სწავლის შედეგი: მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საკუთარი თავი და შეგრძნებები,მოუსმინოს სხვას და დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობები.
მასალა: თაბახის ფურცლები; ფლიფჩარტი; წებო; მაკრატელი; კალმისტარი და ფლომასტრები, ფერადი ქაღალდები (შესაძლებელია ილუსტრაციები ,ჟურნალების გარეკანი და სხვა).
შესავალი:
გაკვეთილის მიზანია: მეცადინეობის დროს მოსწავლეებმა ისწავლონ,როგორ შეიძლება გახსნილად,შეუბოჭავად იურთიერთონ ერთმანეთთან.შეისწავლონ სტრატეგიები როგორ შეუძლიათ გაიგონ მეტი საკუთარი თავის და სხვების შესახებ.როგორ შეუძლიათ შემოქმედებითად (მხტვრულად) წარმოაჩინონ თავი.შეაფასონ და აღიმაღლონ რწმენა საკუთარი თავის მიმართ.განივითარონ სხვისი მოსმენისა და მხარდაჭერის უნარი.
აქტივობა -ვინ ვარ მე? (დრო 30 წთ)
ამ აქტივობის შესასრულებლად საჭიროა განვახორციელოთ რამოდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი:
ნაბიჯი 1. მოსწავლეებს შეახსენეთ ჯგუფში მუშაობის წესები
ნაბიჯი 2. მონაწილეები დაყავით ჯგუფებად ( შემთხვევითი/შერჩევითი პრინციპით)
ნაბიჯი 3. მოსწავლეები ქმნიან ინდივიდუალურ პორტრეტებს
მოსწავლეებს დაურიგეთ თაბახის ფურცლები (დანარჩენი მასალა შეიძლება იყოს ჯგუფზე) მიეცით ინსტრუქცია : მათ მასალების/ან ფლომასტერების გამოყენებით უნდა შექმნან კოლაჟი/ნახატი ,რომელიც დანარჩენ მონაწილეებს დაეხმარება , რომ შეექმნათ წარმოდგენა მათ შესახებ (რა ინტერესები აქვთ, რის კეთება უყვართ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და ა .შ.)
ნაბიჯი 4. სამუშაოს დასრულების შემდეგ წარუდგინონ საკუთარი ნამუშევარი ჯგუფს, მაგრამ თითოეული საუბრობს არა უმეტეს ორი წუთი.
ნაბიჯი 5. მას შემდეგ რაც ჯგუფში ყველა დაასრულებს საკუთარი ნამუშევრის წარდგენას შეეცადონ იპოვონ საერთო (მაგ: სურვილი, მისწრაფება, რის კეთება უყვართ და ა.შ) და შექმნან საერთო სქემა
ნაბიჯი 6. საბოლოო ეტაპზე ხდება ჯგუფების გაერთიანება და მსჯელობა.
კითხვები გაკვეთილის შეჯამებისათვის
პედაგოგმა შეიძლება მონაწილეებს დაუსვას შემდეგი შეკითხვა, მაგ:
- გაუადვილდათ/გაუჭირდა თუ არა სურათის დახატვა ,რატომ?
- ადვილად/ძნელად იპოვეს რაიმე საერთო? რატომ?
- დაასახელეთ რა გაქვთ საერთო?
- დაგეხმარათ თუ არა ეს სავარჯიშო სხვა კუთხით დაგენახათ /ან გაგეცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები
კითხვების ყუთი
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობა
- რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
- რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება|
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
შემოქმედებითად საკუთარი თავის წარმოჩენა
უნარები:
- მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სხვისი მოსმენა
- ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.