე.
აქტივობა / გაკვეთლის მსვლელობა
ნაბიჯი 1. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის,რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოქმედებს გარე და შიდა ფაქტორები,მაგრამ ამ სავარჯიშოს შესრულება უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მათ საკუთარ წარმოდგენას და შეგრძნებას
ნაბიჯი2. მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ გრაფებს,გამომდინარე მათი იმჟამინდელი შეხედულებებით.
ნაბიჯი 3. მას შემდეგ რაც მოსწავლეები დაასრულებენ კითხვარის ინდივიდუალურად შევსებას , მასწავლებელი სთავაზობს მათ,რომ სურვილისამებრ გაერთიანდნენ მცირე ჯგუფებში(არაუმეტეს ხუთი ადამიანი ერთ ჯგუფში)
ნაბიჯი 4. ჯგუფებში უნდა მოხდეს საერთო გადაწყვეტილების მიღება და შეჯერება.
გაკვეთილის შეჯამებისათვის მასწავლებლის ქმედებებია:
ნაბიჯი 1. ჯგუფების მუშაობის დროს მასწავლებელი თვალყურს ადევნებს ,რომ ჯგუფში ყველა მონაწილეს მიეცეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და მხოლოდ საჭიროებისამებრ აძლევს რეკომენდაციებს
ნაბიჯი 2. განხილვა მიმართეთ იმ კუთხით, საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო იოლია,მაგრამ რთულ საკითხებზე (მაგ,#5;6;10) გადაწყვეტილებების მიღების დროს არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები,უფრო სწაორად თითოეულ გადაწყვეტილებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
დროწყვეტილების მიღება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე,მაგ:პიროვნულ განვითარებაზე;ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებზე;მეგობრების გავლენაზე და სხვა.
აუცილებელია, მოსწავლეებს განვუმარტოთ ,რომ ეს სავარჯიშო იყო მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების დემონსტრირება და ეს მათ დაეხმარება უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
- რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
- რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა: შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა
უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სხვისი მოსმენა
ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
დანართი
მოსწავლეებისათვის მასალა
ვინ ან რა ზემოქმედებს თქვენს გადაწყვეტილებებზე
1.რა ტანსაცმელს ვატარებთ……………………………..
2.რა ვარცხნილობა გავიკეთოთ…………………
3.რა საკვები მივირთვათ……………………….
4.რა საგნები ვისწავლოთ სკოლაში…………………………..
5.როგორ მეგობრებს ვირჩევთ……………………..
6.როგორ გოგოს/ბიჭს შევხვდეთ
7.რომელ/როგორ ფილმს ვუყუროთ………………………..
8რა წავიკითხოთ……………………………….
9. როდის დავბრუნდე სახლში…………………….
10.როგორ შორს (ღრმად) შეიჭრათ სექსუალურ ურთიერთობაში………