სწავლის შედეგი
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს რეპროდუქციული პროცესი და ამოიცნოს ის ცრუ წარმოდგენები და მითები, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება.
მასალა:
- მასალა თვალსაჩინოებისათვის: სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული მითები
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: „სქესობრივი მომწიფების პერიოდი – სიტუაციები“
- სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის: რეკომენდაციები სქესობრივი მომწიფების პერიოდის სიტუაციებისათვის.
შესავალი:
სქესობრივი მომწიფების პერიოდი ცვლილებებით სავსე პერიოდია. ამ ცვლილებებმა შესაძლებელია ღელვა გამოიწვიოს მოზარდში, თუ ცვლილებები მოულოდნელად ხდება და მოზარდი მათ ახსნას ვერ უძებნის. წინამდებარე გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ის ცვლილებები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება, ამოიცნონ ის ცრუ შეხედულებები და მითებიბ რომლებიც სქესობრივი განვითარების შესახებ არსებობს და განსაზღვრონ უტყუარი და სანდო ინფორმაციის წყაროები და ინსტიტუტები, რომლებსაც მათ შეუძლიათ მიმართონ დახმარებისთვის.
მიდგომები/სტრატეგია:
ა. ძირითადი წესები (5-10 წთ.)
ძირითადი წესების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს გაკვეთილის დაწყებამდე. იმ კლასებში, სადაც ძირითადი წესები უკვე წინასწარ არის ჩამოყალიბებული და შეთანხმებული, მოკლედ მიმოიხილეთ ისინი, გაკვეთილის წარმატებით წარმართვის მიზნით.
ბ. „როდესაც შენი ასაკის ვიყავი…“ საშინაო დავალების შემოწმება (5 წთ.)
მოსწავლეები მოკლედ აღწერენ საშინაო დავალების შესრულების შედეგად მიღებულ გამოცდილებას, რაც მათში სქესობრივი მომწიფების პროცესში დახმარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას განამტკიცებს.
- მოსწავლეებისაგან ააგროვეთ სამუშაო ფურცლიდან მოხეული ფურცლის ბოლო ნაწილები, სადაც მოსწავლისა და მათი რესპოდენტის ხელმოწერაა დატანილი.
- გამოყავით დრო მოსწავლეების ნაშრომების შეჯამებისათვის. მოსწავლეებს აუხსენით, რომ საჭიროა დაცული იქნას კონფიდენციალურობა და არ არის საჭირო მათი რესპოდენტების ვინაობის გამხელა. შეჯამებისათვის მოსწავლეებს შეგიძლიათ დაუსვათ შემდეგი კითხვები:
- რა შეიტყვეთ იმის შესახებ თუ რას გრძნობდნენ და განიცდიდნენ თქვენ მიერ გამოკითხული უფროსი ასაკის წარმომადგენლები, როდესაც ისინი მოზარდები იყვნენ?
- რა სასიამოვნო ცვლილებებს ელით მოზარდობის პერიოდში?
- ვინ შეძლებს თქვენს დახმარებას იმაში, რომ უმტკივნეულოდ გაუმკლავდეთ სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს?
გ. სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელი ცვლილებების მიმოხილვა (20 წთ.)
მოსწავლეები განიხილავენ სქესობრივი მომწიფებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს და ცდილობენ ამოიცნონ ის ცრუ წარმოდგენები და მოთები, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება.
- დაფაზე მიამაგრეთ ბარათები შემდეგი დასათაურებებით:
ფიზიკური ცვლილებები
სოციალური (საზოგადოებასთან ურთიერთობის) ცვლილებები და ემოციური ცვლილებები - ბრეინსტორმინგის მეთოდით გამოკითხეთ მოსწავლეები და სთხოვეთ მათ დაასახელონ ცრუ წარმოდგენები და შეხედულებები, რომლებიც შესაძლებელია ადამიანებს ჰქონდეთ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ (იხ. მასალა თვალსაჩინოებისათვის: „სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული მითები“). განსხვავებული ფერის კალმის ან მარკერისა ან ცარცის გამოყენებით ჩამოწერეთ მოსწავლეების პასუხები შესაბამისი სათაურის ქვეშ. მოსწავლეების კომენტარები თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული როგორც მითები და ცრუ შეხედულებები.
- მოცემული აქტივობის შესაჯამებლად მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვები:
საიდან ან ვისგან ვგებულობთ სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებულიცვლილებების შესახებ?
- მეგობრებისაგან
- ოჯახში
- სკოლაში
- მედია საშუალებებით
საიდან ჩნდება ცრუ შეხედულებები და მითები სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულიცვლილებების შესახებ?
- მათ ავრცელებენ ჩვენი თანატოლები, რომლებსაც არ აქვთ სათანადო ინფორმაცია
- მათ ავრცელებს ცუდად ინფორმირებული მედია საშუალებები
სად უნდა მოვიძიოთ ან ვის უნდა მივმართოთ იმისათვის, რათა სწორი ინფორმაცია და პასუხებიმივიღოთ ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც სქესობრივი მომწიფებასთანდაკავშირებულ ცვლილებების შესახებ ჩნდება?
- დარწმუნდით, რომ მოსწავლეები თავიანთ ჩამონათვალში სანდო პირებს მიუთითებენ, როგორიცაა მშობლები, მასწავლებლები, ექიმები ან ექთნები, ან უფროსი თაობის სხვა წარმომადგენლები.
გ. სქესობრივი განვითარება – სიტუაციები ინსცენირებისათვის (40 წთ.)
მოცემული აქტივობა, რომელიც გულისხმობს სიტუაციების ინსცენირებას, მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ შეისწავლონ სქესობრივ განვითარებასთან დაკავშირებული ასპექტები და ამოიცნონ ის ცრუ შეხედულებები და მითები, რომლებიც არსებობს სქესობრივ განვითარებასთან დაკავშირებით.
- აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ უნდა გადაინაწილონ მოზარდთა როლები და გაითამაშონ სცენები. მოსწავლეები უნდა გადანაწილდნენ მცირერიცხოვან ჯგუფებში, და მათთვის დარიგებულ სამუშაო ფურცლებზე მოცემული მითითებების გათვალისწინებით გაითამაშონ სიტუაცია, რომელიც სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის დამახასიათებელ ცვლილებას ეხება. მოსწავლეთა ჯგუფების პრეზენტაციების დროს სხვა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ყურადღებით ადევნონ თვალი გათამაშებულ სიტუაციას, ამოიცნონ ცვლილება, რომელიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება და სქესობრივ განვითარებასთან დაკავშირებული ცრუ შეხედულება თუ მითი. ამავე დროს მათ თითოეული გათამაშებული სიტუაციის შემთხვევაში უნდა შეავსონ სპეციალურად მათთვის დარიგებული ცხრილი.
- მოსწავლეები გადაანაწილეთ 3-5 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში. დარწმუნდით, რომ თითოეულ ჯგუფში სულ მცირე ორი მოსწავლე მაინც არის წარმოდგენილი, რომლებიც შეძლებენ სიტუაციის გათამაშებას კლასის წინაშე.
- დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები: „სქესობრივი მომწიფების პერიოდი – სიტუაციები“. სწრაფად მიმოიხილეთ სამუშაო ფურცელზე მოცემული მითითებები, რათა დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეებს კარგად ესმით როგორ უნდა შეადგინონ გეგმა და გაიარონ რეპეტიცია.
- მიეცით მოსწავლეთა ჯგუფებს დრო რათა შეადგინონ გეგმა და გაიარონ რეპეტიცია. მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობის პროცესს და მითითებები მისცეთ მათ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
- სთხოვეთ მოსწავლეთა ჯგუფებს გაითამაშონ სიტუაციები კლასის წინაშე, ხოლო დანარჩენ მოსწავლეებს სთხოვეთ შეავსონ შეფასების ცხრილი.
- პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებისაგან ააგროვეთ სამუშაო ფურცლები.
- შეაჯამეთ აქტივობა, მოსწავლეებისათვის შემდეგი კითხვების დასმით:
- რა განწყობა დაგეუფლათ, როდესაც გათამაშებულ სიტუაციებს ადევნებდით თვალს?
- რას ფიქრობთ თითოეულ პერსონაჟზე? რატომ?
- რომელმა პერსონაჟმა წარმოადგინა სწორი ინფორმაცია სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ?
- რა სტერეოტიპები გამოიკვეთა?
კითხვების ყუთი (10 წთ.)
სთხოვეთ მოსწავლეებს საკუთარი კითხვები დაწერონ ფურცლებზე და მოათავსონ ისინი კითხვების ყუთში. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მომდევნო გაკვეთილისათვის დაგეგემეთ.
კითხვები გაკვეთილის შეფასებისათვის
გაკვეთილის მსვლელობისას:
- დაცული იქნა თუ არა ძირითადი წესები?
- მოხდა თუ არა ჯგუფური მუშაობისა და საკითხებზე მსჯელობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბება?
რა ცვლილებებს შეიტანდით იგივე ჯგუფთან შემდგომში მუშაობის გეგმასა და ფორმატში?
რა ცვლილებებს შეიტანდით სხვა ჯგუფთან იგივე გაკვეთილის გეგმასა და ფორმატში?
მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა შეძლეს:
ცოდნა:
- იმ ფიზიკური, სოციალური და ემოციური ცვლილებების დასახელება, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდს უკავშირდება?
- იმ გავრცელებული ცრუ შეხედულებებისა და მითების ამოცნობა, რომლებიც სქესობრივ განვითარებას უკავშირდება?
- სანდო ინფორმაციის წყაროების განსაზღვრა და იმ პირების განსაზღვრა, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის სქესობრივი მომწიფების პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარებისათვის საჭირო რჩევა-დარიგებების მიცემა?
უნარები:
- სანდო წყაროებიდან სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოპოვება?
- დახმარებისთვის სათანადო პირისთვის მიმართვა?
დამოკიდებულებები:
- გაეცნობიერებინათ სქესობრივი მომწიფების პერიოდში დახმარების მნიშვნელობა?