სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ განათლების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდებულია, მე-4 კლასში, სქესობრივი მომწიფების საკითხების ჩართვა სხვა სასწავლო საგნების ფორმატში.
მაგალითები მოიცავს:
- ლიტერატურის გაკვეთილებზე მოზარდების პრობლემებთან დაკავშირებული ისტორიებისა და ნაწარმოებების განხილვა.
- ჰიგიენის საკითხების შესწავლა, საბუნებისმეტყველო საგნების ფორმატში.
- სოციოლოგიის გაკვეთილზე, სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ტრადიციების განხილვა.
- ეწვიეთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილ ვებ-გვერდს „სწავლების ინსტრუმენტები“ და გაეცანით სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების საუკეთესო პრაქტიკას.
ჯანსაღი სკოლის პოლიტიკა
- შეიქმნას სკოლის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის დამკვიდრებას მოსწავლეებს შორის და რომელიც სკოლებში ჰიგიენის ნორმების დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
- გათვალისწინებული იქნას ალბერტას (კანადა) აქტი ადამიანის უფებების შესახებ, რომლის ერთ-ერთი დებულებაც მოითხოვს მშობლების თანხმობას.
სოციალური და ფიზიკური გარემო
- აქტივობები: “ჰკითხეთ უფროსი ასაკის პირს”, “სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები” და “რჩევების კუთხე” საჭიროებს მშობლების დახმარებას.
- მოსწავლეები განსაზღვრავენ, თუ ვის უნდა მიმართონ, სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევებისათვის.
- “როგორი ვიქნები მე” კოლაჟი შესაძლებელია გამოიფინოს საკლასო ოთახში.
- მოიწვიეთ მშობლები და საზოგადოების წევრები, რათა დაესწრონ საინფორმაციო სხდომას სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ, სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლების დაწყებამდე. იხილეთ: “როგორ უნდა მოვამზადოთ მშობლები და საზოგადოება”.
- შესთავაზეთ მოსწავლეებს მათი ასაკის შესაბამისი ბროშურები, რომლებიც სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება.
- სკოლაში განათავსეთ პოსტერები, რომლებშიც სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული დადებითი ასპექტები იქნება წარმოჩენილი.
სწავლება და სწავლა
- მასალა უნდა ითვალისწინებდეს კლასში წარმოდგენილ მრავაფეროვნებას.
- ისარგებლეთ ალბერტას (კანადა) პროგრამით სკოლებში განათლების შესახებ.
- გამოიყენეთ ინტერაქტიული აქტივობები, როგორიცაა სცენარის გათამაშება, ბრეინსტორმინგი, საკლასო განხილვები და მედია.
პარტნიორობა და მომსახურება
- აქტივობა „ძვირფასო კრის“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განსაზღვრონ ის პირები თუ ინსტიტუტები, რომლებსაც მათ შეუძლით მიმართონ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.
- აქტივობა „ადრე, ახლა და შემდეგ“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეიტყონ თუ როგორ უნდა ჩაერთონ სკოლასა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში.
- მოსწავლეებთან განიხილეთ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები და, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს მიეცით მითითება, თუ ვის ან რომელ ინსტიტუტს უნდა მიმართონ დახმარებისა და მხარდაჭერის მისაღებად.
- მოიწვიეთ სტუმრები, მაგალითად, სკოლის ფსიქოლოგი ან სქესობრივ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც მოსწავლეებთან ისაუბრებენ სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ.