გაკვეთილი I-ფასეულობები/ღირებულებები

სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია  დისკომფორტის გარეშე ეჭქვეშ დააყენონ საკუთარი ღირებულებების სისტემა . დააფიქროს იმ ძირითად ღირებულებებზე რაც წარმოიქმნება გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

მასალა:  დანართი მოთხრობა  ალიგატორების მდინარე.

შესავალი:
გაკვეთილის მიზანია:  მიეცეს მოსწავლეებს საშუალება დისკომფორტის გარეშე ეჭქვეშ დააყენონ საკუთარი ღირებულებების სისტემა. ისტორია მოთხრობილია  გამოგონილ ქვეყანაში ,მაგრამ ის დააფიქრებს მოსწავლეებს  იმ ძირითად ღირებულებებზე რაც წარმოიქმნება გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

ღირებლება, ესაა პრინციპი ან სტანდარტი,რომელსაც აღიარებს ინდივიდი,ჯგუფი,ან საზოგადოება. საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა თანასწორობა, სამართლიანობა და ა.შ. ღირებულება გამხატავს ადამიანის რწმენას,შეხედულებებს, ედეალებსა თუ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების სტილს.ღირებულებები ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში და ახდენენ გავლენას მის გადაწყვეტილებებზე.პიროვნული ღირებულებების მაგალითებია: პატიოსნება, ლოიალობა, დამოუკიდებლობა, გულუხვობა, პატრიოტიზმი და ა.შ

აქტივობა სიუჟეტის (ქეისის)  განხილვა (დრო 50 -60 წთ)

ნაბიჯი 1. მასწავლებელი  მცირე ლექციით მოსწავლეებს აცნობს, თუ რას გულისხმობს -ტერმინი ფასეულობა/ღირებულებები.
ნაბიჯი 2.  მოსწავლეებს  ჯგუფებში ურიგდებათ  სიუჟეტი „ისტორია ალიგატორების მდინარის შესახებ“
ნაბიჯი3. მოსწავლეები ჯგუფებში კითხულობენ სიუჟეტს და  აფასებენ პერსონაჟების ქმედებებს ხუთბალიანი შკალით: ის ვინც ყველაზე მეტად მოწონთ 5  ქულა, ყველაზე ნაკლებად 1 ქულა .  (მთავარია ,რომ შეფასებები უნდა ეყრდნობოდეს  მოსწავლეთა  მიერ შემუშავებულ შეფასების კრიტერიუმებს)
ნაბიჯი 4. მას შემდეგ რაც  მონაწილეები ინდივიდუალურად დაასრულებენ შეფასებას, მასწავლებელი სთხოვს განიხილონ ჯგუფებში შეფასებები და  გააკეთონ ერთი საერთო შეფასება. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას როგორ ახერხებენ ისინი საერთო შეთანხმების მიღწევას.

გაკვეთილის შეჯამება

დასკვნების გამოტანა-სავარჯიშოს გაანალიზება

  • კითხეთ მოსწავლეებს მიაღწიეს თუ არა მათ შეთანხმებას თუ მიაღწიეს როგორ ?
  • რტომ იყო შეთანხმება ზოგიერთი ჯგუფისათვის იოლი ან ძნელი.
  • რა წარმოადგენდა ჯგუფის მიზანს პირადი მიზნების ,პირადი პრიორიტეტების შენარჩუნება თუ პრიორიტეტის შეცვლა და შეთანხმება.

დასკვნით ფაზაზე  ჩაატარეთ დისკუსია -ვინ როგორ და რატომ შეაფასა პერსონაჟები.
აუცილებელია დააფიქსიროთ, რომ თითოეულის აზრი არის ანგარიშგასაწევი და რომ ეს სავარჯიშო მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს მათ (მოსწავლეებს) გაანალიზონ როგორ ხდება ჯგუფში საერთო ღირებულებებზე შეთანხმება.

მოსწავლეთა შეფასება

გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:

ცოდნა: მოსწავლეები გაეცნენ  ღირებულების დეფინიციას

უნარები: მთელი კლასის მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიებისას მოსმენისა და საუბრის სათანადო უნარების გამოვლენა

დამოკიდებულებები:

  • გაეცნობიერებინათ, რომ ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება  და სხვისი მოსმენა
  • ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ყველას მოსაზრების გააზრება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

დანართი  ალიგატორების მდინარე

სახელები ანდრეა; კრისტი; მირიანი; ბოგდანი; მირჩა

ანდრეას სურს ბოგდანთან მისვლა ,ვინაიდან მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მან უნდა გადალახოს ალიგატორებით სავსე მდინარე. დახმარებისთვის ის მიმართავს მეზღვაურ კრისტის, რომელსაც აქვს ნავი, მაგრამ კრისტი პირობას წამოუყენებს, ის გადაიყვანს იმ შემთხვევაში თუ ის მასთან დაწვება, გოგონა ძალიან შეფიქრიანდა და სხვადასხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო. ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო დახმარებისათვის მირიანისათვის მიემართა და ეთხოვა დახმარება, მაგრამ მირიანმა უპასუხა ,რომ ეს მისი პრობლემაა და არ აპირებს ჩაერიოს. ანდრეამ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა და დათანხმდა კრისტის წინადადებას. მეორე ნაპირზე გადასულმა  კი გულახდილად მოუყვა ბოგდანს თუ რა გადახდა თავს და  ეს იმიტომ გააკეთა ,რომ ძალიან უნდოდა ბოგდანის ნახვა.  ბოგდანმა მოუსმინა და ძალიან ცივად უთხრა ,რომ მისი  დანახვაც კი აღარ უნდოდა.

შეყვარებულების ამ კამათს შეესწრო მირჩა ,ის ეუბნებოდა ბოგდანს ,რომ მას ნამდვილი სიყვარულით არ უყვარს ანდრეა, რადგან არ უნდა გაიგოს თუ რატომ ჩაიდინა  მან ეს საქციელი. მირჩამ ასევე უთხრა ბოგდანს ,რომ ის მზადაა ცოლად შეირთოს ანდრეა, რადგან ის ძალიან კარგი გოგოა. გარკვეული ხნის შემდეგ ისინი ქორწინდებიან.

კარგი იქნება ქართულ კონტექსტს თუ მოვარგებთ ქეისს. ქართული სახელები შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე ალიგატორების ნაცვლად რამე ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული საფრთხე დავუსახოთ