გენდერი

  •  გენდერული სტრუქტურა და გენდერული ნორმები
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია გვესმოდეს სხვაობა ბიოლოგიურ სქესსა და გენდერს (სოციალურ სქესს) შორის

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს გენდერი (სოციალური სქესი) და ბიოლოგიური სქესი და აღწეროს მათ შორის სხვაობა (ცოდნა);

    >     გაანალიზოს რას გრძნობს საკუთარ ბიოლოგიურ სქესთან და გენდერთან (სოციალურ სქესთან დაკავშირებით) (უნარი).

    ძირითადი თემა: სოციალური და კულტურული ნორმები და რელიგიური შეხედულებები წარმოადგენს გენდერული როლების განმსაზღვრელ ფაქტორებს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს გენდერული როლები (ცოდნა);

    >     ამოიცნოს მაგალითები იმისა თუ რა გავლენას ახდენს გენდერულ როლებზე სოციალური ნორმები, კულტურული ნორმები და რელიგიური შეხედულებები  (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ გენდერულ როლებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს (დამოკიდებულება);

    >     გაანალიზოს სოციალური, კულტურული და რელიგიური შეხედულებები, რომლებიც გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ აღიქვამს იგი გენდერულ როლებს (უნარი).

    ძირითადი თემა: ოჯახები, ინდივიდუალური პირები, თანატოლები და საზოგადოებები წარმოადგენენ სქესისა და გენდერის შესახებ ინფორმაციის წყაროებს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ამოიცნოს სქესისა და გენდერის შესახებ ინფორმაციის წყაროები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ სექსისა და გენდერის აღქმაზე გავლენას ახდენს ბევრი სხვადასხვა წყარო (დამოკიდებულება)

    ძირითადი თემა: ის, თუ ადამიანები, გენდერის თვალსაზრისით, როგორ აღიქვამენ საკუთარ თავს ან როგორ წარუდგენენ საკუთარ თავს სხვებს,    მხოლოდ მათი გადასაწყვეტია და მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს გენდერული იდენტობა (ცოდნა);

    >     ახსნას, თუ როგორ შეიძლება პიროვნების გენდერული იდენტობა განსხვავდებოდეს მისი ბიოლოგიური სქესისაგან (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ ყველა პიროვნებას გააჩნია გენდერული იდენტობა (დამოკიდებულება);

    >     დადებითად შეაფასოს საკუთარი გენდერული იდენტობა და პატივისცემა გამოხატოს სხვათა გენდერული იდენტობის მიმართ (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: გენდერული როლები და გენდერული ნორმები ზემოქმედებას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ამოიცნოს თუ გენდერული როლები როგორ განაპირობებს იდენტობის, სურვილების, პრაქტიკისა და ქცევების  ჩამოყალიბებას (ცოდნა);

    >     შეაფასოს გენდერულ ნორმებთან დაკავშირებული ზიანი და როგორ შეიძლება გენდერულმა ნორმებმა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანების არჩევანსა და ქცევაზე (ცოდნა);

    >     აღიაროს გენდერული ნორმების სარგებელს ქმნის საზოგადოება (დამოკიდებულება);

    >     გააცნობიეროს რომ გენდერული როლები და მასთან დაკავშირებული მოლოდინები შესაძლოა შეიცვალოს (დამოკიდებულება);

    >     ყოველდღიურ საქმიანობაში გამოავლინოს ქცევა, რომელიც პოზიტიური გენდერული როლების დამკვიდრებას ემსახურება ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში (უნარი).

    ძირითადი თემა: აუცილებელია წინ აღვუდგეთ საკუთარ თავის ან სხვების მიერ გამოვლენილ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გაიხსენოს მამაკაცების, ქალების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირების მიმართ გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაციის ფაქტები (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ მის და სხვა პირების მიერ გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაცია შესაძლოა საზიანო იყოს სხვა პირებისათვის (დამოკიდებულება);

    >     კრიტიკულად  შეაფასოს მის მიერვე გამოვლენილი გენდერული დისკრიმინაცია და გააანალიზოს საზოგადოებნაში გენდერული დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობა (უნარი);

    >     გამოიყენოს მის მიერვე ან სხვა პირების მიერ გამოვლენილ გენდერულ დისკრიმინაციასთან ბრძოლის სტრატეგიები  (უნარი).

    ძირითადი თემა: რომანტიკულ ურთიერთობებზე შესაძლებელია უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს გენდერულმა როლებმა და გენდერულმა სტერეოტიპებმა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს (როგორც ქალებთან ასევე მამაკაცებთან დაკავშირებული) გენდერული ნორმებისა  და გენდერული სტერეოტიპების ზემოქმედება რომენტიკულ ურთიერთობებზე  (ცოდნა);

    >     ჩამოაყალიბოს რამდენად მჭიდროდ უკავშირდება მანკიერი ურთიერთობები და ძალადობა გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებს (ცოდნა);

    >     აღიაროს საზიანო გენდერული როლებისა და დენდერული სტერეოტიპების ზემოქმედება ურთიერთობებზე (დამოკიდებულება);

    >     კრიტიკულად შეაფასოს ურთიერთობებში გენდერული როლები და გენდერული სტერეოტიპები (უნარი).

