მეშვიდე კლასის საგაკვეთილო გეგმები და პროგრამა

ეწვიეთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილ ვებ-გვერდს „სწავლების ინსტრუმენტები“ და გაეცანით სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების საუკეთესო პრაქტიკას.

ჯანსაღი სკოლის პოლიტიკა

  • შეიქმნას სკოლის პოლიტიკა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა საკითხი და რომელიც სკოლებში ჰიგიენის ნორმების დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
  • გათვალისწინებული იქნას ალბერტას (კანადა)  აქტი ადამიანის უფებების შესახებ, რომლის ერთ-ერთი დებულებაც მოითხოვს  მშობლების თანხმობას.

სოციალური და ფიზიკური გარემო

  • აქტივობები: „როდესაც მე შენი ასაკის ვიყავი“, „მე და ტელევიზია“, „ოჯახის ღირებულებები“, და „ინტერვიუ მშობლებთან“ საჭიროებს მშობლებისა და/ან უფროსი თაობის წარმომადგენლების დახმარებას.
  • შესთავაზეთ მოსწავლეებს შესაბამისი ბუკლეტები, რომლებშიც საუბარია სქესობრივ განვითარებაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა და აბსტინენციაზე.
  • სკოლაში განათავსეთ პოსტერები, რომლებიც სხეულის სიჯანსაღეს გაუწევს პოპულარიზაციას.

სწავლება და სწავლა

  • ისარგებლეთ ალბერტას (კანადა) პროგრამით სკოლებში განათლების შესახებ.
  • გამოიყენეთ ინტერაქტიული აქტივობები, როგორიცაა სიტუაციების ინსცენირება, ბრეინსტორმინგი, საკლასო განხილვები და მედია.

პარტნიორობა და მომსახურება

  • სხვადასხვა აქტივობები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განსაზღვრონ ის პირები და დაწესებულებები, რომლებსაც მათ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის უნდა მიმართონ და ასევე მოსწავლეებში ანვითარებს უნარებს, რომლებიც ამგვარი დახმარებისა და მხარდაჭერის მისაღებად არის საჭირო.
  • დარწმუნდით, რომ კლასში განიხილული საკითხები მხოლოდ ერთ მიმართულებას არ ემსახურება და ურჩიეთ მოსწავლეებს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მიმართონ სათანადო პირს ან დაწესებულებას.
  • მოიწვიეთ სტუმრები, მაგალითად სკოლის ფსიქოლოგი, რათა მან იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც განვითარებით თავის ასაკს ჩამორჩებიან, სპეციალური აქტივობები წარმართოს, როგორიცაა სცენარის გათამაშება სქესობრივი მომწიფების თემებზე და სხვ.
  • მოიწვიეთ სქესობრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, მოსწავლეებთან სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე, ან სქესობრივ ჯანმრთელობაზე სოციალური ფაქტორების გავლენასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ.