წინამდებარე ნაწილში მოცემულია ძირითადი ცნებების, თემებისა და სწავლების საილუსტრაციო მიზნებისა და ამოცანების ყოვლისმომცველი ნაკრები, რომელიც გამოიყენება 5 წლიდან 18+ წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალაგაზრდებისათვის, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული სასწავლო პროგრამის (კურიკულუმის) შემუშავებისას. იგი შექმნილია გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სახელმძღვანელოს (UNESCO, 2009) ბაზაზე და ეფუძნება სასწავლო პროგრამების (კურიკულუმების) განხორციელების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მოცემული სასწავლო პროგრამების (კურიკულუმების) განხორციელების შედეგად, გარდა იმისა, რომ შესაძლებელი გახდა კომპეტენტური რეკომენდაციების შემუშავება და სქესობრივი განათლების მიმართულებით ეროვნული და რეგიონული ჩარჩოს შექმნა, ადგილი ჰქონდა ქცევისა და პრაქტიკული გამოცდილების ცვლილებასაც.