    ძირითადი თემა: ჰომოფობია და ტრანსფობია საზიანოა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს ჰომოფობია და ტრანსფობია (ცოდნა);

    >     გააანალიზოს სოციალური ნორმები, რომლებიც ხელს უწყობს ჰომოფობიასა და ტრანსფობიას და მათ შედეგებს (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უყვარდეს ის, ვინც მას სურს, და ამის გამო მის წინააღმდეგ არ უნდა ხორციელდებოდეს ძალადობა, ძალდატანება და დისკრიმინაცია (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს მხარდაჭერა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საგანს წარმოადგენენ (უნარი)

  •  გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: ყველა ადამიანი თანაბრად ღირებულია, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ამოიცნოს შემთხვევები, როდესაც გენდერის გამო პირისადმი მოპყრობა არის უსამართლო და არღვევს თანასწორობის პრინციპს (ცოდნა);

    >     აღწეროს ის გზები, თუ როგორ შეიძლება ოჯახში, სკოლაში ან საზოგადოებაში გენდერული ურთიერთობები უკეთესობისაკენ შეიცვალოს იმით რომ გახდეს უფრო სამართლიანი და მათში დაცული იყოს თანასწორობის პრინციპი  (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე პირების მიმართ უსამართლო და თანასწორობის პრინციპის დაცვის გარეშე მოპყრობა არასწორია და ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა იქნას მჩნეული  (დამოკიდებულება);

    >     აღიაროს რომ აუცილებელია სხვების უფლებების პატივისცემა, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა (დამოკიდებულება).

    ძირითადი თემა: გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლებებს შორის განსხვავება შესაძლ;ებელია არსებობდეს ოჯახებში, მეგობართა წრეში, ურთიერთობებში, თემებსა და საზოგადოებებში

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს გენდერული უთანასწორობა (ცოდნა);

    >     აღწეროს თუ როგორ უკავშირდება გენდერული უთანასწორობა ოჯახებში, მეგობრების წრეში, თემებსა და საზოგადოებებში ძალაუფლების არათანაბრად გადანაწილებას (ცოდნა);

    >     გაიხსენოს თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლების არათანაბრად გადანაწილება (მაგალითად, გენდერული ნიშნით ძალადობა) (ცოდნა);

    >     ხელი შეუწყოს იმ რწმენის დამკვიდრებასა და განმტკიცებას, რომ ყველას ვალდებულებას წარმოადგენს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე ზრუნვა (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს გზები, რომლებითაც შესაძლებელია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ოჯახებში, სკოლასა და საზოგადოების ფარგლებში მიმდინარე ურთიერთობებში (უნარი).

    ძირითადი თემა: გენდერული იდენტობის შესახებ სტერეოტიპები შესაძლებელია გახდეს დისკრიმინაციისა და უთანასწორობის საფუძველი

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას ნიშნავს გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და დისკრიმინაცია (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ გენდერული სტერეოტიპები და მოლოდინები ძლიერ, როგორც პოზიტიურ ასევე ნეგატიურ  ზემოქმედებას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სხვაობები შესაძლებელია გახდეს ექსპლოატაციისა ან თანასწორობის პრინციპის დაცვის გარეშე მიმდინარე მოპყრობის საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანების ქცევა მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგება (დამოკიდებულება);

    >     კრიტიკულად შეაფასოს გენდერული როლების სამართლიანობა და გამოხატოს თუ როგორ არის შეასაძლებელი მის შედეგად მიღებული უსამართლო და საზიანო პრაქტიკის გაუვნებელყოფა (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაცია გავლენას ახდენს კაცების, ქალებისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირთა მიმართ მოპყრობაზე და იმ არჩევანზე, რომელსაც აკეთებენ ეს პირები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გაიხსენოს ის სოციალური ნორმები, რომლებიც განაპირობებს საზოგადოების აზრსა და შეხედულებას მამაკაცებზე, ქალებზე და სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირებზე (ცოდნა);

    >     მოიყვანოს გენდერული დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის მაგალითები (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს ყველა  ადამიანის მიმართ თანაბარი მოპყრობის მნიშვნელობა (დამოკიდებულება);

    >     აღიაროს რომ დისკრიმინაცია იმ პირების მიმართ, რომლებიც გენდერულ ნორმებს არ ექვემდებარებიან, უარყოფითად მოქმედებს მათ მიერ არჩევანის გაკეთების, მათ შორის საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების უნარზე;

    >     გამოხატოს თუ როგორ არის შესაძლებელი ადამიანებთან ურთიერთობა გენდერული დისკრიმინაციის გარეშე (უნარი);

    >     გაანალიზოს თუ როგორ ზემოქმედებს მისი საკუთარი ღირებულებები მის შეხედულებებსა და გენდერული ნიშნით მიკერძოებულ მოპყრობაზე (უნარი).

    ძირითადი თემა: გენდერული უთანასწორობა, სოციალური ნორმები და ძალაუფლებებს შორის სხვაობა გავლენას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და შეიძლება გახდეს სექსუალური იძულების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საფუძველი

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს გზები, რომლითაც გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლებებს შორის სხვაობა გავლენას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და შეიძლება გახდეს სექსუალური იძულების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საფუძველი (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ გენდერული უთანასწორობა და ძალაუფლებებს შორის სხვაობა გავლენას ახდენს სექსუალურ ქცევაზე და, მაგალითად, კონდომების გამოყენებისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე, არჩევანზე და შესაბამის ქცევებზე (დამოკიდებულება);

    >     მიმართოს შესაბამის პირებსა და დაწესებულებებს ან დაეხმაროს სხვებს რათა მათ მიმართონ შესაბამის პირებსა და დაწესებულებებს, იმ შემთხვევაში თუ იგი ან სხვა პირი ხდება სექსუალური იძულების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი (უნარი).

    ძირითადი თემა: გენდერული თანასწორობა ხელს უწყობს სექსუალური ქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და ცხოვრების დაგეგმვაში თანაბარ მონაწილეობას

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღწეროს სექსუალურ ურთიერთობაში გენდერული თანასწორობის მახასიათებლები (ცოდნა);

    >     ჩამოთვალოს ის გზები, რომლებითაც გენდერული როლები ზემოქმედებს ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა სექსუალური ქცევა, კონტრაცეპტივების გამოყენება და ცხოვრების დაგეგმვა (ცოდნა);

    >     გააანალიზოს რა წვლილის შეტანა შეუძლია გენდერული როლების თანაბარ გადანაწილებას ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობებში (ცოდნა);

    >     ამტკიცოს, რომ გენდერული როლების თანაბარი გადანაწილება ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობების ერთ-ერთ საწინდარს წარმოადგენს (დამოკიდებულება);

    >     დაამყაროს გენდერულთანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები (უნარი).

  •  გენდერული ნიშნით ძალადობა
    სწავლების მიზნები და ამოცანები (5-8 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (9-12 წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს გენდერული ნიშნით ძალადობა და მისი გამოვლენის შემთხვევაში ვის უნდა მივმართოთ დახმარებისათვის

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     განმარტოს რას გულისხმობს გენდერული ნიშნით ძალადობა და აღიაროს რომ მის გამოვლინებებს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სიტუაციებსა და ადგილებში (მაგალითად, სკოლა, ოჯახი/სახლი საზოგადოებრივი ადგილები) (ცოდნა);

    >     გააანალიზოს, რომ გენდერისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ ჩვენმა მოსაზრებებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს იმაზე თუ როგორ ვეპყრობით ჩვენ სხვა ადამიანებს, მათ შორის დისკრიმინაციისა და ძალადობის გამოყენებაზე (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს როგორ შეიძლება მიმართოს სანდო ზრდასრულ პირს თუ იგი თავად, ან სხვა პირი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ხდება, მათ შორის ძალადობისა, რომელსაც ადგილი აქვს სკოლაში ან სკოლის ფარგლებს გარეთ (უნარი).

    ძირითადი თემა: გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და არღვევს ადამიანის უფლებებს

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ჩამოთვალოს გენდერული ნიშნით ძალადობის მაგალითები (მაგალითად, ბულინგი, სექსუალური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/მოკვეთა, ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინებები,  ჰომოფობიით განპირობებული ძალაოდბა) და ამოიცნოს ის ადგილები, სადაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გენდერული ნიშნით ძალადობას, მათ შორის სკოლაში, ოჯახში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ინტერნეტ სივრცეში (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს  როგორ შეიძლება მიმართოს სანდო ზრდასრულ პირს თუ იგი თავად, ან სხვა პირი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ხდება ან არსებობს წინაპირობა და საფუძველი იმისა, რომ იგი ან სხვა პირი შესაძლებელია მომავალში გახდეს ამგვარი ძალადობის მსხვერპლი  (უნარი).

    ძირითადი თემა: გენდერული სტერეოტიპები შესაძლოა გახდეს ძალადობისა და დისკრიმინაციის საფუძველი

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     ახსნას, თუ როგორ უწყობს ხელს გენდერული სტერეოტიპები ბულინგს, დისკრიმინაციას, სექსუალური ნორმების დარღვევასა და სექსუალურ ძალადობას (ცოდნა);

    >     ახსნას, რომ სექსუალური შევიწროვება და გენდერული ნიშნით ძალადობა წარმოადგენს ძალაუფლებისა და დომინანტური პოზიციის მოპოვების მიზნით ჩადენილ დანაშაულს და არა დანაშაულს, რომელიც საკუთარ სექსუალურ მიდრეკილებებსა და ლტოლვაზე კონტროლის ნაკლებობით აიხსნება  (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ გენდერული უთანასწორობა და გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპები ხელს უწყობს გენდერული ნიშნით ძალადობას (დამოკიდებულება);

    >     გამოხატოს თუ როგორ არის შესაძლებელი გენდერული თანასწორობის დაცვა და გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება  (უნარი).

    სწავლების მიზნები და ამოცანები (1215 წლის ასაკი) სწავლების მიზნები და ამოცანები (15-18+ წლის ასაკი)
    ძირითადი თემა: გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი ფორმა ჩადენილი ზრდასრული პირების, ახალგაზრდების თუ ხელმძღვანელებისა და სათავეში მყოფი პირების მიმართ, არღვევს ადამიანის უფლებებს  

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გაიხსენოს რომ სექსუალური შევიწროვება და გენდერული ნიშნით ძალადობა, მათ შორის ძალადობა ინტიმურ პარტნიორებს შორის და გაუპატიურება, წარმოადგენს ძალაუფლებისა და დომინანტური პოზიციის მოპოვების მიზნით ჩადენილ დანაშაულს და არა დანაშაულს, რომელიც საკუთარ სექსუალურ მიდრეკილებებსა და ლტოლვაზე კონტროლის ნაკლებობით აიხსნება (ცოდნა);

    >     შეიმუშაოს და ჩამოაყალიბოს კონკრეტული სტრატეგიები გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტები ამოცნობისა და შემცირების უზრუნველსაყოფად (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ძალადობის ფაქტების შემსწრე და თვითმხილველ პირებს შეუძლიათ გადადგან უსაფრთხო ნაბიჯები ამგვარი ფაქტების შესაჩერებლად ან აღსაკვეთად, და აგრეთვე, შესაძლებელია ამ პირებმა თავი იგრნონ ამ ძალადობის მსხვერპლად (ცოდნა);

    >     გააცნობიეროს რომ გენდერული ნიშნით ძალადობა შესაძლებელია ჩადენილი იქნას ზრდასრული პირის მიერ, იმ პირის მიერ, რომელიც ძალაუფლებას ფლობს და ნებისმიერ შემთხვევაში იგი მიიჩნევა დანაშაულად (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს როგორ შეიძლება მიმართოს სანდო პირს ან დაწესებულებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთაზე და ამგავრი ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე (უნარი).

    ძირითადი თემა: ინტიმური პარტნიორის მიერ გახორციელებული ძალადობა საზიანოა და არსებობს ამგვარი ქცევის მსვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის სამსახურები

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     აღიაროს რომ ძალადობა ინტიმურ პარტნიორთა შორის სხვადასხვა ფორმით შეიძლება იქნას გამოხატული (მაგალითად, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა) (ცოდნა);

    >     აღიაროს რომ ინტიმურ პარტნიორთა შორის ძალადობა დაუშვებელია და მის შედეგად შესაძლებელია ჩამოყალიბდეს არაჯანსაღი ურთიერთობები (დამოკიდებულება);

    >     აღწეროს როგორ შეიძლება მიმართოს სანდო ზრდასრულ პირს დახმარებისათვის, თუ იგი გრძნობს რომ ამგვარი ძალადობის მსხვერპლია (უნარი).

    ძირითადი თემა: ყველა ადამიანი პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის დაცვაზე და საჭიროა ყველა ილაშქრებდეს ადამიანის უფლებათა ისეთი დარღვევების წინააღმდეგ, როგორიცაა, სექსუალური ძალადობა, მავნე ქცევები და გენდერული ნიშნით ძალადობა

    სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:

    >     გააანალიზოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტების აღკვეთისა და შემცირებისათვის გაწეული წარმატებული ძალისხმევისა და გატარებული წარმატებული ღონისძიებების მაგალითები (ცოდნა);

    >     დადებითად შეაფასოს და აღიაროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დარღვევებისა და გენდერულ უთანასწორობის წინააღმდეგ როგორც საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, ასევე კერძო სივრცეში წარმოებული გამოსვლები, მაგალითად ინტერნეტ სივრცეში (დამოკიდებულება);

    >     გამოვიდეს და ხმა აიმაღლოს გენდერული თანასწორობის დასაცავად და გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად (უნარი).