რესურსების შერჩევა
ამ ვებ-გვერდზე განთავსებული რესურსების გარდა, არსებობს მრავალი რესურსი, რომელიც სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლებას ეხება და რომლებიც მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. საჭიროა შეირჩეს ისეთი რესურსები, რომლებიც იქნება ყოვლისმომცველი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და რომელშიც გამოყენებული იქნება სწავლის ისეთი მეთოდები, რომლებიც დამტკიცებულია რომ ხელს უწყობს პოზიტიური ქცევის განვითარებას.
მოწვეული სტუმრები
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას მოიწვიოთ სტუმარი, რომელიც მოსწავლეების წინაშე სიტყვით გამოვა, რაც თქვენი აზრით სწავლის შედეგებზე დადებით გავლენას იქონიებს:
- თავდაპირველად საჭიროა გადაამოწმოთ თქვენს სკოლაზე ხომ არ ვრცელდება გარკვეული წესები და/ან რეკომენდაციები, რომლებიც არეგულირებს სკოლაში სტუმრის მოწვევის და/ან ხომ არ არის კონკრეტული პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იქნას სტუმრის მოწვევის შემთხვევაში.
- უნდა დარწმუნდეთ, რომ თავის პრეზენტაციაში, მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს მიაწვდის ყოვლისმომცველ ინფორმაციას სქესობრივი ჯანმრთელობის იმ საკითხის შესახებ, რომელიც სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული და რომელიც ესადაგება სწავლის მიზნებს.
- სქესობრივი ჯანმრთელობის თემაზე ყოვლისმომცველი ინფორმაცია გულისხმობს მოსწავლეთა ასაკის შესაბამის ინფორმაციას, რომელიც მეცნიერულად არის დადასტურებული და რომელიც უკავშირდება სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის ადამიანის ზრდა-განვითარებას, ადამიანებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებას, აბსტინენციას (სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავებას), სგგი-ს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და უსაფრთხო სქესობრივ კავშირებს.
- მიუხედავად იმისა, რომ აბსტინენცია სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ყოვლისმომცველი სწავლების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, პროგრამის ფოკუსირება მხოლოდ აბსტინენციაზე ვერ იქნება სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ყოვლისმომცველი სწავლების ფორმა და, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, იგი არაეფექტურია